imedi /  13 თებერვალი 2018, 12:55 / სანდო წყარო

დეცენტრალიზაციის სტრატეგიის სამუშაო ვარიანტი გავრცელდა

მთავრობის ადმინისტრაცია

2 თვის წინ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცებისას, პარლამენტის ტრიბუნიდან დეცენტრალიზაციის გეგმაზე ილაპარაკა. მან თქვა, რომ ხელისუფლებისათვის თვითმმართველობა და დეცენტრალიზაცია მმართველობითი ბლოკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ხაზია და განმარტა, რომ დეცენტრალიზაციის პროცესი 10 წელს გასტანს.

მას შემდეგ, დეცენტრალიზაციის სტრატეგიის შესახებ რამდენიმე შეხვედრა უნდა გამართულიყო, თუმცა არ შედგა. როგორც გამოცემა droa.ge წერს, გამოცემამ მოიპოვა დეცნეტრალიზაციის სტრატეგიის სამუშაო ვარიანტი, რომელიც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში მუშავდება. 

გამოცემის ცნობით, დოკუმენტით ირკვევა, რომ მას სამინისტროს დაკვეთით, საკონსულტაციო კომპანია PMCG წერს. ამ კომპანიას ალექსი ალექსიშვილი ხელმძღვანელობს, რომელიც 2004-2007 წლებში ჯერ ეკონონომიკის, შემდეგ კი ფინანსთა მინისტრი იყო.

31-გვერდიანი დოკუმენტიდან სტრატეგიის ნაწილს მხოლოდ 4 გვერდი ეთმობა, დანარჩენი 3 კი შეფასების ინდიკატორები და სამოქმედო გეგმაა, რომელიც, droa.ge-ს ცნობით, დოკუმენტის ამ ვერსიაში არასრულია.

დოკუმენტის მიხედვით, ხელისუფლებას რამდენიმე სტრატეგიული მიზანი აქვს: 1. თვითმმართველობის როლის გაზრდა საჯარო საქმეების მნიშვნელოვანი ნაწილის მოგვარებაში; 2. თვითმმართველობის უზრუნველყოფა შესაბამისი მატერიალური და ფინანსური რესურსებით; 3. სანდო, ანგარიშვალდებული, გამჭვირვალე და შედეგზე ორიენტირებული თვითმმართველობის ჩამოყალიბება.

სტრატეგიის შესრულების ეტაპები ორ ნაწილადაა გაყოფილი: 2018-2021 და 2022-2025 წლები. აქვე, მითითებულია, რომ აუცილებელია თითოეულ ეტაპზე განსახორციელებელი ღონისძიებების დაზუსტება. დოკუმენტის თანახმად, უნდა შეიქმნას სკანონმდებლო მექანიზმები, რაც თვითმმართველობას შესაძლებლობას მისცემს, გამოიყენოს ქონება საკუთარი შემოსავლების გენერირებისათვის; უნდა გაიზარდოს ადგილობრივი მოსაკრებლების სახეები; სარგებლობის ლიცენზიის მოსაკრებლების ნაწილი თვითმმართველობას უნდა გადაეცეს; უნდა გამარტივდეს დადგენილი ზღვრის ფარგლებში გრანტების მიღებისა და განკარგვის პროცედურები;

მეორე ამოცანად თვითმმართველობის საქმიანობაში ეფექტიანობისა და მომსახურების მაღალი სტანდარტების უზრუნველსაყოფად სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხების გადაცემაა მითითებული. 

ინფრასტრუქტურის სამინისტროში ამბობენ, თუ მარტში სტრატეგია არ დაიდო, 2018, ანუ წლევანდელი სამოქმედო გეგმა ვეღარ დაიწერება.

კომენტარები ()

არქივი

22 თებერვალი 2018, 21:14

ვიდეო

ჩაბუქისა და მუხთარლის საქმეები საერთაშორისო ორგანიზაციის დასკვნაშიც მოხვდა

22 თებერვალი 2018, 21:09

ვიდეო

უსაფრთხო შრომის შესახებ პეტიციაზე ხელმოწერების შეგროვება იწყება

22 თებერვალი 2018, 21:04

ვიდეო

20 წლის გოგონას მკვლელობისათვის შინაგან საქმეთა სამინისტრომ მისი შეყვარებული დააკავა

22 თებერვალი 2018, 21:02

მსოფლიო

2300 წელს მსოფლიოში ზღვის დონე 1 მეტრით იქნება გაზრდილი

2300 წლისთვის მსოფლიოში ზღვის დონე 1 მეტრით იქნება მომატებული. წყლის დონის მატების მთავრი მიზეზი გარემოს დაბინძურება, გლობალური დათბობა და ანტარქტიდაზე ყინულის მასიური ლღობაა. მეცნერების მტკიცებით, ზღვის დონის მატება ასწლეულების შემდეგ, ყველაზე მეტად სანაპირო რეგიონებს დააზარალებს და დატბორავს დასახლებულ პუნქტებს.

22 თებერვალი 2018, 20:48

ტაბლოიდი

ფოტოგრაფმა ,,2-სახიანი" კატა გადაიღო

ფოტოგრაფმა უჩვეულო კატის ფოტო გადაიღო: ცხოველს ნახევარი სახე შავი აქვს, მეორე კი-ნაცრისფერი. კატა საფრანგეთში ცხოვრობს. ფოტოგრაფი მის გადასაღებად კატის პატრონის სახლში სპეციალურად მივიდა.

