imedi /  14 თებერვალი 2020, 16:10 / სანდო წყარო

გიორგი გახარიამ და პენტაგონის ხელმძღვანელმა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში აშშ-საქართველოს წარმატებულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს

მარკ ესპერი
გიორგი გახარია

მარკ ესპერი
გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერმინისტრის სამუშაო ვიზიტი მიუნხენის უსაფრთხოების 56-ე კონფერენციაზე ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივან მარკ ესპერთან შეხვედრით დაიწყო. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

საუბრისას ხაზი გაესვა აშშ-საქართველოს წარმატებულ ორმხრივ თანამშრომლობას თავდაცვის სფეროში და ამერიკის მნიშვნელოვან მხარდაჭერას თავდაცვის რეფორმის განხორციელებისა და უსაფრთხოების კუთხით. 

გიორგი გახარიამ და მარკ ესპერმა ხაზი გაუსვეს საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერების მნიშვნელობას, განსაკუთრებით რეგიონში არსებული გამოწვევების გათვალისწინებით.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სტრატეგიული პარტნიორობისა და უსაფრთხოების სფეროში ერთობლივი ძალისხმევის წარმატების შედეგია ის, რომ არსებობს უსაფრთხოების თანამშრომლობის ჩარჩო, ასევე საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა (GDRP), საბრძოლო სასწავლო ცენტრი და ხორციელდება ინსტიტუციური რეფორმები, რომლებიც მიმართულია ქვეყნის თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებისკენ.

საქართველოს პრემიერმინისტრმა პენტაგონის ხელმძღვანელს თავდაცვის სფეროში საქართველოს მნიშვნელოვანი ფინანსური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ მთავრობა კვლავაც ერთგულია ძალისხმევისა, თავდაცვის სფეროზე, ნატოს სტანდარტების შესაბამისად, მთლიანი შიდა პროდუქტის 2% მიიმართოს, ხოლო თავდაცვის ბიუჯეტის 20-%-მდე ინფრასტრუქტურისა და შესაძლებლობის მოდერნიზებას მოხმარდეს.

მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარების 2020-2030 წლების გეგმაზე, რომელიც მოიცავს კონკრეტულ ნაბიჯებს ქვეყნის თავდაცვითი შესაძლებლობების გრძელვადიანი განვითარებისთვის. აღინიშნა, რომ გაგრძელდება თავდაცვის რეფორმა, რომელიც ტოტალური თავდაცვის მიდგომისა და ეროვნული თავდაცვის სტრატეგიის მიხედვით ხორციელდება.

გიორგი გახარიამ საუბრისას ხაზი გაუსვა უსაფრთხოების კუთხით აშშ-ის მნიშვნელოვან მხარდაჭერას. ამ კონტექსტში ყურადღება გამახვილდა შავი ზღვის უსაფრთხოებასა და ნატოსთან თანამშრომლობაზე. ასევე აღინიშნა აშშ-თან თანამშრომლობის მნიშვნელობა ჰიბრიდულ საფრთხეებთან გამკლავების პროცესში.

შეხვედრაზე ამერიკულმა მხარემ განსაკუთრებით აღნიშნა საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში, რომლებიც ნატოსა და ევროკავშირის ეგიდით მიმდინარეობს.

შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და პრემიერმინისტრის მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთობათა საკითხებში ირაკლი ჩიქოვანი დაესწრნენ.

ყველა სიახლე

18 თებერვალი 2020, 14:58

ძალოვნები

სამტრედიაში კაცმა ცოლი მოკლა, რომელიც მასთან განქორწინებას აპირებდა

სამტრედიაში კაცმა ცოლი მოკლა. არსებული ინფორმაციით, ქალი განქორწინების მიზნით სამოქალაქო რეესტრის შენობაში იმყოფებოდა, რა დროსაც იქ მეუღლე მივიდა და ქალს ყელი გამოჭრა. გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

18 თებერვალი 2020, 14:52

საქართველო

გუდაური-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების გამო ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის(რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ტემპერატურის მკვეთრი მატების გამო ზვავსაშიშროების საფრთხის დონე გაიზარდა, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

18 თებერვალი 2020, 14:41

ეკონომიკა

,,ჯორჯიან მანგანეზი“ მოსახლეობას კომპენსაციას და საცხოვრებლით უზრუნველყოფას სთავაზობს

კომპანია ,,ჯორჯიან მანგანეზში“ განმარტავენ, რომ მოსახლეობას რამდენიმე ალტერნატივა შესთავაზეს, როგორც კომპენსაციის, ასევე საცხოვრებლით უზრუნველყოფის კუთხით, თუმცა ამ დრომდე შეთანხმება მიღწეული არ არის. ამ დროისთვის მადნეულის დაახლოებით 70 პროცენტის მოპოვება ვერ ხერხდება.

