imedi /  23 აგვისტო 2017, 11:58 / სანდო წყარო

კომუნიკაციების ეროვნული კომისია წინასაარჩევნო პერიოდის მედიამონიტორინგს იწყებს

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მედიამონიტორინგს 2017 წლის პირველი სექტემბრიდან დაიწყებს. კომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ აღნიშნული პერიოდში კომისიის მონიტორინგის ჯგუფი ორმოცდაათი დღის განმავლობაში, 24-საათიან რეჟიმში, 49 ტელეკომპანიას დააკვირდება.

„საქართველოს ორგანული კანონით „საარჩევნო კოდექსით“, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 15 აგვისტოს N9 დადგენილებით დამტკიცებული „საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესით“ მაუწყებლებისთვის შემდეგი მოთხოვნებია წაყენებული:

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 50-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, ასევე სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელები და მაუწყებლობაზე ავტორიზებული პირები, კენჭისყრამდე არა უგვიანეს 50-ე დღიდან კენჭისყრის დღემდე, წინასაარჩევნო აგიტაციისა და პოლიტიკური რეკლამისათვის საეთერო დროის გამოყოფის დროს ვალდებულნი არიან „საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესით“ დადგენილი ფორმის შესაბამისად (დანართი N1), საჯაროდ გამოაცხადონ და კომისიას ყოველკვირეულად გადასცენ შემდეგი სახის ინფორმაცია:

ა) რომელი რიცხვიდან რომელ რიცხვამდე და რა პერიოდულობითაა გამოყოფილი საეთერო დრო;

ბ) ერთი დღის განმავლობაში გამოყოფილი დროის ხანგრძლივობა და გრაფიკი;

გ) საეთერო დროის ტარიფი;

დ) გაწეული მომსახურება;

გასათვალისწინებელია, რომ ტელე- ან რადიოკომპანიის მიერ 1 დღის განმავლობაში გამოყოფილი ფასიანი დრო არ უნდა აღემატებოდეს მისი დღიური მაუწყებლობის საერთო მოცულობის 15 პროცენტს და არცერთ საარჩევნო სუბიექტს არ უნდა დაეთმოს ამ დროის ერთ მესამედზე მეტი. ფასიანი დროის ტარიფი ყველა საარჩევნო სუბიექტისათვის (როგორც კვალიფიციური, ისე არაკვალიფიციური სუბიექტებისათვის) ერთნაირი უნდა იყოს. პოლიტიკური რეკლამის გამოქვეყნებისას კადრის კუთხეში უნდა იყოს წარწერა „ფასიანი პოლიტიკური რეკლამა“ ან „უფასო პოლიტიკური რეკლამა“. რადიომაუწყებლობის შემთხვევაში უნდა იყოს ხმოვანი მითითება „ფასიანი პოლიტიკური რეკლამის“ ან „უფასო პოლიტიკური რეკლამის“ შესახებ. გარდა ამისა, მაუწყებლის ეთერში გაშვებული ნებისმიერი წინასაარჩევნო სარეკლამო რგოლზე განთავსებული უნდა იყოს სურდოთარგმანი (შშმპ). აღნიშნულის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი თავად საარჩევნო სუბიექტია.

ასევე, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ და კომისიის 2012 წლის 15 აგვისტოს N9 დადგენილებით დამტკიცებული „საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესის“ შესაბამისად, უფასო სარეკლამო დროის გამოყოფის ვალდებულება, კენჭისყრის დღიდან 50 დღით ადრე, ვრცელდება საზოგადოებრივ მაუწყებელზე, საზოგადოებრივი მაუწყებელის აჭარის ტელევიზიაზე და რადიოზე, ყველა საერთო მაუწყებლობის ლიცენზიის მქონე ეროვნულ მაუწყებელზე და ავტორიზებულ მაუწყებელზე. ასევე, უფასოდ სარეკლამო დროის გამოყოფის ვალდებულება უჩნდებათ იმ ადგილობრივ საერთო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელ კომპანიებს, მაუწყებლობაზე ავტორიზებულ პირებს და სპეციალიზებული ლიცენზიის მფლობელ კომპანიებს, რომლებიც თავის სამაუწყებლო ბადეში განათავსებენ წინასაარჩევნო (პოლიტიკურ) ფასიან რეკლამას. ეს ვალდებულება ზემოთ ხსენებულ მაუწყებლებზე კენჭისყრის დღიდან 30 დღით ადრე ჩნდება და ერთი საარჩევნო სუბიექტისთვის გამოყოფილი სარეკლამო დრო არ უნდა აღემატებოდეს სამ საათში ერთხელ 90 წამს.

