imedi /  13 სექტემბერი 2017, 18:39 / სანდო წყარო

გორში ერთ-ერთი სასტუმროს კარზე სტალინის 3D სურათი გააკრეს

სტალინი სასტუმროს კარზე

გორში მდებარე სასტუმრო "ვიქტორიას" შესასვლელ კარზე სტალინის 3D ფორმატის ნახატია გაკრული. ამის შესახებ ინფორმაციას qartli.ge ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, იდეის ავტორი საზოგადოება "გორელების" ხელმძღვანელი ზურაბ წკრიალაშვილია. მისი თქმით, ეს პირადად მისი გადაწყვეტილება იყო.

"თუ ვინმეს არ მოეწონება, გადაეცით ჩემგან "მოკითხვა", - უთხრა მან გამოცემას.

qartli.ge-ს ცნობით, ზურაბ წკრიალაშვილი სასტუმროს ერთ-ერთი მეწილეა.

კომენტარები ()