Imedi /  14 თებერვალი 2020, 12:19 / სანდო წყარო

არჩილ თალაკვაძე: ნებისმიერი კონგრესმენის შეფასება, იქნება ის დადებითი თუ კრიტიკული, ეს ჩვენი მეგობრების აზრია

არჩილ თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძე

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ნებისმიერი კონგრესმენის შეფასება, იქნება ეს დადებითი განცხადება, თუ კრიტიკული მოსაზრება, ეს ჩვენი მეგობრების აზრია და ხელისუფლება მზად არის ყველა მთავარ საკითხზე სასაუბროდ. ამის შესახებ თალაკვაძემ ამერიკელი კონგრესმენების წერილებში გამოთქმული კრიტიკის საპასუხოდ განაცხადა.

„მე მქონდა სამუშაო ვიზიტი აშშ-ში, შევხვდი არაერთ კონგრესმენსაც. ჩვენ ვაგრძელებთ თანამშრომლობას ნომერ პირველ სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-ის კონგრესთან და მთავრობასთან. ნებისმიერი კონგრესმენის შეფასება, იქნება ეს დადებითი განცხადება, თუ კრიტიკული მოსაზრება, ეს ჩვენი მეგობრების აზრია და ჩვენ მზად ვართ ყველა მთავარ საკითხზე პირდაპირი საუბრისთვის. ჩვენი ამოცანაა 2020 წლის არჩევნებისთვის მზადება. როგორც ხელისუფლება, გპირდებით, რომ ეს არჩევნები დემოკრატიულად, თავისუფლად და გამჭვირვალედ ჩატარდება“, - განაცხადა თალაკვაძემ.

ტეხასის შტატის კონგრესმენმა რენდი ვებერმა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას წერილით 4 თებერვალს მიმართა და შეშფოთება გამოთქვა რეფორმების გადადებით და საქართველოში ამერიკული ინვესტიციებისთვის კლიმატის გაუარესებით.

ყველა სიახლე

დავით ზალკალიანი

24 თებერვალი 2020, 13:53

საქართველო

დავით ზალკალიანი: დარწმუნებული ვარ, რომ რეზოლუცია აუცილებლად გავა და ადამიანის უფლებათა საბჭოს ძლიერი მხარდაჭერა გვექნება

დღევანდელ გამოსვლაში აუცილებლად ვისაუბრებ ადამიანის ისეთი ფუნდამენტური ურთიერთობის შეზღუდვის შესახებ, როგორიცაა თავისუფალი გადაადგილება, დაბლოკილი გადასასვლელები, ეთნიკურ ნიადაგზე ქართველების დისკრიმინაცია, გატაცებები და მკვლელობები, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეტა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა „ქრონიკას“ განუცხადა.

24 თებერვალი 2020, 13:48

მსოფლიო

საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრი: კორონავირუსის გამო იტალიასთან საზღვრის ჩაკეტვას აზრი არ აქვს

„ვირუსი საზღვრებთან არ ჩერდება. მიზანშეწონილი არ არის საუბარი იმაზე, რომ იტალიაში ეპიდემიაა. იტალიის ხელისუფლებამ საჭირო ზომები მიიღო, რათა თავიდან აეცილებინა ეპიდემია. სიტუაცია კონტროლის ქვეშ არის. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით სიტუაციას“, - განაცხადა მინისტრმა.

24 თებერვალი 2020, 13:40

საქართველო

როგორია ბორჯომში სასტუმროდან გადავარდნილი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა

„განსაკუთრებული გარეგანი დაზიანებები არ აღენიშნება, თავის და მუცლის ღრუს ტომოგრაფიული კვლევა ჩაუტარდა. ტვინის დაზიანება არ გამოვლინდა. ველოდებით მუცლის ღრუს კვლევის პასუხს“, - განაცხადეს საავადმყოფოში.

იაგო ხვიჩია

24 თებერვალი 2020, 13:31

საქართველო

იაგო ხვიჩია: ოპოზიციის შეხვედრებზე სხვადასხვა დაპირისპირებული მხარე ზის და გასაკვირია არაა, რომ მერაბიშვილიც იყოს

ვანო მერაბიშვილი ოპოზიციის მოლაპრაკებებზე თუ მოვა, ჩვენ წინააღმდეგი არ ვიქნებით, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განუცხადა.

ამირან გამყრელიძე

24 თებერვალი 2020, 13:30

საქართველო

ამირან გამყრელიძე: კორონავირუსის გამო რამდენიმე ქვეყანამ პანდემიური მზადყოფნის გაძლიერების შესახებ განაცხადა

მისივე თქმით, ეს ნიშნავს იმას, რომ ამერიკის შეერთებული შტატები პანდემიური მზადყოფნის გეგმაზე საუბრობს. გამყრელიძის განმარტებით, აქვს ასევე ინფორმაცია, რომ მიმდინარე კვირაში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო კომიტეტი კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით იმსჯელებს.

24 თებერვალი 2020, 13:27

საქართველო

ბიძინა ივანიშვილი აშშ-ის ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის პრეზიდენტს შეხვდა

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) პრეზიდენტს, დერეკ მიტჩელს შეხვდა.

24 თებერვალი 2020, 13:20

საქართველო

დავით ზალკალიანი გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მაღალი დონის სეგმენტის 43-ე სესიაში მონაწილეობს

ზალკალინი სიტყვით გამოვა მაღალი სეგმენტის სესიის ფარგლებში, სადაც ისაუბრებს საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შემნილ უმძიმეს ვითარებაზე.

ევროკავშირი

24 თებერვალი 2020, 13:18

მსოფლიო

ევროკავშირი კორონავირუსთან საბრძოლველად 230 მილიონ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი კორონავირუსთან საბრძოლველად 230 მილიონ ევროს გამოყოფს. Euronews-ის ინფორმაციით, ამის შესახებ კრიზისების მართვის საკითხებში ევროკომისარმა, იანეზ ლენარჩიჩმა განაცხადა.

24 თებერვალი 2020, 13:17

ძალოვნები

ბორჯომში სასტუმროდან 3 წლის ბავშვი გადავარდა

როგორც imedinews-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით აღიძრა, რაც გაუფრთხილებლობით ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

24 თებერვალი 2020, 13:16

ძალოვნები

პოლიციელსა და მის ავტომობილზე თავდასხმაში ბრალდებულს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და პოლიციელსა და მის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმაში ბრალდებული ს.ჭ. დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

ბექა ნაცვლიშვილი

24 თებერვალი 2020, 13:12

საქართველო

ბექა ნაცვლიშვლი: მინისტრები თავს უფლებას აძლევენ, არ მოვიდნენ პარლამენტში და დეპუტატების კითხვებს არ უპასუხონ

„გასაგებია მინისტრების დამოკიდებულება ოპოზიციის მიმართ, მაგრამ ესაა უმრავლესობის პასუხისმგებლობა, რადგან უმრავლესობა საკუთარ თავს პატივს არ სცემს. შესაბამისად, პარლამენტის თავმჯდომარე არ სცემს პარლამენტს პატივს, რომ მინისტრები საკუთარ თავს აძლევენ უფლებას, არ მოვიდნენ და კითხვებს პასუხები არ გასცენ", - აცხადებს ბექა ნაცვლიშვილი.

მონა ლიზა

24 თებერვალი 2020, 13:06

კულტურა

რუბიკის კუბისგან აწყობილი „მონა ლიზას“ რეპროდუქცია €480,200 ათასად გაიყიდა

„მონა ლიზას რუბიკის“ ნამუშევარი 2005 წელს ანონიმურმა ფრანგმა მხატვარმა ააწყო, რომელიც Invader-ის ფსევდონიმითაა ცნობილი. მას ჯოკონდას ასაწყობად 330 კუბი დასჭირდა. „მონა ლიზას რუბიკი“ მისი ყველაზე ძვირადღირებული ნამუშევარია.

იაგო ხვიჩია

24 თებერვალი 2020, 13:06

საქართველო

იაგო ხვიჩია: დიალოგი აუცილებელია, რათა ქვეყანაში პოლიტიკურმა ტემპერატურამ დაიწიოს

დიალოგი მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის იმ შემთხვევაში გაგრძელდება, თუ მთავრობა გამოიჩენს სერიოზულობას და დაპირებული პროპორციული სისტემის მისაღებად ნაბიჯებს გადადგამს, - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

ქვიშის ქარიშხალი

24 თებერვალი 2020, 13:02

მსოფლიო

კანარის კუნძულებზე ქვიშის ქარიშხალი მძვინვარებს

კანარის კუნძულებზე ქვიშის ქარიშხალი მძვინვარებს. BBC-ის ცნობით, ტენერიფეს და გრან-კანარიას კუნძულების სამმა აეროპორტმა მუშაობა შეაჩერა. ქარის სიჩქარე 120 კმ/სთ-ს აღწევს, სინოპტიკოსების პროგნოზით, ასეთი სიტუაცია კიდევ რამდენიმე დღის განმავლობაში შენარჩუნდება.

დავით ზალკალიანი

24 თებერვალი 2020, 13:00

საქართველო

დავით ზალკალიანი: ჟენევაში ჩემ გამოსვლაში კიბერუსაფრთხოების საკითხზე ვისაუბრებ

„აუცილებლად გვექნება ამაზე საუბარი ეუთოს ფორმატებში და ყველა არსებული საერთაშორისო მექანიზმი იქნება მაქსიმალურად გამოყენებული, რათა ამ უკანონო ქმედებაზე მოხდეს ყურადღების გამახვილება და შემდგომი პრევენცია“ - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ბაჩო ხურციძე

24 თებერვალი 2020, 12:44

სპორტი

რაგბის კავშირის პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი მოქმედ პრეზიდენტს საარჩევნო ხმების მოსაპოვებლად კლუბების ხელოვნურად შექმნაში ადანაშაულებს

რაგბის კავშირის პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი ბაჩო ხურციძე საარჩევნო-საანგარიშო ყრილობაზე მისვლას არ აპირებს. ხურციძემ რამდენიმე წუთის წინ სოციალურ ქსელში გაავრცელა განცხადება, სადაც კავშირის მოქმედი პრეზიდენტი გოჩა სვანიძე კლუბების ხელოვნურად შექმნასა და ამ გზით საარჩევნო ხმების მოპოვებაში დაადანაშაულა.

24 თებერვალი 2020, 12:43

ძალოვნები

პარლამენტის თავმჯდომარის საცხოვრებელ კორპუსში დაცვის სამსახურმა ცეცხლსასროლი იარაღი იპოვა

„შსს-ის თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, ვაკე-საბურთალოს დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცეცხლსროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე გამოძიება 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით დაიწყეს. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და დანიშნულია ყველა შესაბამისი ექსპერტიზა“- აცხადებენ შსს-ში.

დავით ზალკალიანი

24 თებერვალი 2020, 12:32

საქართველო

დავით ზალკალიანი: საქართველოში ვირუსის მაქსიმალური პრევენციისთვის მთავრობა ყველაფერს აკეთებს

„მთავრობა ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს, რათა საქართველოში ვირუსის მაქსიმალური პრევენცია მოხდეს. მყისიერი ზომები მივიღეთ ჩინეთთან და ირანთან მიმართებაში. ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ახლო კოორდინაციაში ვართ. იტალიაში საქართველოს საელჩო აქტიურ კომუნიკაციაშია ხელისუფლების წარმომადგენლებთან. აქტიურად ვმუშაობთ, რათა ვირუსის პრევენციასთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებში საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად საქართველოც იყოს ჩართული“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ივანე მაჭავარიანი

24 თებერვალი 2020, 12:19

საქართველო

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი დარგობრივი კომიტეტის სხდომაზე არ მივიდა

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი დარგობრივი კომიტეტის სხდომაზე არ მივიდა. მინისტრმა კომიტეტის თავმჯდომარეს გადაწყვეტილება დღეს დილით აცნობა. მთავარ მიზეზად მაჭავარიანმა დაასახელა ის, რომ დეპუტატების კითხვებს გასულ კვირას მინისტრის საათის ფარგლებში უპასუხა. ფინანსთა მინისტრის გადაწყვეტილება დამოუკიდებელმა დეპუტატებმა გააპროტესტეს, ლევან გოგიჩაიშვილმა კი სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.

გურამ ჩალაგაშვილი

24 თებერვალი 2020, 12:19

ძალოვნები

სასამართლომ გურამ ჩალაგაშვილს 3000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

პარტია „გამარჯვებული საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი გურამ ჩალაგაშვილი, რომელიც 12 დეკემბერს, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ადმინისტრაციული წესით დააკავეს, სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო და მას 3000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.