imedi /  14 თებერვალი 2020, 17:55 / სანდო წყარო

მამუკა მდინარაძე: სახელმწიფოს უღირს, დამატებითი თანხები გაიღოს იმისთვის, რომ რისკის ქვეშ არ დადგეს არც ერთი სოციალურად დაუცველი

მამუკა მდინარაძე

მამუკა მდინარაძე

„დიმიტრი ხუნდაძეს და ჯანდაცვის კომიტეტს ჰქონდათ საუკეთესო ინიციატივა, რაც პრაქტიკულად აისახება გადაწყვეტილებაში და აპრილიდან საქართველოში სოციალური შემწეობის შეჩერება იმის გამო, რომ ხდება გადამოწმება, აღარ მოხდება“, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, მამუკა მდინარაძე ჯანმრთელობის კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის ინიციატივას სოციალურ შემწეობებთან დაკავშირებით.

მდინარაძის თქმით, „ეს საბიუჯეტო ხარჯებს რა თქმა უნდა მოითხოვს, მაგრამ რისკის გამორიცხვა კიდევ უფრო კარგი საქმეა, იქედან გამომდინარე, რომ არც ერთ ადამიანს, რომელსაც შეეხება შემოწმება სოციალურ შემწეობასთან დაკავშირებით, არ ექნება იმის რისკი, რომ ამ პერიოდში დახმარებას ვერ მიიღებს“. 

მამუკა მდინარაძის თქმით, სახელმწიფოს უღირს, დამატებითი თანხები გაიღოს იმისთვის, რომ რისკის ქვეშ არ დადგეს არც ერთი სოციალურად დაუცველი მოქალაქე. ვიცე-სპიკერმა მადლობა გადაუხადა ფინანსთა და ჯანდაცვის სამინისტროებს, რომელთაც კომიტეტის ინიციატივა გაიზიარეს და საერთო გადაწყვეტილება მიიღეს.

„უდავოდ მისასალმებელია და უდავოდ ძალიან კარგი ინიციატივაა და ბუნებრივია მადლობა უნდა გადავუხადოთ მთავრობის წარმომადგენლებსაც, ფინანსთა და ჯანდაცვის სამინისტროებს, რომელთაც კომიტეტის ინიციატივა გაიზიარეს და მიიღეს საერთო გადაწყვეტილება“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მიმდინარე წლის აპრილიდან საარსებო შემწეობის მიმღებ ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გადამოწმების პერიოდში მათ საარსებო შემწეობის მიღება არ შეუჩერდებათ, - ამის შესახებ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

ყველა სიახლე

18 თებერვალი 2020, 13:13

ძალოვნები

ნათია მეზვრიშვილმა საგამოძიებო და საპროკურორო ფუნქციების გამიჯვნის რეფორმა ვენეციის კომისიის მდივანთან განიხილა

შეხვედრის მთავარ მიზანს წარმოადგენდა, ვენეციის კომისიის წარმომადგენლებისთვის ინფორმაციის მიწოდება საქართველოში სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის, საგამოძიებო და საპროკურორო ფუნქციების გამიჯვნის რეფორმის მიღწევებისა და სამომავლო გეგმების შესახებ.

კიმ კლაისტერსი

18 თებერვალი 2020, 13:06

სპორტი

კიმ კლაისტერსი რვაწლიანი პაუზის შემდეგ ჩოგბურთს დაუბრუნდა

დიდი სლემის ტურნირების ოთხგზის ჩემპიონი კიმ კლაისტერსი, რვაწლიანი პაუზის შემდეგ ჩოგბურთს დაუბრუნდა. ბელგიელმა სპორტსმენმა არაბეთის გაერთიანებული საამიროების ქალაქ დუბაიში მიმდინარე ტურნირზე ესპანელი გარბინ მუგურუსა ორ სეტში დაამარცხა.

ეკომიგრანტები

18 თებერვალი 2020, 13:03

საქართველო

დევნილთა და ეკომიგრანტთა სააგენტო სახლს კიდევ 17 ეკომიგრანტ ოჯახს შეუსყიდის

ამ ოჯახებს, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, საცხოვრებელი ფართის შერჩევისთვის ერთთვიანი ვადა ეძლევათ. სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ ოჯახებს სახლსა და საკარმიდამო მიწის ნაკვეთს, 25 000 ლარის ფარგლებში, შეუსყიდის.

18 თებერვალი 2020, 12:59

საქართველო

პარლამენტში მინისტრთა კაბინეტისა და დიპკორპუსის წარმომადგენლები მივიდნენ

საქართსაქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტში მივიდა. ის პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის წლიურ ანგარიშს მოისმენს. პარლამენტში იმყოფებიან მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრები და დიპკორპუსის წარმომადგენლები.ველოს პრემიერ მინისტრი გახარია ამ წუთებში პარლამენტში მივიდა.

