imedi /  16 იანვარი 2018, 23:15 / სანდო წყარო

მარგველაშვილი: რა ლოგიკით შევიწყალო მიხეილ სააკაშვილი?!

გიორგი მარგველაშვილი

გიორგი მარგველაშვილი

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, როცა პროკურატურა და სასამართლო ვერ არკვევს მიხეილ სააკაშვილის საქმის ძირითად, სამართლებრივ არსს, საქართველოს პრეზიდენტი მათ შეცდომებს შეწყალებით ვერ გამოასწორებს, - ამის შესახებ მარგველაშვილმა რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა.

“რა ლოგიკით შევიწყალო მიხეილ სააკაშვილი?! პროკურატურას ვერ გაურკვევია, ბრალი როგორ უნდა წაუყენოს, როგორ ჩამოაყალიბოს გამოძიება, მოსამართლეს ვერ გაურკვევია ზღვარი შეწყალების მუხლის არაკანონიერ გამოყენებას, შეთქმულებასა თუ ქრთამს შორის და საქართველოს პრეზიდენტი გამოვიდეს და შეწყალებით გაასწოროს შეცდომები?!. შეწყალება არის წყალობა, სხვა ადამიანისთვის ანგარიშის გაწევა, სხვა ადამიანის შეცოდების აქტი და მე, დღეს, როდესაც ამ რეალობის წინაშე ვარ, სააკაშვილის მიმართ მიჩნდება ემოცია?!

სააკაშვილი, რომელმაც მთელი ეს სისტემა ააგო - პროკურატურა თავისი ტრადიციებით, სასამართლო თავისი ტრადიციებით, სააკაშვილმა ისე შექმნა, რომ საერთოდ არ დაინგრა, როცა ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში და ის, რაც მე მეგონა, რომ შეიცვლებოდა, პირიქით განმტკიცდა, დასტაბილურდა და მიშას ინტერესებს ემსახურებიან ალალ-მართლად.

სააკაშვილის სისტემამ მოკლა გირგვლიანი, მისმა სისტემამ დამალა დანაშაული, მისმა სისტემამ შეურაცხყოფა მიაყენა საქართველოს სტრასბურგში... მე მქონდეს განცდა, რომ სააკაშვილია დაჩაგრული?! სააკაშვილის სისტემა ყვავის ამ შემთხვევაში“, - აცხადებს გიორგი მარგველაშვილი. 
 

კომენტარები ()

ყველა სიახლე

ზურაბ ჯაფარიძე

21 ოქტომბერი 2018, 07:48

ძალოვნები

გირჩი: კანაფის ლეგალიზაციის ფესტივალზე დაკავებული ყველა პირი გაათავისუფლეს

"და ბოლოს, დადგა მომენტი, როცა ყველანი თავისუფლები ვართ. საპატიმრო დატოვეს აჩო ხაჩიძემ და დავით გაბუნიამ. მადლობა შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ დღეს ყველანი საკუთარ სახლებში დავიძინებთ და კიდევ უფრო #ჯაფარაპრეზიდენტად,"- წერია განცხადებაში.

21 ოქტომბერი 2018, 00:34

კულტურა

The Beatles-ის სიმღერის აკუსტიკური ჩანაწერი გავრცელდა ▶️

The Beatles-ის “თეთრი ალბომი” 1968 წელს გამოვიდა. Rolling Stone-მა გამოაქვეყნა აქამდე უცნობი ჩანაწერი სიმღერისა “While My Guitar Gently Weeps”, რომელიც ამ ალბომისთვის აკუსტიკურადაა ჩაწერილი.

მოგზაურობა

21 ოქტომბერი 2018, 00:30

ეკონომიკა

მოგზაურობისთვის ყველაზე იაფი ევროპული ქვეყნები დასახელდა

საბერძნეთში საკურორტე ზონები საბერძნეთში ბევრია და მოგზაურობის მსურველებსაც ფართო არჩევანი აქვს. რაც მთავარია, ამ ქვეყანაში დასვენება მცირე ბიუჯეტითაც შესაძლებელია, რადგან ამჟამად, საბერძნეთის ტურის ღირებულება 1 ადამიანისთვის 450 ლარიდან იწყება.

