imedi /  14 ნოემბერი 2017, 19:35 / სანდო წყარო

Freedom House-ის ანგარიშში Birja Mafia-ს საქმეც მოხვდა

ნაწყვეტი Birja Mafia-ს
კლიპიდან

Freedom House-ის 2017 წლის ანგარიშში, რომელიც მსოფლიოში ინტერნეტისა და ონლაინმედიის თავისუფლების მდგომარეობას ასახავს, საქართველოს შესახებ ნაწილში Birja Mafia-ს საქმეც მოხვდა.

ანგარიშის თანახმად, ზოგადი შეფასებით საქართველოში მოქალაქეებს ინტერნეტში თავიანთი მოსაზრების გამოხატვა თავისუფლად შეუძლიათ. 

"პერიოდულად საგამოძიებო უწყებები ინტერნეტში მუქარის შემცველ განცხადებებს იძიებენ. თუმცა სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი ამბობს, რომ ძალოვანი უწყების რეაგირება ასეთ საკითხებზე ზოგჯერ არაპროპორციულია. ერთ-ერთი ასეთი მაგალითია 2017 წლის ივნისში ჯგუფ Birja Mafia-ს წევრების დაკავება, რომლებიც Youtube-ზე ატვირთული ვიდეოს შემდეგ მოხდა. ბრალდებულებმა და მათმა მხარდამჭერებმა განაცხადეს, რომ ბრალდებები მოგონილი, ხოლო მათთვის აღმოჩენილი ნარკოტიკები პოლიციელებმა შურისძიების მიზნით ჩაუდეს - ვიდეოში პოლიციელი ძაღლის სახით არის წარმოდგენილი.

თბილისში გამართული მრავალრიცხოვანი საპროტესტო აქციების შემდეგ, ორივე ბრალდებული 12 ივნისს წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლეს. ამასთან, Youtube-დან ჯგუფის ვიდეო დროებით გაქრა, თუმცა მოგვიანებით ისევ დაიდო, მაგრამ ამ ვიდეოში პოლიციელს სახე უკვე დაფარული აქვს", - წერია ანგარიშში.

ანგარიშში ასევე მოხვდა 2016 წელს forum.ge-ს მომხმარებლის სულხან წულაძის საქმე, რომელმაც ფორუმზე აშშ-ის ელჩზე თავდასხმის გამოგონილი ისტორია დააანონსა. წულაძე ერთი თვის განმავლობაში წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა და სასამართლოს განაჩენს დღემდე ელის", - წერია ანგარიშში.

საბოლოოდ, Freedom House-ი საქართველოში ონლაინმედიას "ნაწილობრივ თავისუფლად" აფასებს.

ანგარიშში ასევე წერია ე.წ "ტროლების ქარხნის" შესახებაც, რომელიც ორგანიზაციის ცნობით, 30 ქვეყანაში მუშაობს და რომლებიც სოციალურ ქსელებში კომენტარებს სახელმწიფო სტრუქტურების მითითებით ტოვებენ. 

ჯგუფ Birja Mafia-ს წევრებს გიორგი ქებურიას და მიშა მგალობლიშვილს ბრალად ედებათ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა, რაც 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობით ისჯება. ისინი 9 ივნისს დაკავეს და წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. მაშინ რეპერებმა განაცხადეს, რომ მათ ნარკოტიკული საშუალებები ჩაუდეს, რაზეც გამოძიება დაიწყო. მათი გათავისუფლების მოთხოვნით საქართველოს სხვადასხვა ქალაქში საპროტესტო აქციები გაიმართა. სასამართლოზე რეპერები გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. მათ მხარდაჭერა გამოუცხადეს როგორც მუსიკოსებმა, მათ შორის ბერამ, ასევე პოლიტიკოსებმა: კახა კალაძემ და ა.შ. 

არქივი

21 ივლისი 2018, 09:08

კულტურა

ამერიკელი მომღერალი იარაღის შენახვის გამო დააკავეს

ამერიკელი ჰიპ-ჰოპის შემსრულებელი კარი კენრელ საფე, რომელიც Offset-ის სახელით არის ცნობილი, პოლიციაში მოხვდა - მას მანქანაში ცეცხლსასროლი იარაღი აღმოუჩინეს.მანქანა დაბურული მინების გამო გააჩერეს და მისი დათვალიერებისას, სალონში მინიმუმ ერთი იარაღი ნახეს.

