imedi /  23 ნოემბერი 2017, 07:55 / სანდო წყარო

დღეს სამებაში ჩვილთა საყოველთაო ნათლობა გაიმართება

გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, დღეს სამების საკათედრო ტაძარში რიგით 51-ე ნათლობა ჩატარდება. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ნათლული კიდევ  670-მდე ბავშვი გახდება. მოსანათლი ბავშვებიდან 300-მდე ბავშვი მაღალმთიანი აჭარიდან - ხულო, ქედა, შუახევიდან იქნება.

პატრიარქის ინიციატივის მიზანი საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაა. ამ დროისთვის ილია მეორეს უკვე 32 635 ნათლული ჰყავს. ჩვილთა 50-ე საყოველთაო ნათლობა ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში 21 სექტემბერს ღვთისმშობლის შობის დღეს გაიმართა.

ჩვილთა საყოველთაო ნათლობა პირველად 2008 წლის 19 იანვარს გაიმართა. პატარებს ტრადიციულად საჩუქრად ნათლობის ჯვარი და ნათლობის მოწმობა გადაეცემათ. ისინი ჯვარდაწერილ ოჯახების მესამე და მომდევნო შვილები არიან.

კომენტარები ()

ყველა სიახლე

ვითარება ველისციხეში

16 დეკემბერი 2018, 14:16

საქართველო

მმართველი გუნდი ნაციონალურ მოძრაობას ინაუგურაციის ჩაშლის მცდელობაში ადანაშაულებს

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებს შეეძლოთ დასწრებოდნენ ინაუგურაციას ნაცვლდ იმისა, რომ შუბლი მიედოთ პოლიციელებისთვის.

ნინო ლომჯარია

16 დეკემბერი 2018, 14:11

საქართველო

ომბუდსმენი შსს-ს თელავის მიმართულებით მომიტინგეთა გადაადგილების უზრუნველყოფისკენ მოუწოდებს

"საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი აკვირდება მიმდინარე მოვლენებს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეისწავლის შეკრებისა და მანიფესტაციის შეზღუდვის კანონიერების საკითხს. ამავდროულად, საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებს და მოქალაქეებს, არ დაარღვიონ კანონმდებლობა, რათა შეკრება და მანიფესტაცია კონსტიტუციურ ფარგლებში წარიმართოს,"- წერია განცხადებაში.

16 დეკემბერი 2018, 14:05

ძალოვნები

შსს: კახეთში მომხდარი ინციდენტების სამართლებრივი შეფასება მოხდება

თელავში, საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიაზე დასასწრებად ქვეყანაში ჩამოსული მაღალი რანგის სტუმრებისა და დელეგაციების უსაფრთხოების დაცვის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიიღო შესაბამისი ზომები. ამის შესახებ უწყების მაღალჩინოსანმა, მამუკა ჭელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

აქცია

16 დეკემბერი 2018, 14:00

საქართველო

ნაციონალების აქციის მონაწილეები ტელეკომპანია „იმედის“ გადამღები ჯგუფის მიმართ აგრესიულები არიან

ნაციონალური მოძრაობის რამდენიმე მხარდამჭერი პირდაპირი ეთერის დროს „იმედის“ კამერას ხელით შეეხო. მათ ტელეკომპანიის ოპერატორს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და დასარტყმელად გაიწიეს.

16 დეკემბერი 2018, 13:54

საქართველო

ნიკოლა სარკოზი საქართველოშია

ცოტა ხნის წინ თბილისის აეროპორტში დაეშვა თვითმფრინავი, რომლითაც საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი საქართველოში ჩამოფრინდა. ის აეროპორტიდან პირდაპირ თელავში გაემართება, სადაც პრეზიდენტის ფიცის დადების ცერემონიას დაესწრება.

თელავი

16 დეკემბერი 2018, 13:53

ძალოვნები

შსს: ინაუგურაციაზე მიწვეული სტუმრები თელავამდე გომბორის გზით შეუფერხებლად ჩავლენ

„ინაუგურაციაზე მიწვეული სტუმრები თელავამდე შეუფერხებლად ჩავლენ, - ამის შესახებშინაგან საქმეთა სამინისტროშიაცხადებენ. როგორც უწყებაში განმარტავენ, ყველა ადამიანი, ვისაც ინაუგურაციის ცერემონიაზე დასასწრები მოსაწვევი აქვს, გომბორის გზით შეუფერხებლად შეძლებს თელავამდე ჩასვლას.

