imedi /  09 სექტემბერი 2017, 15:48 / სანდო წყარო

შვეიცარიაში გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქე გურჯაანში გადმოასვენეს

შვეიცარიაში მოკლული საქართველოს მოქალაქე გურჯაანში ჩამოასვენეს. 35 წლის ვაჟა კაციაშვილის ცხედრის საკუთარ სახლში გადასვენება მკვლელობიდან მეთორმეტე დღეს მოხერხდა.

შესაბამისი პროცედურები საგარეო საქმეთა სამინისტრომ და საქართველოს საელჩომ განახორციელეს. შვეიცარიაში უკვე დააკავეს მკვლელობაში ეჭვმიტანილი. ის კაციაშვილის ბავშვობის მეგობარი იოსებ გურგენიშვილია.

მოკლულის ოჯახის ინფორმაციით, მკვლელობის მიზეზი სავარაუდოდ ვალი გახდა, ახალგაზრდა მამაკაცს ჭრილობა ყელის არეში დანით ჰქონდა მიყენებული. 

ვაჟა კაციაშვილი შვეიცარიის ქალაქ კანტონიში 1 სექტემბერს ბავშვობის მეგობარმა მოკლა.

 

კომენტარები ()