imedi /  12 აგვისტო 2017, 13:19 / სანდო წყარო

ქართველი ძიუდოისტი მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ლაშა ბექაური

ლაშა ბექაური კადეტ ძიუდოსტთა შორის მსოფლიო ჩემპიონი გახდა. ჩილეში მიმდინარე მსოფლიოს პირველობაზე -73კგ წონით კატეგორიაში ქართველმა ფალავანმა ფინალში იაპონელი დაიკი იპონით დაამარცხა და ტიტული მოიპოვა.

საფინალო შეხვედრამდე ბექაურმა უნგრელ გერდელი ნერპელს ვაზარით, ხოლო ბრაზილიელ მარსელო გომესს იპონით სძლია. მეოთხედფინალში ბექაურის მეტოქე რუსი არმენ აგაიანი იყო, რომელსაც გოლდენ სქორში ვაზარით სძლია, ნახევარფინალში კი პოლონელ ადამ სტოდოლსკის 33 წამში იპონით მოუგო.

გოგონათა შორის კი მარიამ ჭანტურია ბრინჯაოს მფლობელი გახდა. 63კგ წონით კატეგორიის მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ქართველი ძოიუდოისტის მეტოქე კორეელი სუ იონ კიმი იყო. თუმცა ჭანტურიას მეტოქე არ გამოუცხადდა და ბრინჯაოს მედალი უბრძოლველად მოიპოვა.

საქართველოს ნაკრების ანგარიშზე უკვე სამი მედალია. ქართველმა ძიუდოისტებმა სამივე სინჯის მედალი მოიპოვეს. ტურნირის პირველ დღეს -55კგ წონით კატეგორიაში ლუკა კაპანაძემ ვერცხლის მედალი მოიპოვა.

კომენტარები ()