imedi /  10 თებერვალი 2020, 17:40 / სანდო წყარო

ლევან კობერიძე: საარჩევნო მოდელ 100/50-ს მივემხრობით, თუ 2020 წლის არჩევნებზე ამომრჩევლის მისვლა სავალდებულო გახდება

ლევან კობერიძე

ლევან კობერიძე

საპარლამენტო ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების" წარმომადგენელმა ლევან კობერიძემ 2020-2024 პერიოდის საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ფრაქციის სახელით განცხადება გააკეთა.

„ორ თვეზე მეტია ჩვენი საზოგადოება ელოდება ევროკავშირისა და დიპლომატიური კორპუსის ჩართულობით მიმდინარე მოლაპარაკებების შედეგს „ქართული ოცნების" ხელისუფლებასა და ოპოზიციის ერთ ნაწილს შორის. სამწუხაროდ, დღემდე ამ მოლაპარაკებებს  კონკრეტული შედეგი არ მოჰყოლია და იგი, პრაქტიკულად, ჩიხშია შესული. ჯერ ისევ არ ჩანს ნათლად, მიღწევადია თუ არა ფართო კონსენსუსი საარჩევნო სისტემაზე. 14 ნოემბერს პროპორციულ სისტემაზე გადასასვლელად საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრის ჩაგდებაზე და მიმდინარე დიალოგის პროცესის ჩიხში შესვლაზე პასუხისმგებლობა უპირველესად „ქართულ ოცნებას“ ეკისრება. აშკარად იკვეთება, რომ მმართველი გუნდი მზად არის, ყველაფერი გააკეთოს ხელისუფლების უვადოდ შესანარჩუნებლად, ხოლო წინა ხელისუფლება ნებისმიერ ფასად - ძალაუფლების დასაბრუნებლად“, - განაცხადა ლევან კობერიძემ.

მისი ინფორმაციით,  კამათი ძირითადად მიმდინარეობს არა ხალხისა და ქვეყნის მთავარ ინტერესებზე, არამედ  მანდატების რაოდენობაზე, რაც მისივე შეფასებით, „პოლიტიკურ ვაჭრობას“ ემსგავსება. დეპუტატის განცხადებით,  აღნიშნული ვითარება საფრთხეს უქმნის სახელმწიფოს მშვიდობიან და სტაბილურ განვითარებას და დემოკრატიის განმტკიცების პერსპექტივებს საქართველოში.

„პოლიტიკოსები ვალდებულნი ვართ ვიპოვოთ გადაწყვეტილება, რომელიც ყველაზე მართებული იქნება ქვეყნისათვის და არა კონკრეტული პოლიტიკური ძალებისთვის. არსებული მოცემულობის გათვალისწინებით, საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, აუცილებლად მიგვაჩნია კონსენსუსის მისაღწევად ახალი წინადადებების შეთავაზება, რომელიც ხელს შეუწყობს პოლიტიკურ მრავალფეროვნებას საქართველოს პარლამენტში და ამასთანავე განამტკიცებს ქვეყნის სტაბილურობას“, -აღნიშნა ლევან კობერიძემ.

სწორედ კონსენსუსის მიღწევის ხელშესაწყობად,  ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები“ ხელისუფლებას კომპრომისულ წინადადებას სთავაზობს, რომელიც 4 ძირითად პუნქტს ეფუძნება:

1. 2024 წლიდან აუცილებლად შენარჩუნდეს პროპორციული საარჩევნო სისტემა და სრულიად გამოირიცხოს კონსტიტუციაში არსებული მუხლის ცვლილება 2024 წლიდან პროპორციული საარჩევნო სისტემის შესახებ.

2. თუკი 2020-სა და 2024 წლებს შორის დადგება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების აუცილებლობა, არჩევნები ჩატარდეს იმავე პრინციპით, რაც ამოქმედდება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის.

3. არჩევნების შედეგების მაღალი ლეგიტიმაციისათვის ფართო პოლიტიკური სპექტრის ჩართულობით გაიმართოს მსჯელობა და შეთანხმების საფუძველზე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა გახდეს სავალდებულო არჩევნების დღეს საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქისათვის.

