imedi /  22 აგვისტო 2017, 00:24 / სანდო წყარო

მოჭიდავე რობერტ კობლიაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

რობერტ კობლიაშვილი

პარიზში მიმიდინარე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს დელეგაციამ მეორე მედალი მოიპოვა. 85 კილოგრამ წონით კატეგორიაში რობერტ კობლიაშვილი ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა .

ქართველ ფალავანს მესამე ადგილისთვის შეხვედრაში რუსეთის სახელით მოასპარეზე ოლიმპიური ჩემპიონი დავით ჩაკვეტაძე ტრავმის გამო არ გამოუცხადდა.

ბრინჯაოს პრიზიორმა მსოფლიო ჩემპიონატზე მხოლოდ ერთი შეხვედრა წააგო. კობლიაშვილმა მეოთხედფინალურ დაპირისპირებაში თურქ მეტეჰან ბასართან წააგო , რომელიც ჩემპიონატის ოქროს მფლობელი გახდა.

22 აგვისტოს მსოფლიო ჩემპიონატის საპრიზო ადგილებს დარჩენილი ოთხი წონითი კატეგრიის მოჭდიდავეები გაარკვევენ.

კომენტარები ()