Imedi /  17 ოქტომბერი 2017, 23:30 / სანდო წყარო

საკონსტიტუციო სასამართლომ, მერის არჩევისას, სამსახურის უფროსების გადადგომა არაკონსტიტუციურად ცნო

საკონსტიტუციო სასამართლო

2017 წლის 17 ოქტომბერს საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა საიას მიერ მოქალაქე ოლეგ ლაცაბიძის სახელით წარდგენილი კონსტიტუციური სარჩელი და არაკონსტიტუციურად სცნო ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის ის ნორმები, რაც ახალი გამგებლის/მერის არჩევისას ავტომატურად უფლებამოსილებას უწყვეტდა გამგეობის/მერიის ყველა სამსახურის ხელმძღვანელს.ამის შესახებ საიას ოფიციალურ ვებგვერდზეა ნათქვამი.

“საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია რომ ეს ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტს (სახელმწიფო სამსახურის პირობები განისაზღვრება კანონით). კანონი არ თვალისწინებდა იმის შესაძლებლობას, რომ ინდივიდუალურად ყოფილიყო შეფასებული სამსახურის უფროსების პროფესიული უნარები და ამ შეფასების შესაბამისად ყოფილიყო მიღებული საკადრო გადაწყვეტილებები. მხოლოდ იმის გამო, რომ ახალი მერი/გამგებელი იქნა არჩეული, მთელს საქართველოში კონკურსით შერჩეული  გამგეობის/მერიის სამსახურის ყველა უფროსი კარგავდა თანამდებობას. ეს გადაწყვეტილება არ ეხება თბილისის მერიის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელებს“, - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში. 

სარჩელი ხაშურის გამგეობის კულტურის და განათლების  სამსახურის უფროსის, ოლეგ ლაცაბიძის სახელითშევიდა. მას უფლებამოსილება 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ შეუწყდა. 

არქივი

23 ივლისი 2018, 13:07

ვიდეო

საქართველოში ევროპარლამენტის მომხსენებელი, ანდრის მამიკინსი იმყოფება

23 ივლისი 2018, 12:58

მსოფლიო

ნევადაში მორმონების ეკლესიაში სროლას მსხვერპლი მოჰყვა

48 წლის კაცი ეკლესიაში შეიჭრა და სროლა ატეხა. ამ დროს ეკლესიაში 50 ადამიანი იმყოფებოდა. სროლის შემდეგ კაცმა ინციდენტის ადგილი მშვიდად დატოვა და სახლში წავიდა. მოგვიანებით ის პოლიციამ დააკავა. თავდამსხმელი ეკლესიის მრევლის წევრი ჯონ ო კონერი აღმოჩნდა.

23 ივლისი 2018, 12:46

მსოფლიო

საფრანგეთში პარკინგით გამდიდრებული სოფლის მოსახლეობა გადასახადებისგან გათავისუფლდა

საფრანგეთში, სოფელ Le Perthus-ს მოსახლობა გადასახადებისგან გაათავისუფლეს. მიზეზი ისაა, რომ სოფელი საფრანგეთისა და ესპანეთის საზღვარზეა. დასახლებამ ერთ წელიწადში, მხოლოდ საზღვარზე გადამსვლელთა მიერ საპარკინგე გადასახადით, შემოსავლის სახით £700 ათასი მიიღო.

23 ივლისი 2018, 12:45

ძალოვნები

თემურ აბაზოვის ადვოკატები შალვა თადუმაძეს საქმის პირად კონტროლზე აყვანას სთხოვენ

მარნეულის ყოფილი მერის, თემურ აბაზოვის ადვოკატები მთავარ პროკურორს საქმის პირად კონტროლზე აყვანას სთხოვენ. გაგი მოსიაშვილის თქმით, ბრალდების მხარე 6 აგვისტოს ჩანიშნული წინასასამართლო სხდომის გადადების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართავს და ვადის გადაწევას 20 სექტემბრამდე მოითხოვს.

23 ივლისი 2018, 12:44

მსოფლიო

იაპონიაში მაღალი ტემპერატურის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 40-ს გადააჭარბა

განსაკუთრებით რთული სიტუაციაა ქალაქ კუმაგაიაში. მთელი ქვყენის მასშტაბით, ძლიერი სიცხე უკვე რამდენიმე კვირაა ნარჩუნდება. ამ პერიოდში მაღალ ტემპერატურას 41-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

23 ივლისი 2018, 12:36

კულტურა

ჯორჯ მაიკლის შეყვარებული ამბობს, რომ მუსიკოსმა თავი მოიკლა

ჯორჯ მაიკლი 2016 წლის 25 დეკემბერს ბრიტანეთში, ოქსფორდშირის საგრაფოში, თავის სახლში გარდაცვლილი იპოვეს. მის სახლში მისული პოლიციის წარმომადგენლების ცნობით, ძალადობას ადგილი არ ჰქონია.

23 ივლისი 2018, 12:35

ეკონომიკა

გარემოს დაცვის სამინისტრო: აზიური ფაროსანას გავრცელების არეალი შემცირდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე ამბობს, რომ აზიური ფაროსანას გავრცელების არეალი თითქმის მინიმუმადეა შემცირებული. ნოზაძემ ამის შესახებ აზიური ფაროსანას პრობლემატიკის შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის გაფართოებული სხდომაზე განაცხადა.

23 ივლისი 2018, 12:32

ვიდეო

მეშახტეების მოთხოვნებო "საქნახშირის" ადმინისტრაციამ დააკმაყოფილა

23 ივლისი 2018, 12:31

ვიდეო

ქრონიკა 11:00 საათზე - 23 ივლისი, 2018 წელი

23 ივლისი 2018, 12:29

ვიდეო

სასამართლო რეფორმის განხილვა გრძელდება

23 ივლისი 2018, 12:18

კულტურა

მზიურში სმენადაქვეითებულებისთვის ფილმს აჩვენებენ

23 ივლისს, 20:30 საათზე, თბილისში, „მზიურის" ტერიტორიაზე ნანა ჯანელიძის ფილმს: „ნეტავ, იქ თეატრი არის?!" აჩვენებენ. ფილმი ადაპტირებულია სმენადაქვეითებული საზოგადოებისთვის. ჩვენებაზე დასწრება თავისუფალია.

23 ივლისი 2018, 12:18

ვიდეო

სულხან სალაძე: სასამართლოს განჩინება, რომელიც „ბასიანის“ ჩხრეკას უკავშირდება არის პრობლემური

23 ივლისი 2018, 12:17

საქართველო

არასამთავრობოებმა ღამის კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციის ხარვეზები დაადგინეს

„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ (EMC) და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) მომზადებული ერთობლივი ანგარიშის თანახმად, თბილისის ღამის კლუბებში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებები სახელმწიფოს რეპრესიული აპარატის და ძალის დემონსტრირებაზე იყო გათვლილი.

23 ივლისი 2018, 12:13

საქართველო

რუსეთის მოქალაქეს სტეფანწმინდაში ლაშქრობისას მეხი დაეცა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა სტეფანწმინდაში, მყინვარწვერიდან, რუსეთის ფედერაციის დაშავებული მოქალაქე ჩამოიყვანეს. 1969 წელს დაბადებულ კაცს მყინვარწვერზე ლაშქრობისას მეხი დაეცა.

23 ივლისი 2018, 12:13

ვიდეო

ფეი-ბოქსის აპარატის გატეხვის მცდელობისას პოლიციის თანამშრომელმა ქურდი მოკლა

23 ივლისი 2018, 12:12

მსოფლიო

ტრამპი ირანს: არასდროს დაემუქროთ აშშ-ს

"წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ მიიღებთ ისეთ შედეგს, რომლის წინაშეც ისტორიაში ძალიან ცოტა თუ დამდგარა. ჩვენ უკვე აღარ ვართ ის ქვეყანა, რომელიც აიტანს თქვენს უგუნურ და ძალადობის შემცველ მუქარას. ფრთხილად იყავით“, – წერს დონალდ ტრამპი.

23 ივლისი 2018, 12:03

ვიდეო

სტიქიის ზონაში მძიმე ტექნიკას ელოდებიან

23 ივლისი 2018, 12:02

ძალოვნები

ზაზა სარალიძემ და ზვიად კუპრავამ შვილმოკლული მშობლების რეგისტრაცია დაიწყეს

,,სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის“ ოფისში, ზაზა სარალიძემ და ზვიად კუპრავამ შვილმოკლული მშობლებისა და ყველა იმ პირის რეგისტრაცია დაიწყეს, ვინც მათი თქმით, სისტემის მსხვერპლია და უსამართლობის განცდა აქვს. ცენტრი მასალებს პროკურატურას და შესაბამის უწყებებს რეაგირებისთვის წარუდგენს.

23 ივლისი 2018, 12:02

საქართველო

„საქნახშირის“ ხელმძღვანელი პირები გადადგნენ

„საქნახშირის“ გენერალურმა დირექტორმა მეშახტეთა მოთხოვნით თანამდებობიდან გაათავისუფლა შახტის დირექტორი აკაკი ახვლედიანი, წარმოების დირექტორი გია ქარქაშაძე და მთავარი ინჟინერი გიზო კირკიტაძე.

23 ივლისი 2018, 11:55

ეკონომიკა

„სოკარ ჯორჯია გაზს“ 21.3 მილიონი ლარის გაზსადენები პირდაპირი მიყიდვის წესით გადაეცა

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული გაზსადენები კომპანია ,,სოკარ ჯორჯია გაზს” პირდაპირი მიყიდვის წესით გადაეცა. მთავრობის №1413 განკარგულების მიხედვით, რომელსაც ხელს პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე აწერს, გაზსადენებში ,,სოკარ ჯორჯია გაზმა” 21,3 მილიონი ლარი უნდა გადაიხადოს.