imedi /  20 დეკემბერი 2017, 16:57 / სანდო წყარო

ჯანელიძემ ნატოში ინტეგრაციის გზაზე მიღწეულ შედეგებზე ილაპარაკა

მიხეილ ჯანელიძე

მიხეილ ჯანელიძე

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით ნატოში გაწევრიანება საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი ამოცანა და საქართველოს უსაფრთხოების განმტკიცებისა და სტაბილური განვითარების წინაპირობაა.

ამის შესახებ მიხეილ ჯანელიძემ პარლამენტში დიასპორის და კავკასიის საკითხთა, ევროინტეგრაციის კომიტეტისა და საგარეო საქმეთა კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, სადაც საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტებზე საუბრისას მიმოიხილა ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხები.

ჯანელიძის განცხადებით, საქართველო მიზანმიმართულად გააგრძელებს ძალისხმევას, რათა ქვეყანამ ასპირანტის სტატუსი მაქსიმალურად გამოიყენოს შემდგომი ნაბიჯების გადასადგმელად და ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების შესასრულებლად. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრები ერთხმად აღიარებენ საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს, როგორც ნატოს სტანდარტებთან თავსებადობის, ისე დემოკრატიის კონსოლიდაციისა და ეკონომიკური განვითარების კუთხით.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ევროატლანტიკური მიმართულებით 2017 წლის მნიშვნელოვან შედეგებად მინისტრმა დაასახელა ის მაღალი დონის ვიზიტები და ღონისძიებები, რაც გაიმართა მიმდინარე წელს, ესენია: ნატოს სამხედრო კომიტეტის სტუმრობა, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია, ნატო-საქართველოს კომისიის (NGC) ოცზე მეტი სხდომა, მათ შორის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრების დონეზე.

მისივე განცხადებით მნიშვნელოვანი იყო, რომ ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალის ფარგლებში, სადაც მიმდინარეობდა ღია კარის პოლიტიკაზე მსჯელობა, გაიმართა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა და საქართველომ პარტნიორებისგან მიიღო ნატოში გაწევრიანების მკაფიო მხარდაჭერა.

მინისტრის თქმით შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხზე ნატო-საქართველოს პრაქტიკული თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით მიმდინარე მუშაობა მნიშვნელოვანია და ამ მიმართულებით კონკრეტულ წინადადებებზე მიდის მოლაპარაკება და განხილვა.

მისი თქმით, ნატოში ინტეგრაციის გზაზე უახლოესი წლების პრიორიტეტად დასახელდა: მომავალი წლის ნატოს სამიტზე საქართველოს ნატოში გაწევრიანების პროცესში პოლიტიკური და პრაქტიკული თვალსაზრისით მაქსიმალურად შესაძლო პროგრესის დაფიქსირება; სამიტზე ყველა სათანადო ფორმატში საქართველოს წარმოდგენა შესაბამის დონეზე; შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით ნატოსთან ურთიერთმომგებიანი პრაქტიკული თანამშრომლობის განვითარება; ალიანსთან მაღალი დონის შეხვედრებისა და აქტიური პოლიტიკური დიალოგის უზრუნველყოფა; ნატო-საქართველოს კომისიის, წლიური სამოქმედო გეგმის და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის გამოყენებით ალიანსში გაწევრიანების პროცესის შემდგომი წინსვლა, როგორც პოლიტიკური, ასევე პრაქტიკული თვალსაზრისით.

ყველა სიახლე

მარნეულის სასურსათო ქარხანა

23 აგვისტო 2019, 17:07

ეკონომიკა

მარნეულის ქარხანამ წითელი ტყემალი შემოწმებისთვის გერმანიის ლაბორატორიაში გააგზავნა

მარნეულის სასურსათო ქარხანამ თავისი წარმოების წითელი ტყემალი შემოწმებისთვის გერმანიის ფრეზენიუსის ინსტიტუტის ლაბორატორიაში გააგზავნა. მარნეულის სასურსათო ქარხანამ წითელი ტყემლის ნიმუშები აიღო და გერმანიის ლაბორატორიაში გააგზავნა. შემოწმდება წითელი ტყემალი და წარმოებაში გამოყენებული წიწაკა. პროდუქტის რეალიზაცია დროებით შეაჩერა.