ნინო ლომჯარია

18 თებერვალი 2020, 12:52

საქართველო

ნინო ლომჯარია: გენერალური პროკურორის არჩევნების მიმართ საზოგადოების ინტერესი და ნდობა დაბალია

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია პარლამენტში გენერალური პროკურორობის კანდიდატის ირაკლი შოთაძის მოსმენას გამოეხმაურა. ლომჯარიას შეფასებით, გენერალური პროკურორის არჩევნების მიმართ საზოგადოების ინტერესი და ნდობა დაბალია. „სამწუხაროა რომ ეს პროცესი არ წარიმართა მაქსიმალური ჩართულობით დაინტერესებული მხარეების და პირების მხრიდან“, - განაცხადა ლომჯარიამ.

ირაკლი კობახიძე

18 თებერვალი 2020, 12:44

საქართველო

ირაკლი კობახიძე: ჯერ 48 მილიონი უკან მოიტანონ და მერე ვილაპარაკოთ პოლიტპატიმრობაზე

ვეკითხები იმ ხალხს, რომელიც გიგი უგულავასთვის უსტვენს - მე რომ დღეს 48 მილიონი მოვიპარო და მერე მოვითხოვო ევროპარლამენტარებისგან, ჩემი უფლებები დაიცვან და პოლიტიკაში დავრჩე, ეს ჯანსაღი იქნება?, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

ლევან გოგიჩაიშვილი

18 თებერვალი 2020, 12:40

საქართველო

დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი პარლამენტში ირაკლი შოთაძესთან დაკავშირებით მოკვლევის ჯგუფის შექმნას ითხოვს

დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი პარლამენტში ირაკლი შოთაძესთან დაკავშირებულ ორ საქმეზე მოკვლევის ჯგუფის შექმნას ითხოვს. ამის შესახებ ლევან გოგიჩაიშვილმა დღეს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა, სადაც გენერალური პროკურორის პოსტზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურის საკითხის განხილვა მიმდინარეობს.

18 თებერვალი 2020, 12:36

საქართველო

არჩილ თალაკვაძე: ვფიქრობ, ჩვენ მაინც დავუბრუნდებით მოლაპარაკების მაგიდას და შევძლებთ ოპოზიციასთან შეთანხმებას

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მას იმედი აქვს, რომ ოპოზიცია საარჩევნო სისტემის შესახებ მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნდება. „იმიტომ რომ შეთავაზება რომელიც ჩვენ დღეს გვაქვს არის სამართლიანი, პრაგმატული და კომპრომისულიც“, - განუცხადა თალაკვაძემ „ქრონიკას“.

ირაკლი კობახიძე

18 თებერვალი 2020, 12:36

საქართველო

ირაკლი კობახიძე: იმ ადამიანებს, რომლებიც ივნისში ხელისუფლების გადატრიალებას გეგმავდნენ, ოპოზიცია პოლიტპატიმრებს უწოდებს

იმ ადამიანებს, რომლებიც ივნისში ხელისუფლების გადატრიალებას გეგმავდნენ და პარლამენტის შენობაში იჭრებოდნენ, ოპოზიცია პოლიტპატიმრებს უწოდებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომელიც აქციის მონაწილეებმა პარლამენტში შეძახილებით შეაცილეს.

ლევან კობერიძე

18 თებერვალი 2020, 12:29

საქართველო

ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები“ ირაკლი შოთაძის კანდიდატურის კენჭისყრას ბოიკოტის ნიშნად არ დაესწრება

ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები“ პარლამენტის პლენარულ სხდომას, სადაც გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურას უნდა უყარონ კენჭი, არ დაესწრება. ამის შესახებ ბიუროს სხდომაზე დეპუტატმა ლევან კობერიძემ განაცხადა.

18 თებერვალი 2020, 12:25

საქართველო

თბილისში პირველი მულტიფუნქციური ცენტრის მშენებლობა იწყება

ვარკეთილში სივრცე 15 000 კვ. მ ფართობს მოიცავს და პროექტის დასრულების შემდეგ 10 000 ზე მეტ ბენეფიციარს მოემსახურება. მულტიფუნქციურ ცენტრში სხვადასხვა მულტიფუნქციური პროექტი იქნება განთავსებული.

ირაკლი კობახიძე

18 თებერვალი 2020, 12:21

საქართველო

ირაკლი კობახიძე: 200 ნაცის სტვენა საქართველოში ზამთარს და სიბნელეს ვერ დააბრუნებს

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის განცხადებით, პირადად იგი მხარს დაუჭერს ირაკლი შოთაძის კანდიდატურას. „სხვადასხვა მიზეზის გამო, ახლა მათ ჩამოთვლას არ დავიწყებ, მხარს დავუჭერ ირაკლი შოთაძის კანდიდატურას და დარწმუნებული ვარ, მას გუნდის სრული მხარდაჭერა ექნება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი შოთაძე

18 თებერვალი 2020, 12:17

საქართველო

პარლამენტში ირაკლი შოთაძის კანდიდატურას განხილვის გარეშე უყრიან კენჭს

გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურას პლენარულ სესიაზე განხილვის გარეშე უყრიან კენჭს. გადაწყვეტილება პარლამენტის ბიუროს სხდომაზე მიიღეს. ამ წინადადებით ბიუროს წევრებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა მიმართა.

