imedi /  07 სექტემბერი 2017, 15:49 / სანდო წყარო

მერია: გახდება თუ არა პეკინი ცალმხრივი, 1 კვირაში გაირკვევა

პეკინის ქუჩა

გახდება თუ არა პეკინი ცალმხრივი 1 კვირაში გაირკვევა - განცხადება თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსმა გივი კუბლაშვილმა გააკეთა. ინფორმაციას სააგენტო ipn-ი ავრცელებს.

"დავთვალეთ, თუ რამდენი მანქანა მოძრაობის პეკინის ქუჩაზე. ახლა არსებულმა მოძრაობის ნაკადებმა კარგად იმუშავა.გარდა ამისა,მოსახლეობის უმეტესმა ნაწილმა თანხმობა განაცხადა, რომ პეკინზე იყოს ცალმხრივი მოძრაობა. თანდათან უკვე შეივსო ქალაქი და მოძრაობა ჯერჯერობით არ შეფერხებულა", - აღნიშნა კუბლაშვილმა.

თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსის თქმით, რეაბილიტაციის შემდეგ, პეკინის ქუჩაზე, ველობილიკები, ავტობუსის ახალი გაჩერებები და ახალი ტროტუარები მოეწყობა.

პეკინის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის 16 ივნისს დაიწყო.

კომენტარები ()