imedi /  14 ნოემბერი 2017, 20:35 / სანდო წყარო

ოპოზიციური პარტიის წევრებმა პროტესტის ნიშნად ზუგდიდის საკრებულოს სხდომა დატოვეს

ზუგდიდის საკრებულოს პირველივე სხდომა ოპოზიციური პარტიის წევრებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს.

მათ საკრებულოს თავმჯდომარის მამუკა წოწერიას მიერ განსახილველად გამოტანილი საკითხის შესასწავლად დრო მოითხოვეს. დოკუმენტი თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობების რანგირების, თანამდებოებრივი სარგოს ოდენობის განსაზღვრის და საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა საშტატო ნუსხის დამტკიცებას ეხებოდა.

მიუხედავად მათი მოთხოვნისა, საკითხი საკრებულოზე განსხილველად მაინც გაიტანეს, რასაც მცირე კამათი მოჰყვა. ოპოზიციონერები ამ საკითხის განხილვის ხვალამდე გადადებას ითხვდნენ, რასაც საკრებულოს სხვა წევრები არ დაეთნახმნენ. 

სიტყვიერი დაპირისპირება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქრთველოს“ წევრების მიერ სხდომის დატოვებით დასრულდა.

ენმ-ს წევრის ანა წითლიძის განმარტებით, ამ საკითხს საკრებულოს უმრავლესობა ისე ამტკიცებს, რომ წაკითხულიც არ ააქვთ. 

„დღის წესრიგის წაკითხვისთანავე ვთქვით, რომ ამ საკითხების დღეს განხილვა არ შეიძლებოდა. საკერებულოს წევრებს და არც უმრავლესობას წარმოდგენა არ აქვს რას ამტკიცებენ, რა თანამდებობრივ სარგოებზეა საუბარი. უბრალოდ გადაწყვიტეს, რომ მათ ასე უნდათ. საერთოდ არ აინტერესებთ არავისი აზრი. ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმას, რომ ეს საკრებულოს აქცევენ სანოტარო ბიუროდ, რომელიც ისევ მონურ მდგომარეობაში იქნება მერიასთან და ცენტრალურ ხელისუფლებასთან“, - განაცხადა ანა წითლიძემ. 

„ევროპული საქართველოს“ წევრის ბათლომე შელიას თქმით, 100-გვერდიანი დოკუმეტის განხილვა დღეს ვერ მოესწრებოდა და უმრავლესობამ არც კი იცის რას დაუჭირა მხარი. 

„ეს დოკუმეტი 100 გვერდზე მეტია დღეს უმრავლესობის წევრები ამბობენ, რომ იცნობენ ამ დოკუმენტს. ჯერ ერთი საიდან იცნობენ. ისინი უბრალოდ ასრულებენ დავალებას, მათ დაავალეს, რომ ხმა მისცენ იმ დოკუმენტს, რომელსაც არცერთი მათგან არ იცნობს“, - აღნიშნა ბათლომე შელიამ.

თავის მხრივ საკრებულოს თავმჯდომარის მამუკა წოწერიას თქმით, აღნიშნული დოკუმეტის განხილვის შესაძლებლობა საკრებულოს ყველა წევრს ჰქონდა. მისივე განმარტებით, თუ დეპუტატებს რაიმე შენიშვნები ექნებათ, შემდეგ სხდომებზე მათი განხილვის შესაძლებლობა აუცილებლად ექნებათ.

დღეს ზუგდიდის ახალა არჩეული საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართა. დღესვე ზუგდიდიდის საკრებულოში თავმჯდომარედ ,“ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს" სიის პირველი ნომერი მამუკა წოწერია აირჩიეს.

კომენტარები ()

არქივი

17 იანვარი 2018, 13:18

საქართველო

ჯანალეიძე: თურქეთთან ახალი რეგულაციები მოლაპარაკებების დასრულებამდე არ იმოქმედებს

გუშინ იყო აქტიური კომუნიკაცია, მას შემდეგ რაც ახალი რეგულაციები შემოიღო თურქეთმა. ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს. საუბარი შინაგან საქმეთა მინისტრებს შორის და გადაწყდა, რომ კონსულტაციების დასრულებამდე ახალი რეგულაციები არ იმოქმედებს.

