imedi /  12 თებერვალი 2020, 12:18 / სანდო წყარო

„ქართული ოცნება“ ოპონენტებს დიალოგისკენ მოუწოდებს

მამუკა მდინარაძე

მამუკა მდინარაძე

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ სახელით, ოპონენტებს დიალოგის მაგიდასთან ვიწვევთ, რადგან მიგვაჩნია, რომ დიალოგსა და კონსენსუსს ალტერნატივა არ აქვს", - ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, დიალოგი არის როგორც საზოგადოების მოლოდინი, ასევე საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაცია, რაც პროცესების სტაბილიზაციასა და არსებული გამოწვევების მშვიდობიანი, კონსტრუქციული გზით გადაწყვეტას გულისხმობს.

„გვსურს, მადლობა გადავუხადოთ ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ის საელჩოს, რომელიც როგორც ოპოზიციას, ასევე ჩვენც მოგვიწოდებს დიალოგისკენ და კვლავაც მზად არის ერთგვარი შუამავლის როლი შეასრულოს პოლიტიკური დიალოგის პროცესში. ბუნებრივია, ვუერთდებით საელჩოს გულისტკივილს, რომ სასამართლოს მიერ გიგი უგულავას მიმართ გამოტანილი განაჩენისა და თავისუფლების აღკვეთის დრო საარჩევნო სისტემის შესახებ დიალოგს დაემთხვა, თუმცა აღვნიშნავთ, რომ მართლმსაჯულების განხორციელების პრეროგატივა დამოუკიდებელ სასამართლოს აქვს და არა პოლიტიკოსებს ან რომელიმე პოლიტიკოსს. ვფიქრობთ, ყველა პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსი ვალდებულია, ჩაერთოს დიალოგის პროცესში დეესკალაციისა თუ კონსენსუსის მიღწევისთვის ოპტიმალური გზა იპოვოს ყველამ“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

მისი თქმით, პოლიტიკა დანაშაულის ჩამდენი პირებისთვის თავშესაფარი და ინდულგენცია ვერ იქნება. „ქართული ოცნების“ გაცხადებული პოლიტიკაა, რომ სამოხელეო დანაშაულის, განსაკუთრებით კი გადასახადის გადამხდელთა თანხების არამიზნობრივად გამოყენებასთან დაკავშირებით სახელმწიფოს რეაგირება იყოს უკიდურესად მკაცრი და შეურიგებელი. სწორედ „ქართულმა ოცნებამ“ დაამკვიდრა ქვეყანაში მაღალი სტანდარტი, რომ საბიუჯეტო თანხების უკანონოდ განკარგვასა თუ ნებისმიერ სხვა მსგავს დანაშაულზე იყოს ერთგვარი მიდგომა, ყველა პირი კანონის წინაშე თანასწორია და მსგავს დანაშაულზე, პირველ რიგში, ჩვენი გუნდის წევრები აგებენ ხოლმე პასუხს. ჩვენს მიდგომებს რამდენიმე მაგალითიც ადასტურებს, რაზეც გუშინაც ვილაპარაკეთ: ბათუმის მერი, რომელიც კორუფციის ბრალდებითაა დაკავებული, კორუფციის ბრალდებით ასევე დაკავებულია წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარე; ასევე გასამართლდა ზუგდიდის მერი და არაერთი სხვა თანამდებობის პირი, რომლებსაც შეფარდებული აქვთ თავისუფლების აღკვეთა 7, 12, 2 წლით და ასე შემდეგ. რაც შეეხება გიგი უგულავას საქმეს - უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავა დამნაშავედ ცნო ბიუჯეტის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების, 50 მლნ ლარამდე გაფლანგვაში, რისთვისაც მას სასჯელის სახით ზემოთ ჩამოთვლილი პირების მსგავსად თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, - განაცხადა მდინარაძემ.

