imedi /  24 ივლისი 2017, 12:10 / სანდო წყარო

ისრაელში მყოფ არალეგალ ქართველებს სამშობლოში დაბრუნება შეეძლებათ

საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ისრაელში არალეგალურად იმყოფებიან, ისრაელის მოსახლეობის, იმიგრაციისა და საზღვრის დაცვის სამსახური სამშობლოში ღირსეულად და ნებაყოფლობით დაბრუნების საშუალებას აძლევს. ამასთან დაკავშირებით, ისრაელის მოსახლეობის, იმიგრაციისა და საზღვრის დაცვის სამსახური და ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს საელჩო ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, რომელიც ისრაელში საქართველოს საელჩოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

"საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ისრაელში იმყოფებიან არალეგალურად ან მოითხოვეს თავშესაფარი და სურთ საქართველოში ნებაყოფლობით დაბრუნება, ისრაელის მოსახლეობის, იმიგრაციისა და საზღვრის დაცვის სამსახური საქართველოს საელჩოსთან ერთად ასეთ მოქალაქეებს აძლევს შესაძლებლობას ღირსეულად და ნებაყოფლობით დაბრუნდნენ სამშობლოში, რაშიც მათ გაეწევათ შესაბამისი დახმარება.

საქართველოში ნებაყოფლობით დაბრუნების მსურველმა მოქალაქეებმა ა.წ. 24 ივლისიდან 30 ოქტომბრამდე განცხადებით უნდა მიმართონ ისრაელის მოსახლეობის, იმიგრაციისა და საზღვრის დაცვის სამსახურს შემდეგ მისამართზე: მიცვა კადეშის ქუჩა 64, ბნეი ბრაკი, მოსახლეობის, იმიგრაციისა და საზღვრის დაცვის სამსახურის ნებაყოფლობითი დაბრუნების დეპარტამენტი, ან ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდნენ საქართველოს საელჩოს ტელ: 036093206, ელექტრონული ფოსტა:israel.cons@mfa.gov.ge

იმ მოქალაქეებს, რომლებიც აღნიშნული ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში ნებაყოფლობით დაბრუნდებიან საქართველოში:

- ისრაელის სახელმწიფოში შემოსვლაზე შეზღუდვა დაუწესდებათ მხოლოდ ერთი წლის ვადით, რომლის გასვლის შემდეგ მათ შეეძლებათ კვლავ ეწვიონ ისრაელს როგორც ტურისტები, შესაბამისი ვიზით ან "შრომითი მიგრაციის შესახებ ხელშეკრულების" ფარგლებში მიღებული სპეციალური სამუშაო ვიზით, მას შემდეგ რაც მხარეები მიაღწევენ შეთანხმებას და ხელს მოაწერენ აღნიშნულ ხელშეკრულებას;

- საქართველოში გასამგზავრებელ ავიაბილეთებს აუნაზღაურებს ისრაელის მოსახლეობის, იმიგრაციისა და საზღვრის დაცვის სამსახური;

- მიეცემათ შესაძლებლობა, საქართველოში დაბრუნების შემდეგ ჩაერთონ რეინტაგრაციის პროგრამებში (აღნიშნულის თაობაზე დამატებით იხ.:

დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახურს. ტელ: 036093206

ისრაელში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს მოგმართავთ თხოვნით, მაქსიმალურად შეუწყოთ ხელი ზემოხსენებული ინფორმაციის გავრცელებას დაინტერესებულ საქართველოს მოქალაქეებისათვის",- ნათქვამია განცხადებაში.

 

ყველა სიახლე

ნათია თურნავა

17 ოქტომბერი 2019, 12:44

ეკონომიკა

თურნავა: „როსავიაციის“ მიერ S7 Airlines-ისთვის მიცემული ნებართვა ფრენების აღდგენას არ ნიშნავს

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, „როსავიაციის“ მიერ რუსულ ავიაკომპანია S7 Airlines-ისთვის ქუთაისის მიმართულებით ფრენების უფლების მინიჭება, რუსეთთან ფრენების აღდგენას არ ნიშნავს. ამის შესახებ მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ნათია თურნავა

17 ოქტომბერი 2019, 12:26

ეკონომიკა

ნათია თურნავა ანაკლიის პროექტზე: ჩვენი მოწოდებაა საქმეს მიხედონ

ნათია თურნავა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ მოუწოდებს „საქმეს მიხედონ“. ნათია თურნავას განცხადებით, მთავრობის მიერ კონსორციუმისთვის ვალდებულებების შესრულებისთვის განკუთვნილი ვადის 6-ჯერ გახანგრძლივება იმის ნიშანია, რომ მთავრობა ამ პროექტს მხარს უჭერს.

თეა წულუკიანი

17 ოქტომბერი 2019, 12:07

საქართველო

წულუკიანი: პრეზიდენტი რომ ვიყო, აუცილებლად ვესტუმრებოდი პროკურატურას

მე არ გახლავართ პრეზიდენტი, რომ ვიყო, აუცილებლად ვესტუმრებოდი პროკურატურას-ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა განაცხადა. თეა წულუკიანის თქმით, მინისტრს, რიგით მოქალაქეს, დეპუტატს, ყველას, ვინც არის თანამდებობაზე დანიშნული თუ არჩეული, უნდა გვესმოდეს, რომ პროკურატურაში კითხვებზე პასუხის გაცემა არ ნიშნავს დანაშაულის ჩადენას.

თურქეთი

17 ოქტომბერი 2019, 12:04

საქართველო

საელჩო: Facebook-ზე თურქეთის თავდაცვის მინისტრის ყალბი გვერდებიდან მცდარი ინფორმაცია ვრცელდება

საელჩოს ცნობით, ამ ყალბი გვერდების მიზანი თურქეთის საზღვრებში მეზობელი ქვეყნების ტერიტორიების მოქცევის შესახებ მცდარი და მაპროვოცირებელი ინფორმაციის გავრცელებაა. ამის შესახებ სპეციალური განცხადება საქართველოში თურქეთის საელჩომ გაავრცელა.

ირაკლი წოწკოლაური

17 ოქტომბერი 2019, 11:49

საქართველო

წლის ბოლომდე თბილისში დევნილებზე დამატებით 270-ზე მეტი ბინა განაწილდება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, უწყებას თბილისში საცხოვრებელი ფართებით 200-ზე მეტი ოჯახის დაკმაყოფილება შეუძლია. მისი თქმით, დევნილები ვალდებულები არიან შეავსონ შესაბამისი განაცხადი, შემდეგ კომისია იმსჯელებს და მიიღებს გადაწყვეტს კონკრეტულად ვის გადაეცემა საცხოვრებელი ფართები.

ჰელენ ჰანტი

17 ოქტომბერი 2019, 11:47

კულტურა

მსახიობი ჰელენ ჰანტი ავარიაში მოჰყვა

ამერიკელი მსახიობი ჰელენ ჰანტი ავარიაში მოჰყვა, რის გამოც ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. შემთხვევა ლოს-ანჯელესში მოხდა. მსახიობი საჭეს არ მართავდა. ავტომობილი გზაჯვარედინზე ამოყირავდა. ჰანტი ბევერლი-ჰილზის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს. მოგვიანებით მან საავადმყოფო დატოვა. სხვა დეტალები უცნობია.

ბრექსიტი

17 ოქტომბერი 2019, 11:35

მსოფლიო

ირლანდიურმა პარტიამ ჯონსონს Brexit-ის შეთანხმება დაუწუნა

DUP-ის მხარდაჭერა კრიტიკულად მნიშვნელოვანია ბორის ჯონსონისთვის, თუ კი მას სურს, რომ პარლამენტისგან შეთანხმებაზე თანხმობა მიიღოს. პარტია აცხადებს, რომ გააგრძელებს მთავრობასთან მუშაობას "გონივრული" შეთანხმების პირობებზე. ამასთან, ჯონსონს პარტიამ უარი ევროკავშირის სამიტამდე რამდენიმე საათით ადრე უთხრა.

