imedi /  06 სექტემბერი 2017, 20:35 / სანდო წყარო

გენერალური აუდიტის თანამდებობაზე, სავარაუდოდ, ირაკლი მექვაბიშვილს წარადგენენ

გენერალური აუდიტორის სავარძელი, შესაძლოა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მთავარმა ბანკირმა დაიკავოს. ირაკლი მექვაბიშვილი ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს და სავარაუდოდ, პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას ელოდება.

გენერალური აუდიტორის წარდგენა სწორედ ირაკლი კობახიძის პრეროგატივაა. კანდიდატურა ხუთი წლის ვადით პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს.

მანამდე ვრცელდებოდა ცნობა, რომ მთავარი აუდიტორის პოსტს დავით ნარმანია დაიკავებდა, თუმცა, როგორც ჩანს, ეს პროგოზი არ გამართლდა.

ირაკლი კობახიძე კი აცხადებს, რომ აუდიტის ხელმძღვანელის კანდიდატურას 8 სექტემბერს დაასახელებს.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელს ლაშა თორდიას უფლებამოსილების ვადა 2017 წლის 25 ივლისს ამოეწურა და ამ დრომდე აუდიტის ხელმძღვანელის მოვალეობას ნინო ლომჯარია ასრულებს.

კომენტარები ()