კენჭისყრის დღიდან 55 დღით ადრე ყველა ადგილობრივი (რეგიონული) მაუწყებელი, ასევე მაუწყებლობაზე ავტორიზებული პირი, რომელიც გეგმავს საკუთარ სამაუწყებლო ბადეში განათავსოს წინასაარჩევნო (პოლიტიკური) ფასიანი რეკლამა, ვალდებულია საარჩევნო სუბიექტებისთვის ფასიანი წინასაარჩევნო რეკლამის განთავსების შეთავაზებული გრაფიკისა და სარეკლამო დროის ფასის შესახებ ინფორმაცია წარმოუდგინოს კომისიას და ცესკოს.

საზოგადოებრივი მაუწყებელი და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო ვალდებულნი არიან კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების გარდა, ყველა სხვა პარტიის და საარჩევნო ბლოკის წინასაარჩევნო რეკლამის განთავსების მიზნით გამოყონ დრო, რომელიც თანაბრად უნდა გადანაწილდეს ამ სუბიექტებს შორის.

საზოგადოებრივ მაუწყებელი ვალდებულია საარჩევნო კამპანიის გაშუქების დროს ეთერში გაშვებული არჩევნებთან დაკავშირებული გადაცემები უზრუნველყოს სურდოთარგმანით (შშმპ).

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ და კომისიის 2012 წლის 15 აგვისტოს N9 დადგენილებით დამტკიცებული „საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესის“ შესაბამისად,

- წინასაარჩევნო პერიოდში საერთო მაუწყებელი ვალდებულია გადასცეს წინასაარჩევნო დებატები მისი მომსახურების ზონაში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროს და არადისკრიმინაციულად უზრუნველყოს ყველა კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის თანაბარი მონაწილეობა წინასაარჩევნო დებატებში.

- წინასაარჩევნო პერიოდში საზოგადოებრივი მაუწყებელი და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო ვალდებულია საარჩევნო კამპანიის მსვლელობისას საუკეთესო დროს გადასცეს წინასაარჩევნო დებატები და არადისკრიმინაციულად უზრუნველყოს ყველა კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის თანაბარი მონაწილეობა წინასაარჩევნო დებატებში;

- წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას არჩევნების გაშუქების დროს საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამებისა და ახალი ამბების გადაცემისას მაუწყებელმა უნდა დაიცვას მიუკერძოებლობისა და სამართლიანობის პრინციპი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2009 წლის 12 მარტის №2 დადგენილებით დამტკიცებული „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ შესაბამისად.

გარდა ამისა, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 49–ე მუხლის შესაბამისად, მაუწყებელი ვალდებულია შექმნას არქივი და არანაკლებ 1 თვის განმავლობაში შეინახოს პროგრამები. წინასაარჩევნო პერიოდში მაუწყებლის მიერ სამაუწყებლო ბადეში განთავსებული ყველა პროგრამის ჩაწერა უნდა განხორციელდეს უწყვეტ რეჟიმში. შემდგომ, დაარქივებული მასალა ყოველი კვირის პარასკევ დღეს უნდა იყოს წარმოდგენილი კომისიაში.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება. შესაბამის აქტს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ხელი დღეს მოაწერა.

პრემიერის მხრიდან კონტრასიგნაციით პრეზიდენტის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტი ძალაში შევიდა.