აქცია

16 დეკემბერი 2018, 13:50

საქართველო

გურჯაანში აქციის ერთ-ერთი მონაწილე შეუძლოდ გახდა

გურჯაანში სამართალდამცველებმა რამდენიმე ადგილას გადაკეტეს გზა ავტობუსებით და საპატრულო პოლიციის მანქანებით. ისინი აქციის მონაწილეებს თელავისკენ გზის გაგრძელების საშუალება არ აძლევდნენ და სხვა მიმართულებით გადაადგილებისკენ მოუწოდებდნენ. თუმცა, ოპოზიცია ალტერნატიულ გზაზე უარს ამბობს.

აქცია

16 დეკემბერი 2018, 13:35

საქართველო

თელავში ნაციონალებმა ინაუგურაციაზე მიწვეულ სტუმრებს გზა გადაუკეტეს

თუმცა, მოგვიანებით პოლიციამ სტუმრების მარშრუტი შეცვალა და ისინი ალტერნატიული გზით გაიყვანა.პარალელურად, დაძაბული ვითარებაა ​გურჯაანში, სადაც ნაციონალური მოძრაობის აქტივისტებსა და პოლიციას შორის სიტყვიერი დაპირისპირებაა.

ნიკა მელია

16 დეკემბერი 2018, 13:17

საქართველო

ნიკა მელია საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსს დაუპირისპირდა

სამართალდამცველებს საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციასთან დაკავშირებით, თელავის მიმართულებით გზა გადაკეტილი აქვთ და აქციის მონაწილეებს თელავში ჩასვლა ყვარლის გავლით შესთავაზეს, რაზეც მათგან უარი მიიღეს. ოპოზიციის წარმომადგენლებმა პოლიციის კორდონის გარღვევა ავტომობილებით სცადეს. ამასთან, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა სამართალდამცველების ავტობუსს ქვები დაუშინეს. შედეგად, ავტობუსის მინა ჩაიმსხვრა.

ვითარება კახეთში

16 დეკემბერი 2018, 13:04

საქართველო

ნაციონალურმა მოძრობამ კახეთში პროვოკაციის მოწყობა სცადა

ნაციონალურმა მოძრაობამ კახეთში პროვოკაცია სცადა. გურჯაანში აქციის მონაწილეებსა პოლიციას შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიციელებმა მათ წინასწარ გამოცხადებული ალტერნატიული გზისა და ტრანსპორტისკენ მიუთითეს.

ელისაბედ მეორე

16 დეკემბერი 2018, 13:00

საქართველო

ელისაბედ მეორე სალომე ზურაბიშვილს: მინდა მოგილოცოთ საქართველოს პრეზიდენტად ინაუგურაცია

"მინდა გულწრფელად მოგილოცოთ საქართველოს პრეზიდენტად ინაუგურაცია და ჩემი საუკეთესო სურვილები გადმოგცეთ თქვენ და ქართველ ხალხს. მოუთმენლად ველი ჩვენს ორ ქვეყანას შორის არსებული შესანიშნავ ურთიერთობათა გაგრძელებას,"- წერს დედოფალი. თელავში, სალომე ზურაბიშვილის ინუგურაცია ერეკლე მეფის სასახლის ეზოში დღეს, 15:00 საათზე დაიწყება და 40 წუთს გასტანს.

ჰეროინი

16 დეკემბერი 2018, 12:45

ძალოვნები

შსს-მ ფონიჭალაში ორი ნარკორეალიზატორი დააკავა

გამოძიება განსაკუთრებით დიდი და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ და მე-5 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.

ვითარება კახეთის გზაზე

16 დეკემბერი 2018, 12:33

საქართველო

საპროტესტო აქციის მონაწილეებმა საპოლიციო ტრანსპორტი და ტექნიკა დააზიანეს

კახეთისკენ მიმავალ საავტომობილო გზაზე გადაადგილება გართულებულია. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ წინასწარ იყო ცნობილი კახეთის გზაზე მანქანებით გადაადგილებისას შეზღუდვების შესახებ. უწყების ცნობით, ფეხით გადაადგილება ახლაც შესაძლებელია.

