imedi /  07 დეკემბერი 2017, 16:30 / სანდო წყარო

ომბუდსმენმა გახმაურებული საქმეების შესახებ ანგარიში წარადგინა

სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი, რომელსაც მუშაობის ვადა დღეს ეწურება, იმ გახმაურებული საქმეების შესახებ აკეთებს ანგარიშს, რომლებიც 2012 წლიდან დღემდე საკუთარი ინიციატივით შეისწავლა.

საქმეებს შორის მოხვდა: ბარბარე რაფალიანცის საქმე, ლაფანყურის სპეცოპერაცია, 2011 წლის 26 მაისის აქციის დაშლის საქმე, ფარული ჩანაწერების 26 ათასი ფაილის საქმე.

გთავაზობთ სახალხო დამცველის ანგარიშებს.

1. ბარბარე რაფალიანცის საქმე

სახალხო დამცველმა 2012 წლის სექტემბერში, საპარლამენტო არჩევნების წინა ღამით კახეთის რეგიონში გარდაცვლილ მცირეწლოვან ბარბარე რაფალიანცის ოჯახის წევრებთან შეხვედრის შემდეგ, საჯაროდ მოუწოდა საგამოძიებო უწყებას გამოძიების დაჩქარებისა და დამნაშავეთა დასჯის მიზნით.

მცირეწლოვან ბარბარე რაფალიანცის გარდაცვალების ფაქტზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების მიუხედავად სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისაცემი პირი დადგენილი არ არის და გამოძიება დღემდე გრძელდება. აღსანიშნავია, რომ დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსი ბავშვის დედას მიენიჭა.

2. სოლომონ ქიმერიძის საქმე

სახალხო დამცველმა მოუწოდა გამოძიების მწარმოებელ ორგანოს, ჩაეტარებინა ყოველმხრივი და ობიექტური გამოძიება, რათა დაედგინა 2012 წლის 27 თებერვალს ხაშურის პოლიციის რაიონული სამმართველოს შენობაში ბრალდებულ სოლომონ ქიმერიძეს, როგორც გარდაცვალების მიზეზი, ასევე, გარდაცვალებამდე ხომ არ დაექვემდებარა იგი არაადამიანურ ან სასტიკ მოპყრობას.

სოლომონ ქიმერიძის მიმართ პოლიციელების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები, თუმცა, კონკრეტული პირი ბრალდებულად ცნობილი არ არის.

3. 2011 წლის 26 მაისის აქციის დაშლის საქმე

სახალხო დამცველმა გამოძიებას მოუწოდა 2011 წლის 26 მაისს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის დაშლისას ადამიანის უფლებათა მასობრივი დარღვევის ფაქტების დროული გამოძიება.

მოცემულ საქმეზე სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტროს 6 მაღალჩინოსნის მიმართ. შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის მიმართ გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი, დანარჩენი 5 პირის მიმართ სისხლის სამართლის საქმეს ჯერ კიდევ იხილავს სასამართლო. საქმეზე 250-მდე პირი ცნობილია დაზარალებულად, გამოძიება გრძელდება.

4. ფარული ჩანაწერების 26 ათასი ფაილის საქმე

2013 წელს ცნობილი გახდა ათასობით უკანონოდ მოპოვებული, ფარული ჩანაწერის არსებობის შესახებ, რომელიც ინახებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროში ან/და სამართალდამცავი ორგანოების განცხადებით, ცალკეულ შემთხვევებში, აღმოჩენილი იქნა სხვადასხვა სამალავებში. მთავრობის 2013 წლის 15 აგვისტოს №206 დადგენილებით შეიქმნა უკანონო მიყურადებისა და ფარული ჩანაწერების საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისია, რომელშიც საქართველოს სახალხო დამცველი წევრის სტატუსით იყო მიწვეული.

