imedi /  10 თებერვალი 2020, 19:25 / სანდო წყარო

ომბუდსმენი ჯანდაცვის მინისტრს მიმართავს, სოციალური და ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამები მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე პირთათვის ხელმისაწვდომი გახდეს

ნინო ლომჯარია

ნინო ლომჯარია

საქართველოს სახალხო დამცველი ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს მიმართავს, ბინადრობის მუდმივი ნებართვის მქონე პირებისათვის, საქართველოს მოქალაქების მსგავსად, ხელმისაწვდომი გახდეს სოციალური თუ ჯანმრთელობის დაცვის, მათ შორის, C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამები.

სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე პირებს უახლოეს მომავალში მიეცემათ შესაძლებლობა, ისარგებლონ სოციალური თუ ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამებით, რითაც მათ მიმართ არსებული დისკრიმინაციული პრაქტიკა აღმოიფხვრება და გამოთქვამს თანამშრომლობისათვის მზადყოფნას, განსახილველ საკითხთან დაკავშირებით.

„სახალხო დამცველის აპარატში კვლავ შემოდის განცხადებები, რომლებშიც საუბარია მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე პირთა მიერ ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამებით სარგებლობის შეზღუდვის და მათი ბენეფიციართა წრიდან გამორიცხვის თაობაზე, რის გამოც, სახალხო დამცველმა სამინისტროსადმი მიმართვის წერილში აღნიშნულ საკითხზე კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება.

2017-2018 წლებში სახალხო დამცველმა ორჯერ გამოსცა რეკომენდაცია,  საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე პირების მიმართ, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სახელმწიფო პროგრამების განხორციელების პროცესში არსებულ დისკრიმინაციულ პრაქტიკასთან დაკავშირებით. აღნიშნულ რეკომენდაციებში ხაზგასმულია, რომ მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე პირებისათვის, საქართველოს მოქალაქეებისგან განსხვავებით, ხელმისაწვდომი არ არის სხვადასხვა სოციალური თუ ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამები. შესაბამისად, აღნიშნული პირები სირთულეებს აწყდებიან იმ ქვეყანაში ცხოვრებისას, რომლის ბიუჯეტშიც შეაქვთ კონტრიბუცია.

წერილში აღნიშნულია, რომ მართალია, სახელმწიფოს შეუძლია თავისი შეხედულებისამებრ დაგეგმოს ქვეყნის სოციალური პოლიტიკა, თუმცა ეს შესაძლებლობები მცირდება, როდესაც იგი გაუმართლებლად განასხვავებს არსებითად თანასწორ ჯგუფებს. განსაკუთრებით, იმ პირობებში, რომ ბინადრობის ნებართვის მქონე პირებსა და საქართველოს მოქალაქეებს მსგავსი საგადასახადო ვალდებულებები აქვთ სახელმწიფოს წინაშე და შესაბამისად, ბიუჯეტიდან დაფინანსებული ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამა თანასწორად ხელმისაწვდომი უნდა იყოს ამ პირებისათვის.

მინისტრისათვის გაგზავნილ წერილში ხაზგასმულია, რომ ძირითადი და ბაზისური ჯანდაცვის/სოციალური პროგრამები, ასევე გარკვეული რთული კატეგორიის დაავადებათა კონტროლის მიზნით შემუშავებული სახელმწიფო პროგრამები ხელმისაწვდომი იყოს იმ პირთა ჯგუფისათვის, რომელთაც ქვეყნის ბიუჯეტის ზრდაში წვლილი შეაქვს და სამართლებრივად საქართველოს მოქალაქეთა მსგავს მდგომარეობაში იმყოფება“, - ნათქვამია სახალხო დამცველის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ყველა სიახლე

კორონავირუსი

28 თებერვალი 2020, 01:05

მსოფლიო

ნიდერლანდებში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა დადასტურდა

ნიდერლანდებში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ განცხადება ნიდერლანდების ჯანდაცვისა და გარემოს ეროვნულ ცენტრში გააკეთეს. არსებული ინფორმაციით, საუბარია კაცზე, რომელიც იტალიაში იმყოფებოდა.

კორონავირუსი

28 თებერვალი 2020, 00:55

მსოფლიო

როგორ დავალაგოთ სახლი კორონავირუსის პრევენციისთვის. რჩევები

ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით რამდენ ხანს ძლებს კოროვირუსი ზედაპირებზე. თუმცა კოლუმბიის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის ეპიდემიოლოგიის პროფესორი სტივენ მორსი ამბობს, რომ რაც ჩვენ ვიცით სხვა კორნვირუსებიდან არის ის, რომ საყოფაცხოვრებო საწმენდი საშუალებების უმეტესობა მათ კლავს.

ოლივიე ვ ერანის

28 თებერვალი 2020, 00:47

მსოფლიო

საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრი: ამ საღამოს კორონავირუსით დაინფიცირების მკვეთრი ზრდის წინაშე დავდექით

„ამ საღამოს კორონავირუსით დაინფიცირების მკვეთრი ზრდის წინაშე დავდექით. 19:00 საათის მდგომარეობით დარეგისტრირებულია კორონავირუსით დაინფიცირების 38 შემთხვევა“, - აღნიშნა მინისტრმა. მისივე თქმით, ამჟამად ყველა ზომა ტარდება, რათა კორონავირუსის გავრცელების შეკავება მოხდეს.

28 თებერვალი 2020, 00:45

საქართველო

ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, - ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი

28 თებერვალი 2020, 00:30

მსოფლიო

ქუთაისი-მილანის რეისის არც ერთ მგზავრს კორონავირუსის სიმპტომები არ აღმოაჩნდა

რეისის მგზავრები აცხადებენ, რომ იტალიისა და ესპანეთის რამდენიმე ქალაქში იმოგზაურეს, თუმცა ქალაქებში სიმშვიდეა. მათივე თქმით, ვირუსით გამოწვეული პანიკა არსად შეიმჩნევა. მათივე თქმით, ვირუსის რისკის ზონად მიჩნეულ ქალაქებში არც დახლების დაცარიელება შეიმჩნევა.

კორონავირუსი

28 თებერვალი 2020, 00:20

ტექნოლოგიები

ისრაელელ მკვლევართა ჯგუფი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნის ბოლო სტადიაზეა

ისრაელელი მკვლევართა ჯგუფი, გალილეის კვლევით ინსტიტუტში (MIGAL) კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინის შემუშავების ბოლო სტადიაზეა, - განაცხადა ისრაელის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის მინისტრმა, ოფირ აკუნისმა. ამის შესახებ ინფორმაციას i24news.tv-ი ავრცელებს.

ბიძინა კულუმბეგოვი

28 თებერვალი 2020, 00:06

საქართველო

ბიძინა კულუმბეგოვი: გრიპი უფრო მეტად მკვლელი ვირუსია, ვიდრე - კორონავირუსი

მეტი სიცხადისთვის ციფრებით ვიტვი, თითქოს, გრიპის რამდენიმე ანტივირუსული პრეპარატი გვაქვს, არსებობს ვაქცინაც, მაგრამ მარტო წელს, 2019-2020 წლის სეზონში, დღევანდელ დღემდე, ამერიკის შეერთებულ შტატებში გრიპით თითქმის, 13 ათასია გარდაცვლილი. ამიტომ დღეის მონაცემებით, გრიპი უფრო მეტი მკვლელი ვირუსია, ვიდრე არსებული კორორნავირუსი, - ამის შესახებ იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა.

თამარ გაბუნია

27 თებერვალი 2020, 23:55

საქართველო

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე: საქართველო კორონავირუსის გავრცელების მხრივ კვლავ დაბალი რისკის ქვეყანაა

„ჩვენ გვაქვს ძალიან მკაცრი კონტროლის ზომები საზღვრებზე, რაც არის ყველაზე აქტიური და ქმედითი მექანიზმი იმისთვის, რომ შევაჩეროთ ქვეყანაში ნებისმიერი ადამიანის შემოსვლა, რომელიც მაღალი რისკის ჯგუფს მიეკუთვნება"-განაცხადა თამარ გაბუნიამ.

27 თებერვალი 2020, 23:51

მსოფლიო

რას ურჩევენ ჯანდაცვის სპეციალისტები წვერ-ულვაშიან კაცებს კორონავირუსის ეპიდემიისას

ახალი კორონავირუსის გავრცელების არეალის გაფართოების ფონზე სამედიცინო ნიღბებსა და რესპირატორებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით იყენებენ. ამ მეთოდს სპეციალისტები რეკომენდაციას უწევენ, რათა ინფექციის მასშტაბის ზრდის პროცესი შეფერხდეს. თუმცა ნიღბებისა და რესპირატორების დამცავი ფუნქციის ერთ-ერთ შემაფერხებელ ფაქტორად აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი წვერ-ულვაშს ასახელებს.

27 თებერვალი 2020, 23:27

მსოფლიო

კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩრდილოეთ ირლანდიაშიც დაფიქსირდა

ჩრდილოეთ ირლანდიაში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. დაინფიცირებული პირი ქვეყანაში ჩრდილოეთ იტალიიდან ჩავიდა. ამ დროისთვის გაერთიანებულ სამეფოში კორონავირუსით ინფიცირების 16 შემთხვევა დადასტურებული.

ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი

27 თებერვალი 2020, 23:18

მსოფლიო

ჯანმოს ხელმძღვანელი: არც ერთმა ქვეყანამ არ უნდა ჩათვალოს, რომ კორონავირუსი მას არ შეეხება

„არც ერთმა ქვეყანამ არ უნდა ჩათვალოს, რომ კორონავირუსის ინფიცირების შემთხვევებს არ მიიღებს. ეს ფატალური შეცდომა იქნება, პირდაპირ რომ ვთქვა“, - განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა. მან ასევე აღნიშნა, რომ კორონავირუსს ჯერ კიდევ აქვს პანდემიის პოტენციალი.