17 იანვარი 2018, 13:16

ვიდეო

ოკუპირებული ცხინვალის რაიონის სოფელ არცევში მარეკ დუდაევი მოკლეს

17 იანვარი 2018, 13:13

ძალოვნები

სააპელაციომ ბასიანთან 3 პირის დაჭრაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა და ღამის კლუბ ბასიანთან, ერთი სამართალდამცველისა და კლუბის დაცვის ორი წევრის დაჭრაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

17 იანვარი 2018, 13:10

საქართველო

მიხეილ ჯანელიძე: თურქეთთან ახალი რეგულაციები მოლაპარაკებების დასრულებამდე არ იმოქმედებს

მხარეები შეთანხმდნენ, რომ თურქეთის სახელმწიფო საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით, 2018 წლის 1 იანვრიდან ამოქმედებულ რეგულაციებთან დაკავშირებით საქართველოსა და თურქეთის შესაბამისი უწყებები გააგრძელებენ კონსულტაციას, რომლის დასრულებამდეც აღნიშნული რეგულაციები საქართველოს მოქალაქეებზე არ გავრცელდება.

17 იანვარი 2018, 13:09

საქართველო

ხურჩა - ნაბაკევის ტერიტორიაზე რუსმა ოკუპანტებმა მავთულხლართები აიღეს

ინფორმაცია imedinews ს ხურჩის რწმუნებულმა ბადრი ხუნჯგურუამ დაუდასტურა. მისივე თქმით, უკვე რამდენიმე დღეა ე.წ.საზღვართან მავთულხლართები არ არის და რას უკავშირდება აღნიშნული, მისთვის უცნობია.

17 იანვარი 2018, 13:08

ვიდეო

პოეტ ზვიად რატიანის საქმეზე სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე იმსჯელებს

17 იანვარი 2018, 13:07

საქართველო

დავით ჭიჭინაძე: გლეხს სწავლა რომ უყვარდეს გლეხი არ იქნებოდა

"სწავლა რომ უყვარდეს ის გლეხი არ იქნებოდა რა, დამიჯერეთ სხვა ადგილს მიაგნებდა ამ ცხოვრებაში", - ასე გამოეხმაურა ქართული ოცნების დეპუტატი, დავით ჭიჭინაძე ფაროსანასთან ბრძოლის თაობაზე გარემოსა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, გიორგი ხანოშვილის განცხადებას.

17 იანვარი 2018, 13:06

ვიდეო

ე.წ „ციანიდის“ საქმეზე ბრალდების მხარე დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს

17 იანვარი 2018, 13:04

მსოფლიო

ყაზახეთმა ამერიკულ კომპანიებთან 2,5 მილიარდის კონტრაქტები გააფორმა

ყაზახეთმა ამერიკულ კომპანიებთან 2,5 მილიარდი დოლარის ღირებულების კონტრაქტები გააფორმა, – ამის შესახებ განცხადება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა. შეთანხმებებს ხელი აშშ-ში ყაზახეთის პრეზიდენტის ნურსულთან ნაზარბაევის ვიზიტის ფარგლებში მოაწერეს.

17 იანვარი 2018, 13:00

ძალოვნები

მაშველები მდინარე ჭოროხში დაკარგულ კაცს ეძებენ

სამაშველო სამსახურის ცნობით, მათთან თვითმხილველმა დარეკა და განაცხადა, რომ მდინარე ჭოროხის ზედაპირზე ადამიანი შენიშნა. მაშველებმა დაკარგული კაცის სამძებრო სამუშაოები გუშინ დაიწყეს. სამძებრო სამუშაოებში მაშველებთან ერთად მყვინთავებიც მონაწილეობენ.

17 იანვარი 2018, 12:59

მსოფლიო

ექიმი: ტრამპის გონებრივი შესაძლებლობები ნორმაშია

სამედიცინო შემოწმების შედეგად დონალდ ტრამპი აბსოლუტურად ჯანმრთელია და მისი გონებრივი შესაძლებლობები ნორმაშია, - ამის შესახებ თეთრი სახლის ექიმმა რონი ჯექსონმა განაცხადა. ჯექსონი ტრამპის პირადი ექიმიცაა, რომელიც მანამდე ბარაკ ობამას ექიმიც იყო.

17 იანვარი 2018, 12:58

საქართველო

სამებაში 21 იანვარს ჩვილთა 52-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართება

სამების საკათედრო ტაძარში 21 იანვარს ჩვილთა 52-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართება. კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე კიდევ 708 ბავშვს მონათლავს. დღეისთვის ილია მეორეს 33 894 ნათლული ჰყავს.