მისი თქმით, ეს შემთხვევა არ არის გამონაკლისი, არამედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების უკომპრომისო დამოკიდებულებაა სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის მიმართ. „ოპონენტების კრიტიკა არის მათი პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილი, ეს გასაგებია, ხოლო თუ მათ რეალურად მიაჩნიათ, რომ სასამართლოში გიგი უგულავას რომელიმე უფლება დაირღვა და მას უსამართლო განაჩენი გამოუტანეს, შეუძლიათ, საქმე სტრასბურგის სასამართლოში გაასაჩივრონ. აქედან გამომდინარე, მოვუწოდებთ ოპონენტებს, შეწყვიტონ სამართლებრივი პროცესის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენება და დიალოგის პროცესს დაუბრუნდნენ", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ყველა სიახლე

არჩილ თალაკვაძე

29 თებერვალი 2020, 01:51

საქართველო

არჩილ თალაკვაძე: ვფიქრობ, პოლიტიკური ძალები ახლოს ვართ კომპრომისულ შეთანხმებასთან

ციფრებსა და პროცენტებზე კონკრეტული შეთანხმება არ ყოფილა. ოპოზიციამ იცის მოლაპარაკების რა პირობები არის მაგიდაზე. ჩვენ გვაქვს ძალიან მყარი არგუმენტები იმასთან დაკავშირებით, თუ რა იქნება ჩვენი პირობა შემდეგ დიალოგზე, - ეს განცხადება მედიასთან პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ მმართველი გუნდის წარმომადგენლებსა და ოპოზიციას შორის გერმანიის ელჩის რეზიდენციაში შეხვედრის დასრულების შემდეგ გაკეთა.

ირაკლი კობახიძე

29 თებერვალი 2020, 01:34

საქართველო

ირაკლი კობახიძე: ჩვენი შეთავაზება რაციონალური და სამართლიანი დოზით ყველა პარტიის წარმომადგენლობას უზრუნველყოფს

პარტია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი ძალის მიერ ოპოზიციისთვის შეთავაზებული ვარიანტი იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ გამარჯვებულმა პარტიამ მიიღოს მანდატების კუთხით იგივე შედეგი, რასაც მიიღებდა სრულად პროპორციული სისტემით 5%-იანი ბარიერის არსებობის შემთხვევაში.

ირანელი პაციენტი კორონავირუსი

29 თებერვალი 2020, 01:12

ტაბლოიდი

ბოქსირებული განყოფილებიდან უნებართვოდ გამოსული ირანელის შესახებ ბრიტანული მედია წერს

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილებიდან უნებართვოდ გამოსული ირანელის შესახებ ბრიტანული გამოცემა Daily Mail-ი წერს. „ირანის მოქალაქე ქართველ ექიმებს მკურნალობისთვის მადლობას უხდიდა, შემდეგ კი საავადმყოფოს პერსონალმა ის ძალის გამოყენებით კვლავ ბოქსირებულ განყოფილებაში შეიყვანა“, - წერს გამოცემა.

ჯეკი ჩანი

29 თებერვალი 2020, 01:11

მსოფლიო

ჯეკი ჩანი უარყოფს ინფორმაციას, რომ კორონავირუსის რისკის გამო კარანტინში მოათავსეს

პოპულარული ჩინელი მსახიობი და რეჟისორი ჯეკი ჩანი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ იგი კორონავირუსის რისკის გამო კარანტინში მოათავსეს. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული გამოცემა The Hill ავრცელებს.

სალომე ზურაბიშვილი

29 თებერვალი 2020, 01:10

საქართველო

სალომე ზურაბიშვილი: მოდით გავავრცელოთ დაცულობა და არა შიში

„მოდით გავავრცელოთ დაცულობა და არა შიში. ხალხს უნდა ვაჩვენოთ, რომ დაცულობა ნიშნავს მშვიდად და პასუხისმგებლიანად ყოფნას“, - ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილი Instagram-ზე წერს და საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს.

გრიგოლ ვაშაძე

29 თებერვალი 2020, 00:46

საქართველო

გრიგოლ ვაშაძე: „ქართულმა ოცნებამ“ ხისტი პოზიცია მოხსნა

არავითარი შეთანხმება არ არის, არავითარი წინადადება არ გაკეთებულა, არავითარი თანხმობა ამ ვითომდა გაკეთებულ წინადადებაზე არ ყოფილა, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ ჟურნალისტებს მმართველი გუნდის წარმომადგენლებსა და ოპოზიციას შორის გერმანიის ელჩის რეზიდენციაში შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.

