imedi /  07 დეკემბერი 2017, 17:17 / სანდო წყარო

ხულოში ხანძრით დაზარალებულ ოჯახებს ფინანსურად დაეხმარებიან

ხანძარი სოფელ
ტუნაძეებში

ხანძარი სოფელ
ტუნაძეებში

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ტუნაძეებში გაჩენილი ხანძრით დაზარალებულ ოჯახებს მუნიციპალიტეტის მერია ფინანსურად დაეხმარება. ამის შესახებ "გაზეთი ბათუმელები" წერს.

ხულოს მერის გოჩა მელაძის თქმით, დაზარალებული ოჯახები 5 000 ლარს ხულოს მერიისგან,  5 000 ლარს კი აჭარის მთავრობისგან მიიღებენ.

„ხანძრით დაზარალებულ ორივე ოჯახს ფართობი იმავე სოფელში დავუქირავეთ, მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა ფინანსური დახმარებით, დაზარალებულებს პირველადი საჭიროების ნივთები და საკვები პროდუქტი მივუტანეთ, სოლიდარობა გამოიჩინა სოფლის მოსახლეობამაც. რაც შეეხება ფინანსურ დახმარებას, ფინანსური დახმარება რომ გავუწიოთ მათ, დოკუმენტაციას ვაგროვებთ. პირველ ეტაპზე 10 000 ლარს ის ორი ოჯახი მიიღებს, რომლებიც ღია ცის ქვეშ დარჩნენ. რაც შეეხება მესამე ოჯახს, რომლის საცხოვრებელი სახლი სასწავლო პროცესისთვის გამოიყენებოდა, ვსწავლობთ მის მდგომარეობას. კანონის შესაბამისად ვიმოქმედებთ,“ – განაცხადა ხულოს მერმა.

3 დეკემბერს ხულოს სოფელ ტუნაძეებში მდებარე სკოლა და სამი საცხოვრებელი სახლი დაიწვა

კომენტარები ()

ყველა სიახლე

13 დეკემბერი 2018, 21:04

საქართველო

ირაკლი კობახიძე ბიძინა ივანიშვილზე გიორგი მარგველაშვილის განცხადებას პასუხობს

ირაკლი კობახიძე პრეზიდენტის კიდევ ერთ განცხადებას ეხმიანება. გიორგი მარგველაშვილის თქმით, სწორი და ადეკვატური იქნებოდა, თუ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ქვეყნის პრემიერმინისტრი გახდებოდა.

13 დეკემბერი 2018, 21:04

საქართველო

ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზაზე მოძრაობა აიკრძალა

ახალქალაქი-კარწახის (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ1-კმ36 მონაკვეთზე მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა აიკრძალა.

13 დეკემბერი 2018, 20:56

საქართველო

სალომე ზურაბიშვილი ინაუგურაციის სცენარს გაეცნო

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაცია თელავში კვირას, 16 დეკემბერს გაიმართება. შაბათს კი დაგეგმილია გენერალური რეპეტიცია. სალომე ზურაბიშვილმა დღეს მედიასთან კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ უკვე გაეცნო სცენარის დეტალებს და ასევე, სტუმართა სავარაუდო სიას.

13 დეკემბერი 2018, 20:53

საქართველო

რა ვითარებაა გუდაურის გზაზე

გუდაური-კობის მონაკვეთი ჩაკეტილია. მოძრაობა აკრძალულია ყველა ტიპის ტრანსპორტისთვის. ავტო-საგზაო მიმოსვლა შეზღუდული იყო მლეთა-გუდაურის მონაკვეთზეც, თუმცა გზის გაწმენდის შემდეგ მოძრაობა დღის პირველ ნახევარშივე აღდგა.

ტერეზა მეი

13 დეკემბერი 2018, 20:49

მსოფლიო

ტერეზა მეი მომავალ არჩევნებზე „კონსერვატიულ პარტიას“ აღარ უხელმძღვანელებს

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის განმარტებით, პოლიტიკურ პარტიას ურჩევნია არჩევნებზე ბრძოლა სხვა ლიდერთან ერთად განაგრძოს. მანამდე „კონსერვატიულ პარტიაში“ მეისთვის უნდობლობის გამოცხადებაზე კენჭისყრა გაიმართა, სადაც 200-მა თანაგუნდელმა ლიდერს ნდობა გამოუცხადა, 117 კი წინააღმდეგი წავიდა.

