imedi /  12 თებერვალი 2020, 19:19 / სანდო წყარო

არჩილ თალაკვაძე ვაშინგტონში ვიზიტზე: საქართველოსადმი ინტერესი და ნდობა ძალიან მაღალია

არჩილ თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძე

პარლამენტის თავმჯდომარემ აშშ-ში ვიზიტი შეაფასა. არჩილ თალაკვაძის თქმით, ვაშინგტონში გამართული შეხვედრები მნიშვნელოვანი და სასარგებლო იყო. 

„მინდა ყველას, ჩემ კოლეგებს კონგრესში და ჩვენ ამერიკელ პარტნიორებს მადლობა გადავუხადო მნიშვნელოვანი და მაღალი დონის შეხვედრებისთვის. ვთვლი, რომ ეს სამუშაო ვიზიტი ჩვენს ქვეყანას აუცილებლად გამოადგება. ჩვენ გვაქვს კიდევ რამდენიმე მაღალი დონის ვიზიტი დაგეგმილი ამერიკის შეერთებულ შტატებში. ამერიკა არის ჩვენი ნომერ პირველი სტრატეგიული პარტნიორი. ჩვენი ქვეყნების ორმხრივ ურთიერთობებს არავითარი საფრთხე არ ემუქრება. და საქართველოს ევროატლანტიკურ დღის წესრიგს, საქართველოს განვითარებს, ჩვენს პრიორიტეტებს აქვს ძალიან ძლიერი მხარდაჭერა ამერიკის შეერთებულ შტატებში“, - განაცხადა თალაკვაძემ.

მისი თქმით, საქართველოსადმი ინტერესი და ნდობა ძალიან მაღალია, რასაც კორპორაცია Trammo-ს ბოლო მნიშვნელოვანი საინვესტიციო პროექტი ადასტურებს.

„რაც შეეხება კონგრესმენების მიერ დასმულ კითხვებს, რაც ასევე მათ წერილებში იყო ასახული, ჩვენ გვქონდა საუბარი თითოეულ საკითხთან დაკავშირებით და მინდა დაგარწმუნოთ, რომ საქართველო აგრძელებს თავისი დემოკრატიის გაძლიერებას, თავისი ინსტიტუტების გაძლიერებას და ასევე ამერიკული ინვესტიციები საქართველოში არის დაცული. ამას ადასტურებს ბოლო მნიშვნელოვანი საინვესტიციო გადაწყვეტილება, როდესაც კორპორაცია Trammo-მ ბათუმის პორტში გადაწყვეტილება მიიღო ახალი მსხვილმასშტაბიანი ინვესტიციის განხორციელებაზე. ეს სამუშაო იქნება გასაგრძელებელი, რა თქმა უნდა, ვინაიდან ჰყავს ჩვენ ქვეყანას ბევრი გულშემატკივარი და ძალიან ბევრი მიმართულებით ჩვენი ქვეყნის მიერ ინტერესი, ოპტიმიზმი და ნდობაც არის მაღალი. ჩვენი ამოცანა და ჩვენი პასუხისმგებლობა როგორც ხელისუფლების, მე კიდევ ერთხელ დავუდასტურე ჩვენს ამერიკელ კოლეგებს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, რა მოდელიც არ უნდა იყოს შერჩეული, საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება თავისუფლად და გამჭვირვალედ“, - აღნიშნა პარლამეტნის თავმჯდომარემ.  

მან კვლავ გაიმეორა, რომ ვაშინგტონში ვიზიტისას დარწმუნდა, რომ საქართველოში დაბალი რეიტინგის მქონე პოლიტიკური პარტიები საარჩევნო კამპანიას აშშ-სა და ევროპაში ატარებენ, რაც ნეგატიურად აისახება ქვეყნის იმიჯზე.

