imedi /  12 იანვარი 2018, 18:50 / სანდო წყარო

ნარკოპოლიტიკის კანონპროექტის ალტერნატიული ვერსია მომზადდება

მეცნიერებათა აკადემია

მეცნიერებათა აკადემია

მეცნიერთა აკადემიაში ნარკოპოლიტიკის შესახებ გამართული მსჯელობის შემდეგ გადაწყდა, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტდება მეცნიერებით, დეპუტატებით, საერთაშორისო ორგანიზაციებითა და დაინტერესებული პირებით. ეს ჯგუფი იმუშავებს ნარკოპოლიტიკის შესახებ კანონპროექტის ალტერნატიულ ვერსიაზე. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

მეცნიერ ჯემალ ჯანაშიას მიაჩნია, რომ ალტერნატიული პროექტი უნდა ითვალისწინებდეს დღეს არსებულ რეალობას, ასევე უნდა მოიცავდეს ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის შემთხვევებს, პრევენციასა და ნარკომომხმარებელთა რიცხვის შემცირებას.

მისივე მოსაზრებით, შესაძლებელია ახალი პროექტის შექმნა, რომელიც შემდეგ განსახილველად საზოგადოებას წარედგინება.

ცნობილია, რომ მეცნიერები დღეს არსებულ კანონპროექტს არ ეთანხმებიან, არგუმენტად კი სანქციების ჰუმანურობას და მომხმარებელთა რაოდენობის გაზრდას ასახელებენ.

11 იანვარს, პარლამენტში, მსუბუქი ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციასთან დაკავშირებული კანონპროექტის განხილვასთან დაკავშირებით, საქართველოს საპატრიარქომ  განცხადება გაავრცელა და საკანონმდებლო პაკეტის განხილვის შეჩერება ითხოვა. საქართველოს საპატრიარქო ნარკომანიის საკითხებზე საზოგადოებრივი განხილვის ინიციატივით გამოდის. 

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზაციის საკანონმდებლო ინიციატივას პრინციპების დონეზე მხარი გასული წლის 27 დეკემბერს დაუჭირა.

30 ნოემბერს საკონსტიტუციო სასამართლომ მარიხუანის მოხმარებაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა გააუქმა, რაც იმას ნიშნავს, რომ მარიხუანის მოხმარება დეკრიმინალიზებულია.

კომენტარები ()

ყველა სიახლე

ნაციონალების აქცია

17 დეკემბერი 2018, 14:25

საქართველო

მოქალაქე ნიკა მელიას: ქოცები თქვენზე უარესები არიან, რომ არ გიჭერენ. ვიდეო

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიასა და მოქალაქეს შორის ქუჩაში სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. მოქალაქემ ნიკა მელიას მიმართა და ის გუშინ, ველისციხეში მომხდარი დაპირისპირების გამო გააკრიტიკა. მოქალაქის თქმით, ნაციონალების გუშინდელი საქციელი "ამაზრზენი იყო".

საგარეო საქმეთა სამინისტრო

17 დეკემბერი 2018, 14:23

საქართველო

თბილისში „ელჩების კონფერენცია 2018“ გაიმართება

თბილისში, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეხვედრა „ელჩების კონფერენცია 2018“ 18-21 დეკემბერს გაიმართება.

ავარია

17 დეკემბერი 2018, 14:19

ძალოვნები

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა

გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის" 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

იმედის ჟურნალისტი

17 დეკემბერი 2018, 14:16

საქართველო

გრიგოლ ვაშაძემ პრესკონფერენციაზე იმედის ჟურნალისტის „დაწყნარება“ მოითხოვა. ვიდეო

"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების მხრიდან ტელეკომპანია "იმედის" ჟურნალისტების მიმართ აგრესიული დამოკიდებულება გრძელდება. დღეს ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, გრიგოლ ვაშაძის შეურაცხყოფის ობიექტი კიდევ ერთი ჟურნალისტი გახდა.

თბილისი

17 დეკემბერი 2018, 14:12

კულტურა

Vogue მკითხველს თბილისში მოგზაურობას ურჩევს

მოდის სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გამოცემა Vogue მკითხველს თბილისში მოგზაურობას ურჩევს. გამოცემის ჟურნალისტი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით ესტუმრა და თბილისში გამართულ Mercedes Benz-ის მოდის კვირეულს დაესწრო.