21 ოქტომბერი 2018, 00:14

კულტურა

ველური ბუნების საერთაშორისო ფოტოკონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

ლონდონში Wildlife Photographer of the Year-ის გამარჯვებულები გამოავლინეს. ეს არის ველური ბუნების საერთაშორისო ფოტოკოკურსი, რომელსაც ბრიტანეთის ბუნების ისტორიის მუზეუმი ატარებს.

შშმ პირები

21 ოქტომბერი 2018, 00:05

საქართველო

ბათუმში შშმ პირებისთვის ადაპტირებული ინფრასტრუქტურა მოეწყობა

პრეზენტაცია 2019 წელს განსახორციელებელი ადაპტირებული ინფრასტრუქტურული პროექტების კონცეფციას ეხებოდა, რაც სამომავლოდ ხელს შეუწყობს ბათუმის ბულვარში ინკლუზიური ტურიზმის განვითარებასა და შშმ პირთათვის სანაპირო ზოლზე შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობას.

სამეფო ოჯახი

20 ოქტომბერი 2018, 23:35

ტაბლოიდი

5 აკრძალვა, რომელსაც სამეფო ოჯახი არღვევს

BBC-მ სამეფო ოჯახის წევრებზე სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც ეტიკეტით აკრძალულ ქცევები აღწერა. კოდექსი, რომელიც ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრების საჯარო სივრცეში ქცევებს არეგულირებს, დაუწერელი კანონია, მაგრამ მას რამდენიმე ასწლეულია, ტრადიციებისამებრ, იცავენ.

დაცული ტერიტორიები

20 ოქტომბერი 2018, 23:33

ეკონომიკა

საქართველოს დაცულ ტერიტორიებს 9 თვეში 974 827 ვიზიტორი ეწვია

დაცულ ტერიტორიებს ყველაზე მეტი უცხოელი ესტუმრა გერმანიიდან, პოლონეთიდან, ისრაელიდან, უკრაინიდან და რუსეთიდან. 9 თვის მონაცემებით, ყველაზე პოპულარული დაცული ტერიტორიებია: პრომეთეს მღვიმე, მარტვილის კანიონი, ყაზბეგის ეროვნული პარკი, ოკაცეს კანიონი, თბილისის ეროვნული პარკი.

ონოკოლოგიური პაციენტი

20 ოქტომბერი 2018, 23:02

საქართველო

ზურაბიშვილი პრეზიდენტობის შემთხვევაში ონკოლოგიური პაციენტებისთვის პირობების გაუმჯობესებას გეგმავს

როგორც ზურაბიშვილმა შეხვედრაზე აღნიშნა, ის შეშფოთებულია, რომ დღეს ონკოლოგიური პაციენტები საქართველოდან ისევ საზღვარგარეთ მიდიან და მკურნალობის შესაძლებლობა საქართველოში არ არის. მისი თქმით, მისი პრეზიდენტობის პერიოდში ეს ყველაზე მნიშვნელოვანი საკიტხი იქნება, რომლის მოგვარებაზეც იზრუნებს.

სიცივე

20 ოქტომბერი 2018, 22:48

ტექნოლოგიები

სპეციალისტები განმარტავენ, რატომ ვკანკალებთ სიცივეში

სპეციალისტების შეფასებით, ადამიანის ორგანიზმი ძალიან ჭკვიანი მექანიზმია. ხშირად ადამიანებმა არ ვიცით, რატომ გვემართება უცნაური მოვლენები. ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ექიმების“ ეთერში სპეციალისტებმა ისაუბრეს, რა მოსდის ადამიანის ორგანიზმს სხვადსხვა სიტუაციაში.

