imedi /  11 სექტემბერი 2017, 12:04 / სანდო წყარო

გიორგი ვაშაძემ ვენეციის კომისიაში გამართული შეხვედრა შეაფასა

გიორგი ვაშაძე

"ახალი საქართველოს" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ 7 და 8 სექტემბერს, ვენეციის კომისიის წევრებთან სამუშაო ვიზიტი შეაფასა."ახალი საქართველოს" ლიდერის თქმით, ჯანი ბუკიკიოს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით არსებული ვითარება გააცნო, ყურადღება გამახვილდა საარჩევნო სისტემაზე. გიორგი ვაშაძე დღეს პრეზიდენტსაც შეხვდება, სადაც მაჟორიტარულ და პროპორციული სისტემის საკითხს განიხილავენ.

კონსტიტუციის მეორე მოსმენით მიღებული პროექტის თანახმად,  საქართველოში პროპორციული სისტემა 2024 წელს ამოქმედდება, ხოლო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით სამპროცენტიანი საარჩევნო ბარიერის პირობებში ჩატარდება.

ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა მხარეებს 6 სექტემბერს სტრასბურგში შეხვედრა შესთავაზა.თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობამ უარი თქვა სტრასბურგში ვიზიტზე.

პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები მეორე მოსმენით 23 ივნისს მიიღო.

გიორგი ვაშაძე მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში შესვლასაც გამოეხმაურა. "უკრაინის ქმედება, როდესაც მიშას ჩამოართვეს მოქალაქეობა, შეცდომა იყო და სწორედ ამ შეცდომას იმკის დღეს. ყველაფერი, რაც სააკაშვილის ირგვლივ ხორციელდება, არის პოლიტიკური ქმედება და იმ შემთხვევაში, თუ უკრაინაში ოპოზიცია შეინარჩუნებს ერთიანობას, მათ წინსვლა ექნებათ,"- განაცხადა "ახალი საქართველოს ლიდერმა.

კომენტარები ()