არჩილ თალაკვაძე

18 თებერვალი 2020, 14:38

საქართველო

არჩილ თალაკვაძე: ოპოზიციის ნაწილი, რომელსაც ჩვენს ქვეყანაში საზოგადოების ნულოვანი ან დაბალი მხარდაჭერა აქვს, წინასაარჩევნო კამპანიას საზღვარგარეთ ატარებს

როგორც ჩანს, ოპოზიციის ეს ნაწილი ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს სთხოვს, რომ მიუხედავად დაბალი მხარდაჭერისა და უმძიმესი პოლიტიკური ბიოგრაფიისა - ისინი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებით ისევ შევიდნენ პარლამენტში და შეინარჩუნონ ადგილები“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

არჩილ თალაკვაძე

18 თებერვალი 2020, 14:25

საქართველო

არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის სამომავლო საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებები დაასახელა

მისივე თქმით, მთავარობის პრიორიტეტი იქნება აგრეთვე აზარტული თამაშების რეკლამის შესახებ ცვლილებები, რომელიც უკეთ დაიცავს ბავშვებსა და ახალგაზრდებს აზარტული თამაშების ზეგავლენისგან, შეზღუდავს თამაშებზე დაშვებას ასაკობრივად, ხოლო თამაშდამოკიდებულ პირებს და მათ ოჯახებს დაეხმარება ამ პრობლემის მოგვარებაში.

18 თებერვალი 2020, 14:12

საქართველო

პარლამენტის თავმჯდომარემ შს მინისტრსა და პოლიციელებს საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვისთვის მადლობა გადაუხადა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ პარლამენტში წლიური მოხსენებით გამოსვლისას, შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურსა და პოლიციელებს საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვისთვის მადლობა გადაუხადა.

18 თებერვალი 2020, 14:11

ეკონომიკა

გიორგი პერტაია: სავაჭრო სამრეწველო პალატა სამშენებლო სექტორის სწრაფად განვითარებისთვის ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს

სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებულმა საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრმა, სამშენებლო სექტორში დავების მიმართულებით არსებულ გამოწვევებსა და მის გადაჭრის გზებზე, სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად დისკუსიის ფორმატში იმსჯელეს.

არჩილ თალაკვაძე

18 თებერვალი 2020, 14:07

საქართველო

არჩილ თალაკვაძე: ჩვენი სურვილია პარლამენტი იყოს თითოეული ჩვენი მოქალაქის ინსტიტუტი და კანონები, რომელსაც ვიღებთ, აუმჯობესებდეს მოქალაქეთა ცხოვრებას

ჩვენი სურვილია პარლამენტი იყოს თითოეული ჩვენი მოქალაქის ინსტიტუტი და კანონები, რომელსაც ვიღებთ, აუმჯობესებდეს მოქალაქეთა ცხოვრებას“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიში წარადგინა.

18 თებერვალი 2020, 14:04

საქართველო

არჩილ თალაკვაძე: ბერლინის კედლის დანგრევიდან 30 წლის შემდეგ რუსეთი საქართველოში ინარჩუნებს მავთულხლართების კედელს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ საქართველოს მთავარი გამოწვევას ოკუპაცია წარმოადგენს. მისი თქმით, ბერლინის კედლის დანგრევიდან 30 წლის შემდეგ რუსეთი საქართველოში ინარჩუნებს მავთულხლართების კედელს, რომელიც ხელოვნურად ჰყოფს ადამიანებს. ეს კედელი არის დროის და საერთაშორისო სამართლის წინააღმდეგ.

არჩილ თალაკვაძე

18 თებერვალი 2020, 14:03

საქართველო

არჩილ თალაკვაძე ჯარისკაცებს, პოლიციელებს, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომლებს, ექიმებსა და სტარტაპეტებს მადლობას უხდის

პლენარულ სხდომას, სადაც არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიური ანგარიში წარადგინა, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია, საპატრულო პოლიციის ოფიცრები, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომლები და ბიზნეს სტარტაპის „პულსარ ეი აი-ს“ წარმომადგენელი ესწრებოდნენ.

ირმა ნადირაშვილი

18 თებერვალი 2020, 13:59

საქართველო

ირმა ნადირაშვილი: ყველაზე შესაფერისი, რაც ამ დროს დარბაზში შეიძლებოდა გაჟღერებულიყო, საბჭოთა კავშირის ჰიმნია

ყველაზე შესაფერისი, რაც ამ დროს დარბაზში შეიძლებოდა გაჟღერებულიყო, ეს საბჭოთა კავშირის ჰიმნია და ამიტომაც მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირმა ნადირაშვილმა განუცხადა.

18 თებერვალი 2020, 13:57

ვიდეო

ოპოზიციამ არჩილ თალაკვაძეს ყოველწლიური ანგარიშის წარდგენა საბჭოთა ჰიმნით შეაწყვეტინა

18 თებერვალი 2020, 13:54

თემა

კორონავირუსი და რასიზმი. ინფექციური დაავადება უფრო სწრაფად ვრცელდება თუ პანიკური შიში?

