imedi /  09 აგვისტო 2017, 17:30 / სანდო წყარო

მთაწმინდაზე ხანძარს მოხალისეებიც აქრობდნენ

იოანე ისაკაძე
გიორგი მოსულიშვილი
ვაჟა მაღლაკელიძე

facebook-ზე 3 მოხალისის ფოტო ვრცელდება, რომლებიც მთაწმინდაზე ხანძრის ჩაქრობაში მეხანძრეებს ეხმარებოდნენ - ვაჟა მაღლაკელიძე, იოანე ისაკაძე და გიორგი მოსულიშვილი.

"ეს ის ხალხია, ვისთვისაც თბილისი საკუთარი სახლია", - წერენ კომენტარებში.

მთაწმინდაზე პრევენციული სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. ხანძრის კერები ლიკვიდირებულია და ცეცხლის გაჩენის საშიშროება აღარ არსებობს. დამწვარია 2 ჰექტარი ტერიტორია. ხანძარი ვერის სასაფლაოდან გავრცელდა. გამომწვევი მიზეზი უცნობია. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

კომენტარები ()