imedi /  13 თებერვალი 2020, 18:10 / სანდო წყარო

გია ვოლსკი: ასოცირების კომიტეტის სხდომის რეზოლუციის გარეშე დასრულება ასოცირების ხელშეკრულებას არ შეაფერხებს

გია ვოლსკი

გია ვოლსკი

ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების კომიტეტის სხდომის რეზოლუციის გარეშე დასრულების გამო ასოცირების ხელშეკრულებას შეფერხება არ შეექმნება, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა გია ვოლსკიმ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

მისი თქმით, ეს ხელშეკრულება გაცილებით მეტ დონეზე მოქმედებს და ევროკავშირის ქვეყნების პირველ პირებთან და სპეცსამსახურებთან ურთიერთობას მოიცავს.

„ეს თემა დღის წესრიგში არანაირად არ დადგება. ასოცირების ხელშეკრულება არ არის მხოლოდ შემოფარგლული გარკვეული ვალდებულებებით, რომლებსაც ჩვენ პირნათლად ვასრულებთ. ამის იქით არის კიდევ საგანგებო პოლიტიკური მნიშვნელობის თემები. თან ეს საპარალამენტო ფორმატს არ მოიცავს მხოლოდ. აქ არის სერიოზული პოლიტიკური ურთიერთობები ევროკავშირის ქვეყნებთან საგარეო საქმეთა მინისტრების და პირველი პირების დონეზე და თუნდაც სპეცსამსახურების დონეზე და ყველა სხვა სტრუქტურების დონეზე“, - განაცხადა ვოლსკიმ.

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე მმართველი გუნდი და ოპოზიცია ევროპარლამენტს საასპარეზო სივრცედ იყენებენ.

„შეიძლება არასწორია ამ საკითხის ასე დაყენება, მაგრამ რეალობაა და მოცემულობაა და არამარტო ჩვენ, არამედ ევროპარლამენტარების გარკვეული ნაწილი ამას მხარს უჭერს, რომ ამ თემაზე უნდა იყოს საუბარი. მაგრამ როდესაც ადამიანი გამოდის და იქიდან საზოგადოებას ატყუებს და სიცრუეს აწვდის იმის თაობაზე, რომ ჩავარდა ეს რეზოლუცია, იმიტომ რომ ცალ მხარეს დარჩნენ პროევრო-პროდასავლელი ნაცმოძრაობა და ევროკავშირი და აქეთ ჩვენ საცოდავად ვერ გავიტანეთ ეს საკითხი აი ეს არის პრობლემა. აი ეს სიცრუა პრობლემა“, - თქვა ვოლსკიმ.

მისივე თქმით, რეზოლუციის ტექსტში გიგი უგულავას საკითხის დამატება მიზანშეწონილი არ იქნებოდა, იმის გათვალისწინებით, რომ მმართველი გუნდმა ევროპარლამენტს ფაქტების შემსწავლელი მისიის გაგზავნა სთხოვა. ვოლსკიმ ასევე აღნიშნა, რომ ამ ფორმატის რეზოლუციაში „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შეტანილი ცვლილებები არასოდეს ყოფილა მიღებული.

სტრასბურგში საქართველო - ევროკავშირის საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის სხდომა დასრულდა. დეპუტატებმა, ერთობლივი დეკლარაციის მიღება ვერ შეძლეს. ეს არის დოკუმენტი, სადაც ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობაზე, ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებასა და მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზეა საუბარი, თუმცა, დღეს ერთობლივი განცხადება ვერ მიიღეს.

ყველა სიახლე

ამირან გამყრელიძე

29 თებერვალი 2020, 13:12

საქართველო

საქართველოში კორონავირუსის მესამე შემთხვევა დადასტურდა

ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, პაციენტი საქართველოს მოქალაქეა, რომელმაც ირანში მოგზაურობდა და კონტაქტი აქვს პირველ დადასტურებულ შემთხვევასთან. სამივე პაციენტის კლინიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

პაატა იმნაძე

29 თებერვალი 2020, 13:04

საქართველო

პაატა იმნაძე: ნელ-ნელა ვირუსი ნაკლებად აგრესიული ხდება, შემთხვევების 80% მსუბუქად მიდის

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თავმჯდომარის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ნელ-ნელა ვირუსი ნაკლებად აგრესიული ხდება, შემთხვევების 80% მსუბუქად მიდის, მაგრამ უფრო და უფრო მეტი მსუბუქი შემთხვევების შეტყობინება ხდება სხვადასხვა ქვეყნებიდან. მისივე თქმით, კარანტინში მოთავსებული მოქალაქეები უკმაყოფილონი არიან იმით, რომ მოწყვეტილები არიან თავიანთ ოჯახებს, მაგრამ ეს ისევ მათი ოჯახების საკეთილდღეოდ კეთდება.

საფონდო ბირჟა ზარალი

29 თებერვალი 2020, 12:46

ეკონომიკა

მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანებმა ერთ კვირაში 444 მილიარდი დოლარი დაკარგეს

ყველაზე დიდი დანაკლისი Amazon-ის დამფუძნებელმა ჯეფ ბეზოსმა განიცადა. მან 11,9 მილიარდი დოლარი დაკარგა. Microsoft-ის დამფუძნებლის, ბილ გეიტსის ქონება კი 10 მილიარდით შემცირდა. 9,1 მილიარდი დაკარგა LVMH-ის (Louis Vuitton Moët Hennessy) ხელმძღვანელმა ბერნარ არნომ, 9 მილიარდი კი Tesla-ს ხელმძღვანელმა ილონ მასკმა.

პრინცი ჰარი და ჯონ ბონ ჯოვი

29 თებერვალი 2020, 12:25

კულტურა

პრინცმა ჰარიმ ჯონ ბონ ჯოვისთან ერთად სიმღერა ჩაწერა

მათ სიმღერა Unbroken შეასრულეს, რომელიც მუსიკოსმა სამხედრო ვეტერანების შესახებ დოკუმენტური ფილმისთვის To Be of Service 2019 წელს დაწერა. სინგლის პრემიერა მარტში, „უძლეველთა თამაშებზე“ შედგება. პრინცმა ჰარიმ და ჯონ ბონ ჯოვიმ სტუდია Abby Road-ში იმუშავა, ჩაწერამდე კი The Beatles-ის ცნობილი ფოტო გააცოცხლეს.

მიხეილ ჩხენკელი ჰუბერტ ქნირში

29 თებერვალი 2020, 12:22

საქართველო

მიხეილ ჩხენკელმა გერმანიის ელჩთან განათლების სფეროში მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა გერმანიის ელჩს ჰუბერტ ქნირშს უმასპინძლა და მასთან სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილა. მინისტრმა მადლობა გადაუხადა ელჩს განათლების სფეროში განხორციელებული არაერთი მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი პროექტისთვის.

დონალდ ტრამპი

29 თებერვალი 2020, 12:07

მსოფლიო

დონალდ ტრამპმა დემოკრატები კორონავირუსის საკითხის პოლიტიზებაში დაადანაშაულა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დემოკრატები კორონავირუსის თემის პოლიტიზებაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ეს მათი მორიგი ტრიუკია. „ახლა დემოკრატები კორონავირუსის თემის პოლიტიზებას შეუდგნენ. საერთოდ არაფერი ესმით. კორონავირუსი კი არა, თავიანთ ხმებს ვერ ითვლიან აიოვაში”, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა მხარდამჭერებთან სიტყვით გამოსვლისას.

ლუქსემბურგი ტრანსპორტი

29 თებერვალი 2020, 11:55

მსოფლიო

ლუქსემბურგში საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასო გახდა

ლუქსემბურგში საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასო გახდა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. ქვეყნის მასშტაბით ყველა ავტობუსით, მატარებლითა და ტრამვაით მგზავრობისას ბილეთის შეძენა აღარაა საჭირო. საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფასო მგზავრობა ქვეყნის ბიუჯეტს ყოველწლიურად 41 მილიონი ევრო დაუჯდება.

წვიმა ქოლგა ამინდი

29 თებერვალი 2020, 11:33

საქართველო

დღეიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება

2 მარტამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთიან რეგიონებში კი თოვლი, ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი. დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

ხანძარი თეთრიწყლები

29 თებერვალი 2020, 11:22

ძალოვნები

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ თეთრწყლებში ხანძრის ლიკვიდაცია მესამე დღეა ვერ ხერხდება

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ თეთრწყლებში ხანძარის ლიკვიდაცია მესამე დღეა ვერ ხერხდება. ვითარებას ძლიერი ქარი აფერხებს, რის გამოც ხანძარსაწინაარმდეგო პროცესი 24-საათიანი რეჟიმში მიმდინარეობს. რთული რელიეფის გამო სტიქიის ზონაში მძიმე ტექნიკა ასვლას ვერ ახერხებს და ადგილზე მეხანძრე-მაშველები ტერიტორიას მხოლოდ ცეცლმაქრებით ამუშავებენ.

ნათია თურნავა

29 თებერვალი 2020, 11:21

ეკონომიკა

ნათია თურნავა: საქართველო მსოფლიოში ალტერნატიული გაზის მარშრუტების განვითარებაში სულ უფრო მნიშვნელოვან როლს ასრულებს

„საქართველო, ჩვენი მოსახლეობა აქედან მიიღებს სერიოზულ ბენეფიტებს, რადგან იზრდება გაზის ის კვოტა, რომელსაც ჩვენი სახელმწიფო იღებს სწორედ ამ სატრანზიტო ფუნქციის შესრულებიდან. ეს ყველაფერი, საბოლოო ჯამში, მიმართული ჩვენი ქვეყნის, ჩვენი მოსახლეობის, ჩვენი საწარმოების ბუნებრივი აირით უკეთესი მომარაგებისკენ“, - აღნიშნა მინისტრმა.

