imedi /  11 თებერვალი 2020, 01:02 / სანდო წყარო

კახა კალაძე: არასწორი ინფორმაციაა, თითქოს უგულავა ერთსა და იმავე საქმეზე ორჯერ გასამართლდა

საარჩევნო წელი არაფერ შუაშია, თუ ადამიანს აქვს დანაშაული შესაბამისად კანონის ფარგლებში გვიწევს ყველას პასუხისგება- ამის შესახებ კახა კალაძემ გიგი უგულავასთვის პატიმრობის მისჯაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„ადამიანურად რატომ უნდა გამიხარდეს ვინმეს დაჭერა, არ მიხარია, მაგრამ ჩვენ ვიცით, თუ რა დანაშაულთანაა საქმე და ისიც არასწორი ინფორმაციაა, თითქოს ორჯერ გასამართლდა ერთი და იგივე საქმეზე, ეს არაა სწორი და არ მინდა საზოგადოება შეიყვანოთ შეცდომაში. თქვენ იცით რომ, პროკურატურას ჰქონდა გასაჩივრებული, საქმე დახურული არ იყო და უზენაესმა სასამართლომ მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც დღეს გახდა ცნობილი. იმ კონკრეტული მუხლით, რომელიც ჰქონდა მიყენებული და რომელიც გაასაჩივრა პროკურატურამ, ზუსტად ის დააკმაყოფილა უზენაესმა"- განაცხადა თბილისის მერმა.

გიგი უგულავა ე.წ. მატროსოვის ციხეში 10 თებერვალს გადაიყვანეს. უზენაესმა სასამართლომ უგულავა ე.წ. ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო და 3 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

პროკურატურა გიგი უგულავას მერობის პერიოდში თბილისის განვითარების ფონდიდან 48 მილიონი ლარის მითვისება-გაფლაგვას ედავებოდა. 2018 წელს საქალაქო სასამართლომ ყოფილ მერს აღნიშნულ საქმეზე 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, თუმცა სხვა საქმეზე გამოტანილმა განაჩენმა ახალი განაჩენი შთანთქა და სასამართლომ სასჯელი მოხდილად ჩაუთვალა.

ყველა სიახლე

ან ლინდე
დავით ზალკალიანი

25 თებერვალი 2020, 14:26

საქართველო

დავით ზალკალიანი შვედ კოლეგას შეხვდა

მინისტრებმა ისაუბრეს შვედეთისა და საქართველოს ურთიერთობის საკითხებზე, ასევე სხვადასვხა საერთაშორისო ფორმატებში წარმატებულ თანამშრომლობაზე. ზალკალიანმა ლინდეს გაეროს ფორმატებში წარდგენილი რეზოლუციების უწყვეტი მხარდაჭერისთვის და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის დამგმობი განცხადებებისთვის მადლობა გადაუხადა.

25 თებერვალი 2020, 14:24

საქართველო

საქართველოს პრეზიდენტი გორის სამხედრო ბაზას ეწვია

დღევანდელ დღეს თავდაცვის შეიარაღებული ძალების ბაზაზე სალომე ზურაბიშვილმა გენერალ გიორგი კვინიკაძის სახელობის მუზეუმი გახსნა. ამ მუზეუმში ინახება კვინიკაძის ხანჯალი და შინდისის გმირების მუნდირები. ღონისძიების ფარგლებში პრეზიდენტმა ჯარისკაცებს სამახსოვრო საჩუქარი გადასცა, სამხედროებმა კი სალომე ზურაბიშვილის სუვენირი აჩუქეს.

25 თებერვალი 2020, 14:19

საქართველო

თავდაცვის მინისტრმა იუნკრების მემორიალი გვირგვინით შეამკო

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა 1921 წლის თებერვალში საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლებში დაღუპული იუნკერები კიდევ ერთხელ გაიხსენა. ირაკლი ღარიბაშვილმა კოჯორ-ტაბახმელას ტერიტორიაზე მდებარე მემორიალი გვირგვინით შეამკო და გმირულად დაღუპული ახალგაზრდების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგო.

ტიტეცუ ვატანაბე

25 თებერვალი 2020, 14:09

ტაბლოიდი

მსოფლიოში უხუცესი კაცი გარდაიცვალა

მსოფლიოში ყველაზე მოხუცი მამაკაცი ტიტეცუ ვატანაბე 112 წლისა გარდაიცვალა. თებერვლის დასაწყისში გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნის ვერსიით, ის ოფიციალურად აღიარეს მსოფლიოში ყველაზე მოხუც კაცად. ტიტეცუ ვატანაბე 1907 წლის 5 მარტს ქალაქ ჯეცუში დაიბადა.