22 თებერვალი 2018, 20:44

ინტერვიუ

რა შეიცვლება ახალი საგადასახადო ინიციატივით მცირე და საშუალო ბიზნესისთვის

ინტერვიუ ფინანსთა მინისტრთან

22 თებერვალი 2018, 20:38

ძალოვნები

მოკლული გოგოს მეზობლები: ანა შეყვარებულთან ხშირად ჩხუბობდა

თემქაზე ნაპოვნი მოკლული ანი ნაცვლიშვილის მეზობლები აცხადებენ, რომ შეყვარებულთან, რომელიც ამჟამად დაკავებულია, ხშირად ჩუბობდა. ჩხუბის მიზეზი, ძირითად შემთხვევაში, ეჭვიანობა იყო. მკვლელობამდე მათ ურთიერთობა აღდგენილი, სავარაუდოდ, არ ჰქონდათ.

22 თებერვალი 2018, 20:37

ვიდეო

მალე თბილისს თანამედროვე სტანდარტის სამკითხველო დარბაზები ექნება

22 თებერვალი 2018, 20:25

ვიდეო

კოკა კაციტაძე: უახლოეს მომავალში რამდენიმე პოლიტ პატიმრის საქმის გადასინჯვას ვაპირებთ

22 თებერვალი 2018, 20:15

ძალოვნები

თემქაზე მომხდარ მკვლელობაზე შსს-მ სპეციალური ბრიფინგი გამართა

თემქაზე მომხდარ მკვლელობაზე შსს-მ სპეციალური ბრიფინგი ჩაატარა. უწყების ცნობით, დანაშაული ცხელ კვალზე გაიხსნა. დაკავებულია 1997 წელს დაბადებული პირი, რომელმაც მკვლელობა შურისძიების მოტივით ჩაიდინა და 20 წლის გოგოს ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.

22 თებერვალი 2018, 20:14

ვიდეო

თბილისში ახალგაზრდა გოგონას მკვლელობას შსს განზრახ მკვლელობის მუხლით იძიებს

22 თებერვალი 2018, 20:09

ვიდეო

იუსრიციის უმაღლეს საბჭოში 44 მოსამართლე უვადოდ განამწესეს

22 თებერვალი 2018, 19:52

ძალოვნები

თემქაზე გოგოს მკვლელობა ყოფილმა შეყვარებულმა აღიარა

თემქაზე 21 წლის გოგოს, ანა ნაცვლიშვილის სავარაუდო მკვლელი დადგენილია. ის მისი ყოფილი შეყვარებულია, რომელმაც მკვლელობა აღიარა. imedinews-ის ინფორმაციით, ბიჭი დაკავებულია.

22 თებერვალი 2018, 19:48

მსოფლიო

სამსახურიდან გათავისუფლებულმა ორსულმა ევროსასამართლოში პროცესი წააგო

ევროკავშირის უმაღლესმა სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა ქალის მიმართ, რომელიც სამსახურიდან გათავისუფლებას ასაჩივრებდა. ის ესპანეთში, ბანკში მუშაობდა, თუმცა 2013 წელს, ქალი ორსულობისას, ბანკის ადმინისტრაციამ სამსახურიდან გაათავისუფლა.

22 თებერვალი 2018, 19:45

საქართველო

პროფკავშირები სამუშაო ადგილებზე მუშების დაღუპვის ფაქტებს მორიგი აქციით გააპროტესტებს

"მუშა, რომელიც ჯერ არ მომკვდარა, მე ვარ!" - ამ ლოზუნგით ხვალ, თბილისში აქცია გაიმართება, რომელსაც სხვადასხვა რეგიონსა და საწარმოებში დასაქმებული პირები შეუერთდებიან.აქციის ორგანიზატორი საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებაა.

22 თებერვალი 2018, 19:40

საქართველო

ზოიძე: სამშენებლო რეგულაციების დარღვევაზე სანქციები მხოლოდ თბილისზე გავრცელდება

სამშენებლო რეგულაციების დარღვევასთან დაკავშირებული სანქციები მხოლოდ თბილისში წარმოებულ მშენებლობებზე გავრცელდება. ამის შესახებ არლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ თქვა.

22 თებერვალი 2018, 19:40

საქართველო

ჯანელიძე ქართველ არალეგალებს გერმანიის მთავრობის დახმარების მიღებისკენ მოუწოდებს

საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ეხმაურება გერმანიის მთავრობის გადაწყვეტილებას, რომელიც სამშობლოში დაბრუნების მსურველებს, მათ შორის ქართველებს, ფინანსურ კომპენსაციას გადაუხდის. ის გერმანიაში არალეგალურად მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, ამ შესაძლებლობით ისარგებლონ.

22 თებერვალი 2018, 19:38

ინტერვიუ

რა ეტაპებს მოიცავს დედაქალაქის საბიბლიოთეკო რეფორმა

ინტერვიუ კულტურის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელთან

22 თებერვალი 2018, 19:31

საქართველო

ქართული მარშის წევრები სოროსის ფონდის წინააღმდეგ აქციას მართავენ

ამ წუთებში აქციის მონაწილეები რუსთაველის მეტროდან სოროსის ფონდის მიმართულებით გადაადგილდებიან. “აიკრძალოს სოროსი” და “სოროსი სანაგვეზე”- ამ ლოზუნგებით შეკრებილები საქართველოში სოროსის ფონდის საქმიანობას აპროტესტებენ.

22 თებერვალი 2018, 19:28

ტექნოლოგიები

SpaceX-მა გლობალური ინტერნეტის სატესტო თანამგზავრები ორბიტაზე გაუშვა

პროექტის რამდენჯერმე გადადების შემდეგ, SpaceX-მა, გლობალური ინტერნეტის პროექტის ფარგლებში, ორბიტაზე 2 სატესტო თანამგზავრი გაუშვა. თანამგზავრების გაშვება 21 თებერვალსაც იგეგმებოდა, თუმცა ძლიერი ქარის გამო გადადეს.