17 იანვარი 2018, 12:50

ძალოვნები

პროკურორი: დეკანოზის საქმეზე ანგარების მოტივით მკვლელობის მცდელობას დავადასტურებთ

მსჯავრდებული დეკანოზის გიორგი მამალაძის პროცესზე ბრალდება დასკვნით სიტყვას წარადგენს. როგორც პროკურორმა ზვიად გუბელაძემ განაცხადა, ბრალდება იმ მტკიცებულებებს გამოაქვეყნებს, რომლებიც დეკანოზის მიერ ანგარების მოტივით მკვლელობის მცდელობას ადასტურებს.

17 იანვარი 2018, 12:50

ეკონომიკა

საჯარო შესყიდვებისთვის ევროკავშირის ბაზარი იხსნება

საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმების თანახმად, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ შეიმუშავა ევროკავშირთან საჯარო შესყიდვების სფეროში ეტაპობრივი დაახლოების სამოქმედო გეგმა, რომელიც დამტკიცებულია საქართველოს მთავრობის 2016 წლის 31 მარტის #536 განკარგულებით.

17 იანვარი 2018, 12:48

ეკონომიკა

ზამთრის საკურორტო ზონებში ფრენებს ავსტრიული და გერმანული ავიაკომპანიები შეასრულებენ

ვსტრიული კომპანია „Wucher Helikopter Gmbh“ მიმდინარე წლის 15 იანვრიდან 15 აპრილამდე გუდაურისა და მესტიის ზონაში იფრენს, კერძოდ კი 3 AS 350 B3 Ecureuil-ის ტიპის თანამედროვე ვერტმფრენებით „Heli-skiing” ტურებს მოემსახურება.

17 იანვარი 2018, 12:44

ძალოვნები

სტამბოლში ყაჩაღობისას საქართველოს მოქალაქე დაიღუპა

სტამბოლში, საიუველირო მაღაზიის დაყაჩაღებისას საქართველოს ერთი მოქალაქე დაიღუპა, ერთი დაიჭრა, ორს კი ეძებენ. გამოძიების ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეები მაღაზიაში შეიჭრნენ და იარაღი ამოიღეს, მაგრამ იუველირმა თავდამსხმელებს წინააღმდეგობა გაუწია და მათ წინააღმდეგ ცეცხლი გახსნა.

17 იანვარი 2018, 12:42

ეკონომიკა

IPM: მოსახლეობის 93,3% მიიჩნევს, რომ 2018 წელი შარშანდელთან შედარებით უკეთესი იქნება

კვლევის მიხედვით, ქართველებმა საახალწლო სუფრაზე, საშუალოდ, 200-დან 300 ლარამდე დახარჯეს. ქართული საახალწლო სუფრის პირველი 5 კერძი კი ასე გამოიყურება: გოზინაყი (69%), საცივი (52,4%), ხაჭაპური (33%), გოჭის ხორცი (28,9%) და ქათმის ხორცი (25,5%).

17 იანვარი 2018, 12:40

საქართველო

თურქეთში ყოველდღიურად გადამსვლელებმა საზღვრის კვეთა განაახლეს

ქემალფაშაში დასაქმებული საქართველოს მოქალაქეებიც სამუშაო ადგილებს დაუბრნდნენ. ისინი ამბობენ, რომ აქცია დროებით შეწყვიტეს. მათი თქმით, რეგულაციებს ეწინაღმდეგებიან, თუმცა იძულებული არიან ამ პირობებშიც კი ყოველდღიურად გადალახონ საზღვარი.

17 იანვარი 2018, 12:35

ეკონომიკა

SOCAR-ი წელს საქართველოში ამორტიზებული გაზსადენების რეაბილიტაციას დაიწყებს

SOCAR Energy Georgia-ს ხელმძღვანელის მაჰირ მამედოვის თქმით, 2017 წლის დეკემბერში, SOCAR Georgia Gas-მა ახალი გაზგამანაწილებელი ქსელის მშენებლობაზე წარმატებით დაასრულა სახელმწიფოს წინაშე აღებული ვალდებულება.

17 იანვარი 2018, 12:34

ეკონომიკა

1 თებერვლიდან ღვინის ეროვნულ სააგენტოში სერტიფიცირების ელექტრონული სისტემა ამოქმედდება

ელექტრონული სისტემის დანერგვით, გამარტივდება სერტიფიცირების პროცედურები, მეწარმეს აღარ მოუწევს სააგენტოში მოსვლა. მას შეუძლია ინტერნეტის მეშვეობით შეავსოს დეკლარაცია, გააკეთოს განაცხადი და მხოლოდ მზა სერტიფიკატის ასაღებად მოვიდეს სააგენტოში.