დროებითი კომისიის 2014 წლის 31 იანვრის ანგარიშის მიხედვით, ფარული ჩანაწერების (ფაილების) სრულმა რაოდენობამ 28 687 ათასი ფაილი შეადგინა. კომისიის გადაწყვეტილებით 2013 წლის 5 სექტემბერს განადგურდა პირადი, მათ შორის, ინტიმური ცხოვრების ამსახველი ვიდეო მასალა, ხოლო 2014 წლის 29 იანვარს დროებითმა კომისიამ დაასრულა მუშაობა და უკანონო ჩანაწერების ნაწილი გამოძიებისათვის საქართველოს მთავარ პროკურატურას გადაეცა. საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციას  ფარული მიყურადებისა და თვალთვალის შედეგად მასალების მოპოვების ფაქტების ეფექტიანი გამოძიება და დამნაშავე პირების პასუხისგებაში მიცემა წარმოადგენდა.

მოცემულ ფაქტზე გამოძიება დღემდე მიმდინარეობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომელთა მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, ჩატარებული მრავალი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედების მიუხედავად სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებული არ არის.

5. ლაფანყურის სპეცოპერაციის საქმე

საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშებში გაცემული იქნა რეკომენდაციები[3] 2012 წლის აგვისტოს ბოლოს ჩატარებული ლაფანყურის სპეცოპერაციის საქმეზე ეფექტური, ობიექტური და დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარების მიზნით: სამართალდამცავთა მიერ ლეტალური ძალის გამოყენების მართლზომიერებისა და პროპორციულობის შესასწავლად გამოძიების დაწყება, სპეცოპერაციის დაგეგმვისა და განხორციელების გარემოებების გამოძიება, გამოძიების საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ ჩატარება, გარდაცვლილთა ოჯახის წევრებისთვის დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსის მინიჭება და გამოძიების პროცესში მათი ეფექტიანი მონაწილეობის უზრუნველყოფა.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისთვის წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, მოცემულ საქმეზე გამოძიებას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტი აწარმოებს საქართველოს მთავარი პროკურატურის ზედამხედველობით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, მათ შორის, მოწმის სახით დაიკითხა 300-მდე პირი, ჩაინიშნა არაერთი სახის ექსპერტიზა, ჩატარდა გარდაცვლილ პირთა ექსჰუმაცია და ჩატარდა გვამების სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, საერთაშორისო დახმარების ფარგლებში გამოთხოვილი და მიღებული იქნა მნიშვნელოვანი ინფორმაცია. სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებული არ არის. ამასთან, მოცემული საქმიდან სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომელთა მხრიდან სავარაუდო დანაშაულის ფაქტზე ცალკე წარმოებად საქმე გამოყოფილი არ არის. დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსი მინიჭებული არავის აქვს.

დღეს უჩა ნანუაშვილს უფლებამოსილების ვადა ეწურება. სახალხო დამცველის თანამდებობაზე ნანუაშვილი 2012 წლის 7 დეკემბერს დაინიშნა. მას ნინო ლომჯარია შეცვლის.

კომენტარები ()

არქივი

23 თებერვალი 2018, 16:03

საქართველო

დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი პრემიერ კვირიკაშვილს შეხვდა

პრემიერმა დანიას გადაუხადა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობაში ჩართულობისთვის, რომელიც ერთადერთ საერთაშორისო მექანიზმს წარმოადგენს და ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს ადგილზე მშვიდობის შენარჩუნებაში.

23 თებერვალი 2018, 16:01

ტექნოლოგიები

მეცნიერები: ხილის ჩაი ჯანმრთელობისთვის საშიშია

კვლევა, რომელიც ბრიტანულ სტომატოლოგიურ ჟურნალში გამოქვეყნდა წერია, რომ ექსპერიმენტი 300 ადამიანზე ჩატარდა. მეცნიერები ამბობენ, რომ ხილის ჩაი და დიეტური საასმელები, რომელიც ბევრ შაქარს შეიცავს კბილების დაშლას 11-ჯერ უფრო სწრაფად იწვევს, ვიდრე ეს ბუნებრივად ხდება.