კობა გვენეტაძე 
Global Finance Magazine-ის
დაჯილდოებაზე

23 აგვისტო 2019, 17:00

ეკონომიკა

ეროვნულ ბანკს 50-მილიონიანი ოფისის მშენებლობის გამო აკრიტიკებენ

ეკონომკური სირთულეებისა და ლარის კურსის ისტორიული გაუფასურების ფონზე სებ-ის გადაწყვეტილებას საზოგადოების დიდი ნაწილის კრიტიკა მოჰყვა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძისადმი ბოლოდროინდელი პრეტენზიების გრძელ სიას ახალი ოფისის მიზანშეუწონლობის თემაც დაემატა.

ვიქტორ სანიკიძე

23 აგვისტო 2019, 16:59

სპორტი

ვიქტორ სანიკიძემ შესაძლოა „არისში“ იმუშავოს

ვიქტორ სანიკიძე შესაძლოა საბერძნეთის საკალათბურთო კლუბის, „არისის“ ტექნიკურ დირექტორად დაინიშნოს. ამის შესახებ ინფორმაციას ბერძნული ვებ-გვერდი, „სპორტ ეფემი“ ავრცელებს. „არისი“ სერიოზულ ფინანსურ კრიზისში იმყოფება და კლუბის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ სანიკიძე გუნდს რთული ვითარებიდან გამოიყვანს.

მანაკორის სასაფლაო

23 აგვისტო 2019, 16:52

მსოფლიო

ესპანეთში ერთ-ერთ სასაფლაოზე ჩაკეტილ ოთახებში ასობით ცხედარი იპოვეს

ესპანეთში, კუნძულ მაიორკაზე, ქალაქ მანაკორში, ერთ-ერთ სასაფლაოზე ჩაკეტილ ოთახებში ასობით დაუმარხავი ცხედარი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, ადგილობრივმა ჩინოვნიკებმა სასაფლაოს შემოვლისას ჩაკეტილი ოთახები აღმოაჩინეს. სასაფლაოს პერსონალს ოთახების გასაღები არ ჰქონდა, ამიტომ ინსპექტორებს კარების გატეხვა მოუხდათ.

მურას ტომი

23 აგვისტო 2019, 16:42

მსოფლიო

ამაზონის ტყეში მცხოვრები მურას ტომი თავისი მიწის დატოვებას არ აპირებს

ამაზონის ტროპიკულ ტყეში მცხოვრები მურას ტომის წარმომადგენლები თავიანთ მიწას სიცოცხლის ფასადაც არ დატოვებენ. ამის შესახებ მათ სააგენტო Reuter's-თან საუბარში განაცხადეს. დედამიწის ფილტვებად“ წოდებულ ამაზონის ტყეში ბოლო ათწლეულების მანძილზე ყველაზე ძლიერი ხანძარი უკვე მე-17 დღეა მძვინვარებს.

23 აგვისტო 2019, 16:42

ტექნოლოგიები

ჩინეთში კაცს 30 წელი თავში 10 სანტიმეტრიანი ჭია ჰყავდა

ჩინეთში კაცმა 30 წლის განმავლობაში თავში იცხოვრა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდებოდა ვიდრე ექიმმა კომპიუტერული ტომოგრაფიის გადაღება არ დაუნიშნა. კაცს თავის ტკივილები სტანჯავდა, შემდეგ კი ეპილეფსიის შეტევა დაემართა და პერიოდულად გონებას კარგავდა.

