imedi /  12 თებერვალი 2020, 15:47 / სანდო წყარო

„ახალი სკოლის მოდელი“ განხორცილების მასშტაბურ ეტაპზე გადადის

განათლება

განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ეკა დგებუაძემ, მედიის წარმომადგენლებისთვის ზოგადი განათლების სისტემური განვითარების ხედვის პრეზენტაცია გამართა. ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცეკლებს.

ეკა დგებუაძის თქმით, 2020-2021 სასწავლო წლიდან „ახალი სკოლის მოდელი“ განხორცილების ახალ ეტაპზე გადადის, რომელიც 2024 წლისათვის საქართველოს მასშტაბით ყველა საჯარო სკოლას მოიცავს.

მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ ექსპერტების ჩართულობით მუდმივად ხდება დანერგვის პროცესის, მისი ძლიერი და სუსტი მხარეების გაანალიზება, პროექტის იმპლემენტაციისათვის საჭირო რესურსებისა და მეთოდოლოგიის დახვეწა.

„ახალი სკოლის მოდელის“ დანერგვა 2019 წელს 165 სკოლაში დაიწყო და მასში 3400 მოსწავლე და 3096 პედაგოგია ჩართული. 2020 სასწავლო წლიდან პროექტი 300-მდე სკოლას მოიცავს და მასში 96 000 მოსწავლე და 8000 მასწავლებელი ჩაერთვება.

„ახალი სკოლის მოდელი“ – ეს არის რეფორმა, პროცესი, რომელიც მიმდინარეობს საკლასო ოთახიდან, სადაც ექსპერტების მიერ გაზიარებულ მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით თითოეული სკოლა საკუთარ, ინდივიდუალურ „სკოლის მოდელს“ ქმნის. 2019 წელს დაწყებული რეფორმა არის ის ფუნდამენტი, რასაც 2020-2021 სასწავლო წლიდან უფრო მასშტაბური ეტაპი უნდა დაეფუძნოს. 

მინისტრის მოადგილის თქმით, ასევე გაიზრდა პროექტში ჩართული კლასების რიცხვიც. თუკი აქამდე „ახალი სკოლის მოდელი“ მხოლოდ დაწყებითი საფეხურის 1-4 კლასების მოსწავლეებსა და პედაგოგებს შეეხებოდა, 2020 წლის თებერვლიდან პროცესში თბილისის 22 სკოლის 5-9 კლასების მოსწავლეები და პედაგოგებიც ჩაერთვნენ.

იმისათვის, რომ „ახალი სკოლის მოდელის“ დანერგვა მთელი საქართველოს მასშტაბით ეფექტურად განხორციელდეს, დაგეგმილია პროცესის დეცენტრალიზება რესურსცენტრების ჩართულობით. კერძოდ, შეიქმნება ექსპერტების ჯგუფები რეგიონების მიხედვით. 14 საგნობრივი ექსპერტისაგან შემდგარი 23 სამუშაო ჯგუფი რესურსცენტრების ბაზაზე იმუშავებს და მასში, გარდა საგნობრივი ექსპერტებისა, დაწყებითი საფეხურის, ინკლუზიური განათლებისა და სკოლამდელი აღზრდის სპეციალისტებიც შევლენ.

ექსპერტებს კონკურსის წესით გასაუბრებისა და პრაქტიკული გამოცდის ეტაპების გავლის საფუძველზე შევარჩევთ.
მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ტექნოლოგიების დანერგვას და განვითარებას. ამ ეტაპისთვის სკოლებისთვის გადაცემულია 3474 ლეპტოპი, 522 პროექტორი და 77 დამტენი კარადა. 

აღსანიშნავია ისიც, რომ სამინისტრო ზოგადი განათლების სისტემური განვითარების ხედვის ჩარჩო დოკუმენტს ქმნის, რომელიც საბოლოო სახეს დარგობრივი ექსპერტებისაგან შემდგარი 12 ჯგუფის მუშაობის შედეგად მიიღებს. მნიშვნელოვანია, რომ დოკუმენტი იმ გამოცდილების საფუძველზე ყალიბდება, რომელიც სამინისტრომ 165 სკოლაში „ახალი სკოლის მოდელის“ განხორციელების შედეგად დააგროვა. შესაბამისად, განათლების რეფორმის კონცეფცია საკლასო ოთახიდან იწყება და მისი ჩამოყალიბების პროცესში ჩართული არიან როგორც საჯარო სკოლისა და რესურსცენტრების, ასევე, უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების წარმომადგენლები.