 

4. ზემოაღნიშნული სამი პირობის გათვალისწინებით, ჩვენ მზად ვართ ხელი შევუწყოთ ფართო კონსენსუსის მიღწევას და მხარი დავუჭიროთ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას 100 პროპორციული/50 მაჟორიტარული მოდელით.

საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია „ლეიბორსიტული პარტიის“ ოფისში საარჩევნო სისტემის მოდელზე მსჯელობდა. ხელისუფლებამ ოპონენტებს შერეულ საარჩევნო მოდელი 100/50 2019 წლის დეკემბერში შესთავაზა. ეს საარჩევნო მოდელი გულისხმობს პროპორციული წესით 100 დეპუტატის არჩევას, ნაცვლად 77-სა, ხოლო მაჟორიტარული მანდატები 50-მდე შემცირდება. 

იმ შემთხვევაში თუ პოზიციები არ შეიცვლება, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები მოქმედი მოდელით ჩატარდება: 77 პროპორციული და 73 მაჟორიტარული.

ყველა სიახლე

25 თებერვალი 2020, 14:33

საქართველო

თავდაცვის მინისტრმა იუნკრების მემორიალი გვირგვინით შეამკო

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა 1921 წლის თებერვალში საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლებში დაღუპული იუნკრები კიდევ ერთხელ გაიხსენა. ირაკლი ღარიბაშვილმა კოჯორ-ტაბახმელას ტერიტორიაზე მდებარე მემორიალი გვირგვინით შეამკო და გმირულად დაღუპული ახალგაზრდების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგო.

მკვლელობა

25 თებერვალი 2020, 14:31

ძალოვნები

ადვოკატი: დედისა და ბებიის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ძალადობის მსხვერპლია

„ამ ბავშვზე წლების განმავლობაში ოჯახის წევრების მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობა ხორციელდებოდა. ეს გროვდებოდა და ძალიან მძიმედ იმოქმედა მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე. ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაინიშნება და განისაზღვრება მისი ფსიქიკური მდგომარეობა“, - ამის შესახებ „ქრონიკას“ დაკავებულის ადვოკატმა, თამარ გაჩეჩილაძემ განუცხადა.

ან ლინდე
დავით ზალკალიანი

25 თებერვალი 2020, 14:26

საქართველო

დავით ზალკალიანი შვედ კოლეგას შეხვდა

მინისტრებმა ისაუბრეს შვედეთისა და საქართველოს ურთიერთობის საკითხებზე, ასევე სხვადასვხა საერთაშორისო ფორმატებში წარმატებულ თანამშრომლობაზე. ზალკალიანმა ლინდეს გაეროს ფორმატებში წარდგენილი რეზოლუციების უწყვეტი მხარდაჭერისთვის და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის დამგმობი განცხადებებისთვის მადლობა გადაუხადა.

გიორგი ვოლსკი

25 თებერვალი 2020, 14:25

საქართველო

გიორგი ვოლსკი: სხვა გარანტია, თუ არა ნატოს წევრობა, საქართველოს არ გააჩნია

„პრემიერ-მინისტრი მართალია, რადგან საქართველოს, პატარა ქვეყანას სჭირდება, რომ ჰქონდეს უსაფრთხოების გარკვეული გარანტიები. სხვა გარანტია, თუ არა ნატოს წევრობა, საქართველოს არ გააჩნია“, - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი, ამერიკულ გამოცემა The Washington Times-ში გამოქვეყნებული სტატიას გამოეხმაურა.

25 თებერვალი 2020, 14:24

საქართველო

საქართველოს პრეზიდენტი გორის სამხედრო ბაზას ეწვია

დღევანდელ დღეს თავდაცვის შეიარაღებული ძალების ბაზაზე სალომე ზურაბიშვილმა გენერალ გიორგი კვინიკაძის სახელობის მუზეუმი გახსნა. ამ მუზეუმში ინახება კვინიკაძის ხანჯალი და შინდისის გმირების მუნდირები. ღონისძიების ფარგლებში პრეზიდენტმა ჯარისკაცებს სამახსოვრო საჩუქარი გადასცა, სამხედროებმა კი სალომე ზურაბიშვილს სუვენირი აჩუქეს.

