imedi /  14 თებერვალი 2020, 15:55 / სანდო წყარო

დავით ზალკალიანი: ფრანგი და გერმანელი მინისტრების წერილში გიგი უგულავაზე საუბარი არ არის, ის საქართველოს მხარდაჭერას ადასტურებს

დავით ზალკალიანი

დავით ზალკალიანი

„გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასთან და საფრანგეთთან საქართველოს აქვს ბრწყინვალე ურთიერთობები, ორივე ქვეყანა არის საქართველოს აქტიური მხარდამჭერი და კოლეგა მინისტრებთან მიმდინარეობს მჭიდრო კოორდინაცია ყველა საკითხზე“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა საფრანგეთის და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ წერილთან დაკავშირებით შეკითხვის საპასუხოდ.

მის კომენტარს საგარეო უწყება ავრცელებს. მინისტრის თქმით, წერილი არის მხარდამჭერი ბევრი მიმართულებით და მასში არ არის საუბარი თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას საკითხზე.

„ძალიან ვაფასებ ორივე მინისტრთან ჩვენს ძალიან კარგ, მჭიდრო და ნაყოფიერ ურთიერთობებს. ამის დასტურია ჩემი ბოლო შეხვედრები მათთან. ჩვენ სწორედ მათი იმედი გვაქვს იმ გამოწვევების წინააღმდეგ ბრძოლაში, რაც ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი.

ჩემს შეხვედრებზე სწორედ ამ საკითხებზე იყი საუბარი და მათი მხრიდან მე მაქვს პოზიტიური გამოხმაურება“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

საფრანგეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ გამოგზავნილ ერთობლივ წერილზე საუბრისას, დავით ზალკალიანმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ეს არის ძალიან კარგი და მხარდამჭერი წერილი, რომელშიც დადასტურებულია „საქართველოს მხარდაჭერა ყველა მიმართულებით, მათ შორის, ევროინტეგრაციის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე დემოკრატიის კონსოლიდაციის კუთხით.

მინისტრის თქმით, წერილში არ არის საუბარი გიგი უგულავას საკითხზე. რაც შეეხება წერილის გასაჯაროებას, მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს არის ფრანგული და გერმანული მხარის პრეროგატივა და წერილი უნდა გამოქვეყნდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი მიიღებენ შესაბამის გადაწყვეტილებას.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში იმყოფება, სადაც 14-15 თებერვალს მიმდინარე მიუნხენის საერთაშორისო უსაფრთხოების 56-ე კონფერენციაში მონაწილეობს.

ყველა სიახლე

ვანო მერაბიშვილი

20 თებერვალი 2020, 22:23

საქართველო

ვანო მერაბიშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლების შეცვლის პროცესის მთავარი მონაწილე იქნება, თუმცა პოლიტიკურ თანამდებობაზე დაბრუნებას აღარ აპირებს

მე ჯერ არ მაქვს გადაწყვეტილი რომელ პოლიტიკურ პარტიაში გავერთიანები- ამის შესახებ საპატიმროდან დღეს გათავისუფლებულმა ვანო მერაბიშვილმა „მთავარის“ ეთერში განაცხადა. თუმცა ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის ადასტურებს, რომ აქტიურ პოლიტიკურ მოღვაწეობას აპირებს.

ანდრეი რუდენკო

20 თებერვალი 2020, 22:10

მსოფლიო

რუსეთისთვის ჯერჯერობით უცნობია, დაესწრებიან თუ არა საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტები 9 მაისისადმი მიძღვნილ ღონისძიებას

რუსეთს საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტების ადმინისტრაციისგან არ მიუღია რაიმე ინფორმაცია ზელენსკისა და ზურაბიშვილის 9 მაისის საიუბილეო ღონისძიებაზე დასწრებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ანდრეი რუდენკომ განაცხადა.

20 თებერვალი 2020, 21:56

თემა

მართალია თუ არა, რომ კორონავირუსმა უხანის სამეცნიერო ლაბორატორიიდან გაჟონა?

ბოლო რამდენიმე კვირაა, რაც კორონავირუსის ინფექცია მსოფლიო მასობრივი საინფორმაციო საშუალებების მთავარ თემად იქცა. შესაბამისად, ამ პრობლემის გარშემო ბევრი ჭორი გავრცელდა. ამბობენ, რომ ახლად გავრცელებული ეპიდემია ლაბორატორიიდან საშიში ვირუსის გაჟონვის შედეგია და ეს პათოგენი ჩინეთის მთავრობამ უხანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტში შექმნა. ამ თეორიის უბრალოდ უგულებელყოფა არ გამოდის იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ამ ქალაქში ასეთი ინსტიტუტი ნამდვილად არსებობს და იქ საშიშ ინფექციებზეც ნამდვილად მუშაობენ. საინტერესოა, რამდენად რეალურია შეთქმულების ეს თეორია? რა ხდება სინამდვილეში უხანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტში?