მოსწავლეზე ორიენტირებული „ახალი სკოლის მოდელის“ იმპლემენტაცია არის ცოცხალი პროცესი, რომელშიც მონაწილეობას იღებენ ბავშვები, პედაგოგები, სკოლის ადმინისტრაცია, მშობლები და დარგის ექსპერტები. სკოლაში მოსწავლემ უნდა მიიღოს ფუნდამენტური ცოდნა. მან იმდენად სიღრმისეულად და არსობრივად უნდა გაითავისოს სასწავლო მასალა, რომ მისი კრიტიკულად გაანალიზება, შემოქმედებითად გააზრება და სხვადასხვა ცხოვრებისეულ სიტუაციებთან დაკავშირება შეძლოს. სკოლის გარემო კი უნდა იყო პიროვნებაზე ორიენტირებული, მზრუნველი, ჰარმონიული, თანამშრომლობითი და უსაფრთხო, რომელიც ყველა მოზარდს  საკუთარი პოტენციალის რეალიზების საშუალებას მისცემს. 

„ახალი სკოლის მოდელი“ სკოლების შეფასებასაც გულისხმობს სასკოლო კულტურისა და მოსწავლეთა აკადემიური მიღწევების მიხედვით. შედეგად, განისაზღვრება სკოლების ინდივიდუალური პროფილები, რომლებშიც ისახება მათი ძლიერი და შედარებით სუსტი მხარეები. მსგავსი ტიპის შეფასებები საშუალებას აძლევს სკოლას, დაინახოს რეალური სურათი და დაგეგმოს კონკრეტული აქტივობები არსებული გამოწვევების დასაძლევად.

ყველა სიახლე

ივანე მაჭავარიანი

24 თებერვალი 2020, 14:26

საქართველო

რომან კაკულია: შევეცადე ფინანსთა მინისტრი კომიტეტის სხდომაზე მისვლის აუცილებლობაში დამერწმუნებინა

რომან კაკულიას განცხადებით, მან სცადა ფინანსთა მინისტრის დარწმუნება, დღეს საკომიტეტო მოსმენაზე მოსვლასთან დაკავშირებით, თუმცა, ამის მიუხედავად, ვანო მაჭავარიანი დღეს პარლამენტში დაგეგმილ მოსმენაზე მაინც არ მივიდა.

24 თებერვალი 2020, 14:10

საქართველო

კომპანია „ქოალჯორჯიას“ ინფორმაციით, ძიძიგურის სახელობის შახტის დახურვა და თანამშრომლების შემცირება არ იგეგმება

კომპანია „ქოალჯორჯიას“ წარმომადგენელი მიხეილ სოცკი ძიძიგურის სახელობის შახტის გაფიცულ თანამშრომლებს პასუხობს. მისი განცხადებით, კომპანია არც ერთი თანამშრომლის გათავისუფლებას არ გეგმავს და შახტის ადმინისტრაციის დახურვა არის მხოლოდ დროებითი ღონისძიება, რომელიც უკავშირდება უსაფრთხოების ნორმების გამკაცრებას. სოცკიმ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე შექმნილია სპეციალური კომისია, რომელემაც უნდა დადოს დასკვნა ტექნიკური აღჭურვილობის მდგომარეობასთან დაკავშირებით.

24 თებერვალი 2020, 14:10

ძალოვნები

შინაგან საქმეთა სამინისტრომ აშშ-ის ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს დირექტორს უმასპინძლა

აშშ-ის ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და აშშ-ის სამართალდამცავ ორგანოებს შორის არსებულ წარმატებულ თანამშრომლობას და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერა გამოუცხადა სამომავლო გეგმების განხორციელებაში.

24 თებერვალი 2020, 14:08

კულტურა

თბილისის ისტორიის მუზეუმი ია მჭედლიშვილის გამოფენას უმასპინძლებს

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება ფერწერული ნამუშევრები, ვიდეო და ინსტალაცია. გამოფენა მიზნად ისახავს ორიგინალური ფორმისა და იდეის წარდგენას ფართო საზოგადოების წინაშე. გამოფენა 26 თებერვალს გაიხსნება და 10 მარტამდე გაგრძელდება.

