imedi /  19 ივნისი 2017, 15:33 / სანდო წყარო

აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალზე ჯანელიძეს კითხვები მუხტარლის საქმეზე დაუსვეს

მიხეილ ჯანელიძე

მიხეილ ჯანელიძე

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარს რინკევიჩი ადასტურებს, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძესთან შეხვედრაზე აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხტარლის საქმესა დაკონსტიტუციო ცვლილებებზეც დაისვა კითხვები. ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.

„დელეგაციების მიერ დასმული კითხვები ეხებოდა რეფორმებს, ბევრმა წამოჭრა დაგეგმილი საკონსტიტუციო ცვლილებებისა და საარჩევნო კანონმდებლობის შესახებ კითხვები, მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებული თემები. შევეხეთ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმეს. ჩვენ აფგან მუხტარლის გატაცების შესახებ გამოძიების შედეგებს ველოდებით. აღმოსავლეთ პარტნიორებთან შეხვედრის დროს, ყოველთვის განვიხილავთ მედიის თავისუფლებას, კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებების დაცვას“, - აღნიშნა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ლუქსემბურგში მიმდინარე „აღმოსავლეთ  პარტნიორობის“ მინისტერიალში მონაწილეობს.

აფგან მუხტარლი თბილისიდან 29 მაისს გაუჩინარდა. ის აზერბაიჯანში დააკავეს. მას ბაქოს საქალაქო სასამართლომ წინასწარი სამთვიანი პატიმრობა მიუსაჯა, პროკურატურამ ბრალი კონტრაბანდის, სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის და პოლიციისთვის დაუმორჩილებლობის მუხლებით წარუდგინა. საქართველოში შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

ყველა სიახლე

კალათბურთი

29 იანვარი 2020, 21:21

სპორტი

ხაშურში საკალათბურთო სუპერლიგის ყველა ვარსკვლავის მატჩი გაიმართა

საკალათბურთო სუპერლიგის ყველა ვარსკვლავის მატჩ-აქციას წელს ხაშურმა უმასპინძლა. მატჩი საქართველოდ ჰიმნით გაიხსნა. All star 2020-ისთვის სასტარტო ხუთეულები კალათბურთის ფედერაციის ვებ-გვერდზე მიმდინარე გამოკითხვის შედეგად შეირჩა, ხოლო სათადარიგოები და საკუთარი ასისტენტები გუნდების მთავარმა მწვრთნელებმა დაასახელეს.

ზურაბ დათუნაშვილი

29 იანვარი 2020, 21:00

სპორტი

მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი სერბეთის სახელით იასპარეზებს

ბერძნულ-რომაული სტილით ქართველი მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი კარიერას სერბეთის ნაკრებში განაგრძობს. ინფორმაცია imedinews-ს სპორტსმენმა თავად დაუდასტურა და აღნიშნა, რომ შეკრებაზე 2 დღეში გაემგზავრება. მისი თქმით, საქართველოს ფედერაციასთან მოქალაქეობის შეცვლის საკითხზე კონფლიქტი მოგვარდა.

კელი დეგნანი

29 იანვარი 2020, 20:40

საქართველო

კელი დეგნანი: საქართველომ მიაღწია უზარმაზარ პროგრესს ბოლო წლებში და ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი

„ჩემთვის პატივია, ვიმსახურო საქართველოში აშშ-ის ელჩად, მოუთმენლად ველოდები იმ ძლიერი პარტნიორობის გაგრძელებას, რომელიც აშშ-სა და საქართველოს აქვთ“, – საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა თბილისში ჩამოსვლის შემდეგ მედიასთან პირველი კომენტარი აეროპორტში გააკეთა. დეგნანის განცხადებით, საქართველომ ბოლო წლებში უზარმაზარ პროგრესს მიაღწია და ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი.

კორონავირუსი

29 იანვარი 2020, 20:15

მსოფლიო

კორონავირუსის პირველი შემთხვევა ფინეთში გამოვლინდა

ამის შესახებ Reuters-ი წერს. გამოცემის ინფორმაციით, დაავადებული ქვეყანაში ჩინეთის ქალაქ უხანიდან ჩავიდა. ამჟამად ის ლაპლანდიის ცენტრალურ საავადმყოფოში, იზოლაციაში იმყოფება. ოფიციალური ცნობით, მასთან კონტაქტის გამო ინფიცირების საშიშროება 15-მდე ადამიანის ემუქრება.

29 იანვარი 2020, 20:00

საქართველო

ბათუმში მყოფ ჩინეთის მოქალაქეებს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ

ჩინეთის მოქალაქეებს, რომლების ბათუმში იმყოფებოდნენ ლაბორატორიული კვლევის შედეგით კორონავირუსი არ დაუდასტურდათ. როგორც აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ნინო ნიჟარაძემ განაცხადა, პასუხი რამდენიმე წუთის წინ მოვიდა, შედეგად ვირუსი გამოირიცხა. ნიჟარაძის განცხადებით, ჩინეთის მოქალაქეებმა ბათუმი უკვე დატოვეს.