13 დეკემბერი 2018, 20:45

საქართველო

პარლამენტში უმრავლესობის დახურული სხდომა მიმდინარეობს

რამდენიმე წუთის წინ პარლამენტში უმრავლსეობის სხდომა დაიწყო. „ქრონიკის“ ინფორმაციით, სხდომაზე ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხია კონსტიტუცია, რომელიც 16 დეკემბრიდან ამოქმედდება. ამას გარდა დეპუტატები იმსჯელებენ რეგიონული განვითარების პროცესში პარლამენტისა და მთავრობის მეტი ჩართულობის შესახებ.

13 დეკემბერი 2018, 20:37

მსოფლიო

ინდიანას შტატში სკოლაში მოზარდი იარაღიდან გასროლით გარდაიცვალა

შემთხვევა ადგილობრივი დროით დილის 8 საათზე მოხდა. სულ სკოლაში 1393 მოსწავლე სწავლობს. პოლიციამ სკოლის მოსწავლეების ევაკუაცია მოახდინა. სროლისას არავინ დაზარალებულა. რა გახდა თვითმკვლელობის მიზეზი უცნობია.

გუდაური

13 დეკემბერი 2018, 20:26

ეკონომიკა

ეკონომიკის სამინისტრომ გუდაურში 16 ახალი სასტუმროს აშენებაზე ნებართვა გასცა

2018 წლის განმავლობაში გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე 16 სასტუმროს მშენებლობის ნებართვა გაიცა. მშენებლობები 2019-2020 წლებში უნდა დასრულდეს. სასტუმროებს ორგანიზაციები და კერძო პირები აშენებენ.

Opera კრიპტოვალუტა

13 დეკემბერი 2018, 20:23

ტექნოლოგიები

Opera-მ Android-ზე კრიპტოვალუტის საფულე აამოქმედა

სიახლის მეშვეობით ბარუზერის მომხმარებლები შეძლებენ Android-ზე კრიპტოვალუტა სურვილისამებრ გამოიყენონ. ამ დროისთვის სერვისი ხელმისაწვდომი არ არის iOS-ზე. Opera პირველი იყო, რომელმაც ფუნქციის ამოქმედების შესახებ ჯერ კიდევ ივლისში განაცხადა.

13 დეკემბერი 2018, 20:23

საქართველო

ახალი რეგლამენტი დეპუტატთა ქცევას დაარეგულირებს და სიძულვილის ენას აკრძალავს

გარდა იმისა, რომ ის დეპუტატი, რომელიც პარლამენტის სხდომების ნახევარზე მეტს გააცდენს, მანდატს დაემშვიდობება, ამოქმედდება ახალი რეგლამენტიც, რომელიც დეპუტატთა ქცევას დაარეგულირებს. რეგლამენტის თანახმად მათ ეკრძალებათ ღირსების შემლახავი გამოსვლები და ქმედება, ასევე სიძულვილის ენის გამოყენება.

Black Sea Arena

13 დეკემბერი 2018, 20:07

საქართველო

ევროპის პრესტიჟულ არქიტექტურულ პრემიაზე საქართველოდან 8 შენობა წარადგინეს

383 პროექტს შორის, რომლებიც 2019 წელს ევროპის პრესტიჟულ არქიტექტურულ პრემიაზეა წარდგენილი, 8 ქართული შენობა მოხვდა, მათ შორის გახლავთ შეკვეთილში მდებარე საკონცერტო სივრცე Black Sea Arena. ჩამონათვალში ასევე არის Moxy Hotel Tbilisi, Fabrika Tbilisi, Tbilisi Park Hotel და სხვა რამდენიმე შენობა.

13 დეკემბერი 2018, 19:55

მსოფლიო

გერმანიაში პოლიციამ ავტობანზე დაყრილი ფულის გამო გზა გადაკეტა

პოლიციამ გზა მას შემდეგ გადაკეტა, რაც ერთ-ერთმა მგზვარმა მათ შეატყობინა, რომ ავტობანზე ფულის ბანკნოტები ცვიოდა. სულ პოლიციელებმა გზაზე 900 ევრო და ცარიელი საქაღალდე იპოვეს. პოლიციის წარმომადგენელი ამბობს, რომ შესაძლოა მძღოლმა საფულე მანქანის თავზე შემოდო და შემდეგ გზა ისე გააგრძელა, რომ ის დაავიწყდა. პოლიცია ამ დრომდე ეძებს მძღოლს, რომელმაც საფულე დაკარგა.

