imedi /  03 იანვარი 2018, 18:45 / სანდო წყარო

შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატის ყველაზე სასარგებლო კალათბურთელი გახდა

გიორგი შერმადინი

გიორგი შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატის 2017 წლის ყველაზე სასარგებლო კალათბურთელი გახდა. ჩემპიონატის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებული ყველა სტატისტიკური მაჩვენებლის შეჯამების შემდეგ, შერმადინმა პირველი ადგილი დაიკავა და „ბარსელონას“ კალათბურთელს, ანტე ტომიჩს აჯობა, რომელსაც ეს პრიზი აქამდე ზედიზედ ოთხჯერ ჰქონდა მოგებული.

2017 წელს გიორგი შერმადინმა ესპანეთის ჩემპიონატში ორი გუნდის, „მორაბანკ ანდორას“ და „უნიკახას“ შემადგენლობაში ითამაშა. ქართველმა ცენტრმა გასულ წელს საერთო ჯამში 524 ქულა და 238 მოხსნა დააგროვა.

კომენტარები ()

არქივი

17 იანვარი 2018, 10:07

ვიდეო

პოლიცია გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელს ეძებს

17 იანვარი 2018, 10:04

საქართველო

დღეიდან ზესტაფონი-ბაღდათის გზაზე ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზესტაფონი-ბაღდათის საავტომობილო გზის მე-4 კმ-ზე მეწყრული პროცესების გააქტიურების გამო, 17 იანვრიდან 20 იანვრის ჩათვლით აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება.

17 იანვარი 2018, 10:04

ვიდეო

ნუცუბიძეზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

17 იანვარი 2018, 09:54

მსოფლიო

მარკოიშვილის გუნდი FIBA EUROCUP-ის ჯგუფში ლიდერობს

FIBA EUROCUP-ის ტოპ 16-ში მანუჩარ მარკოიშვილის „რეჯიანამ" გასვლაზე ყაზანის „უნიქსს" 71:69 მოუგო და რუსულ კლუბთან ერთად ჯგუფში ლიდერია. მარკოიშვილმა მოედანზე 29:44 წუთი დაჰყო და გუნდს 12 ქულა მოუტანა. მის ანგარიშზე 5 შედეგიანი გადაცემაა.

17 იანვარი 2018, 09:44

საქართველო

გალში ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების ფარგლებში მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს

ოკუპირებულ გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს. ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმში ქართული, აფხაზური და რუსული მხარეების გარდა მონაწილეობენ ევროკავშირის, ეუთოს და გაეროს წარმომადგენლები.

17 იანვარი 2018, 09:38

ტაბლოიდი

ანა კურნიკოვამ შვილების ფოტოები გამოაქვეყნა

42 წლის მომღერალი და 36 წლის ჩოგბურთელი ტყუპის მშობლები 2017 წლის 16 დეკემბერს გახდნენ. წყვილმა პატარებს ლუსი და ნიკოლასი დაარქვეს. ყოფილი პირველი ჩოგანი და ესპანელი მომღერალი ერთად 2001 წლიდან არიან. მათვის უსი და ნიკოლასი პირველი შვილია.

17 იანვარი 2018, 09:33

მსოფლიო

ანტონიო გუტერეში: გაეროს 12 პრიორიტეტს შორის ერთ-ერთი საქართველოში კონფლიქტების მოგვარებაა

გუტერეშის თქმით, საქართველოს, უკრაინის და მთიანი ყარაბაღის კონფლიქტების მოსაგვარებლად გაეროს მხრიდან „ევროპაში ნაციონალიზმის ტალღის შეჩერება“ და „საშუამავლო ინიციატივების განხორციელებაა” აუცილებელია. გენერალურმა მდივანმა გაეროს პრიორიტეტებს შორის ასევე დაასახელა ტერორიზმთან ბრძოლა, კლიმატის ცვლილებები და ადამიანების უფლებების დაცვა.