კარლ ჰარცელი

29 იანვარი 2020, 19:39

საქართველო

კარლ ჰარცელი კონგრესმენების წერილებს მეგობრების მიერ შეშფოთების გამოხატვად აფასებს

„მე არასდროს ვაკეთებ კომენტარს კონკრეტული ადამიანების წერილებზე. მე ამ განცხადებებს ვუყურებ როგორც შეშფოთების გამოხატვას საქართველოს მეგობრების მიერ ქვეყანაში არსებული დაძაბული ვითარების გამო, მაგრამ კომენტარს ვერ გავაკეთებ კონკრეტულ სიტყვებზე, რომლებიც წავიკითხეთ ბოლო ათი, ან მეტი დღის განმავლობაში გასაჯაროებულ წერილებში“, - განაცხადა ჰარცელმა.

ელექრომობილი

29 იანვარი 2020, 19:38

ეკონომიკა

თბილისში ელექტრომობილების 60 დამტენი დამონტაჟდება

დედაქალაქში უფასო ელექტროდამტენების მონტაჟის პროცესი გრძელდება. დამტენები უკვე დამონტაჟებულია გლდანში, საბურთალოზე, ნაძალადევში, დიდუბეში, ვაკეში, სამგორში, ჩუღურეთსა და ისანში. თბილისის მერიის ინფორმაციით, აუქციონის პირობების თანახმად, დედაქალაქის მასშტაბით, ორ ეტაპად, 60 ელექტროდამტენი უნდა დამონტაჟდეს.

ეროვნული ბანკი

29 იანვარი 2020, 19:29

ეკონომიკა

სებ-მა სათავო ოფისის მშენებლობის ნებართვის მისაღებად მერიას მიმართა

ეროვნული ბანკი ახალი სათავო ოფისის მშენებლობის დასაწყებად მერიისგან ნებართვას ელის. სებ-ის პრეზიდენტის განცხადებით, კონკურსის შედეგად გამოვლენილმა კომპანიამ მერიის ურბანული განვითარების სამსახურს განაშენიანების რეგულირების გეგმის მისაღებად უკვე მიმართა.

ხინკალი

29 იანვარი 2020, 19:13

კულტურა

CNN-ი ქართულ სამზარეულოს სტატიას უძღვნის

„საქართველოს საუკეთესო კერძები და სად დავაგემოვნოთ ისინი თბილისში“, - სტატიას ასეთი სახელწოდებით ჟურნალისტმა პოლ რიმპლიმ მოამზადა. იმ კერძების ჩამონათვალში, რომელიც თბილისში ჩამოსულმა ტურისტმა აუცილებლად უნდა გასინჯონ მოხვდა: ხინკალი, ხაჭაპური, მწვადი, შქმერული, ხარჩო და ღომი, ჩაქაფული.

რუსთაველის გამზირი საახალწლო განათება

29 იანვარი 2020, 18:46

საქართველო

საახალწლო განათებების დემონტაჟის გამო რუსთაველის გამზირი გადაიკეტება

„აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, რუსთაველის გამზირი - პირველი რესპუბლიკის მოედნიდან-თავისუფლების მოედნამდე მონაკვეთი, 30 იანვრის 00:00 საათიდან 07:00 საათამდე გადაიკეტება. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ეკა ჩხეიძე

29 იანვარი 2020, 18:44

ძალოვნები

მსახიობ ეკა ჩხეიძის ადევნების საქმეზე ბრალდებულს 2-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

მსახიობ ეკა ჩხეიძის ადევნების საქმეზე ბრალდებულ უჩა მიშველაძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, 3 წლის გამოსაცდელი ვადით, მიუსაჯა. ასევე, მას 3 წლის ვადით აეკრძალა იარაღის შეძენისა და ტარების უფლება. ამის შესახებ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია „საფარი“ ავრცელებს.

გიორგი ჩიქოვანი

29 იანვარი 2020, 18:30

ეკონომიკა

გიორგი ჩიქოვანი: წყაროების დივერსიფიკაცია საქართველოს ენერგოუსაფრთხოებას უზრუნველყოფს

„საქართველოში ჰიდროენერგეტიკა არის წამყვანი. მზის და ქარის ენერგიის ერთობლიობა დააბალანსებს ჩვენს მოხმარებას. მეტი დივერსიფიკაცია კი მოგვცემს ენერგოუსაფრთხოებას“- ეს განცხადება საქართველოს „ენერგეტიკის განვითარების ფონდის ხელმძღვანელმა“ გიორგი ჩიქოვანმა „იმედის“ გადაცემა „დღის ქრონიკაში“ გააკეთა.

