imedi /  14 თებერვალი 2020, 21:33 / სანდო წყარო

ირაკლი ღარიბაშვილი საბერძნეთის თავდაცვის მინისტრს შეხვდა

თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და მისმა ბერძენმა კოლეგამ, ნიკოლას პანაგიოტოპულოსმა საქართველოსა და საბერძნეთს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს. ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრებმა შეხვედრა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართეს.

ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 

ირაკლი ღარიბაშვილმა ბერძენ კოლეგას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკურ პრიორიტეტებზე ესაუბრა. მისი თქმით, სტრატეგიული მზადყოფნა, საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების ამაღლება და ნატოსთან ურთიერთთავსებადობის გაზრდა ქვეყანას ნატოში გაწევრიანებისთვის ამზადებს. ეს პროცესი კი, საერთაშორისო პარტნიორებისა და მეგობრების აქტიურ მხარდაჭერას მოითხოვს. ამ კონტექსტში საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ერთ-ერთი ინიციატივაში საბერძნეთის ჩართულობა ხაზგასმით აღნიშნა და კოლეგას პაკეტის განახლების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

მხარეებმა შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცებაში საქართველოს როლსა და ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების გზებზეც იმსჯელეს.

ყველა სიახლე

ლევან კობერიძე

18 თებერვალი 2020, 12:29

საქართველო

ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები“ ირაკლი შოთაძის კანდიდატურის კენჭისყრას ბოიკოტის ნიშნად არ დაესწრება

ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები“ პარლამენტის პლენარულ სხდომას, სადაც გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურას უნდა უყარონ კენჭი, არ დაესწრება. ამის შესახებ ბიუროს სხდომაზე დეპუტატმა ლევან კობერიძემ განაცხადა.

18 თებერვალი 2020, 12:25

საქართველო

თბილისში პირველი მულტიფუნქციური ცენტრის მშენებლობა იწყება

ვარკეთილში სივრცე 15 000 კვ. მ ფართობს მოიცავს და პროექტის დასრულების შემდეგ 10 000 ზე მეტ ბენეფიციარს მოემსახურება. მულტიფუნქციურ ცენტრში სხვადასხვა მულტიფუნქციური პროექტი იქნება განთავსებული.

ირაკლი კობახიძე

18 თებერვალი 2020, 12:21

საქართველო

ირაკლი კობახიძე: 200 ნაცის სტვენა საქართველოში ზამთარს და სიბნელეს ვერ დააბრუნებს

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის განცხადებით, პირადად იგი მხარს დაუჭერს ირაკლი შოთაძის კანდიდატურას. „სხვადასხვა მიზეზის გამო, ახლა მათ ჩამოთვლას არ დავიწყებ, მხარს დავუჭერ ირაკლი შოთაძის კანდიდატურას და დარწმუნებული ვარ, მას გუნდის სრული მხარდაჭერა ექნება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი შოთაძე

18 თებერვალი 2020, 12:17

საქართველო

პარლამენტში ირაკლი შოთაძის კანდიდატურას განხილვის გარეშე უყრიან კენჭს

გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურას პლენარულ სესიაზე განხილვის გარეშე უყრიან კენჭს. გადაწყვეტილება პარლამენტის ბიუროს სხდომაზე მიიღეს. ამ წინადადებით ბიუროს წევრებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა მიმართა.

თურქეთი დაკავება

18 თებერვალი 2020, 12:13

მსოფლიო

თურქეთში გიულენთან კავშირის გამო 100-მდე ადამიანის დაკავების ორდერი გასცეს

ამ 98 ადამიანიდან 33 თურქეთის იუსტიციის სამინისტროს მოქმედი თანამშრომელია. დაკავების ოპერაცია თურქეთის 15 პროვინციაში მიმდინარეობს, მათ შორის ქვეყნის დედაქალაქში ანკარაში. ამ მომენტისთვის უკვე 50 ადამიანია დაკავებული.

18 თებერვალი 2020, 12:03

საქართველო

მამუკა მდინარაძე: ირაკლი შოთაძემ გახსნა სააკაშვილისა და გელაშვილის საქმეები და სწორედ ამას ვერ პატიობს „ნაცმოძრაობა“

ირაკლი შოთაძე არის ადამიანი რომელმაც ერთი კითხვის დასმისთანავე დატოვა თანამდებობა. ბუნებრივია, ჩვენ მას მხარს დავუჭერთ, - ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ გენერალური პროკურორის პოსტზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურასთან დაკავშირებით განაცხადა.

18 თებერვალი 2020, 12:00

მსოფლიო

ნენსი პელოსი: „დემოკრატები“ უნდა გავერთიანდეთ, რომ ტრამპი მეორე ვადით არ აირჩიონ

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი აცხადებს, რომ მას დონალდ ტრამპის მეორე ვადით არჩევა ვერ წარმოუდგენია, ამის შესახებ მან CNN-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. მისივე თქმით, „დემოკრატები“ ამერიკას უკეთეს მომავალს სთავაზობენ, ხოლო ტრამპი არ იზიარებს მომავლის იმ ხედვას, რომელიც ქვეყანას გააერთიანებს. ნენსი პელოსი ასევე შეეხო იმპიჩმენტის საკითხს და აღნიშნა, რომ „სენატორებს გამბედაობა არ ეყოთ დადებული ფიცი შეესრულებინათ“.