21 ივლისი 2018, 08:51

მსოფლიო

პენტაგონმა უკრაინას 200 მილიონი დოლარი გამოუყო

თავდაცვის გაძლიერების მიზნით, პენტაგონმა უკრაინას 200 მილიონი დოლარი, დახმარების სახით, გამოუყო. პენტაგონში აცხადებენ, რომ 2014 წლიდან, თავდაცვის გაძლიერების მიზნით, უკრაინისთვის უკვე მილიარდ დოლარზე მეტი აქვთ მიცემული.

21 ივლისი 2018, 08:27

კულტურა

რეჟისორი ჯეიმს განი „გალაქტიკის მცველები 3“-დან ბავშვების გაუპატიურების შესახებ ტვიტების გამო გაუშვეს

გალაქტიკის მცველების შესახებ პირველი ორი ფილმის დამდგმელი რეჟისორი და სცენარისტი ჯეიმს განი მესამე ნაწილის რეჟისორი აღარ იქნება. ის გაუშვეს. ამის შესახებ Disney-ს დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ალან ჰორნი აცხადებს.

21 ივლისი 2018, 08:01

საქართველო

ევროპული საქართველო საპრეზიდენტო კანდიდატს ქუთაისში წარადგენს

პარტია „ევროპული საქართველო“ დღეს, 21 ივლისს პრეზიდენტობის კანდიდატს წარადგენს. ღონისძიება 17:00 საათზე, ქუთაისის სპორტის სასახლეშია დაგეგმილი. არსებული ინფორმაციით, პარტიის სახელით პრეზიდენტობისთვის დავით ბაქრაძე იბრძოლებს.

21 ივლისი 2018, 00:52

კულტურა

ჯაზფესტივალზე ერიკა ბადუს გამოსვლას უკვე საათზე მეტია ელოდებიან

ბათუმში, ჩოგბურთის კორტებზე, ჯაზფესტივალის სტუმრები ერიკა ბადუს (Erykah Badu) გამოსვლას ელოდებიან. კონცერტი ოფიციალურად 19 საათზე დაიწყო, თუმცა მომღერალი მაყურებლის წინაშე ამ დრომდე არ გამოჩენილა.

21 ივლისი 2018, 00:46

ძალოვნები

გიორგი მღებრიშვილი: 22-წლიანი მუშაობის შემდეგ, დროა ცხოვრების ნაწილი შვილებს დავუთმო

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უკვე ყოფილმა ხელმძღვანელმა, გიორგი მღებრიშვილმა თანამდებობიდან წასვლის შემდეგ პირველი კომენტარი „ქრონიკასთან“ გააკეთა. მღებრიშვილის თქმით, ეს გადაწყვეტილება თვითონ მიიღო და სამომავლოდ საკუთარი დროის დათმობას შვილებისთვის აპირებს.

21 ივლისი 2018, 00:09

მსოფლიო

იპოვეს ჩანაწერები, რომელშიც ტრამპი და მისი ადვოკატი Playboy-ს მოდელისთვის თანხის გადახდაზე ლაპარაკობენ

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ყოფილმა ადვოკატმა მაიკლ კოენმა საიდუმლოდ ჩაწერა თავისი კლიენტის საუბარი, რომელიც Playboy-ს ყოფილი მოდელისთვის ფულის მიცემას ეხებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

20 ივლისი 2018, 23:50

კულტურა

Paramount TV-ის ხელმძღვანელი სამსახურიდან რასისტული განცხადების გამო გაათავისუფლეს

ამერიკული კინოკომპანია Paramount TV-ის ხელმძღვანელი ემილ პაუელი თანამდებობიდან უადგილო კომენტარის გამო გაათავისუფლეს, რომელსაც რასისტული შინაარსი ჰქონდა. ის არ გამორიცხავს, რომ კომპანიას უჩივლებს.

20 ივლისი 2018, 23:16

ძალოვნები

ბორჯომში ავტოავარიას 26 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა

ბორჯომ-ბაკურიანის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 26 წლის კაცი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, ის KIA-ს მარკის ავტომობილს მართავდა, მოძრაობის საპირისპირო ზოლში გადავიდა და სატვირთოს შეეჯახა.