ეშტონ კაჩერი და მილა კუნის

17 დეკემბერი 2018, 14:02

ტაბლოიდი

კაჩერი-კუნისის წყვილმა დექს შეპარდსა და კრისტენ ბელს საშობაოდ აბაზანის ფარდა აჩუქა

საჩუქრის შესახებ ინფორმაცია შეპარდმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.,,საშობაო საჩუქარი კუნისი-კაჩერის ოჯახისგან. ლამაზი საშხაპე ფარდა აბაზანისთვის”, - იხუმრა დექსმა.

17 დეკემბერი 2018, 13:56

კულტურა

ლიონის გასტრონომიულ ფესტივალზე საქართველო პირველად წარდგება

ფესტივალი ორ წელიწადში ერთხელ ტარდება. ყველაზე მნიშვნელოვანი და პრესტიჟული ოლიმპიადა, Bocuse d’Or-ი, გასტრონომიის სფეროში იგივეა, რაც სპორტსმენებისთვის მსოფლიო ოლიმპადა. საქართველო ფესტივალზე გამართულ გამოფენა Sirha-ზე, ნაციონალურ სამზარეულოს წარადგენს.

საქართველოს ავიახაზები

17 დეკემბერი 2018, 13:50

ტაბლოიდი

რუსული ავიაკომპანია მზად არის ფრენებიდან მოხსნილი ქართველი პილოტი დაასაქმოს

ქართველი მფრინავი, რომელმაც მოსკოვის დისპეჩერს "გულთბილად მიესალმა", საქართველოს ავიახაზებმა ფრენებიდან მოხსნა. ახლა კი ცნობილი გახდა, რომ რუსული ავიაკომპანია "პაბედა" ამ მფრინავს სამსახურს სთავაზობს და მზად არის ის დაასაქმოს.

ჯენიფერ ლოპესი

17 დეკემბერი 2018, 13:46

ტაბლოიდი

ჯენიფერ ლოპესი კოსმეტიკის ხაზს გამოუშვებს

"კოსმეტიკური ხაზი, რომელზეც უკვე დიდი ხანია ვმუშაობ, ყველა იმ შეკითხვას გასცემს პასუხს, რომელთაც ჩემს მარადიულ ახალგაზრობასთან დაკავშირებით სვამენ”, - აღნიშნა ერთ-ერთ ინტერვიუში ჯეი ლომ. მანამდე ლოპესმა ათობით არომატი, მათ შორის კი სუნამო Glow by JLo წარუდგინა.

უჯარმა

17 დეკემბერი 2018, 13:27

კულტურა

უჯარმის ციხე-ქალაქში სარესტავრაციო სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულდა

უჯარმის ციხე-ქალაქში მასშტაბური სარესტავრაციო სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულდა. უჯარმის კომპლექსი ტურისტული ინფრასტრუქტურით აღჭურვეს. უჯარმის ციხე-ქალაქის კომპლექსზე ფართომასშტაბიანი სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოები აგვისტოში დაიწყო.

რომის პაპი ილია მეორე

17 დეკემბერი 2018, 13:24

საქართველო

ილია მეორე რომის პაპს დაბადების დღეს ულოცავს

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე რომის პაპს ფრანცისკეს დაბადების დღეს ულოცავს. როგორც საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, ილი ამეორე პაპ ფრანცისკეს საქართველოში ვიზიტს იხსენებს და დიდხანს სიცოცხლეს უსურვებს.

ჰარვი ვაინშტეინი
ჯენიფერ ლოურენსი

17 დეკემბერი 2018, 13:23

ტაბლოიდი

ჯენიფერ ლოურენსი ჰარვი ვაინშტეინთან სექსუალურ კავშირს უარყოფს

ჰოლივუდელი პროდიუსერის ჰარვი ვაინშტეინის წინააღმდეგ სასამართლოში სექსუალური შევიწროების ბრალდებით საჩივარი შეიტანეს. მსახიობი, რომელიც საკუთარ სახელს არ ასაჯაროებს, აცხადებს, რომ პროდიუსერი მის თვალწინ მასტურბირებდა და სანაცვლოდ წარმატებულ კარიერას ჰპირდებოდა, „ისეთივე, როგორც ჯენიფერ ლოურენსს“, - ინფორმაციას გამოცემა TMZ ავრცელებს.

დავით კირკიტაძე

17 დეკემბერი 2018, 13:18

ძალოვნები

პოლიციელებისთვის ხელის შეშლის საქმეზე დავით კირკიტაძე სასამართლოში დაკითხვას ითხოვს

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი დავით კირკიტაძე, რომელსაც შსს პოლიციელის მიმართ განხორციელებულ ძალადობას ედავება, აცხადებს, რომ პოლიციაში გამოკითხვაზე მისვლა გადაიფიქრა და ახლა სასამართლოში დაკითხვას ითხოვს.