17 იანვარი 2018, 09:23

ეკონომიკა

McDonald’-ი პროდუქტების შესაფუთად მთლიანად მეორად მასალას გამოიყენებს

„შესაფუთი მასალა მეორადი გადამუშავების შედეგად იქნება მიღებული. ამით ჩვენ დავიცავთ გარემოს და შევამცირებთ ნარჩენებს. ჩვენი მომხმარებლებიც ითხოვენ, რომ შესაფუთი მასალა ისეთი იყოს, რომ მისი შემდგომი გადამუშავებაც შესაძლებელი იყოს“, - ნათქვამის ქსელის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

17 იანვარი 2018, 09:04

ტაბლოიდი

აშშ-ში თვითმფრინავი გადატვირთული ტუალეტის გამო უკან დაბრუნდა

ამერიკული ავიაკომპანიის კუთვნილი თვითმფრინავი United Airlines-ი გადატვირთული ტუალეტის გამო გაუთვალისწინებლად დაეშვა. ინფორმაციას Fox News-ი ავრცელებს. თვითმფრინავი დენვერიდან ჰავაიზე მიფრინავდა, თუმცა დაფრენამდე რამდენიმე საათით ადრე უკან გამობრუნდა და სან-ფრანცისკოს აეროპორტში დაეშვა.

17 იანვარი 2018, 08:49

ძალოვნები

თბილისის სააპელაციო სასამართლოში დღეს დეკანოზის საქმის განხილვა გაგრძელდება

ე.წ. დეკანოზის საქმეზე სასამართლო პროცესი სააპელაციო სასამართლოში დღეს გაიმართება, პროცესზე მოსამართლე ბრალდების მხარის დასკვნით სიტყვას მოისმენს. საქმის განხილვა თბილისის სააპელაციო სასამართლოში 2017 წლის 6 დეკემბერს დაიწყო. სასამართლო განიხილავს როგორც დაცვის მხარის, ასევე პროკურატურის შუამდგომლობას.

17 იანვარი 2018, 08:36

ძალოვნები

თბილისის სააპელაციო სასამართლო „ბასიანის“ საქმეზე პროკურატურის საჩივარს დღეს განიხილავს

პროკურატურა ბრალდებულ თამაზ ქვლივიძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას ითხოვდა, თუმცა თბილისის საქალაქო სასამართლომ ერთი სამართალდამცველისა და კლუბ "ბასიანის" დაცვის ორი წევრის დაჭრაში ბრალდებული 30 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

17 იანვარი 2018, 08:20

სპორტი

ბასილაშვილმა ავსტრალიის ღია პირველობაზე მორიგი თამაში მოიგო

ნიკოლოზ ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობაზე წარმატებულ თამაშს აგრძელებს. ქართველმა ჩოგბურთელმა ბელგიელი რუბენ ბემელმანსი 3 სეტში ანგარიშით 7:5, 6:1, 6:3 დაამარცხა და გათამაშების მესამე წრეში გავიდა.

17 იანვარი 2018, 08:09

მსოფლიო

დონალდ ტრამპის შვილმა მამის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეაფასა

აშშ-ის პრეზიდენტის შვილმა მამის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევის შედეგები შეაფასა და თქვა, რომ დონალდ ტრამპზე ენერგიული ჯერ არავინ უნახავს. 12 იანვარს პრეზიდენტის რანგში დონალდ ტრამპმა პირველად ჩაიტარა სამედიცინო გამოკვლევა,

17 იანვარი 2018, 01:32

კულტურა

ვუდი ალენის ფილმის მსახიობები ჰონორარს სექსუალურ ძალადობასთან ბრძოლის ფონდში გადარიცხავენ

მსახიობებმა ტიმოტი შალამემ და რებეკა ჰოლმა განაცხადეს, რომ ვუდი ალენის ახალ ფილმში "წვიამინი დღე ნიუ-იორკში" მონაწილეობისთვის მიღებულ ჰონორარს საქველმოქმედო ფონდებს გადასცემენ. ეს გადაწყვეტილება მათ მას შემდეგ მიიღეს, რაც რეჟისორის აყვანილმა შვილმა დილან ფეროუმ ის სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულა.

