imedi /  12 თებერვალი 2020, 12:31 / სანდო წყარო

მამუკა მდინარაძე: პოლიტიკა დანაშაულის ჩამდენი პირებისთვის თავშესაფარი და ინდულგენცია ვერ იქნება

მამუკა მდინარაძე

მამუკა მდინარაძე

ვფიქრობთ, ყველა პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსი ვალდებულია, ჩაერთოს დიალოგის პროცესში დეესკალაციისა თუ კონსენსუსის მიღწევისთვის ოპტიმალური გზა იპოვოს ყველამ. ასევე, გვსურს ცალსახად და მკაფიოდ დავაფიქსიროთ, რომ პოლიტიკა დანაშაულის ჩამდენი პირებისთვის თავშესაფარი და ინდულგენცია ვერ იქნება, - ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„ქართული ოცნების“ გაცხადებული პოლიტიკაა, რომ სამოხელეო დანაშაულის, განსაკუთრებით კი გადასახადის გადამხდელთა თანხების არამიზნობრივად გამოყენებასთან დაკავშირებით სახელმწიფოს რეაგირება იყოს უკიდურესად მკაცრი და შეურიგებელი. სწორედ „ქართულმა ოცნებამ“ დაამკვიდრა ქვეყანაში მაღალი სტანდარტი, რომ საბიუჯეტო თანხების უკანონოდ განკარგვას თუ ნებისმიერ სხვა მსგავს დანაშაულზე იყოს ერთგვარი მიდგომა, ყველა პირი კანონის წინაშე თანასწორია და მსგავს დანაშაულზე, პირველ რიგში, ჩვენი გუნდის წევრები აგებენ ხოლმე პასუხს. ჩვენს მიდგომებს რამდენიმე მაგალითიც ადასტურებს, რაზეც გუშინაც ვილაპარაკეთ: ბათუმის მერი, რომელიც კორუფციის ბრალდებითაა დაკავებული, კორუფციის ბრალდებით ასევე დაკავებულია წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარე; ასევე გასამართლდა ზუგდიდის მერი და არაერთი სხვა თანამდებობის პირი, რომლებსაც შეფარდებული აქვთ თავისუფლების აღკვეთა 7, 12, 2 წლით და ასე შემდეგ. რაც შეეხება გიგი უგულავას საქმეს - უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავა დამნაშავედ ცნო ბიუჯეტის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების, 50 მლნ ლარამდე გაფლანგვაში, რისთვისაც მას სასჯელის სახით ზემოთ ჩამოთვლილი პირების მსგავსად თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, - განაცხადა მდინარაძემ.

ბრიფინგზე მამუკა მდინარაძემ ასევე განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ ოპონენტებს დიალოგისკენ მოუწოდებს.

ყველა სიახლე

ქუთაისის ახალი ინფექციური საავადმყოფო

25 თებერვალი 2020, 15:18

საქართველო

მილანის რეისით ჩამოსულ 20 წლის პაციენტს კორინავირუსი არ დაუდასტურდა

მილანის რეისით ჩამოსულ 20 წლის პაციენტს კორონა ვირუსი არ დაუდასტურდა. ლუგარის ლაბორატორიის ანალიზების პასუხები ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი. ექიმის ინფორმაციით, პაციენტს სეზონური ვირუსი, H1N1 დაუდგინდა.

დავით ზალკალიანი

25 თებერვალი 2020, 15:17

საქართველო

დავით ზალკალიანი: ნატოს მომავალი წევრობისთვის ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი გვაქვს

ეჭვს არ იწვევს, რომ საქართველო, როგორც ყველაზე წინ წასული ასპირანტი ქვეყანა, ყველაფერს ასრულებს და ჩვენ გვაქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი ნატოს მომავალი წევრობისთვის - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა.

ტოივო კლაარი

25 თებერვალი 2020, 15:02

საქართველო

ტოივო კლაარს მანდატი ერთი წლით გაუხანგრძლივდა

ევროკავშირის საბჭომ სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში სპეციალურ წარმომადგენელ ტოივო კლაარს მანდატი ერთი წლით გაუხანგრძლივა. ევროკავშირის საბჭოს ცნობით, ტოივო კლაარი ამ პოსტზე 2021 წლის 28 თებერვლამდე დარჩება.

