imedi /  07 დეკემბერი 2017, 17:04 / სანდო წყარო

ლიცენზირებული ავტოსკოლები მართვის მოწმობის წესის შეცვლაზე არ გაუფრთხილებიათ

ლიცენზირებული ავტოსკოლების ხელმძღვანელები მართვის მოწმობის წესის შეცვლაზე არ გაუფრთხილებიათ. ერთ-ერთი ავტოსკოლის ხელმძღვანელი მადონა მენთეშაშვილი ამბობს, რომ რაიმე ცვლილების შემთხვევაში ავტოსკოლებისთვის ინფორმაცია 1 თვით ადრე უნდა მიეწოდებინათ, შესაბამისად, ის ამბობს, რომ მართვის მოწმობის გამოცდის წესი ახალი წლიდან არ შევა ძალაში.

"ავტორიზებული სკოლები 4 კვირით ადრე უნდა იყვნენ ინფორმირებულნი, ანუ დაახლოებით 1 თვით ადრე მაინც გაავრცელებდნენ ოფიციალურ ინფორმაციას და გარკვეულ თარიღსაც ზუსტად იტყოდნენ. ჩვენი ინფორმაციით, თეორიული ნაწილის ჩაბარების წესის შეცვლას არ ველოდებით. ველოდებით მხოლოდ პრაქტიკულის შეცვლას. ანუ თეორიულ გამოცდას არსებული წესით ჩააბარებენ, შემდეგ ჩააბარებენ მოედანს და მესამე ელემენტად ემატება ქალაქი. იანვრიდან სავარაუდოდ ეს ყველაფერი არ იქნება. ზოგადად მოსწავლის დარეგისტრირება რუსთავში ხდება, დღესაც ვიყავი მომსახურების სააგენტოში და არავის უთქვამს, რომ რამე ცვლილებებია კანონმდებლობაში",- განაცხადა მადონა მენთეშაშვილმა.

ავტოსკოლის ხელმძღვანელი ამბობს, რომ გამოცდის ჩაბარების არსებულ სისტემას დაემატება მესამე ელემენტი - ქალაქში სწავლება.

"მოედანზე ტარება შედარებით მარტივია და მოსწავლე მარტივად აბარებს, თუმცა ამის შემდეგ ქალაქში გასასვლელად მზად არ არის. ამიტომ საჭიროა შესაბამისი ცოდნის გაზრდა, რომ მართვის მოწმობის აღების შემდეგ თავისუფლად შეძლოს ქალაქში მოძრაობა",-აღნიშნა ავტოსკოლის ხელმძღვანელმა და დასძინა, რომ ცვლილების მოლოდინის ფონზე, მართვის მოწმობის გამოცდაზე გასვლის მსურველთა რაოდენობა მკვეთრად არ გაზრდილა.

"ეკო ტრანსპორტ ცენტრის" აღმასრულებელმა დირექტორმა ვასო ურუშაძემ დღეს თქვა, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაციით, 1 იანვრიდან მართვის მოწმობის საგამოცდო ბილეთების რაოდენობა შესაძლოა გაიზარდოს

შეგახსენებთ, რომ მძღოლებს, რომელთაც 100 ქულა ამოეწურათ, მართვის მოწმობის ხელახლა ასაღებად გამოცდის ჩაბარება მოუწევთ. ამისათვის მათ თეორიული და პრაქტიკული გამოცდა უნდა ჩააბარონ. ხოლო გადაბარების შემდეგ ქულების კვლავ განულების შემთხვევაში უფრო მკაცრი სანქციებია.

არქივი

21 ივნისი 2018, 01:19

ტექნოლოგიები

Facebook-ის ჯგუფები შესაძლოა მალე ფასიანი გახდეს

სოცქსელი ჯგუფის ადმინისტრატორებს ნებას დართავს თანხა 4.99-დან 29.99 დოლარამდე განსაზღვრონ. ერთ-ერთი ინფორმაციით, ძველებურად იარსებებს უფასო ჯგუფებიც. მაგალითად, ბლოგერი, რომელიც მოდაზე წერს შესაძლოა მისსავე ჯგუფში გაწევრიანება ფასიანი გახადოს და მსურველს ყოველთვიურად 14,99 დოლარი დააწესოს.

21 ივნისი 2018, 00:39

მსოფლიო

რუსეთის საგარეო უწყებამ ჟენევის მოლაპარაკებების 44-ე რაუნდი შეაფასა

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ მოლაპარაკებების დროს რუსეთმა, ასევე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დეფაქტო მთავრობების წარმომადგენლებმა რეგიონში ნატოს წარმომადგენლების გააქტიურებასთან დაკავშირებით უკმაყოფილება გამოთქვეს.

21 ივნისი 2018, 00:16

სპორტი

ესპანეთის ნაკრებმა ირანი დაამარცხა

ფეხბურთის მსოფლიო ჩემიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე წრეში ესპანეთის ნაკრები დაამარცხა. მატჩი მინიმალური ანგარიშით 1:0 დასრულდა. ერთადერთი გოლი 54-ე წუთზე დიეგო კოშტამ გაიტანა.

21 ივნისი 2018, 00:16

მსოფლიო

ტრამპმა მიგრანტების ოჯახის წევრთა დაშორება განკარგულებით აკრძალა

დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც კრძალავს მიგრანტების ოჯახის წევრების დაშორებას საზღვარზე. სავარაუდოდ, საზღვრის არალეგალურად გადაკვეთის გამო დაკავებული მშობლები შესაბამის დაწესებულებაში შვილებთან ერთად იქნებიან.

20 ივნისი 2018, 23:59

ტექნოლოგიები

Instagram-მა ხანგრძლივი ვიდეოს ატვირთვის ფუნქცია დაამატა

ამისთვის Facebook-ის კუთვნილმა კომპანიამ აპლიკაციაში IGTV-ი შექმნა. IGTV Instagram-ის აპლიკაციაში, Explore განყოფილებაში იქნება ინტეგრირებული. მასში მომხმარებელი 4k რეზოლუციისა და 60 წუთის ხანგრძლივობის ვიდეოს ატვირთვას შეძლებს.

20 ივნისი 2018, 23:54

მსოფლიო

დონალდ ტრამპი ელისაბედ მეორეს 13 ივლისს შეხვდება

დედოფალთან შეხვედრის პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ტრამპი დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრ ტერეზა მეისაც შეხვდება. მედიაში გავრცელებული ინფორმაცია დიდ ბრიტანეთში აშშ-ის ელჩმა დაადასტურა. ტრამპა დიდ ბრიტანეთში გასულ წელსაც უნდა ჩასულიყო, თუმცა აუდიენცია მაშინ ჩაიშალა.

20 ივნისი 2018, 23:46

საქართველო

მარსზე შესაძლოა ქართული ვაზი გააშენონ

საკითხზე სპეციალურად შექმნილი საინიციატივო ჯფუფი მუშაობს. მარსის კოლონიზაციის პროექტის ფარგლებში ლაბორატორია სექტემბრიდან დაიწყებს მუშაობას და ვაზის სპეციალურ ჯიშებს გამოიყვანს. თემაზე პრეზენტაციას დღეს ჯანაშიას სახელობის მუზეუმმა უმასპინძლა.

20 ივნისი 2018, 23:43

ძალოვნები

გლდანში ქალი მე-7 სართულიდან გადავარდა

თბილისში შუახნის ქალი მე-7 სართულიდან გადავარდა და დაიღუპა. შემთხვევა გლდანის მე-7 მკ/რნ-ში მოხდა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები.

20 ივნისი 2018, 23:30

საქართველო

ხვალ პარლამენტში „ბავშვის კოდექსის“ განხილვა გაიმართება

კომიტეტის თავმჯდომარის სოფო კილაძის განცხადებით, “ბავშვის კოდექსის“ მთავარი ხაზი არის ბავშვის უფლებების განმტკიცება ეროვნული ინტერესებისა და საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით.

20 ივნისი 2018, 23:13

მსოფლიო

გერმანია რუსეთს ენერგოკომპანიებზე კიბერთავდასხმაში ადანაშაულებს

როგორც ჰანს-გეორგ მასენმა განმარტა, გერმანიის ენეგროკომპანიებზე განხორციელებულ კიბერთავდასხმაში რუსეთის კვალს მიაგნეს. მასშტაბური კიბერთავდასხმა გერმანიაში 13 ივნისს მოხდა. ჰაკერებმა გერმანული ენერგოკომპანიის სისტემაში შეაღწიეს.

20 ივნისი 2018, 22:58

სპორტი

ცნობილი ამერიკელი რესტლერი ბიგ ვან ვეიდერი გარადაიცვალა

აშშ-ში ცნობილი რესტლერი ლეონ უაითი გარდაიცვალა, რომელიც ბიგ ვან ვეიდერის ფსევდონიმით იყო ცნობილი. სპორტსმენი 63 წლის იყო. რესტლინგის გარდა, ის ამერიკულ ფეხბურთშიც ასპარეზობდა.

20 ივნისი 2018, 22:47

მსოფლიო

ტერეზა მეიმ Brexit-თან დაკავშირებულ მნიშვნელოვან კენჭისყრაში გაიმარჯვა

დღეს დეპუტატებმა საკანონმდებლო ორგანოს ქვედა პალატაში Brexit-ის დროს ევროკავშირსა და დიდი ბრიტანეთს შორის მიღწეულ შეთანხმებაზე ვეტოს დადების უფლება ვერ მოიპოვეს. დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს 2019 წლის 29 მარტს დატოვებს.

20 ივნისი 2018, 22:30

კულტურა

300 ფილმიდან ცეკვის სცენები ერთ ვიდეოში გააერთიანეს

ვიდეოში ისეთი ფილმების ეპიზოდები მოხვდა, როგორებიცაა "ლამაზმანი და ურჩხული“, „ტიტანიკი“, „კრიმინალური საკითხავი“, „ფართოდ დახუჭული თვალები“, „ლობსტერი“, „პიკის საათი“, „შრეკი“, „მექანიკური ფორთოხალი“ და სხვები.

20 ივნისი 2018, 22:12

კულტურა

გაერთიანების შემდეგ ABBA-მ პირველი ფოტო Instagram-ზე გამოაქვეყნა

შვედური მუსიკალური ჯგუფი წლის ბოლომდე ორ ახალ სიმღერას წარადგენს. უახლოეს მომავალში კი ABBA-ს მსოფლიო ტურნე გაიმართება, სადაც ჯფუფის წევრები ძველ და ახალ რეპერტუარს მაყურებელს ვირტუალურად წარუდგენენ. ამისთვის ისინი მანამდე „სილიკონ ველის“ ესტუმრნენ.

20 ივნისი 2018, 21:59

სპორტი

ურუგვაის გამარჯვებამ რუსეთის ნაკრებს ფლეიოფის საგზური მოუტანა

ერთადერთი გოლი 23-ე წუთზე ლუის სუარესმა გაიტანა. ურუგვაის გამარჯვებამ რუსეთის ნაკრებს ფლეიოფის საგზური მოუტანა. ეგვიპტის დამარცხების შემდეგ რუსებს ურუგვაის გამარჯვება ან ფრე სჭირდებოდა.

20 ივნისი 2018, 21:58

ვიდეო

ქრონიკა 20:00 საათზე - 20 ივნისი, 2018 წელი

20 ივნისი 2018, 21:57

ვიდეო

დემოკრატები და რესპუბლიკელები ნოემბრის შუალედური არჩევნებისთვის ემზადებიან

20 ივნისი 2018, 21:53

ვიდეო

მერია დაუსრულებელი მშენებლობების პრობლემების მოგვარებაზე იმუშავებს

20 ივნისი 2018, 21:51

ვიდეო

წითელ პლანეტაზე მცენარეების კულტივაციით უკვე საქართველოც დაინტერესდა

20 ივნისი 2018, 21:49

ვიდეო

106 ქვეყნიდან მხოლოდ საქართველოსა და განაში ახალგაზრდები ხანშიშესულებზე უფრო რელიგიურები არიან