რაგბის კავშირი

24 თებერვალი 2020, 14:06

სპორტი

რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები გადაიდო

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები გადაიდო. ამის მიზეზი საარჩევნო-საანგარიშო ყრილობაზე კვორუმის არარსებობა გახდა. როდის გაიმართება პრეზიდენტის არჩევნები, ჯერჯერობით უცნობია. რაგბის კავშირის პრეზიდენტს 4 წლის ვადით ხმის მიცემის უფლების მქონე 42 სუბიექტი აირჩევს.

დავით ზალკალიანი

24 თებერვალი 2020, 13:53

საქართველო

დავით ზალკალიანი: დარწმუნებული ვარ, რომ რეზოლუცია აუცილებლად გავა და ადამიანის უფლებათა საბჭოს ძლიერი მხარდაჭერა გვექნება

დღევანდელ გამოსვლაში აუცილებლად ვისაუბრებ ადამიანის ისეთი ფუნდამენტური ურთიერთობის შეზღუდვის შესახებ, როგორიცაა თავისუფალი გადაადგილება, დაბლოკილი გადასასვლელები, ეთნიკურ ნიადაგზე ქართველების დისკრიმინაცია, გატაცებები და მკვლელობები, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეტა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა „ქრონიკას“ განუცხადა.

24 თებერვალი 2020, 13:48

მსოფლიო

საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრი: კორონავირუსის გამო იტალიასთან საზღვრის ჩაკეტვას აზრი არ აქვს

„ვირუსი საზღვრებთან არ ჩერდება. მიზანშეწონილი არ არის საუბარი იმაზე, რომ იტალიაში ეპიდემიაა. იტალიის ხელისუფლებამ საჭირო ზომები მიიღო, რათა თავიდან აეცილებინა ეპიდემია. სიტუაცია კონტროლის ქვეშ არის. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით სიტუაციას“, - განაცხადა მინისტრმა.

24 თებერვალი 2020, 13:40

საქართველო

როგორია ბორჯომში სასტუმროდან გადავარდნილი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა

„განსაკუთრებული გარეგანი დაზიანებები არ აღენიშნება, თავის და მუცლის ღრუს ტომოგრაფიული კვლევა ჩაუტარდა. ტვინის დაზიანება არ გამოვლინდა. ველოდებით მუცლის ღრუს კვლევის პასუხს“, - განაცხადეს საავადმყოფოში.

იაგო ხვიჩია

24 თებერვალი 2020, 13:31

საქართველო

იაგო ხვიჩია: ოპოზიციის შეხვედრებზე სხვადასხვა დაპირისპირებული მხარე ზის და გასაკვირია არაა, რომ მერაბიშვილიც იყოს

ვანო მერაბიშვილი ოპოზიციის მოლაპრაკებებზე თუ მოვა, ჩვენ წინააღმდეგი არ ვიქნებით, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განუცხადა.

ამირან გამყრელიძე

24 თებერვალი 2020, 13:30

საქართველო

ამირან გამყრელიძე: კორონავირუსის გამო რამდენიმე ქვეყანამ პანდემიური მზადყოფნის გაძლიერების შესახებ განაცხადა

მისივე თქმით, ეს ნიშნავს იმას, რომ ამერიკის შეერთებული შტატები პანდემიური მზადყოფნის გეგმაზე საუბრობს. გამყრელიძის განმარტებით, აქვს ასევე ინფორმაცია, რომ მიმდინარე კვირაში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო კომიტეტი კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით იმსჯელებს.

24 თებერვალი 2020, 13:27

საქართველო

ბიძინა ივანიშვილი აშშ-ის ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის პრეზიდენტს შეხვდა

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) პრეზიდენტს, დერეკ მიტჩელს შეხვდა.

24 თებერვალი 2020, 13:20

საქართველო

დავით ზალკალიანი გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მაღალი დონის სეგმენტის 43-ე სესიაში მონაწილეობს

ზალკალინი სიტყვით გამოვა მაღალი სეგმენტის სესიის ფარგლებში, სადაც ისაუბრებს საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შემნილ უმძიმეს ვითარებაზე.

ევროკავშირი

24 თებერვალი 2020, 13:18

მსოფლიო

ევროკავშირი კორონავირუსთან საბრძოლველად 230 მილიონ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი კორონავირუსთან საბრძოლველად 230 მილიონ ევროს გამოყოფს. Euronews-ის ინფორმაციით, ამის შესახებ კრიზისების მართვის საკითხებში ევროკომისარმა, იანეზ ლენარჩიჩმა განაცხადა.

24 თებერვალი 2020, 13:17

ძალოვნები

ბორჯომში სასტუმროდან 3 წლის ბავშვი გადავარდა

როგორც imedinews-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით აღიძრა, რაც გაუფრთხილებლობით ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

24 თებერვალი 2020, 13:16

ძალოვნები

პოლიციელსა და მის ავტომობილზე თავდასხმაში ბრალდებულს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და პოლიციელსა და მის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმაში ბრალდებული ს.ჭ. დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

ბექა ნაცვლიშვილი

24 თებერვალი 2020, 13:12

საქართველო

ბექა ნაცვლიშვლი: მინისტრები თავს უფლებას აძლევენ, არ მოვიდნენ პარლამენტში და დეპუტატების კითხვებს არ უპასუხონ

„გასაგებია მინისტრების დამოკიდებულება ოპოზიციის მიმართ, მაგრამ ესაა უმრავლესობის პასუხისმგებლობა, რადგან უმრავლესობა საკუთარ თავს პატივს არ სცემს. შესაბამისად, პარლამენტის თავმჯდომარე არ სცემს პარლამენტს პატივს, რომ მინისტრები საკუთარ თავს აძლევენ უფლებას, არ მოვიდნენ და კითხვებს პასუხები არ გასცენ", - აცხადებს ბექა ნაცვლიშვილი.

მონა ლიზა

24 თებერვალი 2020, 13:06

კულტურა

რუბიკის კუბისგან აწყობილი „მონა ლიზას“ რეპროდუქცია 480 200 ევროდ გაიყიდა

„მონა ლიზას რუბიკის“ ნამუშევარი 2005 წელს ანონიმურმა ფრანგმა მხატვარმა ააწყო, რომელიც Invader-ის ფსევდონიმითაა ცნობილი. მას ჯოკონდას ასაწყობად 330 კუბი დასჭირდა. „მონა ლიზას რუბიკი“ მისი ყველაზე ძვირადღირებული ნამუშევარია.

იაგო ხვიჩია

24 თებერვალი 2020, 13:06

საქართველო

იაგო ხვიჩია: დიალოგი აუცილებელია, რათა ქვეყანაში პოლიტიკურმა ტემპერატურამ დაიწიოს

დიალოგი მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის იმ შემთხვევაში გაგრძელდება, თუ მთავრობა გამოიჩენს სერიოზულობას და დაპირებული პროპორციული სისტემის მისაღებად ნაბიჯებს გადადგამს, - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

ქვიშის ქარიშხალი

24 თებერვალი 2020, 13:02

მსოფლიო

კანარის კუნძულებზე ქვიშის ქარიშხალი მძვინვარებს

კანარის კუნძულებზე ქვიშის ქარიშხალი მძვინვარებს. BBC-ის ცნობით, ტენერიფეს და გრან-კანარიას კუნძულების სამმა აეროპორტმა მუშაობა შეაჩერა. ქარის სიჩქარე 120 კმ/სთ-ს აღწევს, სინოპტიკოსების პროგნოზით, ასეთი სიტუაცია კიდევ რამდენიმე დღის განმავლობაში შენარჩუნდება.

დავით ზალკალიანი

24 თებერვალი 2020, 13:00

საქართველო

დავით ზალკალიანი: ჟენევაში ჩემ გამოსვლაში კიბერუსაფრთხოების საკითხზე ვისაუბრებ

„აუცილებლად გვექნება ამაზე საუბარი ეუთოს ფორმატებში და ყველა არსებული საერთაშორისო მექანიზმი იქნება მაქსიმალურად გამოყენებული, რათა ამ უკანონო ქმედებაზე მოხდეს ყურადღების გამახვილება და შემდგომი პრევენცია“ - განაცხადა დავით ზალკალიანმა.