20 ივლისი 2018, 22:52

კულტურა

ჯორჯ მარტინის წიგნის მიხედვით კიდევ ერთი სერიალი გადაიღეს

"ყინულისა და ცეცხლის სიმღერის" ავტორის ჯორჯ მარტინის კიდევ ერთ ნაწარმოებზე სერიალი გადაიღეს. ახალ შოუს საფუძვლად ნოველა "ღამის მფრინავები" (Nightflyers) დაედო.

20 ივლისი 2018, 22:27

ტექნოლოგიები

Google ახალ გასაიდუმლოებულ საოპერაციო სისტემაზე მუშაობს

კორპორაცია Google ნახევრად საიდუმლოდ უკვე რამდენიმე წელია ოპერაციულ სისტემა Fuchsia-ზე მუშაობს. როგორც სააგენტო Bloomberg-მა დაადგინა, მისი შემქმნელები იმედოვნებენ, რომ Fuchsia ოდესღაც შეცვლის ყველა ოპერაციულ სისტემას როგორც მობილურებზე ასევე კომპიუტერზე.

20 ივლისი 2018, 22:06

ძალოვნები

არჩილ ტატუნაშვილის ოჯახმა რუსეთის გენერალური პროკურატურიდან წერილი მიიღო

წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრ „ემპათიას“ პრეზიდენტის, მარიამ ჯიშკარიანის თქმით, რუსეთის გენერალური პროკურატურის წერილში განმარტებულია, რომ „სამხრეთ ოსეთი არის დამოუკიდებელი სახელმწიფო და რუსეთი არ ერევა მათ საქმიანობაში“.

20 ივლისი 2018, 21:48

ტექნოლოგიები

მიანმარში ქარვის ნატეხში 99 მილიონი წლის გველის წიწილი იპოვეს

მიანმარში, ქარვის ნატეხში კარგად შენახული გველის წიწილი აღმოაჩინეს. აღმოჩენა 99 მილიონი წლისაა. ეს არსება თანამედროვე სამხრეთ აღმოსავლეთის ტერიტორიაზე დინოზავრების ეპოქაში ბინადრობდა. მეცნიერები ამბობენ, რომ ასეთი სამარხი იშვიათობაა.

20 ივლისი 2018, 21:44

მსოფლიო

„ნოვიჩოკით“ მოწამლული ბრიტანელი საავადმყოფოდან გაწერეს

ბრიტანელი ჩარლზ როული, რომელიც ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერება "ნოვიჩოკით" ქალაქ ეიმსბერიში მოიწმალა, საავადმყოფოდან გაწერეს. ამის შესახებ ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.

20 ივლისი 2018, 21:31

ვიდეო

ჩეჩელაშვილის ქუჩაზე სავალი გზის ნაწილი ინგრევა

20 ივლისი 2018, 21:26

საქართველო

პარლამენტმა დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო

პარლამენტში დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონპროექტს მეორე მოსმენაზე მხარი 78-მა დეპუტატმა დაუჭირა. ეს კანონპროექტი, მის თანმდევ კანონპროექტთა პაკეტთან ერთად, პარლამენტარებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე მიქაბაძემ წარუდგინა.

20 ივლისი 2018, 21:24

ვიდეო

ასოციაცია: "მთავრობამ ტენდერის პირობები მხოლოდ ერთ კომპანიას მოარგო"

20 ივლისი 2018, 21:20

ვიდეო

შემცირდება თუ არა მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში ამერიკის ფინანსური მხარდაჭერა?

20 ივლისი 2018, 21:17

ვიდეო

ღვინის ეროვნულ სააგენტოში „როსპოტრებნადზორის“ განცხადებას ეხმაურებიან

20 ივლისი 2018, 21:11

ტექნოლოგიები

თამბაქოს კვამლის ახალი საფრთხე გამოვლინდა

მკვლევარები 37 ათას ფეხმძიმეს ორსულობის პერიოდში ისეთ ქვეყნებში დააკვირდნენ, როგორებიც არის პაკისტანი, სომხეთი, ინდონეზია, ნიგერია, ბანგლადეში, ნეპალი. ქალების 50% აცხადებდა, რომ მათ სახლში ეწეოდნენ. მარტო ინდონეზიაში ამან 10 ათას შემთხვევაში ნაყოფის მოშლა გამოიწვია.