ბირთვული ელექტროსადგური

23 აგვისტო 2019, 16:40

მსოფლიო

რუსეთმა მცურავი ბირთვული ელექტროსადგურიც შექმნა

რუსეთმა მსოფლიოში პირველი მცურავი ბირთვული ელექტროსადგური შექმნა, - ინფორმაციას BBC რუსეთის ბირთვულ სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს. კერძოდ, მცურავი ბირთვული ელექტროსადგური მურმანსკის არქტიკული პორტიდან შორეულ აღმოსავლეთში - ჩუკოტკამდე იმოძრავებს. ეს მანძილი 5000 კილომეტრს მოიცავს. იდეა ელექტროენერგიის მიწოდებას ეფუძნება.

ტურისტი

23 აგვისტო 2019, 16:25

ეკონომიკა

საქართველოს მოქალაქეებმა საზღვარგარეთ 6 თვეში 617.5 მილიონი ლარი დახარჯეს

საქსტატი გამყვანი ტურიზმის სტატისტიკას აქვეყნებს, რომლის თანახმად 2019 წლის II კვარტალში საქართველოს ტერიტორიიდან დაფიქსირდა საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების 1 780.1 ათასი გასვლა საზღვარგარეთ. ქვეყნიდან გასვლების უდიდესი ნაწილი, 45.3%, 31-50 წლის მოგზაურების მიერ განხორციელდა.

23 აგვისტო 2019, 16:09

საქართველო

დაავადებათა კონტროლის ცენტრი სიცხეში ქცევის რეკომენდაციებს ავრცელებს

მეტეოროლოგიის საერთაშორისო ორგანიზაციის WMO Climate Watch Advisory-ს და გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის მონაცემებზე დაყრდნობით, აგვისტოს ბოლო დეკადაში პროგნოზირებულია ცხელი ამინდით განპირობებული თბური ტალღები, რომელიც სამხრეთ და ჩრდილოეთ კავკასიას, ასევე აღმოსავლეთ ბალკანეთს და მათ შორის საქართველოს მოიცავს.

პოლიცია

23 აგვისტო 2019, 15:55

მსოფლიო

ბერლინში ველოსიპედისტმა გამვლელი მოკლა

ბერლინში მოაბიტის რაიონში სროლის შედეგად ერთი კაცი დაიღუპა. ამის შესახებ გერმანიის დედაქალაქის პოლიციაზე დაყრდნობით ადგილობრივი მედია იუწყება. ინციდენტი ადგილობრივით დროით 12:00 საათზე მოხდა. ველოსიპედისტმა ცეცხლი გამვლელს გაუხსნა. მომხდარის მოტივები და მსროლელის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.

მეხი მეხის დაცემა

23 აგვისტო 2019, 15:35

მსოფლიო

პოლონეთში მეხის დაცემის გამო 4 ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაშავდა

პოლონეთში ქალაქ ზაკოპანეს მახლობლად ტატრების მთის მასივში შტორმის დროს 4 ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაშავდა. ამის შესახებ BBC წერს. გამოცემის ინფორმაციით ინციდენტი გევონტის მწვერვალის რაიონში მოხდა. მეხი ტურისტების ჯგუფს დაეცა. დაღუპულთა შორის 2 მცირეწლოვანია.

23 აგვისტო 2019, 15:16

ძალოვნები

ოკუპანტების მიერ არცევთან დაკავებული ახალგაზრდა გაათავისუფლეს

„უკანონო დაკავებისთანავე დაუყოვნებლივ ავამოქმედეთ ცხელი ხაზი, ინფორმირებული იყო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. აღნიშნული პირი უკანონო პატიმრობიდან უკვე გათავისუფლდა და იმყოფება ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე“, – აცხადებენ სუს-ში.

23 აგვისტო 2019, 14:51

ძალოვნები

ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან ხმაურია

ხმაურია ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან. „რესპუბლიკურ საავადმყოფოში“ ჩხუბის საქმე დაკავებულების ოჯახის წევრები აქციას მართავენ. ისინი დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი აპირებენ ცენტრალური ქუჩა გადაკეტონ.

ტყის ხანძრები

23 აგვისტო 2019, 14:40

საქართველო

გარემოს სააგენტო: საქართველოში მოსალოდნელია მაღალი ტემპერატურა და ტყის ხანძრების რისკი იზრდება

საქართველოს მთიან რეგიონებში 3 სექტემბრის ჩათვლით მოსალოდნელია მაღალი, +36, +38 გრადუსამდე ტემპერატურა, - ამ ინფორმაციას გარემოს ეროვნული (WMO)-ს ევროპის კლიმატის რეგიონული ცენტრიდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ვლადიმერ პუტინი რუსეთის პრეზიდენტი

23 აგვისტო 2019, 14:32

მსოფლიო

პუტინი: აშშ რუსეთს ახალ შეიარაღებაზე მუშაობის დაწყებას აიძულებს

პუტინმა აშშ რაკეტების ლიკვიდაციის გაუქმებული შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა და რუსეთის თავდაცვის და საგარეო საქმეთა სამინისტროებს ვაშინგტონის მიერ ახალი ფრთოსანი რაკეტის გამოცდით გამოწვეული საფრთხის შეფასება და სიმეტრიული პასუხის მომზადება დაავალა.

ალექსანდრე ლუკაშენკო და მამუკა ბახტაძე

23 აგვისტო 2019, 14:18

საქართველო

მამუკა ბახტაძე ალექსანდრე ლუკაშენკოს შეხვდა

შეხვედრაზე საუბარი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს შეეხო. ხაზი გაესვა ორმხრივი თანამშრომლობის პოზიტიურ დინამიკას. აღინიშნა, რომ ქვეყნებს შორის მაღალი დონის ვიზიტების ინტენსიურობა მჭიდრო ორმხრივი თანამშრომლობის გამოხატულებაა.

23 აგვისტო 2019, 14:08

ძალოვნები

სოფელ საყავრესთან ხანძარი ლოკალიზებულია

ამ დროისთვის შიდა ქართლში, გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ საყავრესთან ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ამ მომენტისათვის ადგილზე ღია ცეცხლის კერა აღარ არის. მიმდინარეობს ცალკეული მონაკვეთების დამუშავება, როგორც ცოცხალი ძალის, ასევე ვერტმფრენების საშუალებით.

ამაზონის ხანძარი

23 აგვისტო 2019, 13:58

მსოფლიო

ამაზონის ტყე იწვის. რა საფრთხე ემუქრება მსოფლიოს? ფოტო

ამაზონის ტყე, რომელიც მსოფლიოში ყველაზე დიდია, 3 მილიონამდე ცხოველისა და მცენარის სახეობას უყრის თავს. ის დედამიწის ბიომრავალფეროვნების 10%-ის თავშესაფარია. ამაზონის ტყე ყოველწლიურად მილიონამდე ნახშიროჟანგს შთანთქავს და ატმოსფეროში მსოფლიოში არსებული ჟანგბადის 20%-ს გამოყოფს.

პრინცი უილიამი და კეიტ მიდლტონი სამეფო ოჯახი

23 აგვისტო 2019, 13:49

ტაბლოიდი

პრინცი უილიამი და კეიტ მიდლტონი შოტლანდიაში ეკონომკლასით გაფრინდნენ

პრინცი უილიამი მეუღლესთან და ბავშვებთან ერთად შოტლანდიაში ავიაკომპანია Flybe-ს კომერციული რეისით გაფრინდა. ამის შესახებ ბრიტანული მედია წერს. The Mirror-ის ინფორმაციით ბილეთი ლონდონიდან აბერდინამდე £73 ფუნტი ღირს.

ტეილორ სვიფტი

23 აგვისტო 2019, 13:44

კულტურა

ტეილორ სვიფტმა ახალი ალბომი და კლიპი გამოუშვა

ამერიკელმა მომღერალმა ტეილორ სვიფტმა მეშვიდე ალბომი გამოუშვა. ალბომ Lover-ში 18 სიმღერა შევიდა, მათ შორის არის ქანთრი-ჯგუფ Dixie Chicks-თან და Panic! At the Disco-ს ვოკალისტ ბრენდონ ურისთან შერსრულებული სიმღერებიც.