imedi /  11 სექტემბერი 2017, 17:27 / სანდო წყარო

იან კელი უკრაინის საზღვარზე განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა

იან კელი

აშშ-ის ელჩი საქართველოში იან კელი უკრაინაში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისა და ოდესის ყოფილი გუბერნატორის ჩასვლასთან დაკავშირებით ზოგადი კომენტარით შემოიფარგლა.

 ,,ჩვენ საქართველოსთანაც და უკრაინასთანაც მნიშვნელოვანი პარტნიორობა გვაქვს, თუმცა მე ვარ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში და ვერ შევაფასებ იმას თუ რა ხდება უკრაინაში. რისი თქმაც მე შემიძლია, არის ის რომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროცესის გამჭირვალობა და ვიმედოვნებთ, რომ კანონმდებლობასთან დაკავშირებული პროცესები იქნება სამართლებრივად გამართული. უკრაინა სუვერენული სახელმწიფოა და მან დამოუკიდებლად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ამ საკითხთან დაკავშირებით“, - ამბობს კელი.

უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში შესვლაზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ამის შესახებ უკრაინის პოლიცია იუწყება. პოლიციის ცნობით, შეგინის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე მომხდარის გამო სისხლის სამართლის საქმე საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით აღიძრა. ამ დანაშაულისთვის უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსი 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

ლვოვში სააკაშვილი მას შემდეგ ჩავიდა, რაც უკრაინა-პოლონეთის სასაზღვრო პუნქტთან მისმა მხარდამჭერებმა ცოცხალი კორდონი გაარღვიეს.

კომენტარები ()