imedi /  13 სექტემბერი 2017, 21:20 / სანდო წყარო

ხვალ გაერთიანებული პროფკავშირების ახალ თავმჯდომარეს აირჩევენ

ხვალ საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარეს აირჩევენ. თავმჯდომარეობისთვის სამი კანდიდატი იბრძვის -  ირაკლი პეტრიაშვილი, დავით ოქიტაშვილი და ამირან ზენაიშვილი. ხმის მიცემა ყრილობაზე მოხდება, რომელიც სასტუმრო "ჰუალინგში" დილის 10:00 საათზე გაიხსნება.

დღის წესრიგით გათვალისწინებულია სიტყვით გამოსვლები და პროფკავშირების 4 წლიანი ანგარიშის წარდგენა. ახალ თავმჯდომარეს მხოლოდ ამის შემდეგ აირჩევენ.

კომენტარები ()