„ეს არის სამწუხარო. ამას, რა თქმა უნდა, არ მიესალმება არცერთი ჩვენი დასავლელი პარტნიორი, ვინაიდან დემოკრატიის მთავარი პრინციპი არის ის, რომ პირველ რიგში პოლიტიკური პარტიები მუშაობენ საკუთარ საზოგადოებასთან, საკუთარ მოქალაქეებთან. რაც მე დავინახე არის ის, რომ არაერთი დაბალი მხარდაჭერის მქონე პარტია რეალურად დასავლეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებში და ევროპაში აწარმოებს თავის კამპანიებს და ხშირად ეს ხდება ჩვენი ქვეყნის იმიჯის დაზიანების და ჩვენი ინტერესების საწინააღმდეგოდ. არაუშავს, ეს არ არის პრობლემა. რა თქმა უნდა, ვერავინ ვერ შეიყვანს შეცდომაში საბოლოო ჯამში იმ ინსტიტუტებს და ადამიანებს, პოლიტიკოსებს, ვინც დაინტერესებულები არიან საქართველოს განვითარებით, საქართველოს მომავლით“, - თქვა თალაკვაძემ. 

საპარლამენტო დელეგაცია არჩილ თალაკვაძის ხელმძღვანელობით აშშ-ში სამუშაო ვიზიტით 5-10 თებერვალს იმყოფებოდა.

ყველა სიახლე

ნათია თურნავა

26 თებერვალი 2020, 21:04

ეკონომიკა

ნათია თურნავა: ჩინეთთან და ირანთან პირდაპირი ფრენების შეზღუდვით ტურიზმი თვეში სულ მცირე, 30 მილიონის ზარალს განიცდის

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ჩინეთთან და ირანთან პირდაპირი ფრენების შეზღუდვით ტურიზმი თვეში, სულ მცირე, 30-ი მილიონის ზარალს განიცდის. თუმცა, როგორც ნათია თურნავა აცხადებს, მთავარი მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვაა.

26 თებერვალი 2020, 10:20

ძალოვნები

პოლიციამ თბილისში მოპედის ქურდობისთვი ერთი ადამიანი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1991 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი თ. პ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

კახა კალაძე

26 თებერვალი 2020, 10:18

საქართველო

თბილისის მერია ქეთევან წამებულის გამზირის რეაბილიტაციას განახორციელებს

საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისად, სარეაბილიტაციო არეალი იწყება მეტრო ავლაბრის მეტროდან და გრძელდება ლეხ კაჩინსკის ქუჩამდე. საავტომობილო გზის სიგრძე 1 კილომეტრს და 600 მეტრს შეადგენს. გამზირზე საკმაოდ რთული მდგომარეობაა. გზაზე არსებული ასფალტბეტონის საფარი დაზიანებულია, რაც გამოწვეულია გაზრდილი სატრანსპორტო დატვირთვებით და მისგან გამოწვეული ინტენსიური ცვეთით.

კახა კალაძე

26 თებერვალი 2020, 10:11

საქართველო

თბილისის ავტოპარკს 126 ახალი ავტობუსი შეემატება

„თქვენ იცით, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან ვაწარმოებდით მოლაპარაკებებს. გამოყოფილი იყო თანხები და გამოცხადებული იყო 12-მეტრიან ავტობუსებზე შესყიდვა. დღეს მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომ ჩვენ გვყავს გამარჯვებული კომპანია - Tegeta Motors-ი, რომელიც ვალდებულია შემოიყვანოს 126 ერთეული BMC-ს მარკის ავტობუსი, რომელიც იწარმოება თურქეთში“, - განაცხადა მერმა.

26 თებერვალი 2020, 10:05

მსოფლიო

აშშ-ში კოროვანირუსის ვაქცინების ტესტირება დაიწყო

ბიოტექნოლოგიურმა კომპანიამ Moderna Therapeutics-მა, რომელიც მასაჩუსეტსშია ბაზირებული, კორონავირუსის ვაქცინის პირველი პარტია სატესტოდ გაგზავნა. ვაქცინა 42 დღეში შექმნეს მას შემდეგ, რაც იანვრის შუა რიცხვებში ჩინელმა მეცნიერებმა ვირუს COVID_19-ს გენეტიკური მონაცემები წარმოადგინეს.

26 თებერვალი 2020, 10:04

ძალოვნები

პირველად საქართველოს თავდაცვის ძალების ისტორიაში ჯარი ქართული, გაუყინავი, ღორის ხორცით მომარაგდება

თავდაცვის ძალები საქონლის ხორცის შემდეგ ასევე, უმაღლესი ხარისხის ქართული წარმოების ღორის ხორცით მომარაგდება. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო თავდაცვის ძალების კვებითი პირობების გაუმჯობესებას აგრძელებს. 2020 წლის დასაწყისიდან სამხედრო მოსამსახურეები, გაუყინავი, უმაღლესი ხარისხის ქართული წარმოების საქონლის ხორცით იკვებებიან. დღეიდან კი სამხედრო მოსამსახურეებისათვის სამინისტრო, ასევე ადგილობრივი წარმოების, ღორის ხორცს (დარბილებული - ახალი, გაცივებული) შეისყიდის.