18 თებერვალი 2020, 12:00

სპორტი

დღეს ჩემპიონთა ლიგა განახლდება

ორთვიანი პაუზის შემდეგ, დღეს, უეფას ჩემპიონთა ლიგა ფლეი-ოფის ორი შეხვედრით განახლდება. ტურნირის მოქმედი ჩემპიონი „ლივერპული“ მადრიდში „ატლეტიკოსთან“ ითამაშებს. მერსისაიდელებს განსაკუთრებული საკადრო პრობლემები არ აქვთ. „ატლეტიკოს“ კი სამი წამყვანი ფეხბურთელი, ტრიპიერი, ერერა და ჟოაო ფელიქსი ვერ დაეხმარება.

18 თებერვალი 2020, 11:59

მსოფლიო

გამოკითხვა: რუსების 80%-ს დასავლეთის რუსეთის პარტნიორად და მეგობრად ხილვა სურს

გამოკითხვის შედეგების თანახმად, რესპონდენტთა 52%-მა განაცხადა, რომ რუსეთს აქვს საფუძველი, უფრთხოდეს ნატო-ს, 35%-ის აზრით კი, რუსეთი საფრთხეს წარმოადგენს დასავლეთისთვის, ხოლო რესპონდენტთა 44% მიიჩნევს, რომ რუსებს ნატოსი არ უნდა ეშინოდეთ.

მარკ ცკერბერგი

18 თებერვალი 2020, 11:51

ტექნოლოგიები

Facebook-ი, მომხმარებელთა საჩივრების განსახილველად, დამოუკიდებელ სამეთვალყურეო საბჭოს ქმნის

Facebook-ის მფლობელის, მარკ ცუკერბერგის განცხადებით, კომპანია დამოუკიდებელ სამეთვალყურეო საბჭოს შექმნის, რომელიც მომხმარებელთა საჩივრებს განიხილავს, ამის შესახებ Financial Times-ი წერს. „ჩემს კომპანიას სჭირდება ეფექტური კონტროლი, ამიტომ ვქმნით დამოუკიდებელ სამეთვალყურეო საბჭოს იმისთვის, რომ მოხდეს Facebook-ის საჩივრების განხილვა კონტენტთან მიმართებით“, - განაცხადა მარკ ცუკერბერგმა.

დონალდ ტრამპი

18 თებერვალი 2020, 11:48

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: პრეზიდენტი ობამა ახლა ცდილობს ეკონომიკური ბუმი მიიწეროს - ეს შარლატანობაა

„გაიგეთ ბოლო შარლატანობაზე? პრეზიდენტი ობამა ახლა ცდილობს ეკონომიკური ბუმი მიიწეროს, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში ხდება. დიდი დეპრესიის შემდეგ მას ეკონომის ყველაზე სუსტი გამოცოცხლება ჰქონდა მიუხედავად იმისა, რომ ფედერალური სარეზერვო სისტემის საპროცენტო განაკვეთი ნული იყო“, - დაწერა აშშ-ს პრეზიდენტმა twitter გვერდზე.

18 თებერვალი 2020, 11:35

მსოფლიო

ბაქოში სავაჭრო ცენტრში ხანძრის შედეგად 10 ადამიანი დაშავდა

აზერბაიჯანის დედაქალაქში მდებარე ერთ-ერთ უდიდეს სავაჭრო ცენტრში ხანძარი გაჩნდა. შემთხვევა დილით ადრე მოხდა. დაშავებულია 10 ადამიანია. ცეცხლმა ათობით მაღაზია გაანადგურა. ამ დროისთვის ხანძარი ჩამქრალია. მომხდარის გამომწვევი მიზეზები უცნობია.

გიგა ბიკერია

18 თებერვალი 2020, 11:25

საქართველო

გიგა ბოკერია: შოთაძის დანიშვნა არის საზოგადოების აბუჩად აგდება

„ეს კაცი თავის დროზე გადადგა იმიტომ, რომ ხორავას ქუჩის ტრაგედიაზე, რომელზეც მთელი საქართველოს ყურადღება იყო მიპყრობილი, ისე მოიქცა ის და მისი უწყება, რომ ივანიშვილის მომხრე დეპუტატებიც კი აღშფოთებულები იყვნენ. მერე, საგამოძიებო კომისიამ, „ევროპული საქართველოს“ უმრავლესობით დოკუმენტურად აჩვენა, როგორ თავხედურად იმოქმედა გამოძიებამ და მოუწიათ ბრალის წაყენება მათთვის, რასაც გამოძიება ჩქმალავდა", - აღნიშნა გიგა ბოკერიამ.