პატრიკ დეი

17 ოქტომბერი 2019, 11:34

სპორტი

ამერიკელი მოკრივე ორთაბრძოლისას მიღებული ტრავმისგან გარდაიცვალა

ამერიკელი მოკრივე პატრიკ დეი გარდაიცვალა. ის 27 წლის იყო. 12 ოქტომბერს დეის ძლიერი ნოკაუტის შემდეგ თავის ტვინზე ოპერაცია გაუკეთეს. ის აშშ-ის ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლაში 69.9 კილოგრამ წონით კატეგორიაში ჩარლზ კონველს დაუპირისპირდა. შეხვედრის მეათე რაუნდში დეიმ რამდენიმე დარტყმის შედეგადაც ნოკაუტი მიიღო.

ტრამპის წერილი ერდოღანს

17 ოქტომბერი 2019, 11:08

მსოფლიო

სირიაში სამხედრო ოპერაციამდე ტრამპმა ერდოღანს გამაფრთხილებელი წერილი გაუგზავნა

თეთრი სახლის ადმინისტრაციამ ტამპის მიერ ერდოღანისთვის მიწერილი წერილის შინაარსი გაასაჯაროვა. წერილში დონალდ ტრამპი თურქ კოლეგას რისკებისა და საფრთხეების შესახებ აფრთხილებს: "ნუ იქნები ხისტი. ნუ ჩაიდენ სისულელეს", - აცხადებს დონალდ ტრამპი ერდოღანის მისამართით.

ბორის ჯონსონი

17 ოქტომბერი 2019, 10:55

მსოფლიო

ევროკავშირის სამიტზე Brexit-ის თემა ისევ აქტუალური საკითხი იქნება

ევროკავშირის სამიტი დღეს დაიწყება და ორი დღის განმავლობაში გასტანს. ორივე მხარე აშკარაა, რომ იმედგაცრუებულია: ბორის ჯონსონს სურს, რომ ბრიტანეთმა ევროკავშირი 31 ოქტომბერს დატოვოს; ბრიუსელში კი დიპლომატები და პოლიტიკოსები ამ თემასთან დაკავშირებით უკვე დაიღალნენ.

კატასტროფა

17 ოქტომბერი 2019, 10:35

მსოფლიო

ვენესუელაში ავიაგამანადგურებელი SU-30 ჩამოვარდა

მოგვიანებით, ბოლივიის კომუნიკაციების მინისტრმა, ხორხე როდრიგესმა ვენესუელის საჰაერო ძალების ორი მფრინავის დაღუპვის შესახებ ცნობა დაადასტურა. ამასთან, თავდაცვის სამინისტროს არ მიუთითებია განცხადებაში ჩამოვარდნილი ავიაგამანადგურებლის ტიპი.

ლიონელ მესი

17 ოქტომბერი 2019, 10:24

სპორტი

მესის სურს რომ კლუბმა ნიკოლას ტალიაფიკო იყიდოს

კატალონიელები 2020 წლის ზაფხულში მარცხენა პოზიციის გამაგრებას აპირებენ, რომელზეც ახლა 30 წლის ჟორდი ალბა თამაშობს. ბოლო სატრანსფერო შესაძლებლობის დროს "ბარსელონამ" მცველი ჟუნიორ ფირპო 18 მილიონ ევროდ იყიდა, თუმცა მესი მისი შესაძლებლობებით უკმაყოფილოა.

ბრენდები

17 ოქტომბერი 2019, 10:11

ეკონომიკა

მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ბრენდები დასახელდა

სიის ლიდერი კომპანია Apple-ია. ამერიკული ბრენდის ღირებულება 9%-ით გაიზარდა და თითქმის 234 მილიარდი დოლარი შეადგინა. მეორე ადგილს Google იკავებს. ამ კომპანიის ღირებულება 8%-ით გაიზარდა და 167,6 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.

