imedi /  21 აგვისტო 2017, 10:46 / სანდო წყარო

ნიკოლოზ ბასილაშვილი ATP-ის რეიტინგში დაწინაურდა

ნიკოლოზ ბასილაშვილი

ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა საჩიგბურთო რეიტინგში 5 ადგილით წინ გადაინაცვლა და მე-60 ადგილზე გადავიდა. ბასილაშვილის წარმატებას ცინცინატის „მასტერსზე“ ორი მატჩის მოგებამ და მერვედფინალში გასვლამ შეუწყო ხელი. 

ATP-ის კლასიფიკაციით, მსოფლიოს ახალი პირველი ჩოგანი ესპანელი რაფაელ ნადალი გახდა, რომელმაც ეს სტატუსი ბრიტანელ ენდი მარეის წაართვა.

კომენტარები ()