imedi /  13 სექტემბერი 2017, 21:08 / სანდო წყარო

ვიქტორ სანიკიძემ სანაკრებო კარიერა დაასრულა

ვიქტორ სანიკიძე

ვიქტორ სანიკიძემ საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებში კარიერა დაასრულა. ამის შესახებ სპორტსმენმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა.

"ეს არის ძალიან ემოციური მომენტი ჩემს ცხოვრებაში: ყველაზე დიდი სიმდიდრე , ყველაზე ძვირფასი და ფასდაუდებელი რაც მე მერგო წილად, არის ქართველი ხალხის სიყვარულi. გულშემატკივრის თანადგომა , რომელთა მხარდაჭერასაც ვგრძნობდი ყოველ ფეხის ნაბიჯზე , თითოეულ გამართულ მატჩზე. ეროვნულ ნაკრებში გატარებული წლები არის ოქროს წლები , ამისთვის დიდი მადლობა ჩემს ბიჭებს , ჩემს ძმებს , ვისთან ერთადაც ბევრი სირთულე გადამილახავს და რაც ყველაზე მთავარია ძალიან ბევრი ბედნიერი წუთი მქონია , მე თქვენთან ერთად გავიმარჯვე ამ ცხოვრებაში .

კალათბური იყო , არის და იქნება ჩემი ნაწილი , მინდა პირობა მოგცეთ , რომ სადაც არ უნდა ვიყო , რასაც არ უნდა ვაკეთებდე , ყოველთის ვიქნები საქართველოს ეროვნული ნაკრების ნომერ პირველი გულშემატკვარი 
დღეიდან მეც თქენსავით ვიჯდები ტრიბუნებზე და ისევე ვუგულშემატკივრებ ჩვენ ნაკრებს როგორც ეს წლებია თქვენ აკეთებთ , რადგან ზუსტად ვიცი რამდენს ნიშნავს ეს თითოეული ქართველი სპორცმენისთვის ...
მინდა წარმატება ვუსურვო მომავალ თაობას.

დიდი მადლობა ყველას ვისაც კალათბურთი და საქართველო უყვარს !"-წერს ვიქტორ სანიკიძე.

კომენტარები ()