imedi /  09 იანვარი 2018, 12:34 / სანდო წყარო

მაჩალიკაშვილის დედა: ჩატაევის ჯგუფის წევრებს სხვა სახელებით ვიცნობდი

მაჩალიკაშვილის მშობლები

მაჩალიკაშვილის მშობლები

სპეცოპერაციის დროს დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის დედა ამბობს, რომ აჰმედ ჩატაევის ჯგუფის წევრებს - ლიკვიდირებულ ასლანბეგ სოლტახმადოვს და დაკავებულ შოაიფ ბორზიევს სულ სხვა სახელებით იცნობდა. ამასთან, მედიკო მარგოშვილი ამბობს, რომ არ იცოდა, ჰქონდათ თუ არა მათ რაიმე კავშირი ტერორისტებთან. მისი თქმით, მან ეს პირები სუსის მიერ გავრცელებულ კადრებში ამოიცნო. დაჭრილის დედა ამბობს, რომ აღნიშნული კადრები 2 წლის წინანდელია.

"2 წლის წინანდელი კადრებია. მეც ვიცნობდი იმ ბიჭებს, მაშინ ჩემთვისაც გაეხვრიტათ შუბლი. თუ ასეთი დამნაშავეები იყვნენ, მთელი 2 წლის განმავლობაში რატომ დაიარებოდნენ თბილისშიც და ხეობაშიც?! შუბლზე არავის აწერია ტერორისტი. ჩვენთან სტუმრად თუ მოვიდა ვინმე, სტუმართმოყვარეობით ვიცით შემოპატიჟება, თუ ეს დანაშაულია, პირველ რიგში, მე ვარ დამნაშავე, ჩემი შვილი კი არა. ეს ადამიანები მეზობლად მოდიოდნენ, ფეხბურთსაც თამაშობდნენ, მეჩეთში სალოცავად დადიოდნენ, საბანაოდ დადიოდნენ მდინარეზე. რამდენი ხანია აქ არიან. თუ იმათ ჩატაევთან ჰქონდათ კავშირი, ჩემი შვილი რა შუაში იყო. სხვა სახელებით ვიცნობდით მათ, გავრცელებული ვიდეო რომ ვნახეთ, მივხვდით, რომ ესენი იყვნენ ეჭვმიტანილები. კადრები რომ ვნახე, მათი ნამდვილი სახელებიც მაშინ გავიგე - ჩვენ სეიფულა და აბდულათი ვიცნობდით",- თქვა მედიკო მარგოშვილმა.

სუსის ცნობით, პანკისის ხეობასა და თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაკავებული ხუთი მოქალაქე დაეხმარა აჰმედ ჩატაევს საქართველოს საზღვარზე გადმოსვლაში. სუსის ცნობით, დაკავებული პირები 21-22 ნოემბრის სპეცოპერაციის დროს დახოცილ ჯგუფთან ერთად, საქართველოსა და თურქეთში ტერაქტებს გეგმავდნენ. ასევე იგეგმებოდა თავდასხმები საქართველოში მომუშავე დიპლომატიურ კორპუსებზე. 

თემირლან მაჩალიკაშვილი პანკისში სპეცოპერაციის დროს დაიჭრა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. მაჩალიკაშვილის მშობლები და პანკისის უხუცესები აჰმედ ჩატაევთან და ტერორისტებთან მაჩალიკაშვილს კავშირს გამორიცხავენ.

კომენტარები ()

ყველა სიახლე

სია

15 ოქტომბერი 2018, 13:03

სპორტი

ბაჰამის კუნძულებზე მსოფლიო ჩემპიონატში 14 ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს

საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრები ბაჰამის კუნძულებზე, მსოფლიოს ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას. ძიუდოს ფედერაციამ გამოაქვეყნა სპორტსმენების სია, რომლებიც ჩემპიონატზე 14 ქართველი სპორტსმენი გაემგზავრება. ბაჰამის კუნძულების დედაქალაქ ნასაუში შეჯიბრი 17-დან 21 ოქტომბრამდე, როგორც ინდივიდუალურ ასევე გუნდურ ასპარეზობაში ჩატარდება.