17 იანვარი 2018, 01:17

მსოფლიო

ტრამპი: მინდა ემიგრანტები ყველა ქვეყნიდან ჩამოდიოდნენ

როდესაც ჟურნალისტებთან შეხვედრა სრულდებოდა, ერთ-ერთმა რეპორტიორმა ტრამპს სთხოვა დაეკონკრეტებინა - მხოლოდ ნორვეგიისნაირი ქვეყნებიდან სურდა ემიგრანტების მიღება, თუ ნაკლებად განვითარებულებიდანაც. ამაზე ტრამპმა უპასუხა: “დიდი მადლობა ყველას. მინდა, რომ ისინი ჩამოდიოდნენ ყველა მხრიდან, ყველა მხრიდან!“.

17 იანვარი 2018, 01:02

მსოფლიო

პოლიტიკოსის მკვლელობის გამო, სერბეთმა კოსოვოსთან დიალოგი შეწყვიტა

პოლიტიკოსის მკვლელობის გამო, სერბეთის დელეგაციამ კოსოვოელ კოლეგებთან ბრიუსელში დიალოგი შეწყვიტა და ბელგრადში დაბრუნდა. ამის შესახებ კოსოვოსა და მეტოხიის მინისტრთა კაბინეტის კანცელარიის ხელმძღვანელი აცხადებს.

17 იანვარი 2018, 00:50

ტექნოლოგიები

Twitter-ი უარჰყოფს, რომ პირად შეტყობინებებს ასობით თანამშრომელი კითხულობს

Project Veritas-მა ფარული კამერით ჩაწერილი ვიდეო გაავრცელა, რომელშიც Twitter-ის თანამშრომლები აცხადებენ, რომ მომხმარებლების პირად შეტყობინებებს ასობით ადამიანი კითხულობს. კერძოდ, ქსელის ინჟინერი კლეი ჰეინსი ამბობს, რომ "არსებობს მთელი რიგი ჯგუფები, რომლებიც ამით არიან დაკავებულები". საუბარია 300 ან 400 ადამიანზე.

17 იანვარი 2018, 00:35

მსოფლიო

კოლუმბიაში მომხდარ ავიაკატასტროფას 10 ადამიანი ემსხვერპლა

კოლუმბიაში სამხედრო ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა. ვერტმფრენის ბორტზე სულ ათი ადამიანი - 8 სამხედრო და ორი სამოქალაქო პირი იმყოფებოდა. შემთხვევის ადგილზე მაშველები და სასწრაფო დახმარების ბრიგადები მუშაობენ.

17 იანვარი 2018, 00:18

საქართველო

სარკინიგზო გვირაბის გაფიცული თანამშრომლები დღეს რკინიგზის წარმომადგენელს ელოდებიან

გაფიცვა გრძელდება ხარაგაულში. სოფელ ბეჟათუბანში სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებულები ჩინური კომპანიისგან უსაფრთხოების ნორმების დაცვას და სახელფასო დავალიანების დაფარვას ითხოვენ. გაფიცულები დღეს 17 საათზე საქართველოს რკინიგზის წარმომადგენელს ელოდებიან.

17 იანვარი 2018, 00:05

ტაბლოიდი

კიმ კარდაშიანს და კანიე უესტს მესამე შვილი შეეძინათ

„მე და კენიე სიხარულით გაცნობებთ, რომ ქვეყანას მოევლინა ჩვენი ჯანმრთელი და მშვენიერი ქალიშვილი,“-წერს კარდაშიანი. ამასთან მან სუროგატ დედას მადლობა გადაუხადა, რომელმაც წყვილს შვილი გაუჩინა.კიმ კარდაშიანსა და კანიე უეტს 5 წლის ქალიშვილი ნორტი და 3 წლის ვაჟი სეინტი ჰყავთ.