29 იანვარი 2020, 18:20

საქართველო

აშშ-ის ახალი ელჩი საქართველოში ჩამოვიდა

აშშ-ის ახალი ელჩი კელი დეგნანი საქართველოში ჩამოვიდა. ამის შესახებ ინფორმაციას შტატების საელჩო Facebook-ზე ავრცელებს. 17 იანვარს საქართველოში აშშ-ის ახალმა ელჩმა, კელი დეგნანმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გამართული ღონისძიებისას ფიცი დადო. ამ დრომდე საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი იყო.

პროპორციული არჩევნები

29 იანვარი 2020, 18:15

საქართველო

არჩილ თალაკვაძე პროპორციულზე: ოპოზიციამ ეს შესაძლებლობაც ჩაშალა და დესტრუქცია გააგრძელა

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მმართველ პარტიას ჰქონდა მოლოდინი, რომ ოპოზიციისთვის პროპორციული სისტემის შეთავაზებით თანხმობა შედგებოდა, „თუმცა ოპოზიციამ ეს შესაძლებლობაც ჩაშალა და დესტრუქცია გააგრძელა“. თალაკვაძის თქმით, აშკარად გამოჩნდა, რომ ოპოზიციას სურდა დესტაბილიზაცია და არა პროპორციული არჩევნები.

ნათია მეზვრიშვილი

29 იანვარი 2020, 18:13

საქართველო

ნათია მეზვრიშვილმა დონორთა ფორუმის გახსნა შეაფასა

„მაგალითად, აქცენტი გაკეთდა სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობაზე მმართველობის სფეროში და ზოგადად რეფორმების მიმდინარეობის პროცესში. გენდერული თანასწორობის მიმართულებით იყო ინტერესი დონორების მხრიდან და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით“, - აღნიშნა მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

გიორგი გახარია

29 იანვარი 2020, 17:56

საქართველო

პრემიერმინისტრი: წერილიც ბევრი იქნება, სიხარულიც ბევრი იქნება, „დასპოილერებაც“ ბევრი იქნება

„დასპოილერება“ მე ხომ არ მომიგონებია? ეს არის ძალიან კარგი თანამედროვე ცნება. მინდა რომ ამ პოზიციაზე დავრჩე. აქტიურ პოლიტიკურ სეზონში შევდივართ. წერილიც ბევრი იქნება, სიხარულიც ბევრი იქნება, „დასპოილერებაც“ ბევრი იქნება. მაგრამ საბოლოო ჯამში ფინალურ სერიაში გაიმარჯვებს ქვეყანა“, - თქვა პრემიერმა.

იოსებ გოგაშვილი აჰმედ ჩატაევი

29 იანვარი 2020, 17:56

საქართველო

იოსებ გოგაშვილი: აჰმედ ჩატაევის ჯგუფი სააკაშვილის და მერაბიშვილის დავალებით შეიქმნა

იოსებ გოგაშვილი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილისა და ვანო მერაბიშვილის უშუალო ჩართულობითა და ხელმძღვანელობით შექმნილი იყო დაჯგუფება, რომლის წევრებიც ტერორისტები იყვნენ, რომელსაც აჰმედ ჩატაევი ხელმძღვანელობდა. მას კი „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი ლიდერები პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებდნენ.

უხუცესი

29 იანვარი 2020, 17:43

ტაბლოიდი

მსოფლიოში უხუცესი ქალი 127 წლისა გარდაიცვალა

ტაჯიკეთში, მსოფლიოში უხუცესი ქალი ფატიმა მირზოკულოვა 127 წლისა გარდაიცვალა. Daily Mail-ის ცნობით, ქალი 1893 წლის 13 მარტს ტაჯიკეთში დაიბადა. ქალს 8 შვილი და 200-ზე მეტი შვილობილი ჰყავდა. ქალი ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ დახანში დაკრძალეს.

ნინო ბურჯანაძე

29 იანვარი 2020, 17:14

საქართველო

ნინო ბურჯანაძე: ძალიანაც რომ სთხოვოს საქართველომ, ვფიქრობ ბატონი ლავროვი არ ჩამოვა

პარტია „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ ლიდერი, ნინო ბურჯანაძე ფიქრობს, რომ გაზაფხულზე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში საქართველოში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი არ ჩამოვა. „მე არ ვფიქრობ, რომ ბატონი ლავროვი ჩამოვა, ძალიანაც რომ სთხოვოს საქართველომ“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

კახა კალაძე

29 იანვარი 2020, 17:12

საქართველო

კახა კალაძე: რუსეთის დელეგაციის შესაძლო ვიზიტის შესახებ მეგობარ ქვეყნებთან კონსულტაციები გვექნება

თბილისის მერის თქმით, მთავრობა გადაწყვეტილებას საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე მიიღებს. „ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებთან, მეგობარ ქვეყნებთან გვექნება კონსულტაციები, რადგან ეს არის განსაკუთრებული შემთხვევა და გადაწყვეტილებას მივიღებთ ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე“, – განაცხადა კახა კალაძემ.