ფეზბურთის ფედერაცია

25 თებერვალი 2020, 14:18

სპორტი

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა. მთავარ სიახლეს მეოთხე ლიგაში გუნდების რაოდენობის 16-მდე გაზრდა წარმოადგენს, რის შემდეგაც ეს გათამაშება ორ წრედ ჩატარდება.

ტიტეცუ ვატანაბე

25 თებერვალი 2020, 14:09

ტაბლოიდი

მსოფლიოში უხუცესი კაცი გარდაიცვალა

მსოფლიოში ყველაზე მოხუცი მამაკაცი ტიტეცუ ვატანაბე 112 წლისა გარდაიცვალა. თებერვლის დასაწყისში გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნის ვერსიით, ის ოფიციალურად აღიარეს მსოფლიოში ყველაზე მოხუც კაცად. ტიტეცუ ვატანაბე 1907 წლის 5 მარტს ქალაქ ჯეცუში დაიბადა.

25 თებერვალი 2020, 14:05

საქართველო

ევროპის საბჭოს მინისტერიალის ჩატარების ადგილი ხვალ გახდება ცნობილი

ევროპის საბჭოს მინისტერიალის ჩატარების ადგილი ხვალ გახდება ცნობილი, ამის შესახებ „ქრონიკას“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განუცხადა.

ბესო ქვარცხავა

25 თებერვალი 2020, 14:00

ძალოვნები

პროკურორი: განაჩენით დასტურდება, რომ დავით სარალიძეს ჭრილობა ბასრი საგნის გამოყენებით, მიხეილ კალანდიამ მიაყენა

როგორც მოგეხსენებათ, დღევანდელ სხდომაზე სასამართლომ გამოაცხადა განაჩენი, აწ უკვე მსჯავრდებულ მიხეილ კალანდიას სისხლის სამართლის საქმეზე, რა დროსაც სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებები, - ამის შესახებ ხორავას საქმის პროკურორმა, ბესო ქვარცხავამ სასამართლოს მიერ განაჩენის გამოცხადების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

გიორგი წოწკოლაური; ბესარიონ სიმონიშვილ

25 თებერვალი 2020, 13:54

საქართველო

დევნილთა სამინისტროს წარმომადგენლებმა იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი წოწკოლაურმა და დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა კოჯორში, იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

კორონავირუსი

25 თებერვალი 2020, 13:42

სპორტი

კორონავირუსის საფრთხის გამო „იუვენტუსი“-„ინტერის“ მატჩი გულშემატკივრების გარეშე ჩატარდება

პირველ მარტს იუვენტუსი“-„ინტერის“ მატჩი გულშემატკივრების გარეშე ჩატარდება. იტალიის სპორტის სამინისტრომ ეს გადაწყვეტილება კორონავირუსის საფრთხის გამო მიიღო. ბოლო მონაცემებით, იტალიაში საშიშ ვირუსს 7 ადამიანი ემსხვერპლა, დაავადებულთა რაოდენობამ კი 231-ს მიაღწია.

25 თებერვალი 2020, 13:32

საქართველო

სოფელ ფშავლის ტყეში ხანძარი ჩამქრალია

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშაველში ხანძარი ლიკვიდირებულია. ამ წუთებში ტერიტორიას მეხანძრე-მაშველები ტოვებენ. დაიწვა დაახლოებით 10 ჰექტრამდე ფართობის ტერიტორია. ცეცხლის ლოკალიზება გუშინვე მოხდა. ხანძარი სოფლიდან რამდენიმე კილომეტრში ჯერ ხმელ ბალახს გაუჩნდა, შემდეგ კი ტყის მასივზე გავრცელდა.