დავით გოგიჩაიშვილი

29 თებერვალი 2020, 11:12

საქართველო

ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარის ოჯახი სუსის ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, გიორგი გოგიჩაიშვილის ოჯახი ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს. გოგიჩაიშვილის მამის განცხადებით, მის შვილს დანაშაული არ ჩაუდენია. „არანაირი განმარტება ჩვენთვის არ მოუციათ. რა ხდება, ჯერ არ ვიცით. ბორჯომში დაუკავებიათ ქრთამის აღებისთვის. ვისგან და რისთვის, არაფერი ვიცით“, - აცხადებს ბრალდებულის მამა დავით გოგიჩაიშვილი.

სუსი ბექა ჯიჭონაია

29 თებერვალი 2020, 11:02

ძალოვნები

სუსმა ქრთამის აღების ფაქტზე ბორჯომის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ქრთამის აღების ფაქტზე ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გოგიჩაიშვილი და ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ლიპარტია, ხოლო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე მოქალაქე გ.უ. დააკავეს.

მარინა ეზუგბაია

29 თებერვალი 2020, 11:02

საქართველო

მარინა ეზუგბაიამ ტელეკომპანია „მთავარი“ კორონავირუსზე შეკვეთილი სიუჟეტის მომზადებაში დაადანაშაულა

მარინა ეზუგბაია თავის გადაწყვეტილებას იმით ხსნის, რომ გუშინ ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში შეკვეთილი სიუჟეტი გავიდა. მისი თქმით, ის ჟურნალისტებს არაფერს ეტყვის მანამ, სანამ ინფექციური საავადმყოფოს ტერიტორიას „მთავარის“ გადამღები ჯგუფი არ დატოვებს.

Facebook

29 თებერვალი 2020, 10:51

ტექნოლოგიები

Facebook-მა 3D ფოტოების შექმნის ფუნქცია იაფფასიან სმარტფონებზეც აამოქმედა

Facebook-მა ეს ფუნქცია ჯერ კიდე 2018 წელს აამოქმედა, თუმცა მისი გამოყენება მხოლოდ ორკამერიანი სმარტფონების მფლობელებს შეეძლოთ. ახლა კი კომპანიაში აცხადებენ, რომ პრაქტიკულად ნებისმიერი ფოტოს სამგანზომილებიან გამოსახულებად გადაქცევა იქნება შესაძლებელი.

Google

29 თებერვალი 2020, 10:23

მსოფლიო

თანამშრომლის კორონავირუსით დაავადების შემდეგ Google-მა საერთაშორისო მივლინებები შეზღუდა

„ვადასტურებთ, რომ ერთ თანამშრომელს ციურიხის ოფისიდან კორონავირუსის დიაგნოზი დაუსვეს. ოფისში მოკლე დროის განმავლობაში იმყოფებოდა, სანამ სიმპტომები გამოუვლინდა. ჩვენ მივიღეთ ყველა საჭირო პრევენციული ზომა, რადგან ჩვენთვის თანამშრომლების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება პრიორიტეტია“, - განაცხადა Google-ის წარმომადგენელმა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო

29 თებერვალი 2020, 10:08

ძალოვნები

დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე თბილისში უკრაინის მოქალაქე დააკავეს

სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარ სამმართველოსთან ერთად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უკრაინის მოქალაქე, 1981 წელს დაბადებული ვ.შ. თბილისში ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს.

ნადირობა

29 თებერვალი 2020, 10:02

ძალოვნები

29 თებერვალს ნადირობის სეზონი სრულდება

29 თებერვალს ნადირობის სეზონი სრულდება, 1-ლი მარტიდან კი გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა იკრძალება. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები ნადირობის სეზონის დასრულებისთანავე მთელი საქართველოს მასშტაბით გაამკაცრებენ კონტროლს ამ მიმართულებით.

დაკავება

29 თებერვალი 2020, 09:56

ძალოვნები

ყოფილ მეუღლისთვის სიცოცხლის მოსპობით მუქარის ბრალდებით დუშეთში ახალგაზრდა კაცი დააკავეს

მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დუშეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული მუქარის ბრალდებით, 1991 წელს დაბადებული გ.ბ. დუშეთში დააკავეს.

დუდლი 29 თებერვალი

29 თებერვალი 2020, 09:48

ტექნოლოგიები

Google-მა 29 თებერვალს სპეციალური დუდლი მიუძღვნა

საძიებო სისტემა Google-მა 29 თებერვალს სპეციალური დუდლი მიუძღვნა. საძიებო სისტემის მთავარ გვერდზე განთავსებულია წარწერა, რომელიც ციფრებს 28, 29 და 1-ს შეიცავს. ასე Google-ში ხაზს უსვამენ, რომ 29 თებერვალი კალენდარული თვისა და ზამთრის ბოლო დღეა.

საბერძნეთი თურქეთი

29 თებერვალი 2020, 09:29

მსოფლიო

მედია: საბერძნეთმა ნატოში თურქეთის მხარდამჭერ განცხადებას ვეტო დაადო

ნატოში საბერძნეთის მუდმივმა წარმომადგენლობამ ვეტო დაადო თურქეთის მხარდამჭერ განცხადებას, რომელიც ალიანსის წევრმა ქვეყნებმა იდლიბში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით მოამზადეს. ინფორმაციას ამის შესახებ თავის წყაროებზე დაყრდნობით ბერძნული მედია ავრცელებს.