ვიქტორ ჯაფარიძე

15 ოქტომბერი 2018, 12:46

საქართველო

ვიქტორ ჯაფარიძე: მსგავსი საუბარი იყო, მაგრამ რა მიჭრეს და მოჭრეს, არ ვიცი

„შეხვედრას მისი მეგობარი ესწრებოდა, გვარი არ მახსოვს. მისი და ოჯახის მოთხოვნით შევხვდი. რეებს ლაპარაკობს, მისი საუბარი სერიოზულად არ მივიჩნიე. აბა, ამ ქვეყანაში ყველაფერი მირზა ყოფილა. ვუთხარი, სამარტოო საკანში რატომ არის და ვურჩიე, ვინმესთან ერთად დაჯექი, არ გაგიჟდე-თქო. გონს მოდი-თქო, ისიც ვუთხარი“, - ამბობს ჯაფარიძე.

15 ოქტომბერი 2018, 12:46

ვიდეო

აშშ-ის მუქარა საუდის არაბეთს

მწვანე კონცხზე სასტუმროს აშენება სურთ

15 ოქტომბერი 2018, 12:41

ეკონომიკა

მწვანე კონცხზე ორი ცათამბჯენის მშენებლობაზე კითხვები აჭარის მთავრობის თავმჯდომარესაც აქვს

მწვანე კონცხზე ორი 27-სართულიანი ცათამბჯენის შესაძლო მშენებლობის შესახებ, რომლის გამოც ტერიტორიას რეკრეაციულ ზონას სტატუსი შეეცვალა, შეკითხვები აჭარის მთავრობის ხელმძღვანელს თორნიკე რიჟვაძესაც აქვს. თორნიკე რიჟვაძის თქმით, გარკვეული საკითხები დასაზუსტებელია.

15 ოქტომბერი 2018, 12:39

ტაბლოიდი

ავსტრალიაში აშშ-ის საელჩომ სტუმრებს შეცდომით კატის ფოტო გაუგზავნა

აშშ-ში ავსტრალიის საელჩომ ბოდიში მოიხადა ელექტრონული ფოსტისთვის, რომელშიც შეხვედრაზე მიწვევის შესახებ ეწერა და თან ახლდა კატის ფოტო, რომელსაც საღამური აცვია.

15 ოქტომბერი 2018, 12:37

ვიდეო

2019 წლის გაზაფხულზე ზედაზნის მონასტერთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დასრულდება

არიანა გრანდე
პიტ დევიდსონი

15 ოქტომბერი 2018, 12:33

ტაბლოიდი

არიანა გრანდე საქმროს დაშორდა

24 წლის მომღერალი არიანა გრანდე და მისი საქმრო პიტ დევიდსონი დაშროდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი გრანდესთან დაახლოებულ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.

როდ სტიუარტი

15 ოქტომბერი 2018, 12:31

კულტურა

როდ სტიუარტს კიბო აღმოაჩნდა

სერ როდერიკ დევიდ სტიუარტი ინგლისური და შოტლანდიური წარმოშობის ბრიტანელი როკ-მომღერალი და სიმღერების ავტორი, ასევე ბრიტანეთის იმპერიის კავალერია. იგი არის ყველა დროის ერთ-ერთი გაყიდვადი შემსრულებელი, მსოფლიოში გაყიდული 100 მილიონი ჩანაწერით.

15 ოქტომბერი 2018, 12:26

ვიდეო

საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით ყალბი ფულის შენახვა - გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა

15 ოქტომბერი 2018, 12:20

ვიდეო

პარლამენტში ნდობის ჯგუფის სხდომა მიმდინარეობს

მირზა სუბელიანი ხორავას ქუჩის საქმე

15 ოქტომბერი 2018, 12:19

საქართველო

უმრავლესობა მირზა სუბელიანის მონაწილეობით აუდიოჩანაწერის ავთენტურობას ეჭვქვეშ აყენებს

დეპუტატ ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, "რუსთავი 2"-ის მიერ გამოქვეყნებულ ჩანაწერებს ვერ ენდობა და საჭიროა, რომ შეკითხვებს პასუხი გამოძიებამ გასცეს. სოფიო კილაძის თქმით კი უნდა გაირკვეს ხომ არ არის ჩანაწერი სპეციალურად გაკეთებული.

მოხუცი

15 ოქტომბერი 2018, 12:19

ტაბლოიდი

ჰოლოკოსტისას გადარჩენილთა სილამაზის კონკურსში 93 წლის ქალმა გაიმარჯვა

ისრაელში ჰოლოკოსტის დროს გადარჩენილი ქალების სილამაზის კონკურსი გაიმართა. კონკურსის გამარჯვებული 93 წლის ტოვა რინგერი გახდა. პოლონეთში დაბადებულმა ტოვა რინგერმა აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკში მშობლები, 4 და და ბებია დაკარგა.