25 თებერვალი 2020, 14:05

საქართველო

ევროპის საბჭოს მინისტერიალის ჩატარების ადგილი ხვალ გახდება ცნობილი

ევროპის საბჭოს მინისტერიალის ჩატარების ადგილი ხვალ გახდება ცნობილი, ამის შესახებ „ქრონიკას“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განუცხადა.

ბესო ქვარცხავა

25 თებერვალი 2020, 14:00

ძალოვნები

პროკურორი: განაჩენით დასტურდება, რომ დავით სარალიძეს ჭრილობა ბასრი საგნის გამოყენებით, მიხეილ კალანდიამ მიაყენა

როგორც მოგეხსენებათ, დღევანდელ სხდომაზე სასამართლომ გამოაცხადა განაჩენი, აწ უკვე მსჯავრდებულ მიხეილ კალანდიას სისხლის სამართლის საქმეზე, რა დროსაც სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებები, - ამის შესახებ ხორავას საქმის პროკურორმა, ბესო ქვარცხავამ სასამართლოს მიერ განაჩენის გამოცხადების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

კორონავირუსი

25 თებერვალი 2020, 13:42

სპორტი

კორონავირუსის საფრთხის გამო „იუვენტუსი“-„ინტერის“ მატჩი გულშემატკივრების გარეშე ჩატარდება

პირველ მარტს იუვენტუსი“-„ინტერის“ მატჩი გულშემატკივრების გარეშე ჩატარდება. იტალიის სპორტის სამინისტრომ ეს გადაწყვეტილება კორონავირუსის საფრთხის გამო მიიღო. ბოლო მონაცემებით, იტალიაში საშიშ ვირუსს 7 ადამიანი ემსხვერპლა, დაავადებულთა რაოდენობამ კი 231-ს მიაღწია.

25 თებერვალი 2020, 13:32

საქართველო

სოფელ ფშავლის ტყეში ხანძარი ჩამქრალია

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშაველში ხანძარი ლიკვიდირებულია. ამ წუთებში ტერიტორიას მეხანძრე-მაშველები ტოვებენ. დაიწვა დაახლოებით 10 ჰექტრამდე ფართობის ტერიტორია. ცეცხლის ლოკალიზება გუშინვე მოხდა. ხანძარი სოფლიდან რამდენიმე კილომეტრში ჯერ ხმელ ბალახს გაუჩნდა, შემდეგ კი ტყის მასივზე გავრცელდა.

ირაკლი სესიაშვილი

25 თებერვალი 2020, 13:18

საქართველო

ირაკლი სესიაშვილი: რუსეთისგან პროვოკაციებს მომავალშიც უნდა ველოდოთ

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი პერევის გამშვებ პუნქტთან არსებულ ვითარებას გამოეხმაურა. „ბოლო პერიოდში რუსეთი აგრძელებს პროვოკაციულ ქმედებებს, მათ შორის ხელოვნურად ქმნის ბარიერებს იმისათვის, რომ ჩვენს თანამოქალაქეებთან ოკუპირებულ ტერიტორიებზე არ გვქონდეს ურთიერთობა. ამ ურთიერთობაში, იქ მცხოვრები ადამიანები უკეთ ხედავენ რეალურად ვინ არის ოკუპანტი და ვის სურს მშვიდობა და თანაცხოვრება“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

თენგიზ კალანდია

25 თებერვალი 2020, 13:18

საქართველო

თენგიზ კალანდია: სიმართლის დადგენას ან ომი უნდა, ან რევოლუცია - სხვანაირად არაფერი გვეშველება

საქართველოში არაფრის იმედი გვაქვს, იმიტომ რომ ჩვენ არც სახელმწიფო გვაქვს, არც სასამართლო, არც პროკურატურა. ყველაფერი განადგურებული და ყველაფერი წყალწაღებულია, - ამის შესახებ, სასამართლოს მიერ განაჩენის გამოცხადების შემდეგ მიხეილ კალანდიას მამამ, თენგიზ კალანდიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

ირაკლი სესიაშვილი

25 თებერვალი 2020, 13:12

ძალოვნები

ირაკლი სესიაშვილი: ჯარი საუკეთესო პროდუქტით მარაგდება

შემიძლია გითხრათ, რომ ჯარი საუკეთესო პროდუქტით მარაგდება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი სესიაშვილმა თავდაცვის სამინისტროს ტენდერებთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, თავდაცვის სამინისტრო ყველაფერს აკეთებს, რათა ჯარში რამე დეფიციტი არ შეიქმნას.

ბორის კაკუბავა

25 თებერვალი 2020, 13:08

ძალოვნები

ბორის კაკუბავა: ზაზა სარალიძე მოისყიდა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, რომლებმაც ხელისუფლებაზე ზეწოლა განახორციელეს

ზაზა სარალიძე მოისყიდა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, რომლებმაც ხელისუფლებაზე ზეწოლა განახორციელეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულ მიხეილ კალანდიას ბაბუამ, ბორის კაკუბავამ განუცხადა.