ფილიპინები

17 ოქტომბერი 2019, 09:32

მსოფლიო

ფილიპინებზე მიწისძვრას მსხვერპლი მოჰყვა

ფილიპინებზე 6,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რასაც 5 ადამიანი ემსხვერპლა, 27 კი დაშავდა. სტიქია ქვეყნის სამხერეთ ნაწილში მდებარე მინდანაოს კუნძულზე მოხდა, ეპიცენტრი კი ქალაქ დავაოდან 62 კილომეტრის მოშორებით 20 კილომეტრის სიღრმეში იყო.

იაპონია

17 ოქტომბერი 2019, 09:08

მსოფლიო

იაპონიაში ტაიფუნის მსხვერპლთა რიცხვი გაიზარდა

ბოლო მონაცემებით, იაპონიაში ტაიფუნ „ჰაგიბისმა“ 77 ადამიანი იმსხვერპლა, 10 კი ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა. ამ დროისთვის ინფორმაცია 346 დაშავებულის შესახებ ვრცელდება, რომლებმაც სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღეს. სტიქიის გამო 92 ათასი სახლი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

ბარსელონა

17 ოქტომბერი 2019, 08:28

მსოფლიო

ბარსელონაში საპროტესტო აქციები არეულობაში გადაიზარდა

ვითარება მას შემდეგ უფო გამწვავდა, რაც გასულ ღამეს 51 დემონსტრანტი დააკავეს. პოლიციის ცნობით, აქციის მონაწილეებმა ქალაქის ცენტრალური ქუჩები გადაკეტეს და მანქანებს ცეცხლი წაუკიდეს. ამასთან, ისინი „მოლოტოვის კოქტეილებს“ იყებენენ. არიან დაშავებულები, თუმცა მათი რაოდენობა ჯერ უცნობია.

დავით ზალკალიანი

17 ოქტომბერი 2019, 08:09

საქართველო

დღეს პარლამენტში დავით ზალკალიანს მოუსმენენ

დეპუტატები საგარეო მიმართულებით არსებული გამოწვევებითა და სფეროში არსებული საკითხებით დაინტერესდებიან. ძირითადი თემები არაღიარების პოლიტიკა, რუს კოლეგასთან შეხვედრა და ოკუპირებული ტერიტორიები იქნება.

ბიუჯეტი

17 ოქტომბერი 2019, 08:02

ეკონომიკა

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 2019 წლის ბიუჯეტში ცვლილებებს დაამტკიცებენ

დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 2019 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტს დაამტკიცებენ. სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების მოცულობა იზრდება 92.8 მილიონი ლარით და შეადგენს 12 965.5 მლნ ლარს, ხოლო გადასახდელების -223.1 მლნ ლარით და 13 313.1 მლნ ლარს მიაღწევს.

მობილური

17 ოქტომბერი 2019, 00:43

ეკონომიკა

Google-ი ახალ Pixel 4-ს ინდოეთში არ გაყიდის

ინდოეთში ახალი მობილურის შეტანაზე უარის თქმის მიზეზი, სავარაუდოდ, Pixel 4-ს ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი გახდა. საუბარია სახის ამომცნობ და ადამიანის ჟესტების კონტროლ სისტემაზე. ეს ფუნქცია მოქმედებს 60 გიგაჰერც სიხშირეზე, რომლის გამოყენების უფლებასაც ინდოეთი კომპანიებს არ აძლევს.

ვიტრუვიუსის ადამიანი

17 ოქტომბერი 2019, 00:32

კულტურა

ლეონარდო და ვინჩის ცნობილ ნახატს პროტესტის მიუხედავად ლუვრში მაინც გამოფენენ

ლეონარდო და ვინჩის ცნობილი ნახატი „ვიტრუვიუსის ადამიანი“ პროტესტების მიუხედავად საფრანგეთში გამოიფინება. 1490 წელს შესრულებული ნახატის ნახვა ლუვრში და ვინჩის გარდაცვალებიდან 500 წლისთავისადმი მიძღვნილ გამოფენაზე იქნება შესაძლებელი.