ჩინეთის ქალაქ უხანში გამოვლენილ კორონავირუსის ახალ სახეობას ლეტალური შედეგების საკმაოდ დაბალი მაჩვენებელი აქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ პაციენტების უმრავლესობა სრულად გამოჯანმრთელდა. მიუხედავად ამისა, ახალმა ვირუსმა, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, საყოველთაო პანიკა გამოიწვია. თუ რამ განაპირობა ეპიდემიური შიში, ექსპერტებს თავიანთი არგუმენტები აქვთ.

18 თებერვალი 2020, 13:43

საქართველო

არჩილ თალაკვაძე: სამართლიანი სასამართლო არის ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი ფუნდამენტური პირობა და ვფიქრობ, საქართველო სწორი გზით მიდის

სამართლიანი სასამართლო არის ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი ფუნდამენტური პირობა და ვფიქრობ, საქართველო სწორი გზით მიდის, რადგან სასამართლოს საქმიანობის სტატისტიკა აჩვენებს, რომ მოქალაქეებსა და სახელმწიფო ადმინისტრაციას შორის დავებში მიღებული გადაწყვეტილებების თანაფარდობა დღეს უკვე დაბალანსებულია, ხოლო ევროსასამართლოში შეტანილი საჩივრების რაოდენობა 60%-ით შემცირდა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც საზოგადოებას პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიში წარუდგინა.

18 თებერვალი 2020, 13:39

საქართველო

ოპოზიციამ არჩილ თალაკვაძეს ყოველწლიური ანგარიშის წარდგენა საბჭოთა ჰიმნით შეაწყვეტინა

ოპოზიციამ არჩილ თალაკვაძეს ყოველწლიური ანგარიშის წარდგენა რამდენიმე წუთით შეაწყვეტინა. პარლამენტის თავმჯდომარე ოკუპაციაზე ლაპარაკობდა, როდესაც მმართველი გუნდის ოპონენტებმა პარლამენტის სხდომაზე საბჭოთა კავშირის ჰიმნი ჩართეს.

კახა კალაძე

18 თებერვალი 2020, 13:31

საქართველო

კახა კალაძე: მზად ვართ, შევხვდეთ ოპოზიციურ პარტიებს, მათ შორის ინდივიდუალურადაც

კახა კალაძემ შეახსენა ყველა პარტიას, რომ მმართველი გუნდი მზად არის, მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდნენ და იმსჯელონ როგორ უნდა ჩატარდეს 2020 წლის არჩევნები. „თუ დიალოგი ვერ შედგა, შესაბამისად, არჩევნები ჩატარდება ისე, როგორც არსებული კონსტიტუცია გულისხმობს“, - აღნიშნა კხა კალაძემ.

18 თებერვალი 2020, 13:13

ძალოვნები

ნათია მეზვრიშვილმა საგამოძიებო და საპროკურორო ფუნქციების გამიჯვნის რეფორმა ვენეციის კომისიის მდივანთან განიხილა

შეხვედრის მთავარ მიზანს წარმოადგენდა, ვენეციის კომისიის წარმომადგენლებისთვის ინფორმაციის მიწოდება საქართველოში სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის, საგამოძიებო და საპროკურორო ფუნქციების გამიჯვნის რეფორმის მიღწევებისა და სამომავლო გეგმების შესახებ.

გიორგი ვაშაძე

18 თებერვალი 2020, 13:12

საქართველო

გიორგი ვაშაძე: ოპოზიცია დღეს ისეთი ერთიანია, როგორც არასდროს

ოპოზიცია დღეს ისეთი ერთიანია, როგორც არასდროს და ვინც ამ ერთიანობის დაშლას შეეცდება, ის ნამდვილად იქნება „ქართული ოცნების“ თამაშს აყოლილი ადამიანი, - ამის შესახებ პარტია „ახალი საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კიმ კლაისტერსი

18 თებერვალი 2020, 13:06

სპორტი

კიმ კლაისტერსი რვაწლიანი პაუზის შემდეგ ჩოგბურთს დაუბრუნდა

დიდი სლემის ტურნირების ოთხგზის ჩემპიონი კიმ კლაისტერსი, რვაწლიანი პაუზის შემდეგ ჩოგბურთს დაუბრუნდა. ბელგიელმა სპორტსმენმა არაბეთის გაერთიანებული საამიროების ქალაქ დუბაიში მიმდინარე ტურნირზე ესპანელი გარბინ მუგურუსა ორ სეტში დაამარცხა.

ეკომიგრანტები

18 თებერვალი 2020, 13:03

საქართველო

დევნილთა და ეკომიგრანტთა სააგენტო სახლს კიდევ 17 ეკომიგრანტ ოჯახს შეუსყიდის

ამ ოჯახებს, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, საცხოვრებელი ფართის შერჩევისთვის ერთთვიანი ვადა ეძლევათ. სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ ოჯახებს სახლსა და საკარმიდამო მიწის ნაკვეთს, 25 000 ლარის ფარგლებში, შეუსყიდის.