ჯაფარიძე

20 ოქტომბერი 2018, 22:26

ძალოვნები

ზურაბ ჯაფარიძე მთავარი სამმართველოდან გაათავისუფლეს

დედა ენის ბაღში, კანაფის ლეგალიზაციის ფესტივალზე დაკავებული ზურაბ ჯაფარიძე გათავისუფლდა. პოლიციის სამმართველოს შენობა მან რამდენიმე წუთის წინ ადვოკატთან ერთად დატოვა.

თუშეთი

20 ოქტომბერი 2018, 22:11

საქართველო

თუშეთის საავტომობილო მაგისტრალი გაზაფხულამდე დაიკეტა

ახემტის მერის მოადგილის განცხადებით, ადგილზე რჩება მძიმე ტექნიკა. თუშეთში გადადგილება ამიერიდან მხოლოდ ვერტმფრენით არის შესაძლებელი. როგორც იცით გასული წლიდან მოქმედებს თუშეთის მიმართა ავიერესები, რითაც ადგილობრივები და მესაზღვრეები სარგებლობენ

20 ოქტომბერი 2018, 22:02

ძალოვნები

მთავარ სამმართველოში სამი დაკავებული რჩება, მათ შორის ზურაბ ჯაფარიძე

დიღმის მთავარი სამმართველო "გირჩის" რამდენიმე წევრმა იაგო ხვიჩიამ, ნიკა ობოლაძემ და ვახტანგ მეგრელიშვილმა დატოვა. მათი თქმით სამართალდამცველები ძირითადად კითხვებს იმის შესახებ უსვამდნენ, გააჩნდა თუ არა ზურაბ ჯაფარიძეს მარიხუანა.

20 ოქტომბერი 2018, 22:00

ინტერვიუ

„9 წელს კი არა, 90 წელს გაგრძელდება ლაპარაკი, რომ აღარასოდეს განმეორდეს ის უბედურება“

რამ მისცა ბიძგი ბადრი პატარკაციშვილის საქმის გამოძიებას

პიტერ დინკლეიჯი

20 ოქტომბერი 2018, 21:52

კულტურა

პიტერ დინკლეიჯმა თავისი პერსონაჟის ბედის შესახებ მინიშნება გააკეთა

„სამეფო კარის თამაშების“ მსახიობმა პიტერ დინკლეიჯმა საზოგადოებას თავისი პერსონაჟის ტირიონ ლანისტერის სიკვდილთან დაკავშირებით მინიშნება მისცა. ამის შესახებ მან გამოცემა Vulture-სთან ინტერვიუს დროს თქვა.

20 ოქტომბერი 2018, 21:39

ვიდეო

„ძალა ერთობაშიას“ სარჩელი ცესკო-ს წინააღმდეგ

იაგო ხვიჩია

20 ოქტომბერი 2018, 21:39

ძალოვნები

იაგო ხვიჩია პოლიციის განყოფილებიდან გაათავისუფლეს

„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია პოლიციის განყოფილებიდან გაათავისუფლეს.მანამდე პოლიციამ „გირჩის“ ლიდერები იაგო ხვიჩია და ვახტანგ მეგრელიშვილი პოლიციის განყოფილებაში საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად გადაიყვანა.

20 ოქტომბერი 2018, 21:37

ვიდეო

პრეზიდენტობის კანდიდატებმა ამომრჩევლებთან შეხვედრები დედაქალაქსა და რეგიონებში გამართეს

20 ოქტომბერი 2018, 21:33

ვიდეო

შიდაპარტიული კვლევები

რუსეთის პატრიარქი კირილი

20 ოქტომბერი 2018, 21:30

მსოფლიო

რუსეთის ეკლესიამ მსოფლიო პატრიარქს განხეთქილების შემომტანი უწოდა

რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ განაცხადა, რომ კონსტანტინოპოლის პატრიარქი განხეთქილების შემომტანია. ამის შესახებ მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების თავმჯდომარემ მიტროპოლიტმა ილარიონმა განაცხადა.

20 ოქტომბერი 2018, 21:27

ვიდეო

ოკუპანტებმა ოკამის ორი მკვიდრი გაიტაცეს