ირანი-აშშ

20 თებერვალი 2020, 21:52

მსოფლიო

აშშ-მა ირანის სასანქციო სია გააფართოვა

„ტრამპის ადმინისტრაცია არ მოითმენს არჩევნებთან დაკავშირებულ მანიპულაციებს, რომელიც ირანის რეჟიმის მავნე დღის წესრიგს ემსახურება. ვაშინგტონის ეს ზომა ააშკარავებს მაღალი რანგის ჩინოსნებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან იმაზე, რომ ირანელ ხალხს თავისუფალი არჩევანის უფლებას არ აძლევენ“, - ნათქვამია განცხადებაში.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო

20 თებერვალი 2020, 21:51

მსოფლიო

უკრაინა რუსეთის მიერ საქართველოში განხორციელებულ კიბერთავდასხმებს გმობს

„რუსეთმა კვლავ აჩვენა, რომ უგულებელყოფს საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებს. უკრაინა ურყევად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. 2015 წლიდან უკრაინის ეროვნული ინფრასტრუქტურისა და სამთავრობო ინსტიტუტების წინააღმდეგ მძლავრი კიბერშეტევები განხორციელდა რუსეთის მიერ, რომელიც აქტიურად იყენებს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს აგრესიული ჰიბრიდული ომის წარმართვისთვის. უკრაინა მხარს უჭერს იმას, რომ ისინი, ვინც კიბერთავდასხმებს ახორციელებენ, პასუხი აგონ“, - ნათქვამია განცხადებაში.

არჩილ თალაკვაძე

20 თებერვალი 2020, 21:35

საქართველო

არჩილ თალაკვაძე: ვანო მერაბიშვილის განცხადებამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ოპოზიციის ამ ნაწილს აქვს დესტრუქციული დღის წესრიგი

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ხელისუფლება არავის მისცემს დესტაბილიზაციის საშუალებას და მომავალთან დაკავშირებით მოქალაქეები მიიღებენ გადაწყვეტილებას დემოკრატიული და თავისუფალი არჩევნების გზით.

გრიგორი კარასინი

20 თებერვალი 2020, 21:31

მსოფლიო

გრიგორი კარასინისა და ზურაბ აბაშიძის მორიგი შეხვედრა მარტის შუა რიცხვებში პრაღაში გაიმართება

რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრის გრიგორი კარასინისა და რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის შეხვედრა პრაღაში მარტის შუა რიცხვებში გაიმართება. ამის შესახებ „ქრონიკას“ გრიგორი კარასინმა განუცხადა. მისივე თქმით, შეხვედრაზე განსახილველი ძალიან ბევრი საკითხი დაგროვდა, თუმცა ჯერჯერობით მან ეს საკითხები არ დააკონკრეტა.

20 თებერვალი 2020, 21:22

სპორტი

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა შვეიცარია დაამარცხა

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი შვეიცარიის გუნდთან მატჩით დაიწყო. თამაშის ძირითადი დრო ფრედ, 79:79 დასრულდა. ოვერტაიმში კი ქართველმა კალათბურთელებმა ანგარიშით 96:88 გაიმარჯვეს.

გრიგორი კარასინი

20 თებერვალი 2020, 21:18

მსოფლიო

გრიგორი კარასინი: სერგეი ლავროვი თბილისში დაგეგმილ მინისტერიალს სავარაუდოდ არ დაესწრება

„რუსეთს არ აქვს მიზეზი მინისტერილში მონაწილეობაში ეჭვის შესატანად. აი, მონაწილეთა დონე - ეს სხვა საკითხია. შეიძლება იყოს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ან რუსეთის ელჩი ევროპის საბჭოში. ეს ფართო მსჯელობის საგანი გახდა, თუ ვინ ჩამოვა მინისტერიალზე. ახსენებენ მინისტრს და სხვა პირებს. დაველოდოთ და ვნახავთ, თუ რა იქნება.

20 თებერვალი 2020, 21:14

საქართველო

ელენე ხოშტარიას წინააღმდეგ „ევროპული საქართველოს“ ოფისთან მორიგი აქცია გაიმართა

აქციები მას შემდეგ ტარდება, რაც „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებმა საქართველოს პარლამენტის სასესიო დარბაზში საბჭოთა კავშირის ჰიმნი ჩართეს და პარლამენტის თავმჯდომარეს ყოველწლიური ანგარიში ამ ფორმით გააწყვეტინეს. არჩილ თალაკვაძე იმ დროს ოკუპაციაზე საუბრობდა.

20 თებერვალი 2020, 20:49

საქართველო

ესტონეთის საგარეო უწყება კიბერშეტევაზე: რუსეთმა პასუხი უნდა აგოს საერთაშორისო ნორმებისა და ხელშეკრულებების შესაბამისად

კიბერთავდასხმები და რუსეთის სადაზვერვო სამსახურების მიერ საქართველოს ტერიტორიებზე განხორციელებული სხვა აქტიური ზომები მიუღებელია და უნდა შეწყდეს, - ამის შესახებ განცხადებას ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

20 თებერვალი 2020, 20:31

საქართველო

ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ ქიქოძის ქუჩაზე საპროტესტო აქცია იმართება

ქიქოძის ქუჩაზე, ერთ-ერთ რესტორანთან ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია იმართება. ადგილზე იმყოფებიან გია კრიალაშვილის და ლია კრიალაშვილი, ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველი, ასევე იური ვაზაგაშვილის და.

მამუკა ბახტაძე

20 თებერვალი 2020, 20:28

საქართველო

მამუკა ბახტაძე: საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის სამსახურების მიერ განხორციელებული თავდასხმა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რუსეთი ჩვენი ინსტიტუციებისთვის ძირის გამოთხრას ცდილობს

„საქართველოს წინააღმდეგ მიმართული კიბერთავდასხმა, რომელიც რუსეთის სამსახურებმა დაგეგმეს, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რუსეთი ჩვენი მოქალაქეების არსებობის შერყევას და ინსტიტუციებისთვის ძირის გამოთხრას ცდილობს“, - წერს მამუკა ბახტაძე.

ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო

20 თებერვალი 2020, 20:19

საქართველო

ლიეტუვა რუსეთს საქართველოს წინააღმდეგ მავნე კიბერაქტივობების შეწყვეტისკენ მოუწოდებს

„ლიეტუვა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და რუსეთს მოუწოდებს შეწყვიტოს მავნე კიბერაქტივობები საქართველოს წინააღმდეგ“, - ნათქვამია Twitter-ის გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ირაკლი ჩიქოვანი

20 თებერვალი 2020, 20:12

საქართველო

ირაკლი ჩიქოვანი კიბერშეტევაზე: ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის საერთაშორისო მხარდაჭერა, რომელსაც ვხედავთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების და მსოფლიოს მხრიდან

კიბერშეტევა, რომელიც რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ განახორციელა, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული ქმედებაა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა საერთაშორისო ურთიერთობათა საკითხებში ირაკლი ჩიქოვანმა თემის კომენტირებისას განაცხადა.

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

20 თებერვალი 2020, 20:03

მსოფლიო

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო: რუსეთის უპასუხისმგებლო და მავნე კიბერაქტივობები ძირს უთხრის საერთაშორისო სტაბილურობას

ვუერთდებით საქართველოს, აშშ-ს, დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების განცხადებას, რომელიც საქართველოში განხორციელებულ კიბერთავდასხმაზე პასუხისმგებლობას რუსეთის სადაზვერვო სამსახურებს აკისრებს, - ამის შესახებ განცხადებას პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

დავით ზალკალიანი

20 თებერვალი 2020, 19:50

საქართველო

დავით ზალკალიანი კიბერშეტევაზე: მსგავსი სახის ქმედება საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, არამედ მთლიანად რეგიონის უსაფრთხოებას

დავით ზალკალიანის თქმით, საქართველო ყველა მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან ერთად ჩართული იყო გამოძიების პროცესში და გამოძიების პროცესის ამ ეტაპზე არის შესაბამისი მტკიცებულებები იმასთან დაკავშირებით, რომ კიბერთავდასხმის უკან რუსეთის სამხედრო-სადაზვერვო სამსახური დგას.

20 თებერვალი 2020, 19:30

საქართველო

აფრიკაში მეკობრეებმა საქართველოს 4 მოქალაქე გაიტაცეს

აფრიკაში, ქალაქ ლაგოსთან მდებარე ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავ ტანკერს მეკობრეები თავს დაესხნენ. გატაცებული 10 მეზღვაურიდან 4 საქართველოს მოქალაქეა, ამის შესახებ imedinews-ს ინფორმაცია საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში დაუდასტურეს.

გიორგი გახარია

20 თებერვალი 2020, 19:12

საქართველო

გიორგი გახარია: საქართველოს წინააღმდეგ ოქტომბერში განხორციელებული კიბერთავდასხმა მიზნად ისახავდა ჩვენი სუვერენიტეტისადმი ძირის გამოთხრას

„გასული წლის ოქტომბერში საქართველოს სახელმწიფომ, მედიამ და ბიზნესსუბიექტებმა სრულიად უგუნური კიბერთავდასხმა განიცადეს. ეს შეუწყნარებელი აქტი მიზნად ისახავდა ჩვენი სუვერენიტეტისადმი ძირის გამოთხრას. დიდად ვაფასებთ მთელი მსოფლიოს მასშტაბით ჩვენი პარტნიორებისა და მოკავშირეების ძლიერ მხარდაჭერას“, - წერს გიორგი გახარია „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე.

გიგლა ბარამიძე

20 თებერვალი 2020, 19:09

საქართველო

გიგლა ბარამიძე: თუკი მოლაპარაკების მაგიდასთან მერაბიშვილი ჩამოჯდება, ეს აბსოლუტურად მიუღებელია

არ ვიცი, მერაბიშვილი სად წავა, საქართველოში დარჩება, საზღვარგარეთ წავა თუ სოფელში, ეს ნაკლებად მაინტერესებს, მაგრამ გვსურს, რომ ოპოზიციური ერთობა, რაც საარჩევნო სიტემების ცვლილებებთან დაკავშირებით შეიქმნა, შევეცდებით, რომ ეს ერთობა არ დაიშალოს, - ამის შესახებ “ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ პოლიტიკურმა მდივანმა, გიგლა ბარამიძემ „დღის ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.