ფორუმი

26 თებერვალი 2020, 09:56

ეკონომიკა

თბილისში ეკონომიკური კონფერენცია „საქართველო და მსოფლიო 2020“ გაიხსნება

დღეს სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისში“, ეკონომიკური კონფერენცია „საქართველო და მსოფლიო 2020“ გაიხსნება. კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ: მსოფლიოში ცნობილი ეკონომისტი, ვარშავის ეკონომიკური სკოლის პროფესორი, პოლონეთის ყოფილი ვიცე-პრემიერი და ყოფილი ფინანსთა მინისტრი ლეშეკ ბალცეროვიჩი.

26 თებერვალი 2020, 09:45

ძალოვნები

ფინანსთა სამინისტროს საგამმოძიებო სამსახურმა საგადასახადო დოკუმენტების გაყალბებაზე ორი კომპანიიის ხელმძღვანელი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება - გამოყენებისა და ქონების მესაკუთრის მოტყუებით დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანების ფაქტზე ორი კომპანიის ხელმძღვანელი დააკავა

აჭარის ტელევიზია

26 თებერვალი 2020, 09:36

საქართველო

აჭარის ტელევიზიის თანამშრომელთა ნაწილმა გაფიცვის გადაწყვეტილება მიიღო

აჭარის ტელევიზიის თანამშრომელთა ნაწილი გაფიცვის გადაწყვეტილებას ძალაში ტოვებს. ტელევიზიის ალტერნატიული პროფკავშირი მოთხოვნების დოკუმენტზე მუშაობს და მენეჯმენტს ოფიციალურად დღეს მიმართავს.

ტოდ უოლტერსი

26 თებერვალი 2020, 09:24

საქართველო

ტოდ უოლტერსი: საქართველო სამხრეთ კავკასიის რეგიონში აშშ-ს მტკიცე პარტნიორია

საქართველო სამხრეთ კავკასიის რეგიონში შეერთებული შტატების მტკიცე პარტნიორია. ამის შესახებ საუბარია ანგარიშში, რომელიც ამერიკის სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტს ევროპაში აშშ-ს შეიარაღებული ძალების მეთაურმა ტოდ უოლტერსმა წარუდგინა.

თამბაქო

26 თებერვალი 2020, 09:18

საქართველო

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი თუთუნის დაფასოების სტანდარტზე იმსჯელებს

პარლამენტში დღეს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება, რომლის მთავარი განსახილველი თემა თამბაქოს კონტროლი იქნება. გურამ მაჭარაშვილისა და გოგა გულორდავას ინიციატივა თუთუნის დაფასოების სტანდარტის დაწევას გულისხმობს. დეპუტატები მოსახლეობას ჰპირდებიან, რომ ეს ცვლილება თამბაქოს ფასის ზრდას არ გამოიწვევს.

კორონავირუსი

26 თებერვალი 2020, 08:48

საქართველო

ამირან გამყრელიძე: საქართველოში ახალი კორონავირუსის დაფიქსირების რისკი მომატებულია

საქართველოში ახალი კორონავირუსის დაფიქსირების რისკი მომატებულია - ამის შესახებ „ქრონიკას“ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა განუცხადა. სწორედ ამიტომ, ამირან გამყრელიძის თქმით, ქვეყანა პანდემიური მზადყოფნის გაძლიერებულ რეჟიმზე გადადის.

მარინა ჩოლოიანი

26 თებერვალი 2020, 08:35

ძალოვნები

საქალაქო სასამართლოში მარიანა ჩოლოიანის სასამართლო პროცესი გაიმართება

თბილისის საქალაქო სასამართლოში 15 წლის ლუკა სირაძის საქმეზე ბრალდებული მარიანა ჩოლოიანის სასამართლო პროცესი გაიმართება. დღეს საქმის არსებითი განხილვა იწყება. შესაძლოა წინასასამართლო სხდომის მსგავსად, მარიანა ჩოლოიანი სასამართლოში ამჯერადაც ვერ გამოცხადდეს, რადგან გვიან ღამით ის ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს.

მარინა ჩოლოიანი

26 თებერვალი 2020, 08:30

ძალოვნები

ლუკა სირაძის თვითმკვლელობის საქმეზე ბრალდებულ გამომძიებელს სამედიცინო დახმარება დასჭირდა

პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, 25 თებერვალს, 22:33 სთ-ზე ბრალდებული მ.ჩ. N5 პენიტენციური დაწესებულებიდან სამოქალაქო სექტორის კლინიკაში გადაიყვანეს მუცლის არეში ტკივილის მიზეზით. კლინიკაში ბრალდებულს გაუკეთდა სისხლის საერთო ანალიზი, ასევე მუცლის ღრუს რენტგენოლოგიური გამოკვლევა და მუცლის ღრუს ექოსკოპია.

დავიით ზალკალიანი

26 თებერვალი 2020, 08:12

ძალოვნები

ევროპის საბჭოს მინისტერიალის ჩატარების ადგილი დღეს გახდება ცნობილი

ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტი მინისტერიალის გამართვის ადგილთან და საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას დღეს მიიღებს. ამის შესახებ „ქრონიკას“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განუცხადა.

ამინდი

26 თებერვალი 2020, 08:05

საქართველო

საქართველოში დღეს უნალექო ამინდი იქნება

დღეისთვის საქართველოს ამინდი განპირობებული იქნება შავი ზღვის ჩრდილო- დასავლეთიდან შემომავალი ცივი, ხოლო სამხრეთიდან გადმონაცვლებული თბილი ჰაერის მასების ურთიერთქმედების შედეგად. ამიტომ როგორც დასავლეთ ისე აღმოსავლეთ საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს, იქნება უმეტესად უნალექო ამინდი.

26 თებერვალი 2020, 07:57

მსოფლიო

ჩინეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 406 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში ფატალურმა ვირუსმა ქვეყანაში 52 ადამიანი იმსხვერპლა. გამოვლენილია ინფიცირების 406 ახალი შემთხვევა. ჯამში კორონავირუსით ჩინეთში 2715 ადამიანია გარდაცვლილი, ინფიცირებულთა რაოდენობა კი 78064-ს აღწევს.

თუთიყუში

26 თებერვალი 2020, 00:55

ტაბლოიდი

მოლაპარაკე თუთიყუშმა სახლის მძინარე ბინადრებს ხანძრის შესახებ შეატყობინა 🦜

აშშ-ში მოლაპარაკე თუთიყუშმა სახლის ბინადრებს ხანძრის შესახებ ამცნო და სიკვდილისგან იხსნა. ინფორმაციას ამის შესახებ Fox News-ი ავრცელებს. ინციდენტი ტენესის შტატში 3 თებერვალს მოხდა. 63 წლის ბარბარა კლაინი, მისი 61 წლის მეუღლე ლარი და 6 წლის შვილიშვილი კეიტლინი თუთიყუშის ხმამ გააღვიძა, რომელიც „ხანძარია, ხანძარიას“ ყვიროდა.

მელანია ტრამპი

26 თებერვალი 2020, 00:38

ტაბლოიდი

მელანია ტრამპი დელიში „ბედნიერების გაკვეთილს“ დაესწრო

ინდოეთში ვიზიტის ფარგლებში აშშ-ის პირველი ლედი მელანია ტრამპი დელიში სკოლას ეწვია და „ბედნიერების გაკვეთილს“ დაესწრო. სკოლაში ვიზიტის დროს მელანია ტრამპს შუბლზე ტილაკა ჰქონდა დატანილი. პირველმა ლედიმ მადლობა გადაუხადა მოსწავლეებს და ინდოელ ხალხს თბილი დახვედრისთვის.

პოლიციის ხაზი

26 თებერვალი 2020, 00:38

ძალოვნები

თბილისში ავარიის შედეგად ქვეითი გარდაიცვალა

„ტოიოტა პრიუსი“ ქვეითს შეეჯახა. შედეგად 40 წლამდე ქალი ადგილზე გარდაიცვალა. გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.​