imedi /  14 თებერვალი 2020, 12:55 / სანდო წყარო

არჩილ თალაკვაძე ნიკა მელიაზე: როდესაც არ გამორიცხავს დაკავებას, ე.ი. მას აქვს რაღაც კითხვები საკუთარ ქმედებებთან დაკავშირებით

არჩილ თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძე

„საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, როგორიც არ უნდა იყოს ის, პატივს ვცემთ და რამდენადაც შესაძლებელი იქნება, მას შევასრულებთ. ასე რომ, დაველოდოთ ამ სასამართლოს გადაწყვეტილებას“, - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ საკონსტიტუციო სასამართლოში ნიკა მელიას სარჩელის განხილვის დაწყებასთან დაკავშირებულ შეკითხვას. 

ჟურნალისტის წინადადებაზე, რომ თავად მელია არ გამორიცხავს დაკავებას, არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, რომ საინტერესოა, ალბათ მას ვკითხოთ, ამის რა საფუძველი აქვს. 

„როდესაც არ გამორიცხავს დაკავებას, ე.ი, მას აქვს რაღაც კითხვები საკუთარ ქმედებებთან დაკავშირებით, თუ თვითონ ფიქრობს, რომ დაკავებას იმსახურებს. წინასწარ ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ და სასამართლოს განსჯის სფეროში ვერ შევალ  - ვერც ერთი ადამიანის დაპატიმრება, ან არდაპატიმრებაზე პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ვერ მივიღებ“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

საკონსტიტუციო სასამართლოში ნიკა მელიას საქმის განხილვა იწყება.

პარლამენტმა ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი 12 დეკემბერს დაუჭირა

2 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ „ქართუ ბანკის“ გაკოტრების საქმეზე ნიკა მელიას ჯარიმა, იუსტიციის ყოფილ მინისტრ ზურაბ ადეიშვილს კი პატიმრობა განუსაზღვრა.

სასამართლომ ნიკა მელია 332-ე მუხლით (სამსახურებრივ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება) გათვალისწინებულ დანაშაულში დამნაშავედ ცნო და 25 000-ლარიანი ჯარიმის გადახდა დააკისრა. ამასთან ერთად, მელიას დამატებით სასჯელად ორი წლითა და სამი თვის ვადით თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა.

ყველა სიახლე

20 თებერვალი 2020, 23:18

საქართველო

ვანო მერაბიშვილი მიხეილ სააკაშვილზე: ჩვენ მეგობრები ვართ, მოვგვარდებით

ყველა ჩემ მეგობარს შევხვდები, ვინც საქართველოშია და ვინც არ არის. მიხეილ სააკაშვილი ჩემი მეგობარია, მე მას ვთვლი ჩემ საუკეთესო მეგობრად, მე ყველას აზრს მოვისმენ, ჩემ რჩევას მივცემ და შევეცდები ჩემი აზრი გავაზიარებინო და ჩვენ ყოველთვის მეგობრებად დავრჩებით, - ამის შესახებ საპატიმროდან დღეს გათავისუფლებულმა ყოფილმა შს მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა „მთავარის“ ეთერში განაცხადა.

ვანო მერაბიშვილი

20 თებერვალი 2020, 22:23

საქართველო

ვანო მერაბიშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლების შეცვლის პროცესის მთავარი მონაწილე იქნება, თუმცა პოლიტიკურ თანამდებობაზე დაბრუნებას აღარ აპირებს

მე ჯერ არ მაქვს გადაწყვეტილი რომელ პოლიტიკურ პარტიაში გავერთიანები- ამის შესახებ საპატიმროდან დღეს გათავისუფლებულმა ვანო მერაბიშვილმა „მთავარის“ ეთერში განაცხადა. თუმცა ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის ადასტურებს, რომ აქტიურ პოლიტიკურ მოღვაწეობას აპირებს.

ანდრეი რუდენკო

20 თებერვალი 2020, 22:10

მსოფლიო

რუსეთისთვის ჯერჯერობით უცნობია, დაესწრებიან თუ არა საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტები 9 მაისისადმი მიძღვნილ ღონისძიებას

რუსეთს საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტების ადმინისტრაციისგან არ მიუღია რაიმე ინფორმაცია ზელენსკისა და ზურაბიშვილის 9 მაისის საიუბილეო ღონისძიებაზე დასწრებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ანდრეი რუდენკომ განაცხადა.

20 თებერვალი 2020, 21:56

თემა

მართალია თუ არა, რომ კორონავირუსმა უხანის სამეცნიერო ლაბორატორიიდან გაჟონა?

ბოლო რამდენიმე კვირაა, რაც კორონავირუსის ინფექცია მსოფლიო მასობრივი საინფორმაციო საშუალებების მთავარ თემად იქცა. შესაბამისად, ამ პრობლემის გარშემო ბევრი ჭორი გავრცელდა. ამბობენ, რომ ახლად გავრცელებული ეპიდემია ლაბორატორიიდან საშიში ვირუსის გაჟონვის შედეგია და ეს პათოგენი ჩინეთის მთავრობამ უხანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტში შექმნა. ამ თეორიის უბრალოდ უგულებელყოფა არ გამოდის იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ამ ქალაქში ასეთი ინსტიტუტი ნამდვილად არსებობს და იქ საშიშ ინფექციებზეც ნამდვილად მუშაობენ. საინტერესოა, რამდენად რეალურია შეთქმულების ეს თეორია? რა ხდება სინამდვილეში უხანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტში?

ირანი-აშშ

20 თებერვალი 2020, 21:52

მსოფლიო

აშშ-მა ირანის სასანქციო სია გააფართოვა

„ტრამპის ადმინისტრაცია არ მოითმენს არჩევნებთან დაკავშირებულ მანიპულაციებს, რომელიც ირანის რეჟიმის მავნე დღის წესრიგს ემსახურება. ვაშინგტონის ეს ზომა ააშკარავებს მაღალი რანგის ჩინოსნებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან იმაზე, რომ ირანელ ხალხს თავისუფალი არჩევანის უფლებას არ აძლევენ“, - ნათქვამია განცხადებაში.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო

20 თებერვალი 2020, 21:51

მსოფლიო

უკრაინა რუსეთის მიერ საქართველოში განხორციელებულ კიბერთავდასხმებს გმობს

„რუსეთმა კვლავ აჩვენა, რომ უგულებელყოფს საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებს. უკრაინა ურყევად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. 2015 წლიდან უკრაინის ეროვნული ინფრასტრუქტურისა და სამთავრობო ინსტიტუტების წინააღმდეგ მძლავრი კიბერშეტევები განხორციელდა რუსეთის მიერ, რომელიც აქტიურად იყენებს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს აგრესიული ჰიბრიდული ომის წარმართვისთვის. უკრაინა მხარს უჭერს იმას, რომ ისინი, ვინც კიბერთავდასხმებს ახორციელებენ, პასუხი აგონ“, - ნათქვამია განცხადებაში.

არჩილ თალაკვაძე

20 თებერვალი 2020, 21:35

საქართველო

არჩილ თალაკვაძე: ვანო მერაბიშვილის განცხადებამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ოპოზიციის ამ ნაწილს აქვს დესტრუქციული დღის წესრიგი

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ხელისუფლება არავის მისცემს დესტაბილიზაციის საშუალებას და მომავალთან დაკავშირებით მოქალაქეები მიიღებენ გადაწყვეტილებას დემოკრატიული და თავისუფალი არჩევნების გზით.

გრიგორი კარასინი

20 თებერვალი 2020, 21:31

მსოფლიო

გრიგორი კარასინისა და ზურაბ აბაშიძის მორიგი შეხვედრა მარტის შუა რიცხვებში პრაღაში გაიმართება

რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრის გრიგორი კარასინისა და რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის შეხვედრა პრაღაში მარტის შუა რიცხვებში გაიმართება. ამის შესახებ „ქრონიკას“ გრიგორი კარასინმა განუცხადა. მისივე თქმით, შეხვედრაზე განსახილველი ძალიან ბევრი საკითხი დაგროვდა, თუმცა ჯერჯერობით მან ეს საკითხები არ დააკონკრეტა.

20 თებერვალი 2020, 21:22

სპორტი

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა შვეიცარია დაამარცხა

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი შვეიცარიის გუნდთან მატჩით დაიწყო. თამაშის ძირითადი დრო ფრედ, 79:79 დასრულდა. ოვერტაიმში კი ქართველმა კალათბურთელებმა ანგარიშით 96:88 გაიმარჯვეს.

გრიგორი კარასინი

20 თებერვალი 2020, 21:18

მსოფლიო

გრიგორი კარასინი: სერგეი ლავროვი თბილისში დაგეგმილ მინისტერიალს სავარაუდოდ არ დაესწრება

„რუსეთს არ აქვს მიზეზი მინისტერილში მონაწილეობაში ეჭვის შესატანად. აი, მონაწილეთა დონე - ეს სხვა საკითხია. შეიძლება იყოს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ან რუსეთის ელჩი ევროპის საბჭოში. ეს ფართო მსჯელობის საგანი გახდა, თუ ვინ ჩამოვა მინისტერიალზე. ახსენებენ მინისტრს და სხვა პირებს. დაველოდოთ და ვნახავთ, თუ რა იქნება.

20 თებერვალი 2020, 21:14

საქართველო

ელენე ხოშტარიას წინააღმდეგ „ევროპული საქართველოს“ ოფისთან მორიგი აქცია გაიმართა

აქციები მას შემდეგ ტარდება, რაც „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებმა საქართველოს პარლამენტის სასესიო დარბაზში საბჭოთა კავშირის ჰიმნი ჩართეს და პარლამენტის თავმჯდომარეს ყოველწლიური ანგარიში ამ ფორმით გააწყვეტინეს. არჩილ თალაკვაძე იმ დროს ოკუპაციაზე საუბრობდა.

20 თებერვალი 2020, 20:49

საქართველო

ესტონეთის საგარეო უწყება კიბერშეტევაზე: რუსეთმა პასუხი უნდა აგოს საერთაშორისო ნორმებისა და ხელშეკრულებების შესაბამისად

კიბერთავდასხმები და რუსეთის სადაზვერვო სამსახურების მიერ საქართველოს ტერიტორიებზე განხორციელებული სხვა აქტიური ზომები მიუღებელია და უნდა შეწყდეს, - ამის შესახებ განცხადებას ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

20 თებერვალი 2020, 20:31

საქართველო

ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ ქიქოძის ქუჩაზე საპროტესტო აქცია იმართება

ქიქოძის ქუჩაზე, ერთ-ერთ რესტორანთან ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია იმართება. ადგილზე იმყოფებიან გია კრიალაშვილის და ლია კრიალაშვილი, ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველი, ასევე იური ვაზაგაშვილის და.

მამუკა ბახტაძე

20 თებერვალი 2020, 20:28

საქართველო

მამუკა ბახტაძე: საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის სამსახურების მიერ განხორციელებული თავდასხმა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რუსეთი ჩვენი ინსტიტუციებისთვის ძირის გამოთხრას ცდილობს

„საქართველოს წინააღმდეგ მიმართული კიბერთავდასხმა, რომელიც რუსეთის სამსახურებმა დაგეგმეს, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რუსეთი ჩვენი მოქალაქეების არსებობის შერყევას და ინსტიტუციებისთვის ძირის გამოთხრას ცდილობს“, - წერს მამუკა ბახტაძე.

ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო

20 თებერვალი 2020, 20:19

საქართველო

ლიეტუვა რუსეთს საქართველოს წინააღმდეგ მავნე კიბერაქტივობების შეწყვეტისკენ მოუწოდებს

„ლიეტუვა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და რუსეთს მოუწოდებს შეწყვიტოს მავნე კიბერაქტივობები საქართველოს წინააღმდეგ“, - ნათქვამია Twitter-ის გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ირაკლი ჩიქოვანი

20 თებერვალი 2020, 20:12

საქართველო

ირაკლი ჩიქოვანი კიბერშეტევაზე: ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის საერთაშორისო მხარდაჭერა, რომელსაც ვხედავთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების და მსოფლიოს მხრიდან

კიბერშეტევა, რომელიც რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ განახორციელა, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული ქმედებაა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა საერთაშორისო ურთიერთობათა საკითხებში ირაკლი ჩიქოვანმა თემის კომენტირებისას განაცხადა.

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

20 თებერვალი 2020, 20:03

მსოფლიო

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო: რუსეთის უპასუხისმგებლო და მავნე კიბერაქტივობები ძირს უთხრის საერთაშორისო სტაბილურობას

ვუერთდებით საქართველოს, აშშ-ს, დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების განცხადებას, რომელიც საქართველოში განხორციელებულ კიბერთავდასხმაზე პასუხისმგებლობას რუსეთის სადაზვერვო სამსახურებს აკისრებს, - ამის შესახებ განცხადებას პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

დავით ზალკალიანი

20 თებერვალი 2020, 19:50

საქართველო

დავით ზალკალიანი კიბერშეტევაზე: მსგავსი სახის ქმედება საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, არამედ მთლიანად რეგიონის უსაფრთხოებას

დავით ზალკალიანის თქმით, საქართველო ყველა მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან ერთად ჩართული იყო გამოძიების პროცესში და გამოძიების პროცესის ამ ეტაპზე არის შესაბამისი მტკიცებულებები იმასთან დაკავშირებით, რომ კიბერთავდასხმის უკან რუსეთის სამხედრო-სადაზვერვო სამსახური დგას.

20 თებერვალი 2020, 19:30

საქართველო

აფრიკაში მეკობრეებმა საქართველოს 4 მოქალაქე გაიტაცეს

აფრიკაში, ქალაქ ლაგოსთან მდებარე ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავ ტანკერს მეკობრეები თავს დაესხნენ. გატაცებული 10 მეზღვაურიდან 4 საქართველოს მოქალაქეა, ამის შესახებ imedinews-ს ინფორმაცია საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში დაუდასტურეს.

გიორგი გახარია

20 თებერვალი 2020, 19:12

საქართველო

გიორგი გახარია: საქართველოს წინააღმდეგ ოქტომბერში განხორციელებული კიბერთავდასხმა მიზნად ისახავდა ჩვენი სუვერენიტეტისადმი ძირის გამოთხრას

„გასული წლის ოქტომბერში საქართველოს სახელმწიფომ, მედიამ და ბიზნესსუბიექტებმა სრულიად უგუნური კიბერთავდასხმა განიცადეს. ეს შეუწყნარებელი აქტი მიზნად ისახავდა ჩვენი სუვერენიტეტისადმი ძირის გამოთხრას. დიდად ვაფასებთ მთელი მსოფლიოს მასშტაბით ჩვენი პარტნიორებისა და მოკავშირეების ძლიერ მხარდაჭერას“, - წერს გიორგი გახარია „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე.