imedi /  30 იანვარი 2018, 08:36 / სანდო წყარო

ბორჯომის საკრებულოში მერისთვის ხელფასის გაზრდას ეწინააღმდეგებიან

ბორჯომის საკრებულოში დღეს საჯარო განხილვა გაიმართება. დეპუტატები, მოქალაქეებთან ერთად, მერიის მიერ დასამტკიცებლად დაბრუნებულ ხელფასების ზრდის საკითხს განიხილავენ. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

საკრებულოს წევრები აცხადებენ, რომ როგორც მათთვის, ასევე ადგილობრივებისთვის მიუღებელია მერისა და მერიის თანამშრომლების ხელფასების ზრდა.

დეპუტატები ამბობენ, რომ საკრებულოს სხდომაზე, რომელიც ხვალ არის ჩანიშნული, ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლების გაზრდილ ხელფასებს არ დაამტკიცებენ.

18 იანვარს ბორჯომის საკრებულომ მერიის მიერ შეთავაზებული საშტატო ნუსხა და ხელფასები არ დაამტკიცა. როგორც სხდომაზე დეპუტატებმა განმარტეს, წარდგენილ ცვლილებაში დაახლოებით 700-800 ლარით გაზრდილი იყო მერის, მისი მოადგილისა და სამსახურის უფროსების ხელფასები.

"მივესალმებით ხელფასების მომატებას იმ შემთხევაში, თუ ეს მომატება რიგით თანამშრომლებს შეეხებათ. თუმცა მერიის მიერ შემოთავაზებული ცხრილის მიხედვით, ხელფასები ემატებოდათ მხოლოდ მერს, მერის მოადგილეს, სამსახურის უფროსებს, დაახლოებით 700- 800 ლარით და რიგით თანამშრომლებს კი 20 ლარით. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ის თანხა, რაც მათ აქვთ ხელფასის სახით, დარჩეს იგივე. ახლა მთავარია ბორჯომში არსებული პრობლემები მოვაგვაროთ და შემდგომ უკვე ვიფიქროთ ხელფასის მომატებაზე. ხელფასის მომატება ჩვენც არ გვაწყენდა, თუმცა ჩვენ პრემია – დანამატებსა და ხელფასებზე უარი ვთქვით”, – განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი გოგიჩაიშვილმა.

ყველა სიახლე

ბიონსე

17 ივლისი 2019, 13:16

ტაბლოიდი

ბიონსემ The Lion King-ის საუნდტრეკზე გადაღებული კლიპი გამოუშვა. ვიდეო

დღეს, ამერიკელმა მომღერალმა ბიონსემ, კომპოზიცია Spirit-ის ვიდეოკლიპი საზოგადოებას გაუზიარა. მოგეხსენებათ, მომღერალი Disney-ს ახალ ეკრანიზაციაში ნალას როლის გამხმოვანებლის გარდა, საუნდტრეკების შემსრულებელიცაა.

როჰინჯა მუსლიმები

17 ივლისი 2019, 13:11

მსოფლიო

აშშ მიანმარის სამხედრო ხელმძღვანელობას როჰინჯა მუსლიმების ეთნიკური წმენდის გამო სანქციებს დაუწესებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ გასულ პერიოდში მომხდარი ძალადობის გამო, რომლის შედეგადაც ბანგლადეშში 740 ათასამდე როჰინჯა მუსლიმი გაიქცა, მიანმარის ჯარის ხელმძღვანელს მინ აუგ ჰლეინგსა და სხვა მაღალი სამხედრო წოდების პირებს სანქციებს დაუწესებს.

ბიძინა ივანიშვილი

17 ივლისი 2019, 13:05

საქართველო

ივანიშვილი: კობახიძე გუნდს გადაეფარა, კიდევ უფრო მაგარი კაცია გახარია

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე თანამდებობიდან წასვლით გუნდს გადაეფარა, "ასეთია და კიდევ უფრო მაგარი კაცია გახარია, ის თანამდებობაზე არ იომებს", - განაცხადა პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა.

ბილ გეიტსი

17 ივლისი 2019, 13:02

ეკონომიკა

ბილ გეიტსი მსოფლიოში სიმდიდრით მეორე ადამიანი აღარაა

მისი ადგილი კომპანია LVMH-ის მფლობელმა ბერნარ არნომ დაიკავა. მილიარდერების სიაში ფრანგი 107,6 მილიარდი დოლარით მოხვდა. მან გეიტს სულ რაღაც 200 მილიონი დოლარით აჯობა. ამჟამად ამერიკული გიგანტური კომპანიის მფლობელს 107,4 მილიარდი დოლარი აქვს.

ბიძინა ივანიშვილი

17 ივლისი 2019, 12:51

საქართველო

ბიძინა ივანიშვილი: გიორგი გახარიას გადადგომა სამშობლოს ღალატი იქნებოდა

ბიძინა ივანიშვილის თქმით, ცალკეულ შემთხვევებზე სადაც ძალის გადამეტებას შეიძლებოდა რომ ჰქონოდა ადგილი ასეთ ფაქტებზე გამოძიება მიმდინარეობს. მისი თქმით, საქართველოს დასავლელ პარტნიორებს 20 ივნისის აქციის ღამეს ძალის გამოყენების ლეგიტიმურობაზე შეკითხვები არ აქვთ.

ბიძინა ივანიშვილი

17 ივლისი 2019, 12:48

საქართველო

ივანიშვილი: ვინც ამბობს, რომ რუსული ბაზარი უნდა ჩავანაცვლოთ ევროპულით ან უკრაინულით, უმეცარია

"ისინი ვინც მიგვანიშნებენ, რომ რად გინდათ რუსული ბაზარი, აგერ არის უკრაინის და ევროპის ბაზარი, რომ რუსული ბაზარი აუცილებლად უნდა ჩავანაცვლოთ ევროპული ან უკრაინული ბაზრით - არიან უცოდინრები, უმეცრები", - ამის შესახებ "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ბიძინა ივანიშვილი

17 ივლისი 2019, 12:42

საქართველო

ივანიშვილი: „ქართული ოცნება“ არჩევნებიდან არჩევნებამდე არსებობდა რაზეც უარს ვამბობთ

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, "ქართული ოცნება" უარს ამბობს პრინციპზე რომლის მიხედვითაც, ივანიშვილის თქმით "პარტია ძირითადად არჩევნებიდან არჩევნებამდე არსებობდა". ის არ გამორიცხავს, რომ 2020 საპარლამენტო არჩევნების დროს მმართველი პარტია ისევ უმრავლესობით შევიდეს პარლამენტში.

ბიძინა ივანიშვილი

17 ივლისი 2019, 12:28

საქართველო

ივანიშვილი გაბუნიას მონოლოგზე: რაც „რუსთავი 2“-ში მოხდა, ქვეყნის სირცხვილია

"ეს არის არა მარტო "რუსთავი 2-ის" არამედ მთელი ქვეყნის სირცხვილი. ესეთი ლანძღვას, რაც ეკრანიდან მოვისმინეთ, საზოგადოება განსჯის. კარგია, რომ ჩვენ ნაციონალების მცდელობის მიუხედავად ტურიზმი დაინგრეს და ეკონომიკა გაჩერდეს, ყველაფერს ვაკეთებთ რათა ეკონომიკა აღორძინეს, ვგმობ გვარამიას და გაბუნიას გამოსვლებს",- თქვა ივანიშვილმა.

მუჰამედ მეხუთე და ოქსანა ვოევოდინა

17 ივლისი 2019, 12:08

ტაბლოიდი

„მის მოსკოვი“ გაშორდა ქმარს, რომელიც მალაიზიის მეფე იყო

მუჰამედ მეხუთემ და ოქსანა ვოევოდინამ განქორწინების დოკუმენტებს ხელი უკვე მოაწერეს.მათი განქორწინება ისლამური სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე სკანდალურია. წყვილს ერთი საერთო შვილი ჰყავს. ამავე ცნობით, 25 წლის ლამაზმანმა ოქსანა ვოევოდინამ 49 წლის ქმართან დაშორება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ის მეფე აღარაა. ქორწინებამდე კი "მის მოსკოვმა" ისლამიც კი მიიღო. მალაიზიას ახლა ახალი მეფე ჰყავს.

სასამართლო

17 ივლისი 2019, 11:55

საქართველო

აგვისტოს ომისგან დაზარალებულების მდგომარეობის შესახებ ანგარიში მომზადდა

მართლმსაჯულების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს საქართველოს კოალიციის წევრმა ხუთმა ორგანიზაციამ სპეციალური ანგარიშის - „ათი წელი აგვისტოს ომიდან: დაზარალებულთა მდგომარეობა საქართველოში“ პრეზენტაცია გამართა.

17 ივლისი 2019, 11:51

ეკონომიკა

კუს ტბის საბაგირო გზა დროებით დაიკეტება

კუს ტბის საბაგირო გზა,გადაუდებელი ტექნიკურის სამუშაოების გამო, 18 ივლისიდან მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება.- ამის შესახებ თბილისის სატრასპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს. გეგმიური შემოწმების შედეგად, დაიგეგმა მისი სრულად გამოცვლა. „საბაგირო მოწყობილობების (საბაგირო გზის, ფუნიკულიორის) უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის“ თანახმად.

სუდანი

17 ივლისი 2019, 11:40

მსოფლიო

სუდანის სამხედრო საბჭომ და ოპოზიციამ ძალაუფლების გადანაწილებაზე შეთანხმებას მოაწერეს ხელი

ხელმოწერამდე მთელი ღამის განმავლობაში მათ შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, დოკუმენტის გაფორმების მიზანი კი ქვეყანაში კრიზისის დასრულებაა. სუდანის მმართველი სამხედრო საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილის შეფასებით, ეს "ისტორიული მომენტია" ქვეყნისთვის.

17 ივლისი 2019, 11:34

ტექნოლოგიები

ილონ მასკის კომპანია აპირებს ჩიპის შექმნას, რომლითაც მობილურის გონებით მართვას შეძლებთ

კალიფორნიის მეცნიერებათა აკადემიაში გამართულ პრეზენტაციაზე ილონ მასკის კომპანია Neuralink-მა საზოგადოებას სამომავლო გეგმები გააცნო, რომლის მიხედვითაც, მეცნიერები შეეცდებიან შექმნან ისეთი მოწყობილობა, რომლითაც მომხმარებლები სმარტფონის მართვას ხელის გარეშე, გონებით შეძლებენ.

ფილმი

17 ივლისი 2019, 11:28

კულტურა

NBC UNIVERSAL-ი საქართველოში ფილმის გადაღების შესაძლებლობებს სწავლობს

შეხვედრაზე საუბარი შეეხო სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს და იმ შესაძლებლობებს, რომელიც საქართველოში კინოგადაღების მიმართულებით არსებობს. ამ კონტექსტში განხილული იყო პროგრამა - „გადაიღე საქართველოში“, რომლის ფარგლებში NBC UNIVERSAL-თან ხანგრძლივი კომუნიკაციის ისტორია არსებობს.

არჩილ თალაკვაძე

17 ივლისი 2019, 11:13

საქართველო

თალაკვაძე: პროპორციულ სისტემაზე გადასვლის გადაწყვეტილება ხელისუფლების მეტი ლეგიტიმაციისთვის მივიღეთ

არჩილ თალაკვაძემ 2020 წელს არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ მმართველი გუნდის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი. მან ასევე რუსეთის მხრიდან საქართველოს ისტორიული რეგიონების ოკუპაციაზე გაამახვილა ყურადღება.

APPLE/ UNICODE

17 ივლისი 2019, 11:07

ტექნოლოგიები

Apple-მა iPhone-ის ახალი ემოჯები წარადგინა

კომპანიამ ეს ემოჯები გამოუშვა იმისთვის, რომ უფრო უკეთ წარმოადგინოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანები. ემოჯების ახალი დიზაინი გასული წლის შემოდგომას შემუშავდა, მომხმარებლებს კი მათი გამოყენება ამ წლის ბოლომდე შეეძლებათ. კომპანიის განცხადებით 20-მდე ემოჯი ახლა განახლდება.

17 ივლისი 2019, 11:06

ტაბლოიდი

Converse-ი გამოუშვებს ფეხსაცმელს, რომელიც მზეში ფერს იცვლის. ვიდეო

Converse-მა Chinatown Market-თან კოლაბორაციის ფარგლებში ფეხსაცმელი შექმნა, რომელიც ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებით ფერს რამდენჯერმე იცვლის.

ბიძინა ივანიშვილი
კახა კალაძე

17 ივლისი 2019, 11:03

საქართველო

ბიძინა ივანიშვილი ბათუმში „ქართული ოცნების“ რეგიონული ორგანიზაციის შეხვედრას მართავს

პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ბათუმში "ქართული ოცნების" რეგიონული ორგანიზაციის შეხვედრას მართავს. შეხვედრას ასევე ესწრებიან პარტიის გენერალური მდივანი კახა კალაძე, პარტიის პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი, აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე.

ფრინველის ხორცი

17 ივლისი 2019, 10:47

საქართველო

გაყინული ფრინველის ხორცის გაყიდვის წესები იცვლება

ტექნიკური რეგლამენტის თანახმად, 2025 წლამდე გაყინული და სწრაფად გაყინული ქათმის მარკეტინგი შეიძლება განხორციელდეს თუ წყლის შემცველობა არ აღემატება 5%-ს, ხოლო 2025 წლის შემდეგ, ტექნიკური რეგლამენტი ადგენს გაციების მეთოდიდან გამომდინარე წყლის შემცველობის დასაშვებ სხვადასხვა ნორმას.

ლევან იზორია და ელიზაბეთ რუდი

17 ივლისი 2019, 10:23

ძალოვნები

აშშ-ის ელჩი ელიზაბეთ რუდი GDRP-ის შემაჯამებელ სწავლებას დაესწრო

ვაზიანის მე-9 სასროლეთზე სტუმრები 31-ე ბატალიონის „ალფა” ასეულის მართვის პრინციპით განხორციელებულ შეტევით ოპერაციას დაესწრნენ. ქვედანაყოფმა საცეცხლე მხარდამჭერ ელემენტებთან ერთად, საბრძოლო სროლებით პირობით ობიექტზე იერიში მიიტანა და მოწინააღმდეგე გაანეიტრალა.