ყველა სიახლე

18 ივლისი 2019, 19:15

ტექნოლოგიები

მეცნიერები: ზღვის ფრინველების 95% პლასტიკისგან კვდება

მეცნიერებმა კვლევის შედეგად დაასკვნეს, რომ ზღვის ფრინველების 95% პლასტიკის ნარჩენების შედეგად კვდება. მეცნიერებმა დასკვნა ფრინველ „ქარიშხალაზე“, დაკვირვების შედეგად გააკეთეს, რომელიც დანიის სანაპიროზე ბინადრობს. მკვდარი ფრინველების კუჭში მათ პლასტიკის ნარჩენი იპოვეს.

Circle K-ის სარეკლამო შეთავაზება

18 ივლისი 2019, 19:04

ტაბლოიდი

მექსიკაში სუპერმარკეტმა მომხმარებლებს „მდივნის დღისთვის“ პრეზერვატივის ყიდვა შესთავაზა

მექსიკაში სუპერმარკეტების ქსელმა Circle K-მ „მდივნის დღესთან“ დაკავშირებით მომხმარებლებს პრეზერვატივის ყიდვა შესთავაზა. ამის შესახებ BBC წერს. რეკლამაში მაღაზია სხვადასხვა საჩუქრების სპეციალური ნაკრებები წარმოადგინა, ერთ-ერთი ასეთი ნაკრები კი შამპანურის ბოთლის, შოკოლადის ფილისა და პრეზერვატივების შეკვრისგან შედგებოდა.

სტიქია

18 ივლისი 2019, 18:57

საქართველო

ამბროლაურში ძლიერმა ქარმა კორპუსების ნაწილს სახურავი გადახადა

ამბროლაურის მერის ინფორმაციით, გადაკეტილი იყო ცენტრალური გზაც, რომელიც ქარის შედეგად დაყრილი სახურავებისგან და მოგლეჯილი ხეებისგან უკვე გაიწმინდა. მერიის განცხადებით, კორპუსების გადახურვის სამუშაოები დღესვე დაიწყება, საჭიროების შემთხვევაში კი მოსახლეობას დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფენ.

18 ივლისი 2019, 18:56

ძალოვნები

20-21 ივნისის საქმეზე დაკავებულ სპეცრაზმელს 10 000 ლარიანი გირაო შეეფარდა

20-21 ივნისის საქმეზე დაპატიმრებულ კიდევ ერთ ძალოვანი უწყების თანამშრომელს მოსამართლემ 10 ათას ლარიანი შეუფარდა. სპეცრაზმელმა ბრალი ნაწილობრივ აღიარა. შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლის გიორგი ესიაშვილის ადვოკატმა მოსამართლეს გირაოს გამოყენების შუამდგომლობით მიმართა.

პაატა სალია

18 ივლისი 2019, 18:45

საქართველო

პაატა სალია „რუსთავი 2“-ში მისვლას დღესვე აპირებს

ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის ადვოკატი „რუსთავი2“-ში მისვლას დღესვე აპირებს. პაატა სალია იმედოვნებს, რომ თანამშრომლებთან ურთიერთობა კონსტრუქციულ რეჟიმში წარიმართება. „ჩვენთვის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჟურნალისტებმა საკუთარი პროფესიული საქმიანობა განაგრძონ მშვიდად და თავისუფლად, „რუსთავი 2“-მა კი ჩვეულ რეჟიმში იმაუწყებლოს“.

18 ივლისი 2019, 18:44

მსოფლიო

საფრანგეთმა სისხლის დონაციაზე გეებისთვის შეზღუდვები შეარბილა

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ გეებისთვის სისხლის დონაციაზე დაწესებულ შეზღუდვებს შეარბილებს. ისინი შეძლებენ სისხლი სექსუალური აქტიდან 4 თვის შემდეგ ჩააბარონ. შეზღუდვა 12 თვეს ითვალისწინებდა. შერბილების მიზეზი სარჩელი გახდა, რომელიც ლგბტ ორგანიზაციამ ევროკომისიაში შეიტანა და საფრანგეთი გეების დისკრიმინაციაში დაადანაშაულა.