ზვიად კუპრავა

27 თებერვალი 2020, 23:11

ძალოვნები

შსს-მ ზვიად კუპრავას მიმართ ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

როგორც imedinews-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურ ძალადობას გულისხმობს.

27 თებერვალი 2020, 23:05

საქართველო

რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის პრევენციის მიზნით ექიმებს გაგზავნის

„უახლოეს დროში აფხაზეთში მობილური სანიტარულ-ეპიდემიური ბრიგადები ჩამოვლენ სპეციალური ტრანსპორტით, ასევე სამედიცინო სპეციალისტების ბრიგადა. გარდა ამისა, აფხაზეთს დახმარებას გაუწევენ საჭირო მედიკამენტებით, დიაგნოსტიკური ტესტ-სისტემებით და ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით“, - განაცხადეს ოკუპირებული აფხაზეთის ჯანდაცვის დე ფაქტო სამინისტროში.

არჩილ თალაკვაძე

27 თებერვალი 2020, 22:44

საქართველო

არჩილ თალაკვაძე ლიდერთა სკოლის მოსწავლეებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ლიდერთა სკოლის მოსწავლეებს შეხვდა. მან ახალგაზრდებს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში უმასპინძლა, სადაც ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობა და ფუნქციები გააცნო, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს

27 თებერვალი 2020, 22:35

ძალოვნები

თელავის სოფელ აკურაში ხანძარია

სოფელ თეთრიწყლების შემდეგ ხანძრის ახალი კერა გაჩნდა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ აკურაში. „ქრონიკის“ ინფორმაციით, დასახლებული პუნქტიდან დაახლოებით, 5 კილომეტრში, ცეცხლი ტყის ქვედა საფარს უკიდია.

კორონავირუსი

27 თებერვალი 2020, 22:26

მსოფლიო

გერმანიის მთავრობა ფედერალურ მიწებს თავშესაფრის მაძიებლებისთვის კორონავირუსზე ტესტის ჩატარებას მოსთხოვს

ჰორსტ ზეეჰოფერის თქმით, ყოველ თვე გერმანიაში ათასობით დევნილი ჩამოდის იმ ქვეყნების გავლით, რომლებიც რისკის ქვეშ არიან. გერმანია ასევე შეაჩერებს თავშესაფრის მაძიებელთა იტალიაში და იტალიიდან გადმოყვანას, რაც ე.წ. დუბლინის რეგულაციების ფარგლებში ხდება.

27 თებერვალი 2020, 22:10

საქართველო

მედია რეიტინგების მთვლელი კომპანია „ტრი მედია ინტელიჯენსი" საქართველოში დაფარვის მასშტაბს ზრდის

„ტრი მედია ინტელიჯენსი" საქართველოში დაფარვის მასშტაბს ზრდის. ეს არის კომპანია, რომელიც მედია რეიტინგებს ითვლის. ამ დრომდე მონაცემების შეგროვება საქართველოს ხუთ დიდ ქალაქში: თბილისში, რუსთავში, გორში, ქუთაისში, ბათუმში, ფოთსა და ზუგდიდში ხდებოდა. ამიერიდან კი, რეიტინგი პატარა ქალაქებსა და სოფლებშიც დაითვლება

ემანუელ მაკრონი

27 თებერვალი 2020, 21:57

მსოფლიო

ემანუელ მაკრონი: იტალიასთან საზღვრებს არ ჩავკეტავთ

ნეაპოლში იტალიის პრემიერ-მინისტრთან ერთად ყოფნისას ჟურნალისტებმა ემანუელ მაკრონს კითხვა დაუსვეს, აპირებს თუ არა ის კორონავირუსის გავრცელების გამო იტალიის საზღვრების ჩაკეტვას. „არა, საზღვრები იტალიასთან არ ჩაიკეტება“, - აღნიშნა ემანუელ მაკრონმა.

27 თებერვალი 2020, 21:28

საქართველო

სარფის საბაჟოსა და ბათუმის აეროპორტში ექიმების რაოდენობა გაიზრდება

საბაჟოზე მკაცრად მოწმდება ძირითადად ის მგზავრები, ვისაც საეჭვო სიმპტომები აქვთ ან იმ ქვეყნებში იმყოფებოდნენ, სადაც კორონავირუსი დაფიქსირდა. მებაჟეები და სამართალდამცველები პირბადეებით არიან აღჭურვილები.

ჰადი ხოსროშაჰი

27 თებერვალი 2020, 20:56

მსოფლიო

ვატიკანსა და ეგვიპტეში ირანის ყოფილი ელჩი კორონავირუსით გარდაიცვალა

ვატიკანსა და ეგვიპტეში ირანის ყოფილი ელჩი ხადი ხოსროუშახი კორონავირუსით გამოწვეული დაავადებისგან გარდაიცვალა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ის საავადმყოფოში გუშინ გადაიყვანეს. ყოფილი ელჩის მდგომარეობა მძიმე იყო. ანალიზებით მას კორონავირუსი დაუდგინდა, დღეს დილით კი გარდაიცვალა.