ენმ-ის აქცია ბათუმში

16 დეკემბერი 2018, 12:29

საქართველო

ბათუმში ქართული ოცნების ოფისთან საპროტესტო პლაკატები გააკრეს

„არა სალომეს!", „არჩევნები გაყალბებულია!" , - ინაუგურაციის პარალელურად ნაციონალური მოძრაობის წევრები აქციას ბათუმშიც მართავენ. ოპოზიცია სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტად არ აღიარებს. მათ მსვლელობა პარტიის ოფისიდან აჭარის მთავრობის სახლამდე გამართეს.

გიორგი ბოტკოველი

16 დეკემბერი 2018, 12:20

საქართველო

აქციის გასამართად შეთავაზებულ ადგილს ნაციონალური მოძრაობა არ იღებს

ნაციონალური მოძრაობის კახეთის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელის გიორგი ბოტკოველის განცხადებით, მას პოლიცია იმ ტერიტორიაზე არ უშვებს, სადაც თავდაპირველად პარტიამ აქციის გამართვა ინაუგურაციის ადგილიდან დაახლოებით 70 მეტრში დააანონსა. აღნიშნული სივრცე სახელმწიფო დაცვის ზონაში არის მოქცეული.

აქცია

16 დეკემბერი 2018, 11:59

საქართველო

პოლიციამ თელავისკენ მიმავალ ოპოზიციის კოლონებს ჩუმლაყში გზა გადაუკეტა

საპატრულო პოლიციას ბლოკირებული აქვს მთავარი მაგისტრალი, მანამდე ოპოზიციის კოლონებს გზა გადაუკეტეს გომბორის უღელტეხილზეც, ამიტომ მათ სვლა ალტერნატიული გზით განაგრძეს, თუმცა ჩუმლაყშიც მაგისტრალი გადაკეტილია.

რომან გოცირიძე

16 დეკემბერი 2018, 11:49

საქართველო

რომან გოცირიძე: ინაუგურაციაზე დასასწრებად მოსაწვევი ფრაქციის ყველა წევრმა მიიღო

" კედელი, რომელიც ახლა ჩვენ ერთმანეთისგან გვყოფს, არის „ქართული ოცნების“ 6-წლიანი მმართველობის სიმბოლო. ამის დამაგვირგვინებელი იყო პრეზიდენტის არადემოკრატიული არჩევნების გზით დასმა - ეს არის იყო ნამდვილი არჩევნები, ეს არ არის ნამდვილი პრეზიდენტი. ფრაქცია მთელი შემადგენლობით კედელს მიღმა ვიქნებით“, - განუცხადა “ინტერპრესნიუსს“ რომან გოცირიძემ.

16 დეკემბერი 2018, 11:34

საქართველო

მარგველაშვილმა ზურაბ ჭავჭავაძეს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა

მოქმედი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციაზე დასასწრებად მზადაა. ის უკვე კახეთში იმყოფება. თელავამდე გიორგი მარგველაშვილი ყვარელში იოანე ნათლისმცემლის ეკლესიაში მივიდა და პრეზიდენტის რანგში ბოლოჯერ ეროვნული გმირის წოდება ზურაბ ჭავჭავაძეს მიანიჭა.

სოფო ქაცარავა

16 დეკემბერი 2018, 11:30

საქართველო

სოფო ქაცარავა: ინაუგურაციის ღონისძიებაში მონაწილეობას ნიკა მელია ადასტურებს

"აქვე აღვნიშნავ, რომ დარწმუნებული ვარ, ჩვენი სამართალდამცავი უწყებები ყველაფერს გააკეთებენ, რათა კანონის სრული დაცვით, დღევანდელმა დღემ მშვიდ ვითარებაში ჩაიაროს. დასასრულს, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ დღევანდელი დღე საქართველოს ისტორიაში შევა, როგორც პირველი ქალი პრეზიდენტის ინაუგურაციის დღე, რომელიც ჩვენი საზოგადოების გამთლიანების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საფუძვლად უნდა იქცეს,"- თქვა ქაცარავამ.

ენმ-ის აქცია ზუგდიდში

16 დეკემბერი 2018, 11:24

საქართველო

ნაციონალური მოძრაობა ზუგდიდში აქციას მართავს

სამეგრელი-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციასთან ნაციონალური მოძრაობა საპროტესტო აქციას მართავს. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ბიძინა ივანიშვილმა ქართველ ხალხს არჩევნები მოპარა და სალომე ზურაბიშვილი ხალხის პრეზიდენტი არ არის.