ეროვნული ბანკი

17 დეკემბერი 2018, 13:13

ეკონომიკა

ეროვნული ბანკი და კონკურენციის სააგენტო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ

მემორანდუმის ხელმოწერით, უწყების ხელმძღვანელმა პირებმა მზადყოფნა გამოთქვეს ერთობლივი ძალისხმევით განახორციელონ - კონკურენციის დაცვასთან დაკავშირებული კანონმდებლობის შეცვლის/დახვეწის თაობაზე წინადადებები.

დავით ზალკალიანი

17 დეკემბერი 2018, 13:10

საქართველო

ზალკალიანი: აშშ-ის კონგრესის ორპარტიული კანონპროექტი მნიშვნელოვან გზავნილებს ითვალისწინებს

"კერძოდ, კონგრესი ამერიკის შეერთებულ შტატებში შესვლის აკრძალვისა და ფინანსური აქტივების დაყადაღების გზით, სანქციების დაწესებას მოითხოვს ყველა იმ პირისადმი, ვინც უშუალო მონაწილეობით, ან დახმარების გაწევის გზით პასუხისმგებელია რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევაზე. კონგრესი ასევე ავალებს ამერიკის აღმასრულებელ ხელისუფლებას კანონის მიღებიდან 60 დღის განმავლობაში ზემოხსენებულ დანაშაულებრივ ქმედებებში ბრალდებულ პირებზე დეტალური ანგარიში წარმოადგინოს”, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

გრიგოლ ვაშაძე

17 დეკემბერი 2018, 13:07

საქართველო

ნაციონალები 18 დეკემბრიდან ყოველდღიური აქციების გამართვას აპირებენ

როგორც ვაშაძემ თქვა, 18 დეკემბრიდან იწყებენ აქციებს, რომლებიც არ შეწყდება. ოპოზიცია ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას და საარჩევნო ადმინისტრაციის შეცვლას, ასევე არჩევნების პროპორციული სიით ჩატარებას მოითხოვს.

სომალი

17 დეკემბერი 2018, 13:05

მსოფლიო

აშშ-ის საჰაერო თავდასხმებისას სომალიში 62 მებრძოლი დაიღუპა

აშშ-ის სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, სომალიში, ბენადირის რეგიონში ექვსი საჰაერო თავდასხმის შედეგად 62 ადგილობრივი მებრძოლი მოკლეს. აშშ-ს აფრიკის ძალების სარდლობის ინფორმაციით, ოთხი საჰაერო თავდასხმა 15 დეკემბერს განახორციელეს და მას 34 სამხედრო ემსხვერპლა.

ვლადიმერ პუტინი

17 დეკემბერი 2018, 13:01

კულტურა

პუტინი რუს რეპერებზე: მათი შემოქმედება დაფუძნებულია სექსზე, ნარკოტიკებზე და პროტესტზე

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ადგილობრივ ახალგაზრდებში ჰიპ-ჰოპ მუსიკის და რეპის პოპულარობის ზრდით შეშფოთებულია. ის ამბობს, რომ აკრძალვის ნაცვლად, კულტურის ლიდერებმა რეპი უნდა აკონტროლონ.

როს უილსონი

17 დეკემბერი 2018, 12:49

საქართველო

როს უილსონი: მხარს ვუჭერთ გამოხატვის თავისუფლებას, თუმცა მშვიდობიან და წყნარ ფორმებში

" USAID-ი არის ორგანიზაცია, რომელიც 25 წელიწადზე მეტია, მუშაობს საქართველოში და მხარს უჭერს საქართველოს ეკონომიკურ, სოციალურ და დემოკრატიულ განვითარებას. მინდა, გითხრათ, რომ მეც და USAID-ის ხელმძღვანელმა მივულოცეთ სალომე ზურაბიშვილს არჩევნებში გამარჯვება“, - განაცხადა ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა როს უილსონმა.

გორის სამხედრო ჰოსპიტალი

17 დეკემბერი 2018, 12:45

ძალოვნები

გორში ინტოქსიკაციის შედეგად 1 ახალგაზრდა დაიღუპა და 2 მძიმედაა

გორში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ინტოქსიკაციის შედეგად ერთი ახალგაზრდა გარდაიცვალა და ორი კი მძიმედაა. სასწრაფო-სამედიცინო დახმარებამ უგონო მდგომარეობაში მყოფები საავადმყოფოში გადაიყვანეს.