თურქეთი დაკავება

18 თებერვალი 2020, 12:13

მსოფლიო

თურქეთში გიულენთან კავშირის გამო 100-მდე ადამიანის დაკავების ორდერი გასცეს

ამ 98 ადამიანიდან 33 თურქეთის იუსტიციის სამინისტროს მოქმედი თანამშრომელია. დაკავების ოპერაცია თურქეთის 15 პროვინციაში მიმდინარეობს, მათ შორის ქვეყნის დედაქალაქში ანკარაში. ამ მომენტისთვის უკვე 50 ადამიანია დაკავებული.

მამუკა მდინარაძე

18 თებერვალი 2020, 12:03

საქართველო

მამუკა მდინარაძე: ირაკლი შოთაძემ გახსნა სააკაშვილისა და გელაშვილის საქმეები და სწორედ ამას ვერ პატიობს „ნაცმოძრაობა“

ირაკლი შოთაძე არის ადამიანი რომელმაც ერთი კითხვის დასმისთანავე დატოვა თანამდებობა. ბუნებრივია, ჩვენ მას მხარს დავუჭერთ, - ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ გენერალური პროკურორის პოსტზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურასთან დაკავშირებით განაცხადა.

18 თებერვალი 2020, 12:00

სპორტი

დღეს ჩემპიონთა ლიგა განახლდება

ორთვიანი პაუზის შემდეგ, დღეს, უეფას ჩემპიონთა ლიგა ფლეი-ოფის ორი შეხვედრით განახლდება. ტურნირის მოქმედი ჩემპიონი „ლივერპული“ მადრიდში „ატლეტიკოსთან“ ითამაშებს. მერსისაიდელებს განსაკუთრებული საკადრო პრობლემები არ აქვთ. „ატლეტიკოს“ კი სამი წამყვანი ფეხბურთელი, ტრიპიერი, ერერა და ჟოაო ფელიქსი ვერ დაეხმარება.

18 თებერვალი 2020, 12:00

მსოფლიო

ნენსი პელოსი: „დემოკრატები“ უნდა გავერთიანდეთ, რომ ტრამპი მეორე ვადით არ აირჩიონ

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი აცხადებს, რომ მას დონალდ ტრამპის მეორე ვადით არჩევა ვერ წარმოუდგენია, ამის შესახებ მან CNN-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. მისივე თქმით, „დემოკრატები“ ამერიკას უკეთეს მომავალს სთავაზობენ, ხოლო ტრამპი არ იზიარებს მომავლის იმ ხედვას, რომელიც ქვეყანას გააერთიანებს. ნენსი პელოსი ასევე შეეხო იმპიჩმენტის საკითხს და აღნიშნა, რომ „სენატორებს გამბედაობა არ ეყოთ დადებული ფიცი შეესრულებინათ“.

18 თებერვალი 2020, 11:59

მსოფლიო

გამოკითხვა: რუსების 80%-ს დასავლეთის რუსეთის პარტნიორად და მეგობრად ხილვა სურს

გამოკითხვის შედეგების თანახმად, რესპონდენტთა 52%-მა განაცხადა, რომ რუსეთს აქვს საფუძველი, უფრთხოდეს ნატო-ს, 35%-ის აზრით კი, რუსეთი საფრთხეს წარმოადგენს დასავლეთისთვის, ხოლო რესპონდენტთა 44% მიიჩნევს, რომ რუსებს ნატოსი არ უნდა ეშინოდეთ.

მარკ ცკერბერგი

18 თებერვალი 2020, 11:51

ტექნოლოგიები

Facebook-ი, მომხმარებელთა საჩივრების განსახილველად, დამოუკიდებელ სამეთვალყურეო საბჭოს ქმნის

Facebook-ის მფლობელის, მარკ ცუკერბერგის განცხადებით, კომპანია დამოუკიდებელ სამეთვალყურეო საბჭოს შექმნის, რომელიც მომხმარებელთა საჩივრებს განიხილავს, ამის შესახებ Financial Times-ი წერს. „ჩემს კომპანიას სჭირდება ეფექტური კონტროლი, ამიტომ ვქმნით დამოუკიდებელ სამეთვალყურეო საბჭოს იმისთვის, რომ მოხდეს Facebook-ის საჩივრების განხილვა კონტენტთან მიმართებით“, - განაცხადა მარკ ცუკერბერგმა.

დონალდ ტრამპი

18 თებერვალი 2020, 11:48

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: პრეზიდენტი ობამა ახლა ცდილობს ეკონომიკური ბუმი მიიწეროს - ეს შარლატანობაა

„გაიგეთ ბოლო შარლატანობაზე? პრეზიდენტი ობამა ახლა ცდილობს ეკონომიკური ბუმი მიიწეროს, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში ხდება. დიდი დეპრესიის შემდეგ მას ეკონომის ყველაზე სუსტი გამოცოცხლება ჰქონდა მიუხედავად იმისა, რომ ფედერალური სარეზერვო სისტემის საპროცენტო განაკვეთი ნული იყო“, - დაწერა აშშ-ს პრეზიდენტმა twitter გვერდზე.