ერგნეთი

18 ივლისი 2019, 18:43

საქართველო

ერგნეთის შეხვედრაზე ოსურ მხარეს არ მოუთხოვია მათ მიერ ძებნილი ორი პირის გადაცემა

ორი პირი ქართველმა სამართალდამცველებმა ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ერგნეთის მიმდებარედ დააკავეს. ანდრეი კაბისოვი და სარმატ გაბარაევი ოსური მხარის მიერ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებების ჩადენისთვის იძებნებიან. საქართველოს შსს-მ გამოძიება სსკ-ის 322-ე პრიმა მუხლით დაიწყო.

გიორგი გახარია

18 ივლისი 2019, 18:35

ძალოვნები

20 ივნისის აქციის ღამესთან დაკავშირებით შესაძლოა ანზორ ჩუბინიძეც გამოიკითხოს

20 ივნისის აქციის ღამესთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა მინისტრის გამოკითხვის შემდეგ, არ არის გამორიცხული გენერალურ პროკურატურაში გიორგი გახარიას მოადგილე და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძეც დაიბარონ. ამის შესახებ საქმის პროკურორმა განაცხადა.

აფეთქება კანდაარში

18 ივლისი 2019, 18:33

მსოფლიო

ავღანეთში პოლიციის შენობასთან აფეთქებას 9 ადამიანი ემსხვერპლა

ავღანეთის ქალაქ ყანდაარში პოლიციის სამმართველოსთან აფეთქების შედეგად დაიღუპა 9 და დაშავდა 60 ადამიანი. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს. პოლიციის ინფორმაციით, სამმართველოს შენობის წინ ავტომობილი აფეთქდა. ტელეარხ 1TV-ის ცნობით, აფეთქებაზე პასუხისმგებლობა რადიკალურმა მოძრაობა „თალიბანმა“ აიღო.

ვალერიან გაბუნია

18 ივლისი 2019, 18:32

ეკონომიკა

ვალერიან გაბუნია: სებ-ის გადაწვეტილებით, იპოთეკური სესხის გაცემა შემოსავლის დადასტურების გარეშეც შესაძლებელია

მისი თქმით, აქტიურად მიმდინარეობდა კონსულტაციები ეროვნულ ბანკთან ამ კუთხით, ვინაიდან ახალი რეგულაციების შედეგად განსაკუთრებით სამშენებლო სექტორი დაზარალდა. „ახლა უკვე გააქტიურდება იპოთეკური სესეხები გაცემა, გამარტივდა შემოწმების მოდელიც, ჩვენ უკვე გავეცით ამ მოდელით პირველი სესხი“-განაცხადა გაბუნიამ.

მირშა ფრანსისკო ერერა გასტელუმი

18 ივლისი 2019, 18:27

სპორტი

მექსიკაში 20 წლის ფეხბურთელი მოკლეს

გამოცემა Lahoguera ცნობით, 20 წლის ფეხბურთელი ქუჩაში იდგა, როდესაც მას მოტოციკლეტებით ოთხი ადამიანი მიუახლოვდა. ერთ-ერთი მათგანი ფეხბურთელს თავს დაესხა და გულის არეში დანა დაარტყა. შემთხვევას რამდენიმე თვითმხილველი ჰყავდა.

გიგა ბოკერია

18 ივლისი 2019, 18:22

საქართველო

გიგა ბოკერია: ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლისას წინა ხელისუფლებამ მძიმე შეცდომები დაუშვა

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებით, წინა ხელისუფლებამ ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლისას მძიმე შეცდომები დაუშვა. ამის შესახებ მან სტრასბურგის სასამართლოს მიერ ზურაბ ვაზაგაშვილის საქმეზე გამოცხადებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა.

ვალუტის კურსი

18 ივლისი 2019, 18:11

ეკონომიკა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8714 ლარი გახდა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, 19 ივლისს 1 დოლარი 2.8714 ლარი ეღირება, ხოლო 1 ევრო 3.2191 ლარი იქნება. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0027 ლარი, ხოლო ევროსთან მიმართებით 0.0013 ლარი შეადგინა.