წითელ ნუსხაში შეტანილი არჩვი

15 ოქტომბერი 2018, 12:10

ძალოვნები

პანკისის ხეობაში მეტყევეებმა წითელ ნუსხაში შეყვანილი არჩვი მოკლეს

პანკისის ხეობაში, ხადორჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებისა და შსს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახმეტის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა გადამოწმების მიზნით, მოქალაქეები გააჩერეს.

15 ოქტომბერი 2018, 12:09

ვიდეო

გავრცელებულ აუდიოჩანაწერს მმართველი გუნდისა და უმცირესობის წევრები აფასებენ

15 ოქტომბერი 2018, 12:07

ვიდეო

„რუსთავი 2“- ის ინფორმაციით, აუდიოჩანაწერი მირზა სუბელიანის საკანშია გაკეთებული

მეგან მარკლი
პრინცი ჰარი

15 ოქტომბერი 2018, 12:01

ტაბლოიდი

მეგან მარკლი ორსულადაა

სასექსის ჰერცოგინია მეგან მარკლი პრინცი ჰარისგან ბავშვს ელოდება. ამის შესახებ ოფიციალურად კენსინგტონის სასახლემ განაცხადა. ინფორმაცია წყვილის ავსტრალიური ტურნეს დაწყების წინ გავრცელდა.

საიდუმლო შესყიდვები

15 ოქტომბერი 2018, 11:59

საქართველო

ნდობის ჯგუფი 2019 წლის საიდუმლო შესყიდვებზე მსჯელობს

როგორც ჯგუფის ხელმძღვანელმა ირაკლი სესიაშვილი სხდომის დაწყებამდე თქვა, შეხვედრაზე იმ ძალოვან მინისტრებს მოუსმენენ, რომელთა უწყებებმაც შემდეგ წელს საიდუმლო შესყიდვები უნდა განახორციელონ. 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 12 729 700 000 ლარით არის განსაზღვრული.

ტირილი

15 ოქტომბერი 2018, 11:57

ტექნოლოგიები

იაპონიაში სკოლებსა და დაწესებულებებში „ტირილის გაკვეთილებს“ ატარებენ

ერთ-ერთ სკოლაში მასწავლებელი უკვე ხუთი წელია ტირილის სპეციალურ გაკვეთილებსაც კი ატარებს. ამ გაკვეთილებზე მოსწავლეებს ასწავლიან, ტირილისა და ცრემლების მეშვეობით როგორ მოიხსნან დაძაბულობა და სტრესი.

ჰილარი კლინტონი

15 ოქტომბერი 2018, 11:53

მსოფლიო

ჰილარი კლინტონმა მონიკა ლევინსკის სკანდალზე კომენტარი გააკეთა

ამე­რი­კის 42-ე პრე­ზი­დენტ ბილ კლინ­ტონ­სა და მო­ნი­კა ლე­ვინ­სკის შო­რის სექ­სუ­ა­ლუ­რი კავ­ში­რის შე­სა­ხებ სკან­დალ­მა 1998 წელს მთე­ლი მსოფ­ლიო აა­ლა­პა­რა­კა. მო­ნი­კას ახლო მე­გო­ბარ­მა ლინ­და ტრიპ­მა გა­ავ­რცე­ლა ლე­ვინ­სკის სა­ტე­ლე­ფო­ნო ჩა­ნა­წე­რე­ბი, სა­დაც ის კლინ­ტონ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის დე­ტა­ლებს ჰყვე­ბო­და. 1996 წელს მო­ნი­კა თეთრ სახ­ლში სტა­ჟი­ო­რად მუ­შა­ობ­და. ამ დრო­ით თა­რიღ­დე­ბა კლინ­ტონ­თან მისი ნაც­ნო­ბო­ბა.

საქართველოს საზღვრები

15 ოქტომბერი 2018, 11:52

საქართველო

შსს საქართველოს საზღვრებს ახალი მოწყობილობებით გააკონტროლებს

ამისთვის უწყებამ, დონორი ორგანიზაციებისგან, სხვადასხვა სასაზღვრო ინციდენტების აღმოჩენისა და მათზე რეაგირების საშუალებები მიიღო. შსს-ს ცნობით, ასევე მიმდინარეობს მესაზღვრეების გადამზადების პროექტი. უწყების ცნობით, ე.წ. მწვანე ზოლზე ტექნიკური აღჭურვილობსი შესახებ ინფორმაცია საიდუმლოა.