imedi /  02 სექტემბერი 2017, 18:36 / სანდო წყარო

ძიუდოისტი ვარლამ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა

ვარლამ ლიპარტელიანი

ვარლამ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია. უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მსოფლიო ჩემპიონატი გრძელდება. ტურნირის მეექვსე დღეს სამ წონით კატეგორიაში ოთხმა ქართველმა ძიუდოისტმა იჭიდავა.  ამის შესახებ 1tv-ი წერს.

100კგ-მდე წონით კატეგორიაში ვარლამ ლიპარტელიანმა მეოთხედფინალში რუსი კირილ დენისოვი ვაზარით დაამარცხა და ნახევარფინალში აზერბაიჯანელ ელხან მამადოვს შეხვდა.

აზერბაიჯანელს არბიტრმა მე-2 წუთზე სამი გაფრთხილება მისცა და ფინალში ლიპარტელიანი გავიდა.

კომენტარები ()