imedi /  17 აგვისტო 2017, 14:30 / სანდო წყარო

ერთ-ერთმა რკინიგზელმა შიმშილობა შეწყვიტა

"საქართველოს რკინიგზას” განცხადებით,  ერთ - ერთ მოშიმშილე თანამშრომელთან მოლაპარაკებამ წარმატებით ჩაიარა. და ვახტან ცისკარიშვილმა შიმშილობა შეწყვიტა.

რკინიგზელები კი ირწმუნებიან, რომ ცისკარიშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სახლში გადაიყვანეს და მას არანაირი ახალი კონტრაქტი არ გაუფორმებია.

პარალელურად საქართველოს რკინიგზის ერთი თანამშრომელი ისევ შიმშილობს. 

ამასთან ცნობილი გახდა, რომ დღეს საღამოს 18:00 საათზე რკინიგზის შენობასთან სოლიდარობის აქცია იგეგმება. როგორც რკინიგზის ახალ პროფკავშირებში აცხადებენ, აქციას რეგიონიდან რკინიგზელები შემოუერთდებიან.

კომენტარები ()