18 ივლისი 2019, 17:57

ტექნოლოგიები

მეცნიერები: ვიდეოს ერთად ყურება პრიმატებსაც აახლოებს

ორ შიმპანზეზე დაკვირვების შედეგად, რომლებიც ვიდეოს ერთად უყურებდნენ ფსიქოლოგებმა დაასკვნეს, რომ ცხოველები ერთმანეთზე გახდნენ დამოკიდებულები. კვლევა გამოცემა Royal Society-იმ გამოაქვეყნა. აქამდე მეცნიერები აცხადებდნენ, რომ ფილმის ან გადაცემის ერთობლივად ყურებისას სიახლოვეს მხოლოდ ადამიანები გრძნობდნენ.

წყალდიდობა

18 ივლისი 2019, 17:50

მსოფლიო

სამხრეთ აზიის ქვეყნებში სტიქიის შედეგად 220-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

სტიქია იყო ინდოეთში, ნეპალში, პაკისტანსა და ბანგლადეშში. ინდოეთში განსაკუთრებით დაზარალდა ბიჰარისა და ასამის შტატები, სადაც სტიქია ჯამში 10 მილიონზე მეტ ადამიანს შეეხო, ხოლო 77 ადამიანი ემსხვერპლა.ნეპალში მსხვერპლთა რაოდენობა 88 ადამიანია, დროებით თავშესაფარში კი 17 ათასამდე ადამიანი გადაიყვანეს.

ვოლოდიმირ ზელენსკი

18 ივლისი 2019, 17:46

მსოფლიო

ზელენსკიმ დონბასში მეომარ ქართველს უკრაინის მოქალაქეობა მიანიჭა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ 9 უცხოელს მოქალაქეობა მიანიჭა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახური იუწყება.

პიცა

18 ივლისი 2019, 17:27

ტაბლოიდი

კვების ობიექტების ამერიკული ქსელი პიცის ახალ სახეობას ყიდის

შეიძლება ითქვას, რომ ადამიანთა ორი კატეგორია არსებობს - 1. ვინც პიცის ნაჭერს მთლიანად ჭამს; 2. ვინც პიცის კუთხეებს ტოვებს. ივლისში კვების ობიექტების ამერიკულმა ქსელმა Villa Italian Kitchen-მა დაიწყო პიცის გაყიდვა, რომელიც მხოლოდ კუთხეებისგან შედგება. ასეთი სახით პიცა პირველად არა Villa Italian Kitchen-მა, არამედ ნიუიორკულმა პიცერია Cuts & Slices-მა გაყიდა.

18 ივლისი 2019, 17:25

მსოფლიო

დასახელდა ქვეყანა, სადაც ნარკოტიკებისგან ყველაზე მეტი ადამიანი კვდება

შოტლანდიის ხელისუფლებამ საჯარო გახადა მონაცემები, რომლითაც დადასტურდა, რომ ქვეყანა ნარკოტიკის მოხმარებით მსოფლიოში ლიდერია. შესაბამისად შოტლანდიაში, ნარკოტიკის ზედოზირებით სულ უფრო მეტი ადამიანი კვდება. სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყველაზე მაღალია ევროპაში და მსოფლიოში.

ემანუელ მაკრონი და ვლადიმერ პუტინი

18 ივლისი 2019, 17:21

მსოფლიო

9 მაისს მოსკოვში აღლუმს ემანუელ მაკრონიც დაესწრება

2020 წლის 9 მაისს ფაშიზმზე გამარჯვების 75-ე წლისთავისადმი მიძღვნილ სამხედრო აღლუმს მოსკოვში საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონიც დაესწრება. ინფორმაციას ამის შესახებ კრემლის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

ტოჩინოშინი

18 ივლისი 2019, 17:06

სპორტი

ტოჩინოშინი საქართველოს პოპულარიზებას განაგრძობს

ტოჩინოშინი იაპონიაში საქართველოს წარმოჩენას ქართული რაგბის პოპულარიზაციით განაგრძობს. ქართველმა სუმოისტმა ამჯერად სოციალურ ქსელში რაგბის ბურთით ფოტოები გამოაქვეყნა და ბორჟღალოსნებს მხარდაჭერა გამოუცხადა.