25 თებერვალი 2020, 13:02

საქართველო

სტიქიური მოვლენების მონიტორინგი ახალი უპილოტო საფრენი აპარატებით განხორციელდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებით, მათ სპეციალისტებს უპილოტო საფრენი აპარატების მართვაში ტრენინგი ჩაუტარდათ, რომლებიც კლიმატის მწვანე ფონდის (Green Climate Fund) მხარდაჭერითაა შეძენილი.

25 თებერვალი 2020, 12:58

ძალოვნები

ლუკა კალანდია: საქართველოში სამართალი არ არსებობს, ეჭიდავონ სტრასბურგს

ეს არის პოლიტიკური დავალება, ეჭიდავონ სტრასბურგს! საქართველოში სამართალი არ არსებობს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს მიხეილ კალანდიას ძმამ, სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განუცხადა.

ირაკლი სესიაშვილი

25 თებერვალი 2020, 12:57

საქართველო

ირაკლი სესიაშვილი: ყველამ უნდა გაიაზროს, რომ რევოლუციური მეთოდებით სიტუაციის არევა არ გამოუვათ

არანაირი ულტიმატუმი არ არსებობს. მმართველმა პარტიამ ოპოზიციას და საზოგადოებას შესთავაზა კომპრომისული ვერსია. სამწუხაროდ, ვხედავ რადიკალურ პოზიციებს, რომელიც არ არის ორიენტირებული იმ შედეგზე, რომ ქვეყანაში არჩევნები მშვიდობიანად, თავისუფალ რეჟიმში ჩატარდეს, - ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ზაალ უდუმაშილი

25 თებერვალი 2020, 12:55

საქართველო

ზაალ უდუმაშვილი: ვიდრე ოპოზიციური პარტიების ლიდერები ტყვეობაში არიან, ხელისუფლებასთან მოლაპარაკებები არ შედგება

სანამ პოლიტიკური პარტიის ლიდერები ტყვეობაში არიან, არანაირ მოლაპარაკებებზე საუბარი არ არის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა განუცხადა. მისივე თქმით, ვიდრე ოპოზიციონერებზე ხელისუფლებას პოლიტიკური ნადირობა აქვს გამოცხადებული, მოლაპარაკებებს აზრი არ აქვს.

25 თებერვალი 2020, 12:47

ძალოვნები

მიხეილ კალანდიას 11 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ მიხეილ კალანდიას მიხეილ კალანდიას 11 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.მიხეილ კალანდია სამართალდამცველებმა 4 ივნისს დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 6 ივნისს შეეფარდა.

ჰარვი ვაინშტეინი

25 თებერვალი 2020, 12:43

მსოფლიო

ჰარვი ვაინშტეინი საავადმყოფოში გადაიყვანეს

ჰარვი ვაინშტაინი, რომელიც გუშინ ნაფიცმა მსაჯულებმა დამნაშავედ ცნეს, საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი ადვოკატის, დონა როტუნოს განცხადებით, მას შემდეგ, რაც მის კლიენტს ვერდიქტი გამოუტანეს, მას ტკივილები დაეწყო გულმკერდის არეში, დაუფიქსირდა მაღალი წნევა და აცქარებული გულისცემა. ის ნიუ-იორკის Bellevue Hospital-ში გადაიყვანეს.

აჭარის ტელევიზია

25 თებერვალი 2020, 12:41

საქართველო

აჭარის ტელევიზია პროტესტის ნიშნად კიდევ ერთმა ჟურნალისტმა დატოვა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი კიდევ ერთმა ჟურნალისტმა პროტესტის ნიშნად დატოვა. თბილისის ბიუროს რეპორტიორის ნინო ხოზრევანიძის განცხადება, გათავისუფლების შესახებ დირექტორმა უკვე დააკმაყოფილა.

ვახტანგ იაშვილი, ადვოკატი

25 თებერვალი 2020, 12:34

ძალოვნები

20 ივნისის საქმეზე დაკავებულთა დაცვის მხარემ საპროცესო შეთანხმებაზე მზაობა გამოთქვა

20 ივნისის აქციის დროს დაკავებულებმა ზურაბ ბუდაღაშვილმა, ცოტნე სოსელიამ და კახა კუპრეიშვილმა პროკურატურის მტკიცებულებები უდაოდ მიიჩნიეს, რის შემდეგაც დაცვის მხარემ საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით მზაობა გამოთქვა. რაც შეეხება მეოთხე ბრალდებულს, ბესიკ თამლიანს მან მტკიცებულებები სადავოდ მიიჩნია და ბრალს არ აღიარებს.