მაიკლ კოენი

13 დეკემბერი 2018, 19:44

მსოფლიო

ტრამპი: კოენისთვის კანონის დარღვევა არ მითხოვია

დონალდ ტრამპი მაიკლ კოენის დაპატიმრებას სოციალური ქსელით გამოეხმაურა. მისი განცხადებით, მას ყოფილი ადვოკატისთვის კანონის დარღვევა არასდროს უთხოვია.

სალომე ზურაბიშვილის

13 დეკემბერი 2018, 19:32

საქართველო

ზურაბიშვილს გიორგი მარგველაშვილის საქმიანობის შეფასება არაკორექტულად მიაჩნია

სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ მის ადმინისტრაციასა და გუნდს მომავალი კვირიდან დააკომპლექტებს. აქვე ზურაბიშვილი განმარტავს, რომ ინაუგურაციამდე მაას არ აქვს უფლება, ვინმეს შესთავაზოს თანამდებობა.

სალომე ზურაბიშვილი

13 დეკემბერი 2018, 19:25

საქართველო

სალომე ზურაბიშვილი საქართველო-რუსეთის ურთიერთობაზე გრიგორი კარასინს პასუხობს

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის განცხადებას პასუხობს. კარასინმა დღეს თქვა, რომ საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ საქართველოს მხრიდან რუსეთის მიმართ მტრული რიტორიკის შემცირებას იმედოვნდებდა.

მშობიარობა

13 დეკემბერი 2018, 19:24

ტაბლოიდი

Turkish Airlines-ის რეისზე ქალმა ქმრისა და ეკიპაჟის დახმარებით13000 მეტრის სიმაღლეზე იმშობიარა

კონგოელმა ქალმა Turkish Airlines-ის ავიარეისზე, რომელიც სტამბოლის მიმართულებით ასრულებდა რეისს, ბორტზე იმშობიარა. 21 წლის ორსულს მშობიარობის ტკივილები აფრენიდან სამი საათის შემდეგ, 13 000 მეტრის სიმაღლეზე დაეწყო.

ჩრდილოეთ ნაკადი 2

13 დეკემბერი 2018, 19:23

მსოფლიო

ჩრდილოეთ ნაკადი 2-ის წინააღმდეგ ევროპარლამენტის რეზოლუციას ოფიციალური მოსკოვი გამოეხმაურა

მარია ზახაროვას თქმით, ევროპარლამენტარებს, ვინც რუსულ გაზზე უარს ამბობს, ან გლობალური დათბობის იმედი აქვთ, ან შეშით აპირებენ გათბობას. ევროპარლამენტმა გაზსადენის პროექტის „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ მშენებლობის შეწყვეტის მოწოდებით რეზოლუცია მიიღო.

ტეილორ სვიფტი

13 დეკემბერი 2018, 19:16

ტექნოლოგიები

ტეილორ სვიფტის კონცერტზე სახის ამომცნობი ტექნოლოგია გამოიყენეს

სახის ამომცნობი ტექნოლოგიის შესახებ ბევრი გვსმენია. მოწყობილობა აეროპორტებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში ან თუნცდაც სმარტფონებშია ჩაშენებული, როგორც მობილური ტელეფონის განბლოკვის ერთ-ერთი საშუალება, თუმცა კონცერტებზე მისი გამოყენების შემთხვევა აქამდე არ დაფიქსირებულა.

თამარ მეარაყიშვილი

13 დეკემბერი 2018, 19:15

საქართველო

ახალგორელ სამოქალაქო აქტივისტს თამარ მეარაყიშვილს ადამიანის უფლებათა ჯილდო გადაეცა

ახალგორში მცხოვრებ სამოქალაქო აქტივისტს, თამარ მეარაყიშვილს საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩომ ადამიანის უფლებათა ჯილდო და ფულადი პრემია გადასცა. მასთან ერთად ჯილდოები და პრემიები, საფრანგეთის და ნიდერლანდების საელჩოებმა, სხვა ორგანიზაციებსა და სამოქალაქო აქტივისტებსაც გადასცეს.

ჰოსპისი

13 დეკემბერი 2018, 18:57

საქართველო

ჰოსპისებში სამედიცინო საქმიანობა კანონით დარეგულირდება

აკაკი ზოიძის განმარტებით, კანონპროექტის უმთავრესი მიზანი ზოგიერთი დეფინიციის კორექტირებაა, რომელიც მოძველებულია, ასევე მისი მიზანია ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის და სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა