imedi /  29 აგვისტო 2017, 18:40 / სანდო წყარო

ქართველი მოჭიდავე ვაჟა მარგველაშვილი მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს

ვაჟა მარგველაშვილი

ვაჟა მარგველაშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში იაპონელ ჰიფუმი აბეთან იპონით და ვაზარით დამარცხდა და ბრძოლას ბრინჯაოს მედლისთვის გააგრძელებს. მისი მეტოქე კორეელი ლიმჰუან კიმი იქნება. 

66 კგ-მდე წონით კატეგორიაში ევროპის ქართველი ჩემპიონი ასპარეზობაში მეორე წრიდან ჩაერთო. მარგველაშვილმა პირველ შეხვედრაში იორდანიელ ბილალ აიალსალმანს გაფრთხილებებით მოუგო, შემდეგ სამხრეთაფრიკელი სიაბულელა მაბულუ დაამარცხა, 1/8-ფინალში კი ამერიკელ რაიან ვარგასს იპონით ძლია.

ქართველი მოჭიდავის მეტოქე 1/4-ფინალში სამხრეთ კორეელი მსოფლიოს ჩემპიონი ბაულ ანი იყო, რომელსაც დაძაბულ ბრძოლაში, დამატებით დროში გაფრთხილებებით აჯობა.

კომენტარები ()