ირაკლი სესიაშვილი

25 თებერვალი 2020, 13:18

საქართველო

ირაკლი სესიაშვილი: რუსეთისგან პროვოკაციებს მომავალშიც უნდა ველოდოთ

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი პერევის გამშვებ პუნქტთან არსებულ ვითარებას გამოეხმაურა. „ბოლო პერიოდში რუსეთი აგრძელებს პროვოკაციულ ქმედებებს, მათ შორის ხელოვნურად ქმნის ბარიერებს იმისათვის, რომ ჩვენს თანამოქალაქეებთან ოკუპირებულ ტერიტორიებზე არ გვქონდეს ურთიერთობა. ამ ურთიერთობაში, იქ მცხოვრები ადამიანები უკეთ ხედავენ რეალურად ვინ არის ოკუპანტი და ვის სურს მშვიდობა და თანაცხოვრება“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

თენგიზ კალანდია

25 თებერვალი 2020, 13:18

საქართველო

თენგიზ კალანდია: სიმართლის დადგენას ან ომი უნდა, ან რევოლუცია - სხვანაირად არაფერი გვეშველება

საქართველოში არაფრის იმედი გვაქვს, იმიტომ რომ ჩვენ არც სახელმწიფო გვაქვს, არც სასამართლო, არც პროკურატურა. ყველაფერი განადგურებული და ყველაფერი წყალწაღებულია, - ამის შესახებ, სასამართლოს მიერ განაჩენის გამოცხადების შემდეგ მიხეილ კალანდიას მამამ, თენგიზ კალანდიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

ირაკლი სესიაშვილი

25 თებერვალი 2020, 13:12

ძალოვნები

ირაკლი სესიაშვილი: ჯარი საუკეთესო პროდუქტით მარაგდება

შემიძლია გითხრათ, რომ ჯარი საუკეთესო პროდუქტით მარაგდება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი სესიაშვილმა თავდაცვის სამინისტროს ტენდერებთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, თავდაცვის სამინისტრო ყველაფერს აკეთებს, რათა ჯარში რამე დეფიციტი არ შეიქმნას.

ბორის კაკუბავა

25 თებერვალი 2020, 13:08

ძალოვნები

ბორის კაკუბავა: ზაზა სარალიძე მოისყიდა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, რომლებმაც ხელისუფლებაზე ზეწოლა განახორციელეს

ზაზა სარალიძე მოისყიდა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, რომლებმაც ხელისუფლებაზე ზეწოლა განახორციელეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულ მიხეილ კალანდიას ბაბუამ, ბორის კაკუბავამ განუცხადა.

25 თებერვალი 2020, 13:02

საქართველო

სტიქიური მოვლენების მონიტორინგი ახალი უპილოტო საფრენი აპარატებით განხორციელდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებით, მათ სპეციალისტებს უპილოტო საფრენი აპარატების მართვაში ტრენინგი ჩაუტარდათ, რომლებიც კლიმატის მწვანე ფონდის (Green Climate Fund) მხარდაჭერითაა შეძენილი.

25 თებერვალი 2020, 12:58

ძალოვნები

ლუკა კალანდია: საქართველოში სამართალი არ არსებობს, ეჭიდავონ სტრასბურგს

ეს არის პოლიტიკური დავალება, ეჭიდავონ სტრასბურგს! საქართველოში სამართალი არ არსებობს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს მიხეილ კალანდიას ძმამ, სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განუცხადა.

ირაკლი სესიაშვილი

25 თებერვალი 2020, 12:57

საქართველო

ირაკლი სესიაშვილი: ყველამ უნდა გაიაზროს, რომ რევოლუციური მეთოდებით სიტუაციის არევა არ გამოუვათ

არანაირი ულტიმატუმი არ არსებობს. მმართველმა პარტიამ ოპოზიციას და საზოგადოებას შესთავაზა კომპრომისული ვერსია. სამწუხაროდ, ვხედავ რადიკალურ პოზიციებს, რომელიც არ არის ორიენტირებული იმ შედეგზე, რომ ქვეყანაში არჩევნები მშვიდობიანად, თავისუფალ რეჟიმში ჩატარდეს, - ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ზაალ უდუმაშილი

25 თებერვალი 2020, 12:55

საქართველო

ზაალ უდუმაშვილი: ვიდრე ოპოზიციური პარტიების ლიდერები ტყვეობაში არიან, ხელისუფლებასთან მოლაპარაკებები არ შედგება

სანამ პოლიტიკური პარტიის ლიდერები ტყვეობაში არიან, არანაირ მოლაპარაკებებზე საუბარი არ არის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა განუცხადა. მისივე თქმით, ვიდრე ოპოზიციონერებზე ხელისუფლებას პოლიტიკური ნადირობა აქვს გამოცხადებული, მოლაპარაკებებს აზრი არ აქვს.