imedi /  29 აგვისტო 2017, 08:00 / სანდო წყარო

ნიკოლოზ ბასილაშვილი ამერიკის ღია პირველობას პირველივე წრეში გამოეთიშა

ნიკოლოზ ბასილაშვილი

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ამერიკის ღია პირველობას პირველივე წრეში გამოეთიშა. ბასილაშვილი 20 წლის ამერიკელმა ჯარედ დონალდსონმა 4 სეტიან დაძაბულ ბრძოლაში ანგარიშით 6:0 ; 4:6, 6:3, 7:6 დაამარცხა. შეხვედრა 2 საათი და 51 წუთი გაგრძელდა. დონალდსონი მსოფლიო რეიტინგში ამჟამად 51-ე პოზიციას იკავებს, რაც მისი კარიერის საუკეთესო მაჩვენებელია. 

ბასილაშვილმა ამერიკელთან ზედიზედ მეორე თამაში წააგო. ჩოგბურთელები ერთმანეთს 17 აგვiსტოს ცინცინატის მასტერსის მერვედფინალშიც დაუპირისპირდნენ, სადაც ბასილაშვილმა შეხვედრა ორ სეტში ანგარიშით 4:6, 6:7 დათმო.

კომენტარები ()