imedi /  13 სექტემბერი 2017, 21:36 / სანდო წყარო

თბილისში საერთაშორისო კონფერენცია „მსოფლიო ქაოსში“ დასრულდა

თბილისის საერთაშორისო კონფერენცია,,მსოფლიო ქაოსში: დემოკრატიის, ევროპის და ახლო აღმოსავლეთის მომავალი" დასრულდა.

ღონისძიება მაკკეინის საერთაშორისო ლიდერობის ინსტიტუტისა და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ორგანიზებით იმართებოდა.

წლევანდელი საერთაშორისო კონფერენცია ნატოსა და შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საკითხებს ეძღვნებოდა.

კონფერენციაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს გეოპოლიტიკურ მიმართულებებს, უსაფრთხოებას და ამ მიმართულებით ნატოს როლს.

კონფერენციის ბოლო დღეს მონაწილეებმა ტრამპის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკაზე იმსჯელეს. საუბარი ასევე შეეხო ევროპის, ტრანსატლანტიკური ურთიერთობების, ევროკავშირისა და ნატოს მომავალს.

კომენტარები ()