სალომე ზურაბიშვილი

29 თებერვალი 2020, 00:46

საქართველო

​პრეზიდენტმა არქეოლოგია საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ პრიორიტეტად გამოაცხადა

საქართველოს პრეზიდენტი გამოვიდა ინიციატივით, საერთაშორისო ვიზიტებისას მისი პირადი კონტაქტების გამოყენებით მოხდეს საქართველოში არქეოლოგიური გათხრებით დაინტერესებული ახალი პარტნიორების მოძიება და არსებულ პარტნიორებთან ურთიერთობების გაძლიერება.

გასაბერი შარვალი

29 თებერვალი 2020, 00:28

ტაბლოიდი

ლონდონის მოდის კოლეჯის სტუდენტმა გასაბერი შარვლის ხაზი შექმნა

ჰარიკრიშნანმა, ლონდონის მოდის კოლეჯის სტუდენტმა, თავისი გამოსაშვები კოლექციის შესაქმნელად გასაბერი, ლატექსის შარვლის ხაზი შექმნა. იგი ამ იდეამდე იმიტომ მივიდა, რომ აინტერესებდა, თუ როგორ გამოიყურებოდა იატაკზე მწოლიარე მისი ძაღლის გადმოსახედიდან.

ნინო ბურჯანაძე

29 თებერვალი 2020, 00:26

საქართველო

ნინო ბურჯანაძე: არის მზაობა, რომ გამოსავალი ვიპოვოთ, ხოლო გამოსავლის ძიებაც უკვე მისი პოვნის საწინდარია

„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის, ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ხელისუფლება და ოპოზიცია შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალს ეძებენ და ეს მზაობა გამოსავლის პოვნის საწინდარია. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს გერმანიის ელჩის რეზიდენციაში ოთხსაათიანი შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.

29 თებერვალი 2020, 00:21

საქართველო

დავით უსუფაშვილი: არის იმედი, რომ უახლოეს ორ დღეში შეთანხმებას მივაღწიოთ

არის იმედი იმისა, რომ უახლოეს ორ დღეში შეთანხმება იყოს მიღწეული, - ამის შესახებ ჟურნალისტებს გერმანიის ელჩის რეზიდენციაში ოთხსაათიანი შეხვედრის დასრულების შემდეგ „შენების მოძრაობის“ ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა განუცხადა.

29 თებერვალი 2020, 00:15

ტექნოლოგიები

ისრაელში ექიმებმა ავადმყოფის ორგანიზმიდან ფილტვი ამოიღეს, ავთვისებიანი სიმსივნისგან გაწმინდეს და ადგილზე დააბრუნეს

40 წლის პაციენტს სიმსივნე ჰქონდა, რომელმაც მარცხენა ფილტვის მთავარი ბრონქი დაბლოკა. თავდაპირველად ექიმებს დაზიანებული ფილტვის ამოჭრა უნდოდათ, თუმცა ეს პაციენტს საფრთხში ჩააყენებდა, ვიდრე დონორის ფილტვი არ შეირჩეოდა. „ფილტვი რომ ამოგვეჭრა, პაციენტის სიცოცხლეს საფრთხეს შევუქმნიდით“, - განაცხადა იური პეისახოვიჩმა, გულმკერდის ქირურგიის განყოფილების ხელმძღვანელმა.

მარიამ ჯაში

29 თებერვალი 2020, 00:12

საქართველო

მარიამ ჯაში: პროპორციულ არჩევნებთან უფრო ახლოს ვართ, ვიდრე ამას დღევანდელი მოდელი ან 100/50-ზე ითვალისწინებს

მიღწეულია შეთანხმება, რომ არ ვაჟღერებთ მედიაში კონკრეტულ ციფრებსა და ვადებს, ვიდრე არ იქნება საბოლოო, თუნდაც ფორმალური წინადადება, - ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, მარიამ ჯაშმა ჟურნალისტებს გერმანიის ელჩის რეზიდენციაში ოთხსაათიანი შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

გიგა ბოკერია

28 თებერვალი 2020, 23:45

საქართველო

გიგა ბოკერია: მთელი ოპოზიცია მოწადინებულია, რომ სიტუაცია განიმუხტოს

„სიტუაცია არ შეცვლილა. ვითარების განმუხტვას სჭირდება ორი რამე, ერთია პოლიტიკური დევნის შეწყვეტა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. მეორე კი გონივრული კომპრომისის პოვნა საარჩევნო სისტემაზე, რომელიც არსებითად პროპორციულზე გადასვლას ნიშნავს“, - ამის შესახებ გერმანიის ელჩის რეზიდენციაში ოთხსაათიანი შეხვედრის დასრულების შემდეგ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.

გიორგი ვაშაძე

28 თებერვალი 2020, 23:40

საქართველო

გიორგი ვაშაძე: მინდა ვუთხრა ოპოზიციის მხარდამჭერებს - მოვემზადოთ არჩევნებისთვის

მინდა ვუთხრა ოპოზიციის მხარდამჭერებს - მოვემზადოთ არჩევნებისთვის. რა სისტემით და მოდელითაც არ უნდა ჩატარდეს არჩევნები, მთავარი ამოცანაა, რომ „ქართული ოცნება“ აუცილებლად გავუშვათ ხელისუფლებიდან, - ამის შესახებ გიორგი ვაშაძემ გერმანიის ელჩის რეზიდენციაში ოთხსაათიანი შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

დაჭრა

28 თებერვალი 2020, 23:36

ძალოვნები

ზუგდიდში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს

არსებული ინფორმაციით მას ჭრილობები ბასრი საგნით აქვს მიყენებული. როგორც ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი სულხან ორჟონია აცხადებს, მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მიწისძვრა

28 თებერვალი 2020, 23:32

საქართველო

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი-სეისმური მონიტ. ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათივე ცნობით, 3.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა თბილისის დროით 23:15 საათზე, ონთან მოხდა.

28 თებერვალი 2020, 23:16

თემა

როგორ და რატომ გაჩნდა კალენდარში 29 თებერვალი? არის თუ არა დაკავშირებული ნაკიან წელთან ქალთა თანასწორუფლებიანობა?

ყოველ 4 წელიწადში ერთხელ ჩვენს კალენდარს ერთი ზედმეტი დღე ემატება. ასეთ წელს კი ნაკიანი ეწოდება. მე-16 საუკუნეში დანერგილი კალენდრის თანახმად, 1 წელი 365 დღისგან შედგება. თუმცა ამ ციფრს მიღმა, ყოველ წელს ზედმეტი 5 საათი, 48 წუთი და 46 წამი რჩება. ოთხი წლის განმავლობაში კი ეს დრო იკრიბება და ერთ დღე-ღამედ ყალიბდება, რათა ჩვენი და მზის გარშემო დედამიწის ბრუნვის დრო ერთმანეთს დაემთხვეს (როგორც ცნობილია, დედამიწა მზის გარშემო სრული ციკლის შესრულებას 365, 2422 დღეს ანდომებს).

28 თებერვალი 2020, 23:13

საქართველო

ოკუპანტების მიერ ელდარ გუნდიშვილის გატაცების დეტალები გახდა ცნობილი

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ გათავისუფლების შემდეგ სოფელ აძვის მკვიდრმა ელდარ გუნდიშვილმა „ქრონიკასთან“ მისი გატაცების დეტალებზე ილაპარაკა.

საბაჟო კორონავირუსი

28 თებერვალი 2020, 23:07

საქართველო

საბაჟო გამშვებ პუნქტებზე კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებული კონტროლის მექანიზმები გამკაცრებულია

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ მოწოდებული რეკომენდაციების საფუძველზე, საბაჟო გამშვებ პუნქტებში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრები და ექიმი ეპიდემიოლოგები მგზავრთა ინდივიდუალურ მონიტორინგს 24-საათიან რეჟიმში ახორცილებენ.

28 თებერვალი 2020, 22:55

საქართველო

ლაგოდეხის სასაზღვრო-გამშვები პუნქტიდან მოქალაქეს თბილისში ბოქსირებულ განყოფილებაში გადაიყვანენ

საქართველო-აზერბაიჯანის ლაგოდეხის სასაზღვრო-გამშვები პუნქტიდან ცოტა ხანში საქართველოს მოქალაქეს თბილისში, ბოქსირებულ განყოფილებაში გადაიყვანენ, რომელიც რამდენიმე დღის წინ ირანში მოგზაურობდა. ინფორმაციას ,,ქრონიკას" დაავადებათა კონტროლისა და ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსი უდასტურებს.