23 თებერვალი 2018, 15:48

ვიდეო

პარლამენტში აფგან მუხთარლის საქმის საგამოძიებო კომისიის შექმნაზე მსჯელობა გრძელდება

23 თებერვალი 2018, 15:41

მსოფლიო

დიდი ბრიტანეთის დატოვების მსურველი ევროპელების რიცხვმა პიკს მიაღწია

დიდი ბრიტანეთის ეროვნული სტატისტიკის სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით, გასული წლის სექტემბრის მონაცემებით ქვეყანა 130 000-მა ადამიანმა დატოვა. პარალელურად, დროის ამ მონაკვეთში ევროკავშირის ქვეყნებიდან დიდ ბრიტანეთში საცხოვრებლად 220 000 ადამიანი გადავიდა.

23 თებერვალი 2018, 15:32

საქართველო

დევნილთა სამინისტრო უცხოეთიდან გამოძევებულ მოქალაქეებს დაეხმარება

პროგრამით გათვალისწინებულია სამშობლოში დაბრუნებული მიგრანტებისთვის შემდეგი სერვისების მიწოდება: სამედიცინო მომსახურების და მედიკამენტების დაფინანსება, სოციალური პროექტების დაფინანსება.

23 თებერვალი 2018, 15:32

საქართველო

აბიტურიენტები უნარებში მომზადებას NAEC-ისა და ილიაუნის უფასო პროექტით შეძლებენ

რუბრიკა შესაძლებლობას მისცემს აბიტურიენტებს, ზოგადი უნარების გამოცდასთან დაკავშირებულ ყველა კითხვაზე პასუხი უშუალოდ ტესტის შემქმნელებისაგან მიიღონ. პროექტის ფარგლებში განხილული იქნება სხვადასხვა ტიპის დავალებები და ტესტზე მუშაობის პრინციპები.

23 თებერვალი 2018, 15:30

საქართველო

2017 წელს საქართველოში ლტოლვილის სტატუსის მინიჭება 951 ადამიანს სურდა

როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მომართვები ჭარბობდა ეგვიპტიდან -105 პირი, ერაყიდან 93 პირი და ირანიდან 90 პირი. ამასთან, 2017 წლის განმავლობაში სტატუსი სულ მიენიჭა 89 პირს, აქედან, 53 პირს მიენიჭა ლტოლვილის სტატუსი, ხოლო 36 პირს - ჰუმანიტარული სტატუსი.

23 თებერვალი 2018, 15:19

ტექნოლოგიები

შვედეთში გარდაცვლილი ადამიანების იდენტურ რობოტებს დაამზადებენ

თავდაპირველად მეცნიერები ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით გარდაცვლილი ადამიანი ხმას აღადგენენ, რომელიც პირველ ეტაპზე მარტივ შეკითხვებზე პასუხის გაცემას ითვალისწინებს. ამ ეტაპზე კომპანია მოხალისეებს ეძებს, რომლებიც მეცნიერებს ნებას დართავს მათი გარდაცვლილი ახლობელის ასლი დაამზდონ.

23 თებერვალი 2018, 15:18

საქართველო

ტატუნაშვილის გარდაცვალების გამო, ევროპული საქართველო ე.წ. ოთხოზორიას სიის შექმნას ითხოვს

სიაში ის ადამიანები შევლენ, რომლებიც ოთხოზორიას მკვლელობასა, თუ სხვა საქმეებში დამნაშავეები არიან და რომლებიც ასევე მალავენ დამნაშავეებს. სერგი კაპანაძის განცხადებით, ცხინვალში გარდაცვლილი ტატუნაშვილის საქმეზე სახელმწიფომ უნდა მოახდინოს უმკაცრესი რეაგირება.

23 თებერვალი 2018, 15:18

ეკონომიკა

თბილისში საეჭვო წარმომავლობის 500კგ ხორცი ამოიღეს

დარღვევები დაფიქსირდა შპს „ახალ ხორცის“ საბითუმო-სარეალიზაციო ობიექტში, რის გამოც თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტორებმა 500 კილოგრამზე მეტი ვადაგასული და ჯანმრთელობის ნიშანდების გარეშე ხორცი დალუქეს.

23 თებერვალი 2018, 15:16

ვიდეო

ვინ არიან უვადოდ გამწესებული მოსამართლეები?

23 თებერვალი 2018, 15:13

საქართველო

ციხელაშვილი არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს

უკვე გააქტიურებულია ცხელი ხაზი, ფაქტის შესახებ უკვე ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები, რათა დაუყოვნებლივ დადგინდეს მისი გარდაცვალების გარემოებები და შესაბამისი რეაგირება მიეცეს ამ უმძიმეს ფაქტს,“- განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

23 თებერვალი 2018, 15:07

ვიდეო

უვადოდ 44 მოსამართლის გამწესების საკითხს არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა

23 თებერვალი 2018, 15:00

ტაბლოიდი

ჯასტინ ტრიუდოს ოჯახი ბოლივუდს "შეცდომით" ინდური საქორწილო სამოსით ეწვია

ტრიუდო, რომელიც შეხვედრებს ინდურ ნაციონალურ სამოსში მართავს, ბოლივუდში გამართულ შეხვედრაზე იმ სამოსით მივიდა, რომელსაც ინდურ ფილმებში ქორწილის დროს ატარებენ კაცები. შერვანი ინდოელი სიძეების სამოსია.ტრუდოს მეუღლეს ყვავილებით მოქარგული სარი ეცვა და მისი შვილებიც ინდურ საქორწილო სამოსში იყვნენ გამოწყობილნი. აღსანიშნავია, რომ მასპიძლები მას პიჯაკებში გამოწყობილი დახვდნენ.

23 თებერვალი 2018, 14:58

საქართველო

მდინარაძე: მუხტარლის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნაში ალოგიკური არაფერია

მუხტარლს აზერბაიჯანის სასამართლომ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის, საზღვარზე 10,000 ევროს არადეკლარირებულად გადატანასა და მესაზღვრისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო, 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

23 თებერვალი 2018, 14:56

ტექნოლოგიები

Microsoft-მა Imagine Cup 2018-ზე განაცხადების მიღება დაიწყო

პროექტი ნიჭიერ ახალგაზრდებს საკუთარი პოტენციალის გამოვლენაში ეხმარება. Imagine Cup 2018-ის ადგილობრივი ტურის ფარგლებში, ექსპერტთა ჟიური გამორჩეულ იდეებს შეაფასებს. ამისვის დაინტერესებულმა საკუთარი პროექტი ინგლისურ ენაზე უნდა წარადგინოს. საპრიზო ფონდი 100 000 დოლარია.

23 თებერვალი 2018, 14:48

ძალოვნები

ოკუპირებულ ცხინვალში საქართველოს მოქალაქის გარდაცვალებაზე სუსი განცხადებას ავრცელებს

სუსი საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებს მომხდარზე მყისიერი და პრინციპული რეაგირებისკენ მოუწოდებს. ასევე მოითხოვს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ცხელი ხაზის მეშვეობით, დეფაქტო ხელისუფლების და რუსეთის საოკუპაციო ძალების მხრიდან, არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების და ყველა ზემოთხსენებული პირის დაკავების შესახებ ზუსტი და ამომწურავი ინფორმაციის მიღებას.

23 თებერვალი 2018, 14:37

ძალოვნები

შსს-მ ბოლო ერთ კვირაში გახსნილი საქმეების სტატისტიკა გამოაქვეყნა

უწყების ცნობით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები და იარაღი ამოიღეს. გამოვლინდა ქურდობის და თანხის გამოძალვის ფაქტები.

23 თებერვალი 2018, 14:23

ვიდეო

ბიბლიოთეკის რეფორმაზე მსჯელობა გრძელდება

23 თებერვალი 2018, 14:17

ძალოვნები

თემქაზე მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები ხდება ცნობილი

თემქაზე, ახალგაზრდა გოგოს მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი დანაშაულს იბრალებდეს. როგორც ადვოკატმა ნაირა ოტიაშვილმა განაცხადა, ის დაკავებულს ჯერ არ შეხვედრია და შესაბამისად, დადასტურებულად არ იცის, აღიარებს თუ არა ის დანაშაულს. ოტიაშვილის თქმით, ის ჯერ არც საქმის მასალებს არ იცნობს.