25 თებერვალი 2020, 15:00

საქართველო

საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა იუნკერთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა და კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, კობა კობალაძემ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში გმირულად დაღუპულ იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

სალომე ზურაბიშვილი

25 თებერვალი 2020, 14:55

საქართველო

სალომე ზურაბიშვილი: გამარჯვებაა ის ფაქტი, რომ დღეს იმ ემიგრაციის წარმომადგენელი ვდგავარ თქვენ წინაშე, როგორც თქვენი პრეზიდენტი

გამარჯვებაა ის ფაქტი, რომ დღეს მე, იმ ემიგრაციის წარმომადგენელი ვდგავარ თქვენ წინაშე, როგორც თქვენი პრეზიდენტი და თქვენ ხართ სამართალმემკვიდრეები იმ გმირი იუნკრების, რომლებიც ტაბახმელასა და კოჯორში იბრძოდნენ, - ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა იუნკერებს თავდაცვის აკადემიაში შეხვედრაზე.

25 თებერვალი 2020, 14:35

ძალოვნები

თელავში საცხოვრებელ სახლს ცეცხლი უკიდია

თელავში საცხოვრებელ სახლს ცეცხლი უკიდია. ყარალაშვილის ქუჩაზე მდებარე სახლში ხანძარი ცოტა ხნის წინ გაჩნდა. "ქრონიკის " ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამი ჯგუფი მუშაობს და ხანძრის ლოკალიზებას ამ დრომდე ცდილობს.

25 თებერვალი 2020, 14:33

საქართველო

თავდაცვის მინისტრმა იუნკრების მემორიალი გვირგვინით შეამკო

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა 1921 წლის თებერვალში საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლებში დაღუპული იუნკრები კიდევ ერთხელ გაიხსენა. ირაკლი ღარიბაშვილმა კოჯორ-ტაბახმელას ტერიტორიაზე მდებარე მემორიალი გვირგვინით შეამკო და გმირულად დაღუპული ახალგაზრდების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგო.

მკვლელობა

25 თებერვალი 2020, 14:31

ძალოვნები

ადვოკატი: დედისა და ბებიის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ძალადობის მსხვერპლია

„ამ ბავშვზე წლების განმავლობაში ოჯახის წევრების მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობა ხორციელდებოდა. ეს გროვდებოდა და ძალიან მძიმედ იმოქმედა მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე. ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაინიშნება და განისაზღვრება მისი ფსიქიკური მდგომარეობა“, - ამის შესახებ „ქრონიკას“ დაკავებულის ადვოკატმა, თამარ გაჩეჩილაძემ განუცხადა.

ან ლინდე
დავით ზალკალიანი

25 თებერვალი 2020, 14:26

საქართველო

დავით ზალკალიანი შვედ კოლეგას შეხვდა

მინისტრებმა ისაუბრეს შვედეთისა და საქართველოს ურთიერთობის საკითხებზე, ასევე სხვადასვხა საერთაშორისო ფორმატში წარმატებულ თანამშრომლობაზე. ზალკალიანმა ლინდეს გაეროს ფორმატებში წარდგენილი რეზოლუციების უწყვეტი მხარდაჭერისთვის და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის დამგმობი განცხადებებისთვის მადლობა გადაუხადა.

გიორგი ვოლსკი

25 თებერვალი 2020, 14:25

საქართველო

გიორგი ვოლსკი: სხვა გარანტია, თუ არა ნატოს წევრობა, საქართველოს არ გააჩნია

„პრემიერ-მინისტრი მართალია, რადგან საქართველოს, პატარა ქვეყანას სჭირდება, რომ ჰქონდეს უსაფრთხოების გარკვეული გარანტიები. სხვა გარანტია, თუ არა ნატოს წევრობა, საქართველოს არ გააჩნია“, - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი, ამერიკულ გამოცემა The Washington Times-ში გამოქვეყნებული სტატიას გამოეხმაურა.

25 თებერვალი 2020, 14:24

საქართველო

საქართველოს პრეზიდენტი გორის სამხედრო ბაზას ეწვია

დღევანდელ დღეს თავდაცვის შეიარაღებული ძალების ბაზაზე სალომე ზურაბიშვილმა გენერალ გიორგი კვინიკაძის სახელობის მუზეუმი გახსნა. ამ მუზეუმში ინახება კვინიკაძის ხანჯალი და შინდისის გმირების მუნდირები. ღონისძიების ფარგლებში პრეზიდენტმა ჯარისკაცებს სამახსოვრო საჩუქარი გადასცა, სამხედროებმა კი სალომე ზურაბიშვილს სუვენირი აჩუქეს.

ფეზბურთის ფედერაცია

25 თებერვალი 2020, 14:18

სპორტი

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა. მთავარ სიახლეს მეოთხე ლიგაში გუნდების რაოდენობის 16-მდე გაზრდა წარმოადგენს, რის შემდეგაც ეს გათამაშება ორ წრედ ჩატარდება.

