imedi /  12 სექტემბერი 2017, 14:29 / სანდო წყარო

უსუფაშვილი: კონსტიტუციურ პროცესს გლობალურად ვეღარაფერი გადაარჩენს

„შენების მოძრაობის” თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი მიიჩნევს, რომ გლობალურად კონსტიტუციურ პროცესს ვეღარაფერი გადაარჩენს. უსუფაშვილი ამ განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ინიციატივას გამოეხმაურა, რომელმაც ოპოზიციას კონსტიტუციის არსებულ პროექტში საკუთარი ცვლილებების პროექტის შექმნა შესთავაზა. ინფორმაციას ipn-ი ავრცელებს.

„რაც შეეხება პოზიციების შეჯერებას ტექსტთან დაკავშირებით, ეს ახალი ამბავი არ არის, ამაზე პოლიტიკურ პარტიებს დიდი ხანია ჰქონდათ გარკვეული მოსაზრებები, თუ მესამე მოსმენის წინ კიდევ ერთხელ იქნება მოსაზრებები არტიკულირებული, ამაში ცუდი არაფერია. თუმცა მე მეეჭვება, რომ მმართველმა გუნდმა შეძლოს სწორი ნაბიჯის გადადგმა, რადგან მათგან სწორი ნაბიჯის გადადგმა იქნებოდა ერთი ნაბიჯი უკან და როგორც ჩანს, ისინი ასე არ თვლიან. ყველამ უნდა ვიფიქროთ შესაძლო მცირე გამოსავლებზე, რადგან ვფიქრობ, კონსტიტუციურ პროცესს გლობალურად ვეღარაფერი გადაარჩენს”, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა. 

გუშინ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ოპოზიციურ პარტიებს შესთავაზა საკონსტიტუციო ცვლილებების საკუთარი ვერსია შექმნან და „ქართულ ოცნებას“ გააცნონ.

კომენტარები ()