ვოლოდიმი ზელინსკი დონალდ ტრამპი

18 თებერვალი 2020, 11:22

მსოფლიო

ვადიმ პრისტაიკო: ბელარუსს დამოუკიდებლობისთვის ისეთი ომი და ტანჯვა ელის, როგორიც უკრაინამ გამოიარა

„ბელარუსს მძიმე პერიოდი ელის. რამდენიმე წლის წინ ბელარუსელ ჟურნალისტებს ვესაუბრებოდი და მათ ვუთხარი, რომ თუ დამოუკიდებლად დარჩენა სურთ, მათ რუსეთთან ისეთი ომი და ისეთი ტანჯვა ელით, რომელიც ჩვენ გამოვიარეთ. ჩემი არ სჯეროდათ. შესაძლოა, ახლა უფრო ნაკლებად ეპარებათ ეჭვი“, - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

18 თებერვალი 2020, 11:21

საქართველო

ჭიათურის მოსახლეობამ შუქრუთის მაღაროს შესასვლელი გადაკეტა

ჭიათურაში, სოფელ შუქრუთის მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს. მათ შუქრუთის მაღაროს შესასვლელი აქვთ გადაკეტილი და მანქანებს გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ. ადგილობრივები ამბობენ, რომ კომპანია ,,ჯორჯიან მანგანეზის" მძიმეწონიანმა მანქანებმა მათი საცხოვრებელი სახლები დააზიანა, დაბზარულია კედლები, ნაპრალებია გაჩენილი მიწის ნაკვეთებზე.

არჩილ თალაკვაძე

18 თებერვალი 2020, 11:21

საქართველო

არჩილ თალაკვაძე: ირაკლი შოთაძე ყველაზე საპასუხისმგებლო საქმეების დროს იყო ხელმძღვანელი

ირაკლი შოთაძეს ნამდვილად აქვს მართვის გამოცდილება. ის ერთ-ერთი პროფესიონალი პროკურორია, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ გენერალური პროკურორის პოსტზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურასთან დაკავშირებით განაცხადა.

18 თებერვალი 2020, 11:09

საქართველო

დეპუტატების ნაწილს პარლამენტში შესვლა აქციის მონაწილეების შეძახილების ფონზე უწევს

მმართველი გუნდის ოპონენტები, მხარდამჭერებთან ერთად, დილიდან საკანონმდებლო ორგანოსთან შეიკრიბნენ და გენერალური პროკურორის პოსტზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურას აპროტესტებენ. ისინი აცხადებენ, რომ პროცესი ფორმალურია და უწყებაში მისი დაბრუნება უკვე გადაწყვეტილია.

ზვიად ძიძიგური

18 თებერვალი 2020, 11:07

საქართველო

ზვიად ძიძიგური: სახელმწიფო სტრუქტურების ხელმძღვანელებად ისეთი ადამიანები უნდა დაინიშნონ, რომელთა ხელისუფლებაში მოსვლაც ხმაურს არ გამოიწვევს

მისი თქმით, თანამდებობაზე ადამიანის დანიშვნა უნდა იწვევდეს საზოგადოების კმაყოფილებას და სიმშვიდეს, მათ შორის, პოლიტიკურადაც - სტაბილურობის განცდას. „მაღალი რანგის თანამდებობაზე ადამიანის დანიშვნა სტაბილურობას უნდა ქმნიდეს მმართველი გუნდისთვისაც, თუმცა შოთაძის შემთხვევაში ეს ასე არ ხდება. ამიტომ, ვფიქრობ, ხელისუფლება ამით მხოლოდ ზარალდება“, - აცხადებს ზვიად ძიძიგური.

ნათია თურნავა

18 თებერვალი 2020, 11:03

ეკონომიკა

ნათია თურნავა: მალაიზიასთან ერთობლივი ბიზნესფორუმების მოწყობას ხელს შევუწყობთ

შეხვედრაზე ჩვენ მოვისმინეთ მალაიზიის მხარის დიდი ინტერესი, საქართველოსთან ურთიერთობა განავითაროს. მნიშვნელოვანია, რომ მათ, ჩვენ მსგავსად, სურვილი აქვთ ყურადღება გაამახვილონ ისეთ პრიორიტეტულ სფეროებზე, როგორიცაა ტურიზმი, ლოგისტიკა, ტრანსპორტი, ერთობლივი ბიზნესი, განათლება, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მალაიზიის საპარლამენტო დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მამუკა მდინარაძე

18 თებერვალი 2020, 11:00

საქართველო

მამუკა მდინარაძე: ერთ მომიტინგეზე ერთი ჟურნალისტი, 2 ოპერატორი, ათი პოლიციელი მოდის და ეს უკვე უხერხულია

მდინარაძის თქმით, დღეს პარლამენტში ერთ-ერთი მთავარი თემა არჩილ თალაკვაძის ანგარიშია, ირაკლი შოთაძის კენჭისყრა კი დღეს იქნება თუ ხვალ, ჯერ გადაწყვეტილი არ არის. „დღეს, ერთ-ერთი მთავარი თემა არჩილ თალაკვაძის ანგარიშია და სჯობს, მას მოუსმინოთ და გაიგოთ სინამდვილეში რას აკეთებს პარლამენტი“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.