ტიტეცუ ვატანაბე

25 თებერვალი 2020, 14:09

ტაბლოიდი

მსოფლიოში უხუცესი კაცი გარდაიცვალა

მსოფლიოში ყველაზე მოხუცი მამაკაცი ტიტეცუ ვატანაბე 112 წლისა გარდაიცვალა. თებერვლის დასაწყისში გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნის ვერსიით, ის ოფიციალურად აღიარეს მსოფლიოში ყველაზე მოხუც კაცად. ტიტეცუ ვატანაბე 1907 წლის 5 მარტს ქალაქ ჯეცუში დაიბადა.

25 თებერვალი 2020, 14:05

საქართველო

ევროპის საბჭოს მინისტერიალის ჩატარების ადგილი ხვალ გახდება ცნობილი

ევროპის საბჭოს მინისტერიალის ჩატარების ადგილი ხვალ გახდება ცნობილი, ამის შესახებ „ქრონიკას“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განუცხადა.

ბესო ქვარცხავა

25 თებერვალი 2020, 14:00

ძალოვნები

პროკურორი: განაჩენით დასტურდება, რომ დავით სარალიძეს ჭრილობა ბასრი საგნის გამოყენებით, მიხეილ კალანდიამ მიაყენა

როგორც მოგეხსენებათ, დღევანდელ სხდომაზე სასამართლომ გამოაცხადა განაჩენი, აწ უკვე მსჯავრდებულ მიხეილ კალანდიას სისხლის სამართლის საქმეზე, რა დროსაც სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებები, - ამის შესახებ ხორავას საქმის პროკურორმა, ბესო ქვარცხავამ სასამართლოს მიერ განაჩენის გამოცხადების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

გიორგი წოწკოლაური; ბესარიონ სიმონიშვილ

25 თებერვალი 2020, 13:54

საქართველო

დევნილთა სამინისტროს წარმომადგენლებმა იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი წოწკოლაურმა და დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა კოჯორში, იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

კორონავირუსი

25 თებერვალი 2020, 13:42

სპორტი

კორონავირუსის საფრთხის გამო „იუვენტუსი“-„ინტერის“ მატჩი გულშემატკივრების გარეშე ჩატარდება

პირველ მარტს იუვენტუსი“-„ინტერის“ მატჩი გულშემატკივრების გარეშე ჩატარდება. იტალიის სპორტის სამინისტრომ ეს გადაწყვეტილება კორონავირუსის საფრთხის გამო მიიღო. ბოლო მონაცემებით, იტალიაში საშიშ ვირუსს 7 ადამიანი ემსხვერპლა, დაავადებულთა რაოდენობამ კი 231-ს მიაღწია.

25 თებერვალი 2020, 13:32

საქართველო

სოფელ ფშავლის ტყეში ხანძარი ჩამქრალია

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშაველში ხანძარი ლიკვიდირებულია. ამ წუთებში ტერიტორიას მეხანძრე-მაშველები ტოვებენ. დაიწვა დაახლოებით 10 ჰექტრამდე ფართობის ტერიტორია. ცეცხლის ლოკალიზება გუშინვე მოხდა. ხანძარი სოფლიდან რამდენიმე კილომეტრში ჯერ ხმელ ბალახს გაუჩნდა, შემდეგ კი ტყის მასივზე გავრცელდა.

ირაკლი სესიაშვილი

25 თებერვალი 2020, 13:18

საქართველო

ირაკლი სესიაშვილი: რუსეთისგან პროვოკაციებს მომავალშიც უნდა ველოდოთ

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი პერევის გამშვებ პუნქტთან არსებულ ვითარებას გამოეხმაურა. „ბოლო პერიოდში რუსეთი აგრძელებს პროვოკაციულ ქმედებებს, მათ შორის ხელოვნურად ქმნის ბარიერებს იმისათვის, რომ ჩვენს თანამოქალაქეებთან ოკუპირებულ ტერიტორიებზე არ გვქონდეს ურთიერთობა. ამ ურთიერთობაში, იქ მცხოვრები ადამიანები უკეთ ხედავენ რეალურად ვინ არის ოკუპანტი და ვის სურს მშვიდობა და თანაცხოვრება“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

თენგიზ კალანდია

25 თებერვალი 2020, 13:18

საქართველო

თენგიზ კალანდია: სიმართლის დადგენას ან ომი უნდა, ან რევოლუცია - სხვანაირად არაფერი გვეშველება

საქართველოში არაფრის იმედი გვაქვს, იმიტომ რომ ჩვენ არც სახელმწიფო გვაქვს, არც სასამართლო, არც პროკურატურა. ყველაფერი განადგურებული და ყველაფერი წყალწაღებულია, - ამის შესახებ, სასამართლოს მიერ განაჩენის გამოცხადების შემდეგ მიხეილ კალანდიას მამამ, თენგიზ კალანდიამ ჟურნალისტებს განუცხადა.