imedi /  08 ივნისი 2017, 08:17 / სანდო წყარო

საგარეო საქმეთა სამინისტრო ტვირთების ტრანზიტზე რუსეთის განცხადებას ეხმაურება

საგარეო საქმეთა სამინისტრო

საგარეო საქმეთა სამინისტრო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის საგარეო უწყების კომენტარს აფასებს, როგორც “საქართველოს მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმთან დაკავშირებული ძირითადი პრინციპების შესახებ“ 2011 წლის 9 ნოემბრის შეთანხმების იმპლემენტაციისგან თავის არიდების აშკარა მცდელობას.

როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, ქართული მხარე ხაზს უსვამს, რომ შეთანხმების ობიექტსა და მიზანს წარმოადგენს საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის ვაჭრობის მონიტორინგი. ”ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, პარტნიორი ქვეყნის - შვეიცარიის კონფედერაციის ხელშეწყობით, გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები ამ დოკუმენტის პრაქტიკული ამოქმედებისაკენ. კერძოდ, არჩეულ იქნა ნეიტრალური კომპანია, რომელმაც უნდა გაწიოს საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის ტვირთბრუნვის საბაჟო მონიტორინგი. საქართველოს კონსტრუქციულობით მოხერხდა ამ კომპანიასთან შესაბამისი კონტრაქტის ტექსტის შეთანხმება, განისაზღვრა რამდენიმე იურიდიული დოკუმენტი პროცესის იმპლემენტაციის ხელშესაწყობად. საქართველოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის მხრიდან განისაზღვრა შესაძლო ტერმინალების ადგილმდებარეობა. აღნიშნულით, ჯერ კიდევ ერთი წლის წინ, საქართველომ დაასრულა ყველა წინასწარი პროცედურა ნეიტრალურ კომპანიასთან კონტრაქტის ხელმოწერისთვის და შეთანხმების აღსრულებისთვის."-ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. 

უწყების ცნობით, რუსეთის ფედერაციის საგარეო უწყების კომენტარს მიზანმიმართულად ჩიხში შეჰყავს პროცესი. კერძოდ, რუსეთის მხარე ცდილობს წარმოაჩინოს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი ზემოხსენებული შეთანხმების მონაწილედ, რაც აშკარად ეწინააღმდეგება ამ შეთანხმების პრინციპებსა და დანიშნულებას. 2011 წელს ორ ქვეყანას შორის გაფორმებული შეთანხმების ამგვარი ინტერპრეტაცია პრინციპულად მიუღებელია ქართული მხარისათვის და ეს იმთავითვე ცნობილი იყო ოფიციალური მოსკოვისათვის.

"მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას დაუბრუნდეს სამართლებრივ ჩარჩოებს, გადახედოს თავის არაკონსტრუქციულ პოზიციას და შეუდგეს თავისი საერთაშორისო ვალდებულებების უპირობო შესრულებას. საქართველოს მხარე, მხარს უჭერს რა მსოფლიო ვაჭრობის ორგანიზაციის ერთ-ერთ ფუძემდებლურ პრინციპს საერთაშორისო ვაჭრობის ღიაობის თაობაზე, მოუწოდებს ორგანიზაციის წევრებს პრინციპული შეფასება მისცენ რუსეთის ამ დესტრუქციულ ნაბიჯს და არ დაუშვან 2011 წლის შეთანხმების იმპლემენტაციის პოლიტიზირება”,- ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ცხინვალის გავლით ტვირთების ტრანზიტზე ანატოლი ბიბილოვის ინიციატივას მოსკოვი მხარს უჭერს. შესაბამისი განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. რუსეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში საუბარია 2011 წელს გაფორმებულ შეთანხმებაზე, რომელიც საქართველოსა და რუსეთს შორის საბაჟო ადმინისტრირებისა და სავაჭრო მონიტორინგის საკითხებს განსაზღვრავს.

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ლიდერმა რუსეთიდან ტვირთების შესაძლო ტრანზიტზე განცხადება სანქტ-პეტერბურგში, საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობისას გააკეთა.

 

ყველა სიახლე

ნიკოლოზ ბასილაშვილი

27 მაისი 2019, 09:38

სპორტი

ნიკოლოზ ბასილაშვილი დღეს ხუან-იგნასიო ლონდეროს დაუპირისპირდება

ლონდერო კლასიფიკაციაში 79-ე ადგილზეა. მისი დამარცხების შემთხვევაში ბასილაშვილი მეორე წრეში გერმანელ მიშა ზვერევსა და ფრანგ რიშარ გასკეს შორის მოგებულს დაუპირისპირდება. შეხვედრა თბილისის დროით 13:00 საათზე დაიწყება.

მეგან მარკლი

27 მაისი 2019, 09:15

ტაბლოიდი

მედია: პრინცესობამდე მეგან მარკლისთვის ცნობილი დიზაინერები სამოსს არ ქმნიდნენ

როგორც მარტინი ჰყვება მეგანი არ ითვლებოდა უმაღლესი რანგის მსახიობად და მისი პოპულარობა არც ისე დიდი იყო. ამერიკელ მსახიობს ბევრი მუშაობა უწევდა იმისთვისაც, რომ როლები მიეღო. თუმცა, სიტუაცია ახლა რადიკალურად შეიცვალა.

სამხედროები

27 მაისი 2019, 09:05

მსოფლიო

ამერიკელები ხსოვნის დღეს აღნიშნავენ

ხსოვნის დღე ამერიკაში პირველად სამოქალაქო ომის დასრულებიდან სამი წლის შემდეგ 1868 წელს გაიმართა. ამერიკის სამოქალქო ომში 600 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ხსოვნის დღე ზაფხულის არდადეგების არაოფიციალურ დასაწყისად ითვლება.

27 მაისი 2019, 08:50

მსოფლიო

ევროპარლამენტში ორმა მთავარმა პოლიტიკურმა ძალამ უმრავლესობა დაკარგა

ლაპარაკია „ევროპის სახალხო პარტიასა“(EPP) და სოციალისტებისა და დემოკრატების ჯგუფზე (S&D). თუმცა, ევროპარლამენტის ახალ შემადგენლობაში ძლიერი პოზიციები ექნებათ მწვანეთა პარტიებს. ახალ პარლამენტში პოზიციები გაიმყარეს ლიბერალებმაც. განსაკუთრებით კი, ლიბერალურმა ჯგუფმა „ალდე.“

ნინო ლომჯარია

27 მაისი 2019, 08:45

საქართველო

ნინო ლომჯარია ადამიანის უფლებათა კომიტეტში ანგარიშს წარადგენს

"ყველაზე კრიტიკულად მაინც შეფასებულია საქართველოს პროკურატურის საქმიანობა და საგამოძიებო მიმართულება. რაც შეეხება პროგრესს, ოჯახში ძალადობის მიმართულებით თუ ქალთა უფლებების დაცვის მიმართულებით ნამდვილად გვაქვს გარკვეული წინ გადადგმული ნაბიჯები“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ბიუროს სხდომა

27 მაისი 2019, 08:40

საქართველო

პარლამენტში მოსწავლეების ტრანსპორტირებასთან დაკავშირებულ კანონპროექტს წარადგენენ

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში ცვლილებები საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა მოამზადეს. ცვლილებების თანახმად, სასკოლო ღონისძიებაზე მძღოლის მიერ მოსწავლეთა უსაფრთხო გადაყვანის წესების დარღვევაზე ფულადი ჯარიმები წესდება.

ლაგოდეხის ნაკრძალი

27 მაისი 2019, 08:33

საქართველო

მდინარეში მოსწავლის გადავარდნის გამო დაცული ტერიტორიების სააგენტო განცხადებას ავრცელებს

"დაცული ტერიტორიების სააგენტო გაფრთხილებთ, დაემორჩილოთ სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციების მითითებებს და მკაცრად დაიცვათ ვიზიტორთა ქცევის წესები,"- წერია განცხადებაში. მანამდე „ნინოსხევის ჩანჩქერის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ექსკურსიაზე მყოფი სკოლის მოსწავლეებიდან ერთ-ერთი მდინარეში გადავარდა.

ვენახი

27 მაისი 2019, 08:29

საქართველო

სეტყვამ და ძლიერმა ქარმა ყვარლის მუნიციპალიტეტი დააზარალა

დაზიანებულია ვენახები და ერთწლიანი კულტურები. ქარმა მოგლიჯა ხეები, რის გამოც საავტომობილო მაგისტრალზე მოძრაობა დროებით შეაფერხა.ზარალის შესახებ ზუსტი ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია. სპეციალური კომისია მუშაობას დღეს დაიწყებს.

ლაშა გურგულიანი

27 მაისი 2019, 08:25

სპორტი

ქართველი მოკრივე მსოფლიო ჩემპიონი გახდა

საჩემპიონო ქამრისთვის ქართველი 69კგ. წონით კატეგორიაში WBF World Super Welterweight ვერსიით ეგვიპტელ მოკრივეს მსოფლის ჩემპიონ ანდრეას ვალავანისს დაუპირისპირდა. ლაშა გურგულიანმა ბრძოლა ერთპიროვნული უპირატესობით წარმართა და მსოფლიოს ჩემპიონობა იზეიმა.

დავით საგანელიძე

27 მაისი 2019, 08:24

ეკონომიკა

დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტში დავით საგანელიძეს მოუსმენენ

"მინდა, ინფორმაცია მოგაწოდოთ, რომ დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტიდან ვიწყებთ თემატურ მოკვლევას სახელმწიფო საწარმოების მართვის ეფექტიანობასთან დაკავშირებით, რომელიც იქნება საკმაოდ ხანგრძლივი და საინტერესო პროცესი, რათა გავაანალიზოთ სახელმწიფო საწარმოების ეფექტიანობა," - განაცხადა დეპუტატმა ნინო წილოსანმა.

ალექსის ციპრასი

27 მაისი 2019, 08:12

მსოფლიო

საბერძნეთის პრემიერმა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნა

ციპრასის სოციალისტური პარტია საბერძნეთის ლიბერალ-კონსერვატიულმა პარტია „ახალმა დემოკრატიამ“ დაამარცხა. "სირიზამ" 24% მიიღო, მაშინ როდესაც „ახალმა დემოკრატიამ“ 33% მოიპოვა.

გიორგი როსტიაშვილი

27 მაისი 2019, 08:04

კულტურა

საქართველოს საბავშვო ევროვიზიაზე გიორგი როსტიაშვილი წარადგენს. ვიდეო

ის საბავშვო მუსიკალური კონკურსის „რანინას“ფარგლებში გამოვლინდა.საბავშვო ევროვიზიას წელს პოლონეთი მასპინძლობს. ის 2019 წლის 24 ნოემბერს ჩატარდება. საბავშვო ევროვიზია 2018 პოლონელმა როქსანა ვეგიელმა მოიგო.

ფინეთის ნაკრები

27 მაისი 2019, 00:56

სპორტი

ფინეთი ჰოკეიში მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ფინეთის ნაკრებმა ჰოკეიში მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში კანადის ნაკრებს 3:1 სძლია და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ფინელთა რიგებში თავი დუბლით გუნდის კაპიტანმა მარკო ანტილამ გამოიჩინა, კიდევ ერთი გოლი კი თავდამსხმელის იანე პესონენის ანგარიშზეა, კანადელების ერთადერთი გოლი ჟოზე ტეოდორმა გაიტანა.

სალომე ზურაბიშვილი

27 მაისი 2019, 00:53

საქართველო

ზურაბიშვილი გიტანას ნაუსედას ლიეტუვას საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გიტანას ნაუსედას ლიეტუვას საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს. პრეზიდენტის შეფასებით, საქართველოს და ლიეტუვას მტკიცე პარტნიორობა აკავშირებთ. ლიეტუვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ცენტრალური ბანკის ბორდის ყოფილი წევრი, ეკონომისტი გიტანას ნაუსედა 74%-ით იმარჯვებს. ნაუსედას მეტოქემ, ფინანსთა ყოფილმა მინისტრმა ინგრიდა შიმონიტეამ 26% მოაგროვა.

ლაგოდეხის პოლიცია

27 მაისი 2019, 00:37

ძალოვნები

ლაგოდეხში მდინარეში გადავარდნილი მოსწავლის პოვნას სავარაუდოდ მყვინთავები შეეცდებიან

სამაშველო ოპერაციაში ხვალ დილიდან შესაძლოა, მყვინთავებიც ჩართონ. ამ დრომდე შემთხვევის ადგილზე სამაშველო ბრიგადები და პოლიცია რჩება. ლაგოდეხში, „ნინოსხევის ჩანჩქერის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ექსკურსიაზე მყოფი სკოლის მოსწავლეებიდან ერთ-ერთი მდინარეში გადავარდა. Imedinews-ს შსს-ში განუცხადეს, რომ ექსკურსიაზე მყოფთა ნაწილი შესაძლოა, თბილისში გამოკითხონ.

27 მაისი 2019, 00:21

მსოფლიო

კონგოს ტბაში ნავის ჩაძირვას 30 ადამიანი ემსხვერპლა

კონგოში, ტბაში მაი-ნდომბე გემის ჩაძირვას 30 ადამიანი ემსხვერპლა, 200 კი დაკარგულად ითვლება. ამის შესახებ Associated Press-ი ქვეყნის ხელისუფლების ინფორმაციაზე დაყრდნოით იტყობინება. პროვინცია მაი-ნდომბეს დედაქალაქის, ირონგოს მერის სიმონ მბოოს განცხადებით, ბორტზე მყოფთაგან უმრავლესობა მასწავლებელია. მისივე განმარტებით, გადაადგილდებოდნენ გემით, რადგან რეგიონში ძალიან ცუდი გზებია.

ილონ მასკი

27 მაისი 2019, 00:07

ეკონომიკა

ილონ მასკი აშშ-ში კომპანიის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ხელმძღვანელი გახდა

კომპანია Tesla-ს გენერალური დირექტორი ილონ მასკი ამერიკულ კომპანიებს შორის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ხელმძღვანელი გახდა. ამის შესახებ გამოცემა The New York Times-ი წერს. 2018 წელს ელექტრომობილების მწარმოებელ კომპანიაში მასკის ანაზღაურებამ 2,28 მილიარდი დოლარი შეადგინა.

გიტანას ნაუსედა

26 მაისი 2019, 23:33

მსოფლიო

ლიეტუვას საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გიტანას ნაუსედა იმარჯვებს

ლიეტუვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ცენტრალური ბანკის ბორდის ყოფილი წევრი, ეკონომისტი გიტანას ნაუსედა 74%-ით იმარჯვებს. ამის შესახებ Reuters-იტყობინება საარჩევნო კომისიის მონაცემებზე დაყრდნობით, რომელმაც ხმების მეოთხედი დათვალა. ნაუსედას მეტოქემ, ფინანსთა ყოფილმა მინისტრმა ინგრიდა შიმონიტეამ 26% მოაგროვა.

26 მაისი 2019, 22:54

მსოფლიო

ევროპარლამენტის არჩევნების ეგზიტპოლების შედეგები ვრცელდება

ეგზიტპოლების შედეგების თანახმად, ავსტრიაში ევროპარლამენტის არჩევნებში ფედერალური კანცლერის სებასტიან კურცის „ავსტრიის სახალხო პარტია“ ლიდერობს. ორგანიზაციების SORA-ს და ARGE Wahlen-ის მონაცემებით, კურცის პარტია ხმათა 34,5%-ს მიიღებს. მეორე ადგილზე სოციალ-დემოკრატიული პარტია (23,5%), მესამეზე კი მემარჯვენე პოპულისტური „თავისუფლების პარტია“ (17,5%) გადის.

უაგადუგუ

26 მაისი 2019, 22:41

მსოფლიო

ბურკინა-ფასოში ეკლესიაზე თავდასხმას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა

ბურკინა-ფასოს ჩრდილოეთში კათოლიკურ ეკლესიაზე შეიარაღებული პირების თავდასხმას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ საფრანგეთის საერთაშორისო რადიოს (RFI) აფრიკული ფილიალი იუწყება. მისი ინფორმაციით, თავდასხმა ლორუმის პროვინციის სოფელ ტულფეში მოხდა